საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პოლიციის უფროსმა მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმა ბიუჯეტიდან დაფარა
პოლიციის უფროსმა მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმა ბიუჯეტიდან დაფარა

"სამ შემ­თხვე­ვა­ში სა­ჯა­რი­მო თან­ხე­ბი ანა­ზღა­უ­რე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­სათ­ვის თხო­ვე­ბის ფორ­მით გა­და­ცე­მუ­ლი ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი დარ­ღვე­ვის­თვის" - წერს სა­ხელ­მწი­ფო აუ­დი­ტი 2012-2013 წლე­ბის ფარ­გლებ­ში გო­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გამ­გე­ო­ბის ფი­ნან­სუ­რი დო­კუ­მენ­ტე­ბის შეს­წავ­ლის შე­დე­გად.

"აქე­დან სა­მა­სი ლარი გა­წე­უ­ლია სა­ჯა­რი­მო თან­ხის დად­გე­ნილ ვა­და­ში გა­და­უხ­დე­ლო­ბის­თვის და­რი­ცხუ­ლი სა­უ­რა­ვი­სა და აღ­სრუ­ლე­ბის სა­ფა­სუ­რის სა­ხით" - გან­მარ­ტე­ბუ­ლია დას­კვნა­ში.

აუ­დი­ტის შე­ფა­სე­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი თან­ხე­ბის ანა­ზღა­უ­რე­ბა შე­სა­ბა­მის დამ­რღვევ პი­რებს უნდა და­კის­რე­ბო­დათ და წარ­მო­ად­გენს ბი­უ­ჯე­ტი­დან გა­წე­ულ არა­მიზ­ნობ­რივ ხარჯს.

Qartli.ge-ს მიერ გა­მო­თხო­ვი­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ 2013 წლის 21 იან­ვარს ვი­დე­ო­ფირ­ზე და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვის გამო 170 ლა­რის ოდე­ნო­ბის ჯა­რი­მა ეკუთ­ვნის ავ­ტო­მან­ქა­ნა "ლექ­სუს"-ს, სა­ხელ­მწი­ფო ნომ­რით EFE-797", ხოლო იმა­ვე მან­ქა­ნა­ზე და­კის­რე­ბულ­მა ჯა­რი­მამ, 2013 წლის 15 აპ­რი­ლის მდგო­მა­რე­ო­ბით, კვლავ, ვი­დე­ო­ფირ­ზე და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვის გამო, და­მა­ტე­ბით 192 ლარი შე­ად­გი­ნა.

ეს ვა­და­გა­და­ცი­ლე­ბუ­ლი თან­ხე­ბი გო­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ბი­უ­ჯე­ტი­დან და­ი­ფა­რა.

იხი­ლეთ ვრცლად

შიდა ქარ­თლის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

პოლიციის უფროსმა მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმა ბიუჯეტიდან დაფარა

პოლიციის უფროსმა მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმა ბიუჯეტიდან დაფარა

"სამ შემთხვევაში საჯარიმო თანხები ანაზღაურებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის თხოვების ფორმით გადაცემული ავტომანქანებით განხორციელებული დარღვევისთვის" - წერს სახელმწიფო აუდიტი 2012-2013 წლების ფარგლებში გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ფინანსური დოკუმენტების შესწავლის შედეგად.

"აქედან სამასი ლარი გაწეულია საჯარიმო თანხის დადგენილ ვადაში გადაუხდელობისთვის დარიცხული საურავისა და აღსრულების საფასურის სახით" - განმარტებულია დასკვნაში.

აუდიტის შეფასებით, აღნიშნული თანხების ანაზღაურება შესაბამის დამრღვევ პირებს უნდა დაკისრებოდათ და წარმოადგენს ბიუჯეტიდან გაწეულ არამიზნობრივ ხარჯს.

Qartli.ge-ს მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე ცნობილი გახდა, რომ 2013 წლის 21 იანვარს ვიდეოფირზე დაფიქსირებული საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო 170 ლარის ოდენობის ჯარიმა ეკუთვნის ავტომანქანა "ლექსუს"-ს, სახელმწიფო ნომრით EFE-797", ხოლო იმავე მანქანაზე დაკისრებულმა ჯარიმამ, 2013 წლის 15 აპრილის მდგომარეობით, კვლავ, ვიდეოფირზე დაფიქსირებული საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო, დამატებით 192 ლარი შეადგინა.

ეს ვადაგადაცილებული თანხები გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დაიფარა.

იხილეთ ვრცლად

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა