პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიგი გაჩეჩილაძე სალომე ჭაჭუასა და გიორგი ვარდოსანიძის დაშორების შესახებ - ''დაოჯახება გადავიფიქრე...''
გიგი გაჩეჩილაძე სალომე ჭაჭუასა და გიორგი ვარდოსანიძის დაშორების შესახებ - ''დაოჯახება გადავიფიქრე...''

გიგი გა­ჩე­ჩი­ლა­ძე მუდ­მი­ვად და­კა­ვე­ბუ­ლია, ამ­ჯე­რად ის "ორი ვარ­სკვლა­ვის" ქო­რე­ოგ­რა­ფი გახ­ლავთ და მას­თან სა­უ­ბა­რი ამ თე­მით და­ვი­წყეთ, თუმ­ცა ისიც ვკი­თხეთ, რო­გო­რი რე­აქ­ცია ჰქონ­და, რო­დე­საც სა­ლო­მე ჭა­ჭუ­ა­სა და გი­ორ­გი ვარ­დო­სა­ნი­ძის და­შო­რე­ბის შე­სა­ხებ გა­ი­გო. ყვე­ლამ იცის სა­ლო­მე­სა და გი­გის რვაწ­ლი­ა­ნი რო­მა­ნის შე­სა­ხებ და იმა­საც ამ­ბო­ბენ, რომ წყვი­ლი "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვებ­მა" და­ა­შო­რა.

- რამ­დე­ნი­მე პრო­ექ­ტის მთა­ვა­რი ქო­რე­ოგ­რა­ფი გახ­დი, თუმ­ცა ეს სკან­და­ლე­ბის გა­რე­შე არ მომ­ხდა­რა. "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბი­დან" წა­სულ ქო­რე­ოგ­რა­ფებ­თან გაქვს ურ­თი­ერ­თო­ბა?

- უკ­რა­ი­ნელ ქო­რე­ოგ­რა­ფებ­თან დიდი კონ­ტაქ­ტი არც არას­დროს მქო­ნია. თუ სად­მე შევ­ხვდე­ბი, ჩვე­უ­ლებ­რივ მი­ვე­სალ­მე­ბი. ერთ-ერთი მათ­გა­ნი ჩემი მე­გობ­რის, მზია ორ­ვე­ლაშ­ვი­ლის მე­უღ­ლეა. მე არა­ნა­ი­რი წყე­ნა არ მაქვს მათ მი­მართ და იმე­დი მაქვს, რომ არც მათ სწყე­ნი­ათ ჩემ­გან რამე. გა­და­ვარ­ჩი­ნე შოუ, სა­ი­და­ნაც მო­უ­ლოდ­ნე­ლად წა­ვიდ­ნენ. მათი წას­ვლის მი­ზე­ზი არ გა­მირ­კვე­ვია და არც მინ­და ვი­ცო­დე. სი­მარ­თლე გი­თხრათ, იმ პე­რი­ოდ­ში სულ სხვა რა­ღა­ცე­ბით ვი­ყა­ვი და­კა­ვე­ბუ­ლი და სა­ერ­თოდ არ მცხე­ლო­და იმის­თვის, რომ ქო­რე­ოგ­რა­ფად და­მე­წყო მუ­შა­ო­ბა. შო­უ­ში რომ ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, რამ­დე­ნი­მე მოგ­ზა­უ­რო­ბა გა­დავ­დე, რო­მე­ლიც გა­ცი­ლე­ბით კარგ ანა­ზღა­უ­რე­ბას მო­მი­ტან­და, ვიდ­რე "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვებ­ში" გა­და­მი­ხა­დეს.

- პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის­თვის გრჩე­ბა დრო?

- ვცდი­ლობ, პი­რად­მა ცხოვ­რე­ბამ და საქ­მემ ერ­თმა­ნეთს ხელი არ შე­უ­შა­ლოს და გა­მომ­დის ხოლ­მე.

- პრე­სამ შენი ბევ­რი რო­მა­ნის შე­სა­ხებ იცის. მზია ორ­ვე­ლაშ­ვილ­მა "რე­ი­ტინგს" გა­უმ­ხი­ლა, რომ ერთ დროს შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი იყა­ვით...

- იყო ასე­თი მო­მენ­ტიც ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში. რაც შე­მიძ­ლია, დავ­ძვრე­ბი ხოლ­მე. სახ­ლში ჩა­კე­ტი­ლი არ ვარ. ბევ­რი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი მყო­ლია. ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბით ვცხოვ­რობ.

- შენი ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წეს­ში ერ­თგუ­ლე­ბა არ შე­დის?

- ძა­ლი­ან ერ­თგუ­ლი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ვარ. თუ არ მყავს, მა­შინ არა­ფე­რი მიშ­ლის ხელს, რომ ვიყო თა­ვი­სუ­ფა­ლი და გავ­შა­ლო ფრთე­ბი.

- ყვე­ლა­ზე მე­ტად შეყ­ვა­რე­ბუ­ლი რო­დის იყა­ვი?

- არ ვიცი, სიყ­ვა­რუ­ლის სიძ­ლი­ე­რე რო­გორ უნდა გა­ნი­სა­ზღვროს.

- ალ­ბათ, იმით, როცა გინ­და, საყ­ვა­რელ ადა­მი­ანს ბევ­რი რამ გა­უ­კე­თო და გული არ ატ­კი­ნო.

- ჩემ გვერ­დზე მყოფ გო­გო­ნას ყო­ველ­თვის ისე ვექ­ცე­ვი, თით­ქოს მის გარ­და სამ­ყა­რო­ში არა­ვი­ნაა. ვფიქ­რობ, საყ­ვა­რე­ლი გო­გო­ნა ხე­ლის გულ­ზე უნდა ატა­რო და შე­უქ­მნა ყვე­ლა­ნა­ი­რი პი­რო­ბა, რომ შენ გვერ­დით ბედ­ნი­ე­რი იყოს. ჩემ­თან ერ­თად გა­ტა­რე­ბუ­ლი დღე­ე­ბი კარ­გად უნდა გა­ახ­სენ­დეს. ყვე­ლა­ზე დიდ­ხანს სა­ლო­მეს­თან ვი­ყა­ვი. სა­ლო­მემ­დე მყავ­და შეყ­ვა­რე­ბუ­ლი, ერ­თად ოთხი წელი ვი­ყა­ვით. მას­თან და­შო­რე­ბა ყვე­ლა­ზე მტკივ­ნე­უ­ლი იყო ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში. მას მერე ისე ძა­ლი­ან გული აღა­რა­ვის­თან და­შო­რე­ბი­სას არ მტკე­ნია.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

sponsored by ContentRoom

გიგი გაჩეჩილაძე სალომე ჭაჭუასა და გიორგი ვარდოსანიძის დაშორების შესახებ - ''დაოჯახება გადავიფიქრე...''

გიგი გაჩეჩილაძე სალომე ჭაჭუასა და გიორგი ვარდოსანიძის დაშორების შესახებ - ''დაოჯახება გადავიფიქრე...''

გიგი გაჩეჩილაძე მუდმივად დაკავებულია, ამჯერად ის ''ორი ვარსკვლავის'' ქორეოგრაფი გახლავთ და მასთან საუბარი ამ თემით დავიწყეთ, თუმცა ისიც ვკითხეთ, როგორი რეაქცია ჰქონდა, როდესაც სალომე ჭაჭუასა და გიორგი ვარდოსანიძის დაშორების შესახებ გაიგო. ყველამ იცის სალომესა და გიგის რვაწლიანი რომანის შესახებ და იმასაც ამბობენ, რომ წყვილი ''ცეკვავენ ვარსკვლავებმა'' დააშორა.

- რამდენიმე პროექტის მთავარი ქორეოგრაფი გახდი, თუმცა ეს სკანდალების გარეშე არ მომხდარა. ''ცეკვავენ ვარსკვლავებიდან'' წასულ ქორეოგრაფებთან გაქვს ურთიერთობა?

- უკრაინელ ქორეოგრაფებთან დიდი კონტაქტი არც არასდროს მქონია. თუ სადმე შევხვდები, ჩვეულებრივ მივესალმები. ერთ-ერთი მათგანი ჩემი მეგობრის, მზია ორველაშვილის მეუღლეა. მე არანაირი წყენა არ მაქვს მათ მიმართ და იმედი მაქვს, რომ არც მათ სწყენიათ ჩემგან რამე. გადავარჩინე შოუ, საიდანაც მოულოდნელად წავიდნენ. მათი წასვლის მიზეზი არ გამირკვევია და არც მინდა ვიცოდე. სიმართლე გითხრათ, იმ პერიოდში სულ სხვა რაღაცებით ვიყავი დაკავებული და საერთოდ არ მცხელოდა იმისთვის, რომ ქორეოგრაფად დამეწყო მუშაობა. შოუში რომ ვყოფილიყავი, რამდენიმე მოგზაურობა გადავდე, რომელიც გაცილებით კარგ ანაზღაურებას მომიტანდა, ვიდრე ''ცეკვავენ ვარსკვლავებში'' გადამიხადეს.

- პირადი ცხოვრებისთვის გრჩება დრო?

- ვცდილობ, პირადმა ცხოვრებამ და საქმემ ერთმანეთს ხელი არ შეუშალოს და გამომდის ხოლმე.

- პრესამ შენი ბევრი რომანის შესახებ იცის. მზია ორველაშვილმა ''რეიტინგს'' გაუმხილა, რომ ერთ დროს შეყვარებულები იყავით...

- იყო ასეთი მომენტიც ჩემს ცხოვრებაში. რაც შემიძლია, დავძვრები ხოლმე. სახლში ჩაკეტილი არ ვარ. ბევრი შეყვარებული მყოლია. ჯანსაღი ცხოვრებით ვცხოვრობ.

- შენი ჯანსაღი ცხოვრების წესში ერთგულება არ შედის?

- ძალიან ერთგული შეყვარებული ვარ. თუ არ მყავს, მაშინ არაფერი მიშლის ხელს, რომ ვიყო თავისუფალი და გავშალო ფრთები.

- ყველაზე მეტად შეყვარებული როდის იყავი?

- არ ვიცი, სიყვარულის სიძლიერე როგორ უნდა განისაზღვროს.

- ალბათ, იმით, როცა გინდა, საყვარელ ადამიანს ბევრი რამ გაუკეთო და გული არ ატკინო.

- ჩემ გვერდზე მყოფ გოგონას ყოველთვის ისე ვექცევი, თითქოს მის გარდა სამყაროში არავინაა. ვფიქრობ, საყვარელი გოგონა ხელის გულზე უნდა ატარო და შეუქმნა ყველანაირი პირობა, რომ შენ გვერდით ბედნიერი იყოს. ჩემთან ერთად გატარებული დღეები კარგად უნდა გაახსენდეს. ყველაზე დიდხანს სალომესთან ვიყავი. სალომემდე მყავდა შეყვარებული, ერთად ოთხი წელი ვიყავით. მასთან დაშორება ყველაზე მტკივნეული იყო ჩემს ცხოვრებაში. მას მერე ისე ძალიან გული აღარავისთან დაშორებისას არ მტკენია.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება