გაერო-მ და ევროკავშირმა აღმოსავლეთ უკრაინაში არსებული კრიზისის გადასაჭრელად უნდა ითანამშრომლონ, რაც ევროპის რეგიონსა და მთელ მსოფლიოს საფრთხეს უქმნის, - ამის შესახებ გაერო-ს გენერალურმა მდივანმა პან გი მუნმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, გაერო განწყობილია ევროკავშირთან სათანამშრომლოდ, რათა დაძლიოს უცხოელი "ბოევიკების" ფენომენი, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ევროპასა და მის საზღვრებს გარეთ არსებულ უსაფრთხოებას.
"ვაცნობიერებთ რა, რომ ბევრია გასაკეთებელი, ჩვენი ერთობლივი მუშაობა ბოლო წლებში დაგვეხმარა გამოგვემუშავებინა მყარი საფუძველი, რომელზეც შესაძლებელია შედეგის მიღება იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ჩვენ ვემსახურებით", - აღნიშნა გაერო-ს გენერალურმა მდივანმა.
თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახეები თავსდება.