პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მცხეთის გამგებლის წარმომადგენელი 4 ათასი ლარის აღების ფაქტზე დააკავეს
მცხეთის გამგებლის წარმომადგენელი 4 ათასი ლარის აღების ფაქტზე დააკავეს

მცხე­თის გამ­გებ­ლის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ქრთა­მის სა­ხით, 4 ათა­სი ლა­რის აღე­ბის ფაქ­ტზე და­ა­კა­ვეს. აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რი გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს. სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის ცნო­ბით, გა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, ქრთა­მის აღე­ბის ფაქ­ტზე სა­ჯა­რო მო­ხე­ლეა და­კა­ვე­ბუ­ლი.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გე­ნი­ლია, რომ მცხე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გამ­გებ­ლის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა ლი­სის ტე­რი­ტო­რი­ულ ორ­გა­ნო­ში კურ­ბა­ნალ კა­რა­ევ­მა სო­ფელ ნა­ფეტვრე­ბის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გან­თავ­სე­ბუ­ლი სამ­შე­ნებ­ლო ნარ­ჩე­ნე­ბის უკა­ნო­ნოდ მო­წყო­ბილ ნა­გავ­საყ­რელ­ზე, სამ­შე­ნებ­ლო ნარ­ჩე­ნე­ბის გა­დაყ­რის უფ­ლე­ბი­სა და შემ­დგომ­ში მფარ­ვე­ლო­ბი­სა და სა­ჯა­რი­მო სან­ქცი­ის­გან არი­დე­ბის სა­ნაც­ვლოდ, ერთ-ერთი სა­წარ­მოს დი­რექ­ტორს ქრთა­მის სა­ხით მოს­თხო­ვა 4 000 ლარი. სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­მა ბრალ­დე­ბუ­ლი და­ა­კა­ვა ქრთა­მის აღე­ბის ფაქ­ტზე.

სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის ცნო­ბით, და­ნა­შა­უ­ლებ­რივ ფაქ­ტზე გრძელ­დე­ბა გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 338-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით, რაც ით­ვა­ლის­წი­ნებს თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ვა­დით ექ­ვსი­დან ცხრა წლამ­დე.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

სი­ახ­ლე!

თუ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ხართ მხო­ლოდ პო­ლი­ტი­კუ­რი თე­მე­ბით და არ გსურთ, მი­ი­ღოთ სხვა, თქვენ­თვის უინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცია, მო­ი­წო­ნეთ გვერ­დი, რო­მელ­ზეც მხო­ლოდ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი პო­ლი­ტი­კუ­რი სი­ა­ხე­ე­ბი თავ­სდე­ბა.

მცხეთის გამგებლის წარმომადგენელი 4 ათასი ლარის აღების ფაქტზე დააკავეს

მცხეთის გამგებლის წარმომადგენელი 4 ათასი ლარის აღების ფაქტზე დააკავეს

მცხეთის გამგებლის წარმომადგენელი ქრთამის სახით, 4 ათასი ლარის აღების ფაქტზე დააკავეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური განცხადებას ავრცელებს. საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე საჯარო მოხელეა დაკავებული.

გამოძიებით დადგენილია, რომ მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელმა ლისის ტერიტორიულ ორგანოში კურბანალ კარაევმა სოფელ ნაფეტვრების ტერიტორიაზე განთავსებული სამშენებლო ნარჩენების უკანონოდ მოწყობილ ნაგავსაყრელზე, სამშენებლო ნარჩენების გადაყრის უფლებისა და შემდგომში მფარველობისა და საჯარიმო სანქციისგან არიდების სანაცვლოდ, ერთ-ერთი საწარმოს დირექტორს ქრთამის სახით მოსთხოვა 4 000 ლარი. საგამოძიებო სამსახურმა ბრალდებული დააკავა ქრთამის აღების ფაქტზე.

საგამოძიებო სამსახურის ცნობით, დანაშაულებრივ ფაქტზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე.

"ინტერპრესნიუსი"

სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახეები თავსდება.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ