საზოგადოება
Faceამბები

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სად გადის ზღვარი აღსარებასა და ჭორაობას შორის: "თანამედროვე მრევლის უმეტესობა, მოძღვართან ყველაფერს ყვება აღსარების გარდა"
სად გადის ზღვარი აღსარებასა და ჭორაობას შორის: "თანამედროვე მრევლის უმეტესობა, მოძღვართან  ყველაფერს ყვება აღსარების გარდა"

სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა, უწ­მინ­დეს­მა და უნე­ტა­რეს­მა ილია მე­ო­რემ საკ­ვი­რაო ქა­და­გე­ბი­სას ბრძა­ნა: "ღმერ­თი შე­უნ­დობს ადა­მი­ანს ცოდ­ვებს, რო­მელ­საც იგი აღი­ა­რებს. ღმერ­თი ხე­დავს გულ­სა კა­ცი­სა­სა, გული წრფე­ლი და წმინ­და უნდა ჰქონ­დეს ადა­მი­ანს. ხში­რია შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი ერთს ფიქ­რობს, მე­ო­რეს აკე­თებს და მე­სა­მეს ლა­პა­რა­კობს. ასე­თი ადა­მი­ა­ნი ჭრე­ლია".

უწ­მინ­დე­სის თქმით, მარ­თლმა­დი­დე­ბელ ეკ­ლე­სი­ას აქვს აღ­სა­რე­ბის უდი­დე­სი სა­ი­დუმ­ლო, რო­მე­ლიც ადა­მი­ანს სუ­ლი­ე­რი გან­წმენ­დის სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს. "ადა­მი­ა­ნი უნდა მო­ემ­ზა­დოს აღ­სა­რე­ბის­თვის. გა­ნი­ცა­დოს. არ არის სა­ჭი­რო, დაწ­ვრი­ლე­ბით უამ­ბოს მო­ძღვარს, რა სცო­და და ვის­თან. ხში­რია შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი ამ­ბობს, ვის­თან ჩა­ი­დი­ნა ცოდ­ვა და გა­მო­დის, რომ ის თა­ვის კი არა, სხვის აღ­სა­რე­ბას ამ­ბობს. აღ­სა­რე­ბა უნდა იყოს პი­რა­დი. ადა­მი­ან­მა უნდა იგ­რძნოს თა­ვი­სი და­ნა­შა­უ­ლი", - ბრძა­ნა უწ­მინ­დეს­მა.

ეს თემა ბევრ მარ­თლმა­დი­დე­ბელს მარ­თლაც აღელ­ვებს. ამას­თან, უამ­რა­ვი კი­თხვაც უჩ­ნდე­ბა. ამი­ტომ მას­ზე ვრცლად სა­უ­ბა­რი ამ დიდ­მარ­ხვის პე­რი­ოდ­ში ური­გო არ უნდა იყოს. Ambebi.ge-ს სვე­ტი­ცხოვ­ლის სა­კა­თედ­რო ტაძ­რის დე­კა­ნო­ზი პეტ­რე კვა­რა­ცხე­ლია ესა­უბ­რა:

- რო­გორ უნდა მო­იქ­ცეს აღმსა­რე­ბე­ლი მო­ძღვარ­თან მო­ნა­ნი­ე­ბი­სას?

- თა­ნა­მედ­რო­ვე მრევ­ლის უმე­ტე­სო­ბა, მო­ძღვარ­თან აღ­სა­რე­ბის გარ­და ყვე­ლა­ფერს ყვე­ბა. არას­წო­რი, არა­ჯან­სა­ღი ურ­თი­ერ­თო­ბის გამო, შე­იძ­ლე­ბა არა­სა­სურ­ვე­ლი შე­დე­გი მი­ვი­ღოთ და სუ­ლი­ე­რი კრა­ხი გან­ვი­ცა­დოთ. მრევ­ლის რი­გებ­ში ორი უკი­დუ­რე­სი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა შე­ი­ნიშ­ნე­ბა - ან ზღვარ­გა­და­სუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაა სა­სუ­ლი­ე­რო პირ­თან, ან პი­რი­ქით - ზედ­მე­ტი სიმ­კაც­რის და სი­უ­ხე­შის გამო, აღ­სა­რე­ბა­ზე მი­სუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ვერ იხ­სნე­ბი­ან და ხში­რად დამ­ძი­მე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბას ვერ უძ­ლე­ბენ... პირ­ველ შემ­თხვე­ვა­ში, კად­ნი­ე­რე­ბა­ში ვარ­დე­ბი­ან, მე­ო­რე შემ­თხვე­ვა­ში კი აბ­სო­ლუ­ტურ სიც­რუ­ე­ში ცხოვ­რო­ბენ და ურ­ჩევ­ნი­ათ მო­ძღვრის რის­ხვა აიც­დი­ნონ და სათ­ქმელს მა­ლა­ვენ, რა­საც გვერ­დი­თი რე­აქ­ცი­ე­ბი მოჰ­ყვე­ბა. მსგავს სი­ტუ­ა­ცი­ა­ში სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის მეშ­ვე­ო­ბით, უკავ­შირ­დე­ბი­ან სხვა მღვდელს დღეს უკვე აქ­ტუ­ა­ლუ­რი მო­ნო­ლო­გით, რომ სა­კუ­თარ მო­ძღვარს ვერ გა­უ­გეს და თუ შე­იძ­ლე­ბა სხვას­თან გა­იხ­სნან...

სჯობს, სა­სუ­ლი­ე­რო პირი "გან­ვა­რის­ხოთ", ვიდ­რე შე­ლა­მა­ზე­ბუ­ლი ცოდ­ვე­ბით ღვთის­გან სას­ჯე­ლი "ავი­კი­დოთ"... "ცოდ­ვა გამ­ხე­ლი­ლი სჯობს"...

- რო­გორ უნდა ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბოს ადა­მი­ან­მა თა­ვი­სი სათ­ქმე­ლი სა­სუ­ლი­ე­რო პირ­თან?

- თუ ცოდ­ვა გამ­ძი­მებს, აღ­სა­რე­ბას სი­ტყვე­ბის შერ­ჩე­ვა არ სჭირ­დე­ბა. მა­ცხოვ­რის მარ­ჯვნივ გაკ­რულ ავა­ზაკს უფ­ლის­თვის აღ­სა­რე­ბა არ ჩა­უ­ბა­რე­ბია, მაგ­რამ მისი სი­ნა­ნუ­ლი იმ­დე­ნად დიდი იყო, რომ ერთ წი­ნა­და­დე­ბა­ში ჩა­ტე­ულ­მა სუ­ლი­ერ­მა მდგო­მა­რე­ო­ბამ - "მო­მიხ­სე­ნე მე უფა­ლო, ოდეს მოხ­ვი­დე სუ­ფე­ვი­თა შე­ნი­თა," მისი ყვე­ლა ქმე­დე­ბა გა­დას­წო­ნა და ჯვარ­ცმულ­მა ღმერ­თმაც სა­მო­თხე­ში პირ­ვე­ლი ავა­ზა­კი შე­იყ­ვა­ნა.

"ავა­ზაკ­მა ღმრთის­გმე­ტყვე­ლა, ხოლო მე უარგყავ" (კვი­რის სტი­ქო­ლო­გი­ის წარ­დგო­მა, ხმა მე-5), მწუ­ხა­რე­ბით იღა­ღა­დებს შემ­დეგ პეტ­რე მო­ცი­ქუ­ლი. უფალ­ში ამ დროს ეჭვი შე­ე­პა­რა ყვე­ლა და­ნარ­ჩენ მო­ცი­ქულს. თვით იო­ა­ნე ღმრთის­მე­ტყველ­საც, გა­ნუ­შო­რებ­ლად თა­ვის მო­ძღვარ­თან მყოფს და გოლ­გო­თა­ზე ჯვარ­თან მდგომს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მის მიერ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი იე­სოს ერ­თგუ­ლი რჩე­ბო­და, იმ დროს არ ჰქონ­და თა­ვი­სი მო­ძღვრის ღვთა­ებ­რი­ო­ბის სრულ­ყო­ფი­ლი რწმე­ნა. მხო­ლოდ აღ­დგო­მის შემ­დეგ, ცა­რი­ელ საფ­ლავ­ში შე­სულ­მა, სა­დაც მა­ცხოვ­რის მკვდა­რი სხე­უ­ლის სუ­და­რა და თავ­სახ­ვე­ვი იდო, "იხი­ლა და რწმე­ნა", რომ ქრის­ტე ჭეშ­მა­რი­ტად აღ­დგა და ძე ღმრთი­სა იყო. მო­ცი­ქუ­ლე­ბის რწმე­ნა, იე­სოს, რო­გორც მე­სი­ი­სად­მი, შე­ირ­ყა, ვი­ნა­ი­დან ისი­ნი მო­ე­ლოდ­ნენ და სურ­დათ, ქრის­ტე­ში მი­წი­ე­რი მე­უ­ფე და­ე­ნა­ხათ, რომ­ლის სა­მე­ფო­ში ისი­ნი უფ­ლის მარ­ჯვნივ და მარ­ცხნივ დას­ხდო­მას შეძ­ლებ­დნენ.

ავა­ზა­კის ცხო­ნე­ბის ერ­თა­დერ­თი გზა გულ­წრფე­ლი სი­ნა­ნუ­ლი იყო. რაც არ უნდა ვთქვათ აღ­სა­რე­ბა­ში, თუ სი­ნა­ნუ­ლი არ გაგ­ვაჩ­ნია, მხო­ლოდ ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­ცე­მა მოხ­დე­ბა...

- ხში­რად ეკ­ლე­სი­ა­ში მო­ძღვარს უამ­რა­ვი ხალ­ხი ელო­დე­ბა, რის გა­მოც სა­სუ­ლი­ე­რო პირს ცოტა დრო აქვს. ამის გამო, მრევლს ძა­ლი­ან მოკ­ლედ უხ­დე­ბა სა­კუ­თა­რი ცოდ­ვე­ბის ნუს­ხის წარ­მოდ­გე­ნა და გულ­ნაკ­ლუ­ლიც კი რჩე­ბი­ან... მარ­თლაც აქვს თუ არა აზრი მო­ძღვარ­თან სა­კუ­თა­რი ცოდ­ვე­ბის დე­ტა­ლი­ზე­ბას?

- მთა­ვა­რია, სუ­ლის სიმ­შვი­დეს ვე­ზი­ა­როთ. აღ­სა­რე­ბა შე­იძ­ლე­ბა წე­რი­ლო­ბით, სი­ტყვი­ე­რა­დაც, მაგ­რამ აუ­ცი­ლებ­ლად გულ­წრფე­ლი და არა ყალ­ბი...

- გარ­კვე­ულ კა­ტე­გო­რი­ას აღ­სა­რე­ბა სა­სუ­ლი­ე­რო პირ­თან ჭო­რა­ო­ბა ჰგო­ნია, რაც უფრო მეტს ილა­პა­რა­კებს მას­თან, მი­აჩ­ნია, რომ ცოდ­ვებს უფრო მო­ი­ნა­ნი­ებს. სად გა­დის ზღვა­რი აღ­სა­რე­ბა­სა და "ასეთ ჭო­რა­ო­ბას" შო­რის?

- აღ­სა­რე­ბი­სას მთა­ვა­რი კონ­კრე­ტი­კაა. სულ­ში ჩაღ­რმა­ვე­ბა და ყვე­ლა­ზე და­ფა­რუ­ლი მან­კი­ე­რი მხა­რე­ე­ბის აღ­მო­ჩე­ნა. ცხა­დია, ეს ერთჯე­რა­დად შე­უძ­ლე­ბე­ლია მოხ­დეს. მორ­წმუ­ნე აღ­სა­რე­ბას ხში­რად უნდა ამ­ბობ­დეს და როცა გა­მო­იწ­რთო­ბა, ად­ვი­ლად მიხ­ვდე­ბა სა­კუ­თარ სი­სუს­ტე­ებს. იშ­ვი­ა­თად მი­ნა­ხავს ადა­მი­ა­ნი, ვი­საც გა­აზ­რე­ბუ­ლად ეს­მის, რა არის აღ­სა­რე­ბა. ცოდ­ნის გა­აზ­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, საფრ­თხე დი­დია - აღმსა­რე­ბე­ლი გულ­წრფე­ლი აღი­ა­რე­ბის გამო თვი­თტ­კბო­ბა­შია, რაც ცოდ­ვას­თან მის არა­სე­რი­ო­ზულ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას უფრო გა­მო­ხა­ტავს, ვიდ­რე სი­ნა­ნულს. ვინც მო­ნა­ნი­ეა, ავა­ზა­კი­ვით ერთ წი­ნა­და­დე­ბა­ში ჩა­ე­ტე­ვა და ჭო­რა­ო­ბის­თვის ვერ მო­იც­ლის...

- თქვე­ნი აზ­რით, რა­ტომ დას­ჭირ­და პატ­რი­არ­ქს ამ თე­მის ასე წა­მო­წე­ვა და მას­ზე ყუ­რა­დღე­ბის მიქ­ცე­ვა?

- ალ­ბათ იმი­ტომ, რომ მორ­წმუ­ნე­თა სიმ­რავ­ლის მი­უ­ხე­და­ვად, გან­საც­დე­ლე­ბი დი­დია, რაც არას­წო­რი ცხოვ­რე­ბის მა­ნიშ­ნე­ბე­ლია. ყვე­ლა­ფე­რი მოჩ­ვე­ნე­ბი­თი გახ­და, რწმე­ნაც... ადა­მი­ა­ნებს ჰგო­ნი­ათ, სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში რაც მეტ ხა­ტებს და ჯვრებს გა­მო­ფე­ნენ, და­ცუ­ლე­ბი არი­ან... ჩვენ მხო­ლოდ ში­ნა­გა­ნი სი­მარ­თლე და რწმე­ნა დაგ­ვი­ცავს... რო­გორც კან­ტი ამ­ბობს - ვარ­სკვლა­ვე­ბით მო­ჭე­დი­ლი ცა და ზნე­ობ­რი­ვი კა­ნო­ნი ჩვენ­ში...

- მოკ­ლედ, რა არის მთავ­რი აღ­სა­რე­ბი­სას? და სა­ერ­თოდ, არ­სე­ბობს თუ არა მი­უ­ტე­ვე­ბე­ლი ცოდ­ვა?

- "შენ გრცხვე­ნია და წით­ლდე­ბი, რო­დე­საც სა­ჭი­როა შენი ცოდ­ვე­ბის აღი­ა­რე­ბა. უმ­ჯო­ბე­სია ცოდ­ვის ჩა­დე­ნი­სას შეგრცხვეს, ვიდ­რე აღ­სა­რე­ბი­სას. და­ფიქ­რდი: თუკი ცოდ­ვებს აქ არ აღი­ა­რებ, მა­შინ იქ (სა­ში­ნელ სამ­სჯავ­რო­ზე) გა­მო­ცხად­დე­ბა ყო­ვე­ლი­ვე მთე­ლი სამ­ყა­როს წი­ნა­შე. სად უფრო მეტი იქ­ნე­ბა ტან­ჯვა? სად მეტი სირ­ცხვი­ლი იქ­ნე­ბა? ცოდ­ვის ჩა­დე­ნი­სას ჩვენ გა­ბე­დუ­ლე­ბი და ურ­ცხვე­ბი ვართ, ხოლო აღ­სა­რე­ბი­სას გვრცხვე­ნია და ვა­ყოვ­ნებთ", - ბრძა­ნებს წმინ­და ეფ­რემ ასუ­რი.

"ამისთჳს გეტყჳ თქუ­ენ: ყო­ვე­ლი ცოდ­ვაჲ და გმო­ბაჲ მი­ე­ტე­ოს კაც­თა, ხოლო სუ­ლი­სა წმი­დი­სა გმო­ბაჲ არა მი­ე­ტე­ოს კაც­თა. და რო­მელ­მან თქუ­ას სი­ტყუაჲ ძისა კა­ცი­სათჳს, მი­ე­ტე­ოს მას; ხოლო რო­მელ­მან თქუ­ას სუ­ლი­სა წმი­დი­სათჳს, არა მი­ე­ტე­ოს მას არცა ამას სო­ფელ­სა, არცა მერ­მე­სა მას "(მათე 12,31-32)

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

სად გადის ზღვარი აღსარებასა და ჭორაობას შორის: "თანამედროვე მრევლის უმეტესობა, მოძღვართან ყველაფერს ყვება აღსარების გარდა"

სად გადის ზღვარი აღსარებასა და ჭორაობას შორის: "თანამედროვე მრევლის უმეტესობა, მოძღვართან  ყველაფერს ყვება აღსარების გარდა"

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას ბრძანა: "ღმერთი შეუნდობს ადამიანს ცოდვებს, რომელსაც იგი აღიარებს. ღმერთი ხედავს გულსა კაცისასა, გული წრფელი და წმინდა უნდა ჰქონდეს ადამიანს. ხშირია შემთხვევა, როდესაც ადამიანი ერთს ფიქრობს, მეორეს აკეთებს და მესამეს ლაპარაკობს. ასეთი ადამიანი ჭრელია".

უწმინდესის თქმით, მართლმადიდებელ ეკლესიას აქვს აღსარების უდიდესი საიდუმლო, რომელიც ადამიანს სულიერი განწმენდის საშუალებას აძლევს. "ადამიანი უნდა მოემზადოს აღსარებისთვის. განიცადოს. არ არის საჭირო, დაწვრილებით უამბოს მოძღვარს, რა სცოდა და ვისთან. ხშირია შემთხვევა, როდესაც ადამიანი ამბობს, ვისთან ჩაიდინა ცოდვა და გამოდის, რომ ის თავის კი არა, სხვის აღსარებას ამბობს. აღსარება უნდა იყოს პირადი. ადამიანმა უნდა იგრძნოს თავისი დანაშაული", - ბრძანა უწმინდესმა.

ეს თემა ბევრ მართლმადიდებელს მართლაც აღელვებს. ამასთან, უამრავი კითხვაც უჩნდება. ამიტომ მასზე ვრცლად საუბარი ამ დიდმარხვის პერიოდში ურიგო არ უნდა იყოს. Ambebi.ge-ს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის დეკანოზი პეტრე კვარაცხელია ესაუბრა:

- როგორ უნდა მოიქცეს აღმსარებელი მოძღვართან მონანიებისას?

- თანამედროვე მრევლის უმეტესობა, მოძღვართან აღსარების გარდა ყველაფერს ყვება. არასწორი, არაჯანსაღი ურთიერთობის გამო, შეიძლება არასასურველი შედეგი მივიღოთ და სულიერი კრახი განვიცადოთ. მრევლის რიგებში ორი უკიდურესი მიმდინარეობა შეინიშნება - ან ზღვარგადასული დამოკიდებულებაა სასულიერო პირთან, ან პირიქით - ზედმეტი სიმკაცრის და სიუხეშის გამო, აღსარებაზე მისული ადამიანები ვერ იხსნებიან და ხშირად დამძიმებულ მდგომარეობას ვერ უძლებენ... პირველ შემთხვევაში, კადნიერებაში ვარდებიან, მეორე შემთხვევაში კი აბსოლუტურ სიცრუეში ცხოვრობენ და ურჩევნიათ მოძღვრის რისხვა აიცდინონ და სათქმელს მალავენ, რასაც გვერდითი რეაქციები მოჰყვება. მსგავს სიტუაციაში სოციალური ქსელის მეშვეობით, უკავშირდებიან სხვა მღვდელს დღეს უკვე აქტუალური მონოლოგით, რომ საკუთარ მოძღვარს ვერ გაუგეს და თუ შეიძლება სხვასთან გაიხსნან...

სჯობს, სასულიერო პირი "განვარისხოთ", ვიდრე შელამაზებული ცოდვებით ღვთისგან სასჯელი "ავიკიდოთ"... "ცოდვა გამხელილი სჯობს"...

- როგორ უნდა ჩამოაყალიბოს ადამიანმა თავისი სათქმელი სასულიერო პირთან?

- თუ ცოდვა გამძიმებს, აღსარებას სიტყვების შერჩევა არ სჭირდება. მაცხოვრის მარჯვნივ გაკრულ ავაზაკს უფლისთვის აღსარება არ ჩაუბარებია, მაგრამ მისი სინანული იმდენად დიდი იყო, რომ ერთ წინადადებაში ჩატეულმა სულიერმა მდგომარეობამ - "მომიხსენე მე უფალო, ოდეს მოხვიდე სუფევითა შენითა," მისი ყველა ქმედება გადასწონა და ჯვარცმულმა ღმერთმაც სამოთხეში პირველი ავაზაკი შეიყვანა.

"ავაზაკმა ღმრთისგმეტყველა, ხოლო მე უარგყავ" (კვირის სტიქოლოგიის წარდგომა, ხმა მე-5), მწუხარებით იღაღადებს შემდეგ პეტრე მოციქული. უფალში ამ დროს ეჭვი შეეპარა ყველა დანარჩენ მოციქულს. თვით იოანე ღმრთისმეტყველსაც, განუშორებლად თავის მოძღვართან მყოფს და გოლგოთაზე ჯვართან მდგომს, მიუხედავად იმისა, რომ მის მიერ შეყვარებული იესოს ერთგული რჩებოდა, იმ დროს არ ჰქონდა თავისი მოძღვრის ღვთაებრიობის სრულყოფილი რწმენა. მხოლოდ აღდგომის შემდეგ, ცარიელ საფლავში შესულმა, სადაც მაცხოვრის მკვდარი სხეულის სუდარა და თავსახვევი იდო, "იხილა და რწმენა", რომ ქრისტე ჭეშმარიტად აღდგა და ძე ღმრთისა იყო. მოციქულების რწმენა, იესოს, როგორც მესიისადმი, შეირყა, ვინაიდან ისინი მოელოდნენ და სურდათ, ქრისტეში მიწიერი მეუფე დაენახათ, რომლის სამეფოში ისინი უფლის მარჯვნივ და მარცხნივ დასხდომას შეძლებდნენ.

ავაზაკის ცხონების ერთადერთი გზა გულწრფელი სინანული იყო. რაც არ უნდა ვთქვათ აღსარებაში, თუ სინანული არ გაგვაჩნია, მხოლოდ ინფორმაციის გადაცემა მოხდება...

- ხშირად ეკლესიაში მოძღვარს უამრავი ხალხი ელოდება, რის გამოც სასულიერო პირს ცოტა დრო აქვს. ამის გამო, მრევლს ძალიან მოკლედ უხდება საკუთარი ცოდვების ნუსხის წარმოდგენა და გულნაკლულიც კი რჩებიან... მართლაც აქვს თუ არა აზრი მოძღვართან საკუთარი ცოდვების დეტალიზებას?

- მთავარია, სულის სიმშვიდეს ვეზიაროთ. აღსარება შეიძლება წერილობით, სიტყვიერადაც, მაგრამ აუცილებლად გულწრფელი და არა ყალბი...

- გარკვეულ კატეგორიას აღსარება სასულიერო პირთან ჭორაობა ჰგონია, რაც უფრო მეტს ილაპარაკებს მასთან, მიაჩნია, რომ ცოდვებს უფრო მოინანიებს. სად გადის ზღვარი აღსარებასა და "ასეთ ჭორაობას" შორის?

- აღსარებისას მთავარი კონკრეტიკაა. სულში ჩაღრმავება და ყველაზე დაფარული მანკიერი მხარეების აღმოჩენა. ცხადია, ეს ერთჯერადად შეუძლებელია მოხდეს. მორწმუნე აღსარებას ხშირად უნდა ამბობდეს და როცა გამოიწრთობა, ადვილად მიხვდება საკუთარ სისუსტეებს. იშვიათად მინახავს ადამიანი, ვისაც გააზრებულად ესმის, რა არის აღსარება. ცოდნის გააზრების შემთხვევაში, საფრთხე დიდია - აღმსარებელი გულწრფელი აღიარების გამო თვითტკბობაშია, რაც ცოდვასთან მის არასერიოზულ დამოკიდებულებას უფრო გამოხატავს, ვიდრე სინანულს. ვინც მონანიეა, ავაზაკივით ერთ წინადადებაში ჩაეტევა და ჭორაობისთვის ვერ მოიცლის...

- თქვენი აზრით, რატომ დასჭირდა პატრიარქს ამ თემის ასე წამოწევა და მასზე ყურადღების მიქცევა?

- ალბათ იმიტომ, რომ მორწმუნეთა სიმრავლის მიუხედავად, განსაცდელები დიდია, რაც არასწორი ცხოვრების მანიშნებელია. ყველაფერი მოჩვენებითი გახდა, რწმენაც... ადამიანებს ჰგონიათ, სოციალურ ქსელებში რაც მეტ ხატებს და ჯვრებს გამოფენენ, დაცულები არიან... ჩვენ მხოლოდ შინაგანი სიმართლე და რწმენა დაგვიცავს... როგორც კანტი ამბობს - ვარსკვლავებით მოჭედილი ცა და ზნეობრივი კანონი ჩვენში...

- მოკლედ, რა არის მთავრი აღსარებისას? და საერთოდ, არსებობს თუ არა მიუტევებელი ცოდვა?

- "შენ გრცხვენია და წითლდები, როდესაც საჭიროა შენი ცოდვების აღიარება. უმჯობესია ცოდვის ჩადენისას შეგრცხვეს, ვიდრე აღსარებისას. დაფიქრდი: თუკი ცოდვებს აქ არ აღიარებ, მაშინ იქ (საშინელ სამსჯავროზე) გამოცხადდება ყოველივე მთელი სამყაროს წინაშე. სად უფრო მეტი იქნება ტანჯვა? სად მეტი სირცხვილი იქნება? ცოდვის ჩადენისას ჩვენ გაბედულები და ურცხვები ვართ, ხოლო აღსარებისას გვრცხვენია და ვაყოვნებთ", - ბრძანებს წმინდა ეფრემ ასური.

"ამისთჳს გეტყჳ თქუენ: ყოველი ცოდვაჲ და გმობაჲ მიეტეოს კაცთა, ხოლო სულისა წმიდისა გმობაჲ არა მიეტეოს კაცთა. და რომელმან თქუას სიტყუაჲ ძისა კაცისათჳს, მიეტეოს მას; ხოლო რომელმან თქუას სულისა წმიდისათჳს, არა მიეტეოს მას არცა ამას სოფელსა, არცა მერმესა მას "(მათე 12,31-32)

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია