კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველი ლექტორი, რომელმაც 33 სტუდენტი ოჯახს გამოგლიჯა და საკუთარი რელიგია შექმნა - "გოგონების უმეტესობა მისი ცოლი გახდა"
ქართველი ლექტორი, რომელმაც 33 სტუდენტი ოჯახს გამოგლიჯა და საკუთარი რელიგია შექმნა - "გოგონების უმეტესობა მისი ცოლი გახდა"

1994 წლის ზა­ფხულ­ში ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ხე­ლოვ­ნე­ბათმცოდ­ნე­ო­ბის მე­ო­რა­დი ფა­კულ­ტე­ტის რე­ლი­გი­ის ლექ­ტორ­მა რეზო ბაქ­რა­ძემ 33 სტუ­დენ­ტთან (22 ბიჭი და 11 გოგო) ერ­თად სა­ქარ­თვე­ლო და­ტო­ვა. ისი­ნი ხუთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში თურ­ქეთ­ში ცხოვ­რობ­დნენ, შემ­დეგ კა­ნა­და­ში გა­და­ვიდ­ნენ. მშობ­ლებ­მა ზუს­ტად არ იცი­ან, რა­ტომ გაჰ­ყვნენ მათი შვი­ლე­ბი უცხო­ეთ­ში ჩუ­მად სა­კუ­თარ ლექ­ტორს, სტუ­დენ­ტე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბას დღეს გვარ-სა­ხე­ლი და სო­ცი­ა­ლუ­რი სტა­ტუ­სი შეც­ვლი­ლი აქვს. გვარ-სა­ხე­ლი შეც­ვლი­ლი აქვს რეზო ბაქ­რა­ძე­საც. მას თე­ო­ფი­ლე მა­ლა­ქი­ას სა­ხე­ლით იც­ნო­ბენ. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სტუ­დენ­ტე­ბი "საყ­ვა­რელ ლექ­ტორს" გე­ნე­რალს ეძახ­დნენ, გე­ნე­რალ­მა სა­კუ­თა­რი სექ­ტა ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა და სა­ვა­რა­უ­დოდ, სტუ­დენ­ტე­ბი სწო­რედ ამ სექ­ტის წევ­რე­ბი არი­ან. თუმ­ცა, რას ას­წავ­ლის თე­ო­ფი­ლე მა­ლა­ქი­ას მო­ძღვრე­ბა, უც­ნო­ბია.

სხვა­დას­ხვა წყა­რო­ე­ბის ცნო­ბით, თე­ოფ­ლე მა­ლა­ქია სა­კუ­თარ სტუ­დენ­ტებ­თან ერ­თად ტო­რონ­ტო­ში ერთ ბა­ნა­კად ცხოვ­რობს, გო­გო­ნე­ბის უმე­ტე­სო­ბა მისი ცოლი გახ­და. შვი­ლე­ბიც გა­უ­ჩი­ნეს და სა­ქარ­თვე­ლო და­ი­ვი­წყეს. რამ­დე­ნი­მე წლის წინ ინ­ტერ­ნეტ­ში გავ­რცელ­და ვი­დეო, სა­დაც მა­ლა­ქი­ას საყ­ვა­რე­ლი სტუ­დენ­ტი ბიზ­ნე­მე­ნებს მო­უ­წო­დებ­და და­ე­ფი­ნან­სე­ბი­ნათ ისი­ნი, რად­გან ევან­გე­ლის­ტუ­რი ეკ­ლე­სი­ის აშე­ნე­ბა სურ­დათ. ეს ჩა­ნა­წე­რი ერთ-ერთი სტუ­დენ­ტის დე­დამ ინ­ტერ­ნეტ­ში ნახა. ყვე­ლა მათ­გა­ნი, რო­მე­ლიც მა­ლა­ქი­ამ ტო­რონ­ტო­ში წა­იყ­ვა­ნა, გა­ნათ­ლე­ბუ­ლია, რამ­დე­ნი­მე ენას ფლო­ბენ, ყვე­ლა მათ­გა­ნი წარ­მა­ტე­ბუ­ლია და და­საქ­მე­ბუ­ლი. აქვთ სა­ერ­თო ყუ­ლა­ბა, რო­მელ­საც სწო­რედ თე­ო­ფი­ლე მა­ლა­ქია გან­კარ­გავს. ამ­ბო­ბენ, რომ რეზო ბაქ­რა­ძეს ზე­მოქ­მე­დე­ბის სა­ო­ცა­რი უნა­რი აქვს. მას ვერ აკა­ვებს ვერც ერთი ქვეყ­ნის პო­ლი­ცია, რად­გან სტუ­დენ­ტე­ბი სა­კუ­თა­რი ნე­ბით გაჰ­ყვნენ.

თავ­და­პირ­ვე­ლად რეზო ბაქ­რა­ძემ სტუ­დენ­ტე­ბი თურ­ქეთ­ში გა­და­იყ­ვა­ნა, მას ამა­ში დალი ყა­რა­უ­ლაშ­ვი­ლი და­ეხ­მა­რა. ბაქ­რა­ძე და მისი სტუ­დენ­ტე­ბი სწო­რედ მას­თან ცხოვ­რობ­დნენ თურ­ქეთ­ში.

"1994 წლის ივ­ლის­ში რეზო ბაქ­რა­ძემ და­მი­რე­კა თურ­ქეთ­ში და მი­თხრა, რომ ოჯახ­თან ერ­თად უნ­დო­და ჩა­მოს­ვლა და მე, რა თქმა უნდა, დახ­მა­რე­ბა­ზე უარი არ მით­ქვამს. ერთ კვი­რა­ში სას­ტუმ­როს პერ­სო­ნა­ლი მა­ტყო­ბი­ნებს, შენ გკი­თხუ­ლო­ბე­ნო. ჩა­ვე­დი და სას­ტუმ­როს წინ საბ­ჭო­უ­რი ტი­პის წი­თე­ლი ავ­ტო­ბუ­სი­დან რეზო ჩა­მო­ვი­და, ხელი ჩა­მო­მარ­თვა, მო­მე­სალ­მა. ვკი­თხე, მე­უღ­ლე და შვი­ლი სად არი­ან-მეთ­ქი. მი­პა­სუ­ხა, ავ­ტო­ბუს­ში არი­ა­ნო. ვუ­თხა­რი, ჩა­მო­ვიდ­ნენ და ავ­ტო­ბუ­სი გა­უშ­ვი-მეთ­ქი და გა­ე­ღი­მა, მარ­ტო არა ვარ­თო. ავ­ტო­ბუს­ში რომ ავე­დი, შოკ­ში ჩავ­ვარ­დი, ავ­ტო­ბუს­ში 33 სტუ­დენ­ტი იჯდა. რა ხდე­ბა-მეთ­ქი, ვკი­თხე რე­ზოს და მი­თხრა, კა­ნა­და­ში გვინ­და გას­ვლა და უნდა დაგ­ვეხ­მა­როო… 36 ადა­მი­ა­ნი ჩემს სას­ტუმ­რო­ში და­ვა­ბი­ნა­ვე", - იხ­სე­ნებს ყა­რა­უ­ლაშ­ვი­ლი ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში. დალი ყა­რა­უ­ლაშ­ვი­ლი რეზო ბაქ­რა­ძის სტუ­დენ­ტი იყო. ის ამ­ბობს, რომ ბაქ­რა­ძე სტუ­დენ­ტებს ცხვრებს ეძახ­და და ამ­ბობ­და, ამათ რა­საც მინ­და იმას გა­ვა­კე­თე­ბი­ნებ, თუ მინ­და კლდი­დან გა­დახ­ტე­ბი­ა­ნო.

მისი თქმით, ბაქ­რა­ძე სტუ­დენ­ტებს თა­ვი­სუ­ფა­ლი სექ­სის­კენ ან მას­ტურ­ბა­ცი­ის­კენ მო­უ­წო­დებ­და. არ უყ­ვარ­და ილია ჭავ­ჭა­ვა­ძე და ქარ­თუ­ლი ენა; ამ­ბობ­და, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რე­ბა მძი­მე იყო. ყა­რა­უ­ლაშ­ვი­ლი იმ დღე­საც იხ­სე­ნებს, როცა მე­სი­ის სახ­ლში "საყ­ვა­რე­ლი ლექ­ტო­რის" და მისი სტუ­დენ­ტე­ბის სა­ი­დუმ­ლო შეკ­რე­ბა ნახა.

"მახ­სოვს, ერთხელ, მას­თან სახ­ლში მო­უ­ლოდ­ნე­ლად სტუმ­რად მი­ვე­დი, სა­ღა­მო ხანი იქ­ნე­ბო­და, მისი სა­მუ­შაო ოთა­ხი ჩაბ­ნე­ლე­ბუ­ლი იყო. რომ შე­ვე­დი, ხმე­ბი მო­მეს­მა და სიბ­ნე­ლე­ში­ვე გა­მო­ვა­ცხა­დე, ვინ ვი­ყა­ვი და შუქი ავან­თე, რეზო ამა­ზე გა­გიჟ­და. ოთახ­ში რკი­ნის სა­წოლ­ზე წა­მო­წო­ლილ რე­ზოს აქეთ-იქი­დან ახალ­გაზ­რდა სტუ­დენ­ტი გო­გო­ე­ბი ეს­ხდნენ, ზოგი რე­ზოს ფეხ­ზე იყო მიყრდნო­ბი­ლი, ზოგი – მუ­ცელ­ზე, ზოგი თავ­ზე ხელ­საც უს­ვამ­და "მო­მა­ვალ მე­სი­ას", თავი ჰა­რამ­ხა­ნა­ში მე­გო­ნა. რაც შე­ე­ხე­ბათ ბი­ჭებს, ზოგი სკამ­ზე იჯდა, ზოგი – ია­ტაკ­ზე, ზო­გიც კე­დელ­ზე იყო მიყრდნო­ბი­ლი. რო­გორც ჩანს, ლექ­ტო­რი ქა­ლებ­თან სი­ახ­ლო­ვის დროს უკე­თე­სად ქა­და­გებ­და, თა­ნაც სიბ­ნე­ლე­ში", - ჰყვე­ბა ყა­რა­უ­ლაშ­ვი­ლი ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

თე­ო­ფი­ლე მა­ლა­ქი­ას სა­ხელს და­უ­კავ­ში­რეს 2009 წელს 18 წლის მა­რი­ამ მახ­ნი­აშ­ვი­ლის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბაც. მა­რი­ამ მახ­ნი­აშ­ვი­ლი ტო­რონ­ტო­ში ლტოლ­ვი­ლის სტა­ტუ­სით ცხოვ­რობ­და, ის სკო­ლი­დან გა­უ­ჩი­ნარ­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი, 50 წლის მა­მა­კაც­თან ერ­თად "მაკ­დო­ნალდსში" ნა­ხეს, რო­მელ­საც რუ­სუ­ლად და გერ­მა­ნუ­ლად ესა­უბ­რე­ბო­და. და­ა­კა­ვეს მა­რი­ამ მახ­ნი­აშ­ვი­ლის მამა, რო­მე­ლიც სას­ჯელს გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით იხ­დის. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, კა­ნა­დის სა­მე­ფოს პო­ლი­ცი­ამ გა­ავ­რცე­ლა ცნო­ბა, რომ ქარ­თვე­ლი მო­ზარ­დი მა­რი­ამ მახ­ნი­აშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ტო­რონ­ტო­დან უგზო-უკვლოდ გა­უ­ჩი­ნარ­და, შე­საძ­ლოა, ქა­ლაქ ოკო­ტოკს­ში ყო­ფი­ლი­ყო. პო­ლი­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მახ­ნი­აშ­ვი­ლი ოკო­ტოკს­ში ნა­ხეს, სა­დაც ის ტუ­რის­ტებს ინ­დი­ე­ლე­ბის ტრა­დი­ცი­ულ სუ­ვე­ნი­რებს სთა­ვა­ზობ­და. თუმ­ცა მისი კვა­ლი ისევ გა­უ­ჩი­ნარ­და. მა­რი­ამ მახ­ნი­აშ­ვი­ლის ცხე­და­რი 2012 წელს ტო­რონ­ტოს ხე­ო­ბა­ში იპო­ვეს. დაკ­რძალ­ვა­ზე დას­წრე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბის და მა­რი­ა­მის მე­გობ­რე­ბის გარ­და არა­ვის მის­ცეს. მკვლე­ლო­ბის მი­ზე­ზად თვით­მკვლე­ლო­ბა გა­ნი­ხი­ლე­ბო­და, რა­საც ოჯა­ხი არ ეთან­ხმე­ბა. შვი­ლის დაკ­რძალ­ვა­ზე მის­ვლის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მის­ცეს მა­რი­ა­მის მა­მას, რო­მე­ლიც პა­ტიმ­რო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. მახ­ნი­აშ­ვი­ლის საქ­მე 2014 წელს და­ი­ხუ­რა, თუმ­ცა პა­სუ­ხი, რა გახ­და ახალ­გაზ­რდა გო­გო­ნას გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის და მკვლე­ლო­ბის მი­ზე­ზი, დღემ­დე არ არ­სე­ბობს.

Ambebi.ge შე­ე­ცა­და თე­ო­ფი­ლე მა­ლა­ქი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბას, მაგ­რამ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ის ჩვენს წე­რილ­ზე ამ დრომ­დე არ გა­მოგ­ვხმა­უ­რე­ბია.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

თე­ო­ფი­ლე მა­ლა­ქი­ას ლექ­ცი­ის აუ­დი­ო­მა­სა­ლა

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მანანა მშვიდობაძე
0

 სად არის ლოგიკა? ამაზრზენია ეს ყველაფერი, 

 

უცნობი
26

რა ღმერთმა გვიმრავლოს ხალხი გაიტაცა ოჯახები დანგრი. დედებს შვილები გამოსტაცა ნაძირალა არაკაცმა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

ქართველი ლექტორი, რომელმაც 33 სტუდენტი ოჯახს გამოგლიჯა და საკუთარი რელიგია შექმნა - "გოგონების უმეტესობა მისი ცოლი გახდა"

ქართველი ლექტორი, რომელმაც 33 სტუდენტი ოჯახს გამოგლიჯა და საკუთარი რელიგია შექმნა - "გოგონების უმეტესობა მისი ცოლი გახდა"

1994 წლის ზაფხულში ტექნიკური უნივერსიტეტის ხელოვნებათმცოდნეობის მეორადი ფაკულტეტის რელიგიის ლექტორმა რეზო ბაქრაძემ 33 სტუდენტთან (22 ბიჭი და 11 გოგო) ერთად საქართველო დატოვა. ისინი ხუთი წლის განმავლობაში თურქეთში ცხოვრობდნენ, შემდეგ კანადაში გადავიდნენ. მშობლებმა ზუსტად არ იციან, რატომ გაჰყვნენ მათი შვილები უცხოეთში ჩუმად საკუთარ ლექტორს, სტუდენტების უმრავლესობას დღეს გვარ-სახელი და სოციალური სტატუსი შეცვლილი აქვს. გვარ-სახელი შეცვლილი აქვს რეზო ბაქრაძესაც. მას თეოფილე მალაქიას სახელით იცნობენ. გავრცელებული ინფორმაციით, სტუდენტები "საყვარელ ლექტორს" გენერალს ეძახდნენ, გენერალმა საკუთარი სექტა ჩამოაყალიბა და სავარაუდოდ, სტუდენტები სწორედ ამ სექტის წევრები არიან. თუმცა, რას ასწავლის თეოფილე მალაქიას მოძღვრება, უცნობია.

სხვადასხვა წყაროების ცნობით, თეოფლე მალაქია საკუთარ სტუდენტებთან ერთად ტორონტოში ერთ ბანაკად ცხოვრობს, გოგონების უმეტესობა მისი ცოლი გახდა. შვილებიც გაუჩინეს და საქართველო დაივიწყეს. რამდენიმე წლის წინ ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, სადაც მალაქიას საყვარელი სტუდენტი ბიზნემენებს მოუწოდებდა დაეფინანსებინათ ისინი, რადგან ევანგელისტური ეკლესიის აშენება სურდათ. ეს ჩანაწერი ერთ-ერთი სტუდენტის დედამ ინტერნეტში ნახა. ყველა მათგანი, რომელიც მალაქიამ ტორონტოში წაიყვანა, განათლებულია, რამდენიმე ენას ფლობენ, ყველა მათგანი წარმატებულია და დასაქმებული. აქვთ საერთო ყულაბა, რომელსაც სწორედ თეოფილე მალაქია განკარგავს. ამბობენ, რომ რეზო ბაქრაძეს ზემოქმედების საოცარი უნარი აქვს. მას ვერ აკავებს ვერც ერთი ქვეყნის პოლიცია, რადგან სტუდენტები საკუთარი ნებით გაჰყვნენ.

თავდაპირველად რეზო ბაქრაძემ სტუდენტები თურქეთში გადაიყვანა, მას ამაში დალი ყარაულაშვილი დაეხმარა. ბაქრაძე და მისი სტუდენტები სწორედ მასთან ცხოვრობდნენ თურქეთში.

"1994 წლის ივლისში რეზო ბაქრაძემ დამირეკა თურქეთში და მითხრა, რომ ოჯახთან ერთად უნდოდა ჩამოსვლა და მე, რა თქმა უნდა, დახმარებაზე უარი არ მითქვამს. ერთ კვირაში სასტუმროს პერსონალი მატყობინებს, შენ გკითხულობენო. ჩავედი და სასტუმროს წინ საბჭოური ტიპის წითელი ავტობუსიდან რეზო ჩამოვიდა, ხელი ჩამომართვა, მომესალმა. ვკითხე, მეუღლე და შვილი სად არიან-მეთქი. მიპასუხა, ავტობუსში არიანო. ვუთხარი, ჩამოვიდნენ და ავტობუსი გაუშვი-მეთქი და გაეღიმა, მარტო არა ვართო. ავტობუსში რომ ავედი, შოკში ჩავვარდი, ავტობუსში 33 სტუდენტი იჯდა. რა ხდება-მეთქი, ვკითხე რეზოს და მითხრა, კანადაში გვინდა გასვლა და უნდა დაგვეხმაროო… 36 ადამიანი ჩემს სასტუმროში დავაბინავე",  - იხსენებს ყარაულაშვილი ერთ-ერთ ინტერვიუში. დალი ყარაულაშვილი რეზო ბაქრაძის სტუდენტი იყო. ის ამბობს, რომ ბაქრაძე სტუდენტებს ცხვრებს ეძახდა და ამბობდა, ამათ რასაც მინდა იმას გავაკეთებინებ, თუ მინდა კლდიდან გადახტებიანო.

მისი თქმით, ბაქრაძე სტუდენტებს თავისუფალი სექსისკენ ან მასტურბაციისკენ მოუწოდებდა. არ უყვარდა ილია ჭავჭავაძე და ქართული ენა; ამბობდა, რომ საქართველოში ცხოვრება მძიმე იყო. ყარაულაშვილი  იმ დღესაც იხსენებს, როცა მესიის სახლში "საყვარელი ლექტორის" და მისი სტუდენტების საიდუმლო შეკრება ნახა.

"მახსოვს, ერთხელ, მასთან სახლში მოულოდნელად სტუმრად მივედი, საღამო ხანი იქნებოდა, მისი სამუშაო ოთახი ჩაბნელებული იყო. რომ შევედი, ხმები მომესმა და სიბნელეშივე გამოვაცხადე, ვინ ვიყავი და შუქი ავანთე, რეზო ამაზე გაგიჟდა. ოთახში რკინის საწოლზე წამოწოლილ რეზოს აქეთ-იქიდან ახალგაზრდა სტუდენტი გოგოები ესხდნენ, ზოგი რეზოს ფეხზე იყო მიყრდნობილი, ზოგი – მუცელზე, ზოგი თავზე ხელსაც უსვამდა "მომავალ მესიას", თავი ჰარამხანაში მეგონა. რაც შეეხებათ ბიჭებს, ზოგი სკამზე იჯდა, ზოგი – იატაკზე, ზოგიც კედელზე იყო მიყრდნობილი. როგორც ჩანს, ლექტორი ქალებთან სიახლოვის დროს უკეთესად ქადაგებდა, თანაც სიბნელეში", - ჰყვება ყარაულაშვილი ერთ-ერთ ინტერვიუში.

თეოფილე მალაქიას სახელს დაუკავშირეს 2009 წელს 18 წლის მარიამ მახნიაშვილის გაუჩინარებაც. მარიამ მახნიაშვილი ტორონტოში ლტოლვილის სტატუსით ცხოვრობდა, ის სკოლიდან გაუჩინარდა. მოგვიანებით კი, 50 წლის მამაკაცთან ერთად "მაკდონალდსში" ნახეს, რომელსაც რუსულად და გერმანულად ესაუბრებოდა. დააკავეს მარიამ მახნიაშვილის მამა, რომელიც სასჯელს განზრახ მკვლელობის ბრალდებით იხდის. მოგვიანებით, კანადის სამეფოს პოლიციამ გაავრცელა ცნობა, რომ ქართველი მოზარდი მარიამ მახნიაშვილი, რომელიც ტორონტოდან უგზო-უკვლოდ გაუჩინარდა, შესაძლოა, ქალაქ ოკოტოკსში ყოფილიყო. პოლიციის ინფორმაციით, მახნიაშვილი ოკოტოკსში ნახეს, სადაც ის ტურისტებს ინდიელების ტრადიციულ სუვენირებს სთავაზობდა. თუმცა მისი კვალი ისევ გაუჩინარდა. მარიამ მახნიაშვილის ცხედარი 2012 წელს ტორონტოს ხეობაში იპოვეს. დაკრძალვაზე დასწრების საშუალება გამომძიებლების და მარიამის მეგობრების გარდა არავის მისცეს. მკვლელობის მიზეზად თვითმკვლელობა განიხილებოდა, რასაც ოჯახი არ ეთანხმება. შვილის დაკრძალვაზე მისვლის საშუალება არ მისცეს მარიამის მამას, რომელიც პატიმრობაში იმყოფებოდა. მახნიაშვილის საქმე 2014 წელს დაიხურა, თუმცა პასუხი, რა გახდა ახალგაზრდა გოგონას გაუჩინარების და მკვლელობის მიზეზი, დღემდე არ არსებობს.

Ambebi.ge შეეცადა თეოფილე მალაქიასთან დაკავშირებას, მაგრამ სოციალურ ქსელში ის ჩვენს წერილზე ამ დრომდე არ გამოგვხმაურებია.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

თეოფილე მალაქიას ლექციის აუდიომასალა