პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

17

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე, მთვარე მორიელშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
საზოგადოება
წიგნები
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სექსი ალამაზებს და ამყარებს სიყვარულს, აღრმავებს პარტნიორთა ურთიერთნდობას" - ბერი ერმოლაოსი
"სექსი ალამაზებს და ამყარებს სიყვარულს, აღრმავებს პარტნიორთა ურთიერთნდობას" - ბერი ერმოლაოსი

სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში პო­პუ­ლა­რო­ბას არ კარ­გავს ბერი ერ­მო­ნა­ლო­სის რამ­დე­ნი­მე თვის წინ და­წე­რი­ლი სტა­ტუ­სი, რო­მელ­შიც იგი სექ­სუ­ა­ლურ სა­კი­თხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­კუ­თარ მო­საზ­რე­ბებს აფიქ­სი­რებს:

"ჩემო კე­თი­ლო მე­გობ­რე­ბო! გავ­კად­ნი­ერ­დე­ბი და ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში თით­ქმის ტა­ბუ­და­დე­ბულ თე­მას - სექ­სუ­ა­ლუ­რო­ბის სა­კითხს შე­ვე­ხე­ბი. ვიცი ბევ­რი კონ­სერ­ვა­ტო­რუ­ლად გან­წყო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნის რის­ხვას და­ვიმ­სა­ხუ­რებ, მაგ­რამ მა­ინც გა­დავ­წყვი­ტე ამ ნა­ბი­ჯის გა­დად­გმა, რად­გან მი­მაჩ­ნია, რომ ამ სა­კი­თხზე ჯან­სა­ღი დის­კუ­სი­ის არარ­სე­ბო­ბამ ბევ­რი ქარ­თუ­ლი ოჯა­ხი დან­გრე­ვის პი­რამ­დე მი­იყ­ვა­ნა.

უმორ­ჩი­ლე­სად გთხოვთ, ნუ იფიქ­რებთ, თით­ქოს მე ამ პოს­ტით უკა­ნას­კნე­ლი ინ­სტან­ცი­ის ჭეშ­მა­რი­ტე­ბის დეკ­ლა­რი­რე­ბას ვცდი­ლობ­დე. მე თქვენ­და­მი სიყ­ვა­რულ­მა მა­ი­ძუ­ლა გა­მო­მეთ­ქვა ჩემი აზრი ამ თე­მა­ზე, რის­თვი­საც წი­ნას­წარ გიხ­დით ბო­დიშს.

სექ­სუ­ა­ლუ­რო­ბა ღვთის სა­ჩუ­ქა­რია! სექ­სი ქორ­წი­ნე­ბის სა­ი­დუმ­ლო­თი გა­ცის­კროვ­ნე­ბუ­ლი ცოლ-ქმრის­თვის ღვთის­გან ნა­კურ­თხი ნუ­გე­შია. ის, რომ ღმერ­თმა შექ­მნა ორი სხვა­დას­ხვა სქე­სის ადა­მი­ა­ნი, ერ­თმნიშ­ვნე­ლოვ­ნად ადას­ტუ­რებს ამ მო­საზ­რე­ბას. რო­გორც მა­მას უხა­რია, როცა ბავ­შვი მის­გან ნა­ჩუ­ქა­რი სა­ჩუქ­რით ხა­რობს, ისე უფალს უხა­რია, როცა ცოლი და ქმა­რი ღვთის­გან ნა­კურ­თხი სექ­სუ­ა­ლუ­რო­ბით ხა­რო­ბენ.

არის მო­საზ­რე­ბა, რომ სექ­სუ­ა­ლუ­რო­ბა მხო­ლო შვილ­თა ჩე­ნის­თვის აკურ­თხა უფალ­მა, მაგ­რამ ეს უდი­დე­სი შეც­დო­მაა! ეს ასე რომ იყოს მა­შინ ყო­ვე­ლი სექ­სუ­ა­ლუ­რი აქ­ტის მერე უნდა ისა­ხე­ბოდ­ნენ ბავ­შვე­ბი და უშ­ვი­ლო ოჯა­ხე­ბი სა­ერ­თოდ არ უნდა არ­სე­ბობ­დნენ, მაგ­რამ ეს ასე არ არის და სწო­რედ იმი­ტომ, რომ სექ­სუ­ა­ლუ­რო­ბა, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, ღვთის­გან ნა­კურ­თხია, რო­გორც ცხო­ნე­ბის ერ­თერ­თი სა­შუ­ა­ლე­ბა! ცოლ-ქმრის სექ­სი არ არის მრუ­შო­ბა, რად­გან და­ქორ­წი­ნე­ბულ­თა სა­რე­ცე­ლი ნა­კურ­თხია! მრუ­შო­ბაა სექ­სი ქორ­წი­ნე­ბის გა­რე­შე! და ისიც არა იმი­ტომ რომ თა­ვად სექ­სია რა­ი­მე საძ­რა­ხი­სი, არა­მედ მხო­ლოდ და მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ ქორ­წი­ნე­ბის გა­რე­შე სექ­სი მი­მარ­თუ­ლია სიყ­ვა­რუ­ლის წი­ნა­აღ­მდეგ! ხოლო რაც სიყ­ვა­რუ­ლის წი­ნა­აღ­მდეგ არის მი­მარ­თუ­ლი ყვე­ლა­ფე­რი ცოდ­ვაა!!! მო­ცი­ქუ­ლი პავ­ლე ამ­ბობს, რომ "ცო­ლის სხე­უ­ლი ქმარს ეკუთ­ვნის, ხოლო ქმრის სხე­უ­ლი ცოლს" რაც ქორ­წი­ნე­ბა­ში სექ­სის ნა­კურ­თხო­ბის პირ­და­პი­რი და­დას­ტუ­რე­ბაა! ამი­ტომ ცოდ­ვაა სწო­რედ მე­უღ­ლის სექ­სუ­ა­ლუ­რი უფ­ლე­ბის შე­ზღუდ­ვა და შე­ლახ­ვა! უფალ­მა ცოლ-ქმა­რი აკურ­თხა, რომ "ორნი გახ­დნენ ერთი", რი­თაც და­ქორ­წი­ნე­ბულ­თა სექ­სი სუ­ლი­ერ სა­ი­დუმ­ლო­თა რან­გში აიყ­ვა­ნა და ნე­ბის­მი­ე­რი მცდე­ლო­ბა ამ კურ­თხე­ვის შე­ზღუდ­ვის ან რეგ­ლა­მენ­ტი­რე­ბი­სა სა­ხა­რე­ბის სწავ­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ არის მი­მარ­თუ­ლი.

სამ­წუ­ხა­როდ მორ­წმუ­ნე­თა შო­რის სექ­სი დე­მო­ნი­ზი­რე­ბუ­ლია, რაც ბერ­მო­ნაზვნუ­რი სუ­ლი­ე­რი ტრა­დი­ცი­ის იდე­ა­ლი­ზა­ცით არის გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი, მაგ­რამ ქალ­წუ­ლო­ბა ცხო­ნე­ბის მხო­ლოდ ერ­თერ­თი სა­შუ­ა­ლე­ბაა, რო­გორც ოჯა­ხუ­რი ცხოვ­რე­ბა. და არც ერთი არ არის მე­ო­რე­ზე მეტი ან ნაკ­ლე­ბი. ბე­რე­ბი ქალ­წუ­ლო­ბას ირ­ჩე­ვენ მხო­ლოდ და მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ სექ­სუ­ა­ლუ­რო­ბამ არ გა­ფან­ტოს მათი ყუ­რა­დღე­ბა უფ­ლის­გან. და­ქორ­წი­ნე­ბულ­ნი კი თა­ვი­სი სექ­სუ­ა­ლუ­რო­ბის სწო­რი რე­ა­ლი­ზა­ცი­ით ერ­თმა­ნეთს ეხ­მა­რე­ბი­ან ცხო­ნე­ბის საქ­მე­ში, რად­გან სექ­სუ­ა­ლუ­რად დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბუ­ლი პარტნი­ო­რი არის მად­ლი­ე­რი მე­უღ­ლე, კარ­გი მშო­ბე­ლი, მშვი­დი მლოც­ვე­ლი და ერ­თგუ­ლი მრევ­ლი! უფა­ლი როცა ამ თე­მას ეხე­ბა, სექ­სუ­ა­ლუ­რი ქცე­ვის არც ერთ ფორ­მას არ ანი­ჭებს უპი­რა­ტე­სო­ბას, მხო­ლოდ რე­კო­მენ­და­ცი­ას გვაძ­ლევს თი­თო­ე­ულ­მა თა­ვი­სით გა­და­წყვი­ტოს თუ რო­მე­ლი ფორ­მის ტა­რე­ბა შე­უძ­ლია მას.

უმ­რავ­ლეს შემ­თხვე­ვა­ში, როცა ჩვენ ეკ­ლე­სი­ურ ცხოვ­რე­ბას ვი­წყებთ, ძა­ლა­უ­ნე­ბუ­რად ვცდი­ლობთ ჩვე­ნი ეკ­ლე­სი­უ­რო­ბა მე­უღ­ლეს­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­შიც და­ვა­ფიქ­სი­როთ და ნელ-ნელა ვახ­დენთ მე­უღ­ლე­თა ხა­ტი­ზა­ცი­ას და სექ­სუ­ა­ლურ ცხოვ­რე­ბას ჩვე­ნი ეკ­ლე­სი­უ­რო­ბის­თვის შე­უ­თავ­სე­ბელ ქცე­ვად მი­ვიჩ­ნევთ, რი­თაც უზარ­მა­ზარ უფსკრულს ვთხრით არა მარ­თო

ჩვენ­სა და ჩვენს პარტნი­ორს შო­რის, არა­მედ ჩვენს მე­უღ­ლე­სა და ეკ­ლე­სი­ას შო­რის, რად­გა­ნაც ჩვენს პარტნი­ორს თა­ვი­სი სექ­სუ­ა­ლუ­რი უფ­ლე­ბის შე­ლახ­ვის მი­ზე­ზად ჩვე­ნი ეკ­ლე­სი­უ­რო­ბა ევ­ლი­ნე­ბა. რი­თაც ვა­ძუ­ლებთ ჩვენს მე­უღ­ლეს ეკ­ლე­სი­ას და თვით ღმერ­თს.

ქორ­წი­ნე­ბის სა­ი­დუმ­ლოს მთა­ვა­რი აზრი ორი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი სუ­ლის ცხო­ნე­ბის საქ­მე­ში გა­ერ­თი­ა­ნე­ბაა ურ­თი­ერ­თდახ­მა­რე­ბის მიზ­ნით. სექ­სუ­ა­ლუ­რო­ბა კი ამ პრო­ცე­სის წარ­მა­ტე­ბით დაგ­ვირ­გვი­ნე­ბის საქ­მე­ში უმ­თავ­რე­სი ია­რა­ღია! სექ­სი ალა­მა­ზებს და ამ­ყა­რებს სიყ­ვა­რულს, აღ­რმა­ვებს პარტნი­ორ­თა ურ­თი­ერ­თნ­დო­ბას, და ქმნის სულ­თა შერ­წყმის იდე­ა­ლურ წი­ნა­პი­რო­ბას! ამი­ტომ უდი­დე­სი ცოდ­ვაა მე­უღ­ლის ღა­ლა­ტი, მისი სექ­სუ­ა­ლუ­რი უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვა! თა­ნა­მედ­რო­ვე ოჯახ­თა უდი­დე­სი ნა­წი­ლი დღეს ინ­გრე­ვა სწო­რედ სექ­სუ­ა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბის არას­წო­რი რე­ა­ლი­ზა­ცი­ის გამო, ან, ამა თუ იმ მი­ზე­ზით, მისი სრუ­ლი უგუ­ლე­ბელ­ყო­ფის გამო.

შე­ხე­დეთ თქვენს მე­უღ­ლეს, გა­იხ­სე­ნეთ რამ­დე­ნი უძი­ლო ღამე გი­თე­ნე­ბი­ათ მას­ზე ფიქ­რში, რამ­დე­ნი სი­ხა­რუ­ლი და ტკი­ვი­ლი გა­და­გი­ტა­ნი­ათ ერ­თად, რამ­დე­ნი გუ­ლის სა­ი­დუმ­ლო გა­გი­ზი­ა­რე­ბი­ათ მის­თვის და თქვენ და­მე­თან­ხმე­ბით, რომ თქვე­ნი სუ­ლის ცხო­ნე­ბის საქ­მე­ში ვე­რა­ვინ შე­გე­წე­ვათ ისე, რო­გორც იის უახ­ლო­ე­სი ადა­მი­ა­ნი. მო­ე­ფე­რეთ მას, გა­უფრ­თხილ­დით მას და ნუ მო­პა­რავთ მას იმ სი­ხა­რულს, რო­მე­ლიც მის­თვის ღვთის­გან ნა­კურ­თხია და ვინ იცის, იქ­ნებ ის გახ­დეს თქვე­ნი ერ­თად ერთი გა­მარ­თლე­ბა ღვთის წი­ნა­შე", - წერს ბერი ერ­მო­ლა­ო­სი Facebook-ზე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ავტოსაგზაო შემთხვევა სამგორში - თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომანქანა ველოსიპედით მოძრავ მოქალაქეს დაეჯახა.

"სექსი ალამაზებს და ამყარებს სიყვარულს, აღრმავებს პარტნიორთა ურთიერთნდობას" - ბერი ერმოლაოსი

"სექსი ალამაზებს და ამყარებს სიყვარულს, აღრმავებს პარტნიორთა ურთიერთნდობას" - ბერი ერმოლაოსი

სოციალურ ქსელებში პოპულარობას არ კარგავს ბერი ერმონალოსის რამდენიმე თვის წინ დაწერილი სტატუსი, რომელშიც იგი სექსუალურ საკითხებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებებს აფიქსირებს:

"ჩემო კეთილო მეგობრებო! გავკადნიერდები და ჩვენს საზოგადოებაში თითქმის ტაბუდადებულ თემას - სექსუალურობის საკითხს შევეხები. ვიცი ბევრი კონსერვატორულად განწყობილი ადამიანის რისხვას დავიმსახურებ, მაგრამ მაინც გადავწყვიტე ამ ნაბიჯის გადადგმა, რადგან მიმაჩნია, რომ ამ საკითხზე ჯანსაღი დისკუსიის არარსებობამ ბევრი ქართული ოჯახი დანგრევის პირამდე მიიყვანა.

უმორჩილესად გთხოვთ, ნუ იფიქრებთ, თითქოს მე ამ პოსტით უკანასკნელი ინსტანციის ჭეშმარიტების დეკლარირებას ვცდილობდე. მე თქვენდამი სიყვარულმა მაიძულა გამომეთქვა ჩემი აზრი ამ თემაზე, რისთვისაც წინასწარ გიხდით ბოდიშს.

სექსუალურობა ღვთის საჩუქარია! სექსი ქორწინების საიდუმლოთი გაცისკროვნებული ცოლ-ქმრისთვის ღვთისგან ნაკურთხი ნუგეშია. ის, რომ ღმერთმა შექმნა ორი სხვადასხვა სქესის ადამიანი, ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს ამ მოსაზრებას. როგორც მამას უხარია, როცა ბავშვი მისგან ნაჩუქარი საჩუქრით ხარობს, ისე უფალს უხარია, როცა ცოლი და ქმარი ღვთისგან ნაკურთხი სექსუალურობით ხარობენ.

არის მოსაზრება, რომ სექსუალურობა მხოლო შვილთა ჩენისთვის აკურთხა უფალმა, მაგრამ ეს უდიდესი შეცდომაა! ეს ასე რომ იყოს მაშინ ყოველი სექსუალური აქტის მერე უნდა ისახებოდნენ ბავშვები და უშვილო ოჯახები საერთოდ არ უნდა არსებობდნენ, მაგრამ ეს ასე არ არის და სწორედ იმიტომ, რომ სექსუალურობა, უპირველეს ყოვლისა, ღვთისგან ნაკურთხია, როგორც ცხონების ერთერთი საშუალება! ცოლ-ქმრის სექსი არ არის მრუშობა, რადგან დაქორწინებულთა სარეცელი ნაკურთხია! მრუშობაა სექსი ქორწინების გარეშე! და ისიც არა იმიტომ რომ თავად სექსია რაიმე საძრახისი, არამედ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ქორწინების გარეშე სექსი მიმართულია სიყვარულის წინააღმდეგ! ხოლო რაც სიყვარულის წინააღმდეგ არის მიმართული ყველაფერი ცოდვაა!!! მოციქული პავლე ამბობს, რომ "ცოლის სხეული ქმარს ეკუთვნის, ხოლო ქმრის სხეული ცოლს" რაც ქორწინებაში სექსის ნაკურთხობის პირდაპირი დადასტურებაა! ამიტომ ცოდვაა სწორედ მეუღლის სექსუალური უფლების შეზღუდვა და შელახვა! უფალმა ცოლ-ქმარი აკურთხა, რომ "ორნი გახდნენ ერთი", რითაც დაქორწინებულთა სექსი სულიერ საიდუმლოთა რანგში აიყვანა და ნებისმიერი მცდელობა ამ კურთხევის შეზღუდვის ან რეგლამენტირებისა სახარების სწავლების წინააღმდეგ არის მიმართული.

სამწუხაროდ მორწმუნეთა შორის სექსი დემონიზირებულია, რაც ბერმონაზვნური სულიერი ტრადიციის იდეალიზაცით არის განპირობებული, მაგრამ ქალწულობა ცხონების მხოლოდ ერთერთი საშუალებაა, როგორც ოჯახური ცხოვრება. და არც ერთი არ არის მეორეზე მეტი ან ნაკლები. ბერები ქალწულობას ირჩევენ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ სექსუალურობამ არ გაფანტოს მათი ყურადღება უფლისგან. დაქორწინებულნი კი თავისი სექსუალურობის სწორი რეალიზაციით ერთმანეთს ეხმარებიან ცხონების საქმეში, რადგან სექსუალურად დაკმაყოფილებული პარტნიორი არის მადლიერი მეუღლე, კარგი მშობელი, მშვიდი მლოცველი და ერთგული მრევლი! უფალი როცა ამ თემას ეხება, სექსუალური ქცევის არც ერთ ფორმას არ ანიჭებს უპირატესობას, მხოლოდ რეკომენდაციას გვაძლევს თითოეულმა თავისით გადაწყვიტოს თუ რომელი ფორმის ტარება შეუძლია მას.

უმრავლეს შემთხვევაში, როცა ჩვენ ეკლესიურ ცხოვრებას ვიწყებთ, ძალაუნებურად ვცდილობთ ჩვენი ეკლესიურობა მეუღლესთან ურთიერთობაშიც დავაფიქსიროთ და ნელ-ნელა ვახდენთ მეუღლეთა ხატიზაციას და სექსუალურ ცხოვრებას ჩვენი ეკლესიურობისთვის შეუთავსებელ ქცევად მივიჩნევთ, რითაც უზარმაზარ უფსკრულს ვთხრით არა მართო

ჩვენსა და ჩვენს პარტნიორს შორის, არამედ ჩვენს მეუღლესა და ეკლესიას შორის, რადგანაც ჩვენს პარტნიორს თავისი სექსუალური უფლების შელახვის მიზეზად ჩვენი ეკლესიურობა ევლინება. რითაც ვაძულებთ ჩვენს მეუღლეს ეკლესიას და თვით ღმერთს.

ქორწინების საიდუმლოს მთავარი აზრი ორი შეყვარებული სულის ცხონების საქმეში გაერთიანებაა ურთიერთდახმარების მიზნით. სექსუალურობა კი ამ პროცესის წარმატებით დაგვირგვინების საქმეში უმთავრესი იარაღია! სექსი ალამაზებს და ამყარებს სიყვარულს, აღრმავებს პარტნიორთა ურთიერთნდობას, და ქმნის სულთა შერწყმის იდეალურ წინაპირობას! ამიტომ უდიდესი ცოდვაა მეუღლის ღალატი, მისი სექსუალური უფლებების დარღვევა! თანამედროვე ოჯახთა უდიდესი ნაწილი დღეს ინგრევა სწორედ სექსუალური ცხოვრების არასწორი რეალიზაციის გამო, ან, ამა თუ იმ მიზეზით, მისი სრული უგულებელყოფის გამო.

შეხედეთ თქვენს მეუღლეს, გაიხსენეთ რამდენი უძილო ღამე გითენებიათ მასზე ფიქრში, რამდენი სიხარული და ტკივილი გადაგიტანიათ ერთად, რამდენი გულის საიდუმლო გაგიზიარებიათ მისთვის და თქვენ დამეთანხმებით, რომ თქვენი სულის ცხონების საქმეში ვერავინ შეგეწევათ ისე, როგორც იის უახლოესი ადამიანი. მოეფერეთ მას, გაუფრთხილდით მას და ნუ მოპარავთ მას იმ სიხარულს, რომელიც მისთვის ღვთისგან ნაკურთხია და ვინ იცის, იქნებ ის გახდეს თქვენი ერთად ერთი გამართლება ღვთის წინაშე", - წერს ბერი ერმოლაოსი Facebook-ზე.

„პორშე ცენტრი თბილისის“ კამპანია “Soul” პორშეს საერთაშორისო კონკურსის PRI-ის გამარჯვებულთა შორისაა

"სინოდის სხდომაზე პატრიარქის ტახტიდან გადაყენება იგეგმება" - რელიგიის ექსპერტთა განცხადებას ანდრია ჯაღმაიძე პასუხობს

ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 204 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - როგორია ინფიცირების სტატისტიკა რეგიონების მიხედვით