მსოფლიო
პოლიტიკა

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
სამართალი
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის და რას პირდება თბილისს პრორუსი ახალგაზრდა, რომელმაც დედაქალაქში "გეორგიევსკის ლენტი" "ააფრიალა"
ვინ არის და რას პირდება თბილისს პრორუსი ახალგაზრდა, რომელმაც დედაქალაქში "გეორგიევსკის ლენტი" "ააფრიალა"

თბი­ლის­ში, "ჯე­ო­სე­ლი­სა" და "დი­ჰაბ­სის" ერ­თობ­ლი­ვი პრო­ექ­ტის­თვის გან­კუთ­ვნილ ბა­ნერ­ზე გან­თავ­სე­ბულ­მა პოს­ტერ­მა და მას­ზე თან­დარ­თულ­მა გზავ­ნი­ლებ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბა აღაშ­ფო­თა. ბა­ნერ­ზე გა­მო­სა­ხუ­ლი იყო "გე­ორ­გი­ევ­სკის ლენ­ტა" და რუ­სუ­ლი წარ­წე­რე­ბი: Народная акция "Георгиевская ленточка", Помню! Я горжусь! - ანუ სა­ხალ­ხო აქ­ცია "გე­ორ­გი­ევ­სკის ლენ­ტი; მახ­სოვს! ვა­მა­ყობ!"

სა­ზო­გა­დო­ე­ბის უარ­ყო­ფი­თი რე­აქ­ცი­ის შემ­დეგ კომ­პა­ნია "ჯე­ო­სელ­მა" ბო­დი­ში მო­ი­ხა­და და გა­ნა­ცხა­და, რომ არ ეთან­ხმე­ბა გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი პოს­ტე­რის ში­ნა­არსს[მეტი].

პირი, რო­მელ­მაც "ჯე­ო­სე­ლი­სა" და "დი­ჰაბ­სის" პრო­ექ­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით დე­და­ქა­ლა­ქის ცენ­ტრა­ლურ ქუ­ჩა­ზე ბა­ნე­რი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, "ევ­რა­ზი­ის ინ­სტი­ტუ­ტის საბ­ჭოს" წევ­რი ირაკ­ლი ყი­ფი­ა­ნია. რა დატ­ვირ­თვის მა­ტა­რე­ბე­ლია გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი პოს­ტე­რი და რისი თქმა უნ­დო­და მისი გა­მოქ­ვეყ­ნე­ბით ავ­ტორს, ამ კი­თხვებ­ზე მას Ambebi.ge ესა­უბ­რა.

- ირაკ­ლი, რა იყო თქვე­ნი მი­ზა­ნი და რას იტყვით გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი პოს­ტე­რის ში­ნა­არსზე?

- ამ კამ­პა­ნი­ის შე­სა­ხებ სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბი­დან გა­ვი­გე და გა­დავ­წყვი­ტე, რომ ჩემ­თვის მაქ­სი­მა­ლუ­რად პრო­დუქ­ტი­უ­ლად გა­მო­მე­ყე­ნე­ბი­ნა ეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ვი­ნა­ი­დან სა­ა­კაშ­ვი­ლის პე­რი­ო­დის­გან გან­სხვა­ვე­ბით, დღეს დე­მოკ­რა­ტი­ულ ქვე­ყა­ნა­ში ვცხოვ­რობთ და არა­ვინ ზღუ­დავს სი­ტყვი­სა და გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბას. ამი­ტო­მაც ვი­სარ­გებ­ლე ამ მო­მენ­ტით. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, 70 წელი გა­დის მე­ო­რე მსოფ­ლიო ომში გა­მარ­ჯვე­ბი­დან, რომ­ლის გმი­რი ჩემი დიდი ბა­ბუ­აც იყო, და ამ პოს­ტერ­ზე წე­რია - "მე მახ­სოვს", "მე ვა­მა­ყობ", და კი, - მე ვა­მა­ყობ, რომ ჩემი დიდი ბა­ბუა იყო იმ დიდი ბო­რო­ტე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი, რა­საც ფა­შიზ­მის და­მარ­ცხე­ბა ჰქვია, და რუ­სუ­ლად დავ­წე­რე იმი­ტომ, რომ ამ გზავ­ნი­ლით მი­მეწვდი­ნა ხმა პოსტსაბ­ჭო­თა ახალ­გაზ­რდე­ბის­თვი­საც...

- რამ­დე­ნად კარ­გად იც­ნობთ სიმ­ბო­ლი­კას, რო­მე­ლიც თქენ მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ პოს­ტერ­ზეა გა­მო­სა­ხუ­ლი.

- ძა­ლი­ან კარ­გად ვიც­ნობ. მე მაქვს სახ­ლში მე­და­ლი­ო­ნი, რო­მელ­საც და­ყო­ლი­ლი აქვს გე­ორ­გი­ევ­სკის ლენ­ტის მცი­რე მო­ნაკ­ვე­თი..

- ლენ­ტის ფე­რე­ბი - შავი და მოყ­ვი­თა­ლო, ერთი გან­მარ­ტე­ბით, კვამლსა და ცე­ცხლის ალს აღ­ნიშ­ნავს. ხოლო მე­ო­რე, ჰე­რალ­დი­კო­სი მეც­ნი­ე­რე­ბის და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი ვერ­სი­ით, რუ­სე­თის იმ­პე­რი­ის ღერ­ბის ფე­რებს - შავი არ­წი­ვი ოქ­როს ფონ­ზე.

- არა, ეს დიდი აბ­სურ­დი და ყუ­რით მოთ­რე­უ­ლი თე­მაა..

- რაც შე­ე­ხე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის მძაფრ რე­აქ­ცი­ებს, შე­საძ­ლოა, ეს მღელ­ვა­რე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში იმა­ნაც გა­მო­იწ­ვია, რომ თქვენ ხართ გა­ცხა­დე­ბუ­ლად პრო­რუ­სუ­ლი პო­ლი­ტი­კის მიმ­დე­ვა­რი მოძ­რა­ო­ბა... და ეს სიმ­ბო­ლი­კა, რო­მე­ლიც გა­მო­სა­ხეთ ბა­ნერ­ზე, 2014 წელს კი­ევ­ში, აქ­ცია "ან­ტი­მა­ი­დან­ზე" "ბერ­კუ­ტის" წარ­მო­მად­გენ­ლებ­მაც ააფ­რი­ა­ლეს... არ გიქ­მნით ეს რა­ი­მე უხერ­ხუ­ლო­ბას?

- არ მიქ­მნის და რაც შე­ე­ხე­ბა ნე­გა­ტი­ურ გა­მოხ­მა­უ­რე­ბებს, ჩვენს მი­მართ და­წე­რი­ლი უარ­ყო­ფი­თი კო­მენ­ტა­რე­ბის ძი­რი­თა­დი ავ­ტო­რე­ბი "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" პარ­ტი­უ­ლი წევ­რე­ბი და მხარ­დამ­ჭე­რე­ბი არი­ან...

- ირაკ­ლი, ვერ და­გე­თან­ხმე­ბით, რად­გან თქვენც, ისე­ვე რო­გორც მე, ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რი მომ­ხმა­რე­ბე­ლი ხართ "ფე­ის­ბუ­ქის" და ალ­ბათ ნა­ხავ­დით, რომ ძა­ლი­ან ბევ­რი მო­ქა­ლა­ქე აღაშ­ფო­თა ამ პოს­ტერ­მა და შე­სა­ბა­მი­სად, ეს არ არის ის შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც რა­ი­მე პარ­ტი­უ­ლი პრო­ტეს­ტი მოჰ­ყვა თქვენს ქმე­დე­ბას, ეს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი რე­აქ­ცია უფრო იყო, რის შე­დე­გა­დაც კომ­პა­ნია "ჯე­ო­სელს" სა­ჯა­როდ ბო­დი­შის მოხ­დაც კი მო­უ­წია...

- კი­დევ ვი­მე­ო­რებ, ნე­გა­ტი­უ­რი კო­მენ­ტა­რე­ბის ავ­ტორ­თა 95 პრო­ცენ­ტი არი­ან "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" პარ­ტი­უ­ლი წევ­რე­ბი და მათი სა­ტე­ლი­ტე­ბი... ძა­ლი­ან ბევ­რი არის შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნი­ლი მო­ქა­ლა­ქე, რო­მელ­საც ჰგო­ნია, რომ ეს არის ფა­შის­ტუ­რი სიმ­ბო­ლო, რაც გა­ნათ­ლე­ბის სიმ­წი­რე­ზე მი­უ­თი­თებს....

- თქვენ Facebook-ზე და­წე­რეთ, რომ თბი­ლისს მეტ გე­ორ­გი­ევ­სკის ლენ­ტას პირ­დე­ბით... რას გუ­ლის­ხმობთ?

- რა­ტომ არ შე­იძ­ლე­ბა ჩა­ტარ­დეს თბი­ლის­ში სა­ხალ­ხო აქ­ცია - "გე­ორ­გი­ევ­სკის ლენ­ტა ყვე­ლას"?! მე­ტად ვერ დავ­კონ­კრეტ­დე­ბი, მო­დით ინ­ტრი­გად დავ­ტო­ვოთ, რად­გან მო­წყე­ნი­ლო­ბა სუ­ფევს ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში... მო­დით, ახალ­გაზ­რდე­ბის ერთ ჯგუფს დაგ­ვი­ტო­ვეთ სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ ინ­ტრი­გა შე­მო­ვი­ტა­ნოთ ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში...

გი­ორ­გი გი­ორ­გაშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა

ვინ არის და რას პირდება თბილისს პრორუსი ახალგაზრდა, რომელმაც დედაქალაქში "გეორგიევსკის ლენტი" "ააფრიალა"

ვინ არის და რას პირდება თბილისს პრორუსი ახალგაზრდა, რომელმაც დედაქალაქში "გეორგიევსკის ლენტი" "ააფრიალა"

თბილისში, "ჯეოსელისა" და "დიჰაბსის" ერთობლივი პროექტისთვის განკუთვნილ ბანერზე განთავსებულმა პოსტერმა და მასზე თანდართულმა გზავნილებმა საზოგადოება აღაშფოთა. ბანერზე გამოსახული იყო "გეორგიევსკის ლენტა" და რუსული წარწერები: Народная акция "Георгиевская ленточка", Помню! Я горжусь! - ანუ სახალხო აქცია "გეორგიევსკის ლენტი; მახსოვს! ვამაყობ!"

საზოგადოების უარყოფითი რეაქციის შემდეგ კომპანია "ჯეოსელმა" ბოდიში მოიხადა და  განაცხადა, რომ არ ეთანხმება გამოქვეყნებული პოსტერის შინაარსს[მეტი].

პირი, რომელმაც "ჯეოსელისა" და "დიჰაბსის" პროექტის საშუალებით დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე ბანერი გამოაქვეყნა, "ევრაზიის ინსტიტუტის საბჭოს" წევრი ირაკლი ყიფიანია. რა დატვირთვის მატარებელია გამოქვეყნებული პოსტერი და რისი თქმა უნდოდა მისი გამოქვეყნებით ავტორს, ამ კითხვებზე მას Ambebi.ge ესაუბრა.

- ირაკლი, რა იყო თქვენი მიზანი და რას იტყვით გამოქვეყნებული პოსტერის შინაარსზე?

- ამ კამპანიის შესახებ სოციალური ქსელებიდან გავიგე და გადავწყვიტე, რომ ჩემთვის მაქსიმალურად პროდუქტიულად გამომეყენებინა ეს შესაძლებლობა, ვინაიდან სააკაშვილის პერიოდისგან განსხვავებით, დღეს დემოკრატიულ ქვეყანაში ვცხოვრობთ  და არავინ ზღუდავს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას. ამიტომაც ვისარგებლე ამ მომენტით. მოგეხსენებათ, 70 წელი გადის მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებიდან, რომლის გმირი ჩემი დიდი ბაბუაც იყო, და ამ პოსტერზე წერია - "მე მახსოვს", "მე ვამაყობ", და კი, - მე ვამაყობ, რომ ჩემი დიდი ბაბუა იყო იმ დიდი ბოროტების წინააღმდეგ ბრძოლის გამარჯვებული, რასაც ფაშიზმის დამარცხება ჰქვია, და რუსულად დავწერე იმიტომ, რომ ამ გზავნილით მიმეწვდინა ხმა პოსტსაბჭოთა ახალგაზრდებისთვისაც...

- რამდენად კარგად იცნობთ სიმბოლიკას, რომელიც თქენ მიერ გამოქვეყნებულ პოსტერზეა გამოსახული.

- ძალიან კარგად ვიცნობ. მე მაქვს სახლში მედალიონი, რომელსაც დაყოლილი აქვს გეორგიევსკის ლენტის მცირე მონაკვეთი..

- ლენტის ფერები - შავი და მოყვითალო, ერთი განმარტებით, კვამლსა და ცეცხლის ალს აღნიშნავს. ხოლო მეორე,  ჰერალდიკოსი მეცნიერების დასაბუთებული ვერსიით, რუსეთის იმპერიის ღერბის ფერებს - შავი არწივი ოქროს ფონზე.

- არა, ეს დიდი აბსურდი და ყურით მოთრეული თემაა..

- რაც შეეხება საზოგადოების მძაფრ რეაქციებს, შესაძლოა, ეს მღელვარება საზოგადოებაში იმანაც გამოიწვია, რომ თქვენ ხართ გაცხადებულად პრორუსული პოლიტიკის მიმდევარი მოძრაობა... და ეს სიმბოლიკა, რომელიც გამოსახეთ ბანერზე, 2014 წელს კიევში, აქცია "ანტიმაიდანზე" "ბერკუტის" წარმომადგენლებმაც ააფრიალეს... არ გიქმნით ეს რაიმე უხერხულობას?

- არ მიქმნის და რაც შეეხება ნეგატიურ გამოხმაურებებს, ჩვენს მიმართ დაწერილი უარყოფითი კომენტარების ძირითადი ავტორები "ნაციონალური მოძრაობის" პარტიული წევრები და მხარდამჭერები არიან...

- ირაკლი, ვერ დაგეთანხმებით, რადგან თქვენც, ისევე როგორც მე, ძალიან აქტიური მომხმარებელი ხართ "ფეისბუქის" და ალბათ ნახავდით, რომ ძალიან ბევრი მოქალაქე აღაშფოთა ამ პოსტერმა და შესაბამისად, ეს არ არის ის შემთხვევა, როდესაც რაიმე პარტიული პროტესტი მოჰყვა თქვენს ქმედებას, ეს საზოგადოებრივი რეაქცია უფრო იყო, რის შედეგადაც კომპანია "ჯეოსელს" საჯაროდ ბოდიშის მოხდაც კი მოუწია...

- კიდევ ვიმეორებ, ნეგატიური კომენტარების ავტორთა  95 პროცენტი არიან "ნაციონალური მოძრაობის" პარტიული წევრები და მათი სატელიტები... ძალიან ბევრი არის შეცდომაში შეყვანილი მოქალაქე, რომელსაც ჰგონია, რომ ეს არის ფაშისტური სიმბოლო, რაც განათლების სიმწირეზე მიუთითებს....

- თქვენ Facebook-ზე დაწერეთ, რომ თბილისს მეტ გეორგიევსკის ლენტას პირდებით... რას გულისხმობთ?

- რატომ არ შეიძლება ჩატარდეს თბილისში სახალხო აქცია - "გეორგიევსკის ლენტა ყველას"?! მეტად ვერ დავკონკრეტდები, მოდით ინტრიგად დავტოვოთ, რადგან მოწყენილობა სუფევს ქართულ პოლიტიკაში... მოდით, ახალგაზრდების ერთ ჯგუფს დაგვიტოვეთ საშუალება, რომ ინტრიგა შემოვიტანოთ ქართულ საზოგადოებაში...

გიორგი გიორგაშვილი

AMBEBI.GE

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა