გაზეთი "ახალი თაობა" კომპანია "მაგთიკომს" მოუწოდებს, "პალიტრა TV" საკუთარ ბადეში განათავსოს

გაზეთი "ახალი თაობა" კომპანია "მაგთიკომს" მოუწოდებს, "პალიტრა TV" საკუთარ ბადეში განათავსოს

გაზეთი "ახალი თაობა" "მაგთიკომს" "პალიტრა TV"- ს საკუთარ ბადეში განთავსებისკენ მოუწოდებს. აღნიშნულთან დაკავშირებით "ახალი თაობა განცხადებას ავრცელებს. "ახალი თაობა" "მაგთიკომს" მოუწოდებს, "პალიტრა TV" საკუთარ ბადეში განათავსოს. უკვე წელიწადზე მეტია, რაც "მაგთიკომი" უარს აცხადებს "პალიტრა TV"-ს მაგთისატის სამაუწყებლო არხის სამომხმარებლო პაკეტში განთავსებაზე. მხარეთა შორის მიმდინარე არაერთი მოლაპარაკება წარუმატებლად დასრულდა. კომპანიებს შორის დავა განიხილა, როგორც კომუნიკაციების ეროვნული კომისიამ, ასევე - თბილისის საქალაქო სასამართლომ.

"პალიტრა TV"-ს მოთხოვნა მაგთისატის სამაუწყებლო არხის სამომხმარებლო პაკეტში ჩართვის შესახებ ეფუძნება "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-40 (1) მუხლის პირველ პუნქტს, რომელიც ადგენს ე.წ. Must Carry/Must offer რეგულაციას, რომელიც მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირებს (საკაბელო კომპანიებს) ავალდებულებს, საკუთარ სამოხმმარებლო პაკეტში განათავსონ საზოგადოებრივი თუ კერძო ლიცენზირებული საერთო მაუწყებლები.

Must Carry-ს პირველი დროებითი რეგულაციები ქართულ კანონმდებლობაში შევიდა 2012 წელს კამპანიის "ეს შენ გეხება" ფარგლებში სამოქალაქო სექტორის აქტიური ადვოკატირების შედეგად. კამპანიის მიზანი იყო, რომ კერძო მაუწყებლების მიერ შექმნილ კონტენტზე, რომელთაც საინფორმაციო-პოლიტიკური გადაცემები აქვთ, მაყურებელთა მაქსიმალურად დიდ რაოდენობას ჰქონდა წვდომა. ეს იყო სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელოვანი მონაპოვარი, იმის გათვალისწინებით, რომ რიგი მედიასაშუალებები, პოლიტიკური მიზეზების გამო, დისკრიმინაციულად რჩებოდნენ საკაბელო ოპერატორების ბადის მიღმა. 2013 წელს მაუწყებლობის შესახებ კანონში შესული ცვლილებით, Must offer/Must Carry რეგულაციებმა მუდმივი ხასიათი მიიღო.

სამწუხაროა, რომ "მაგთიკომი" არ ათავსებს "პალიტრა TV"-ს საკუთარ ბადეში მაშინ, როდესაც, "პალიტრა TV"-ს განცხადებით, სხვა მაუწყებლებს, რომლებიც მსგავსი ფორმატით მაუწყებლობენ და სიგნალს გადასცემენ, ოპერატორი მომხმარებელთა პაკეტში დაუბრკოლებლად ათავსებს. მართალია, კანონმდებლობით შეუძლებელია ყველა მდგომარეობის წინასწარ გათვალისწინება, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ის მიზანი, რისთვისაც თავდაპირველად მიღებულ იქნა Must Carry/Must offer რეგულაციები, დაცული იყოს. ამიტომ, `საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" მოუწოდებს "მაგთიკომს", მაქსიმალურად გაითვალისწინოს აუდიტორიის მოთხოვნა და განათავსოს "პალიტრა TV" საკუთარ სამომხმარებლო პაკეტში, რაც მხოლოდ შეუწყობს ხელს ქვეყანაში პლურალისტური აზრის გარემოს გამტკიცებას.

გაზეთი "ახალი თაობა" უერთდება "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ამ მოწოდებას და, თავის მხრივ, იმედს გამოთქვამს, რომ "მაგთიკომი" დაიცავს Must Carry-ს პრინციპებს და პრობლემა უახლოეს მომავალში ქვეყნის დემოკრატიული განვითარების საკეთილდღეოდ მოგვარდება", - აღნიშნულია გაზეთ "ახალი თაობის" განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია