პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ინტერვიუ კახა ბენდუქიძის დედასთან - პოლიტიკოსის უცნობი ისტორიები
ინტერვიუ კახა ბენდუქიძის დედასთან - პოლიტიკოსის უცნობი ისტორიები

(არ­ქი­ვი)

ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მდი­და­რი ქარ­თვე­ლი - კახა ბენ­დუ­ქი­ძე მსოფ­ლი­ოს ვერც ერთ რეს­ტო­რან­ში ვერ შე­უკ­ვეთს იმას, რაც ძა­ლი­ან უყ­ვარს. ამ გემ­რი­ე­ლი ულუ­ფის მირ­თმე­ვა, მას დე­დის სახ­ლში შე­უძ­ლია. თბი­ლის­ში არ­სე­ბულ­მა ვერც ერ­თმა ელი­ტურ­მა მა­ღა­ზი­ამ ვერ შეძ­ლო ბენ­დუ­ქი­ძის­თვის შე­სა­ფე­რი­სი წინ­დე­ბის შე­თა­ვა­ზე­ბა და ამი­ტომ, ის ზამ­თარ­ში ფეხ­შიშ­ვე­ლი და­დის. კახა ბენ­დუ­ქი­ძე თა­ვი­სი არა­ორ­დი­ნა­რუ­ლო­ბით სა­კუ­თარ დე­და­საც აკ­ვირ­ვებს. ქალ­ბა­ტო­ნი ჯუ­ლი­ე­ტა რუ­ხა­ძე მი­იჩ­ნევს, რომ მისი შვი­ლი ფსი­ქო­ლო­გე­ბის­თვის სა­ინ­ტე­რე­სო "ობი­ექ­ტი" იქ­ნე­ბო­და. უმ­დიდ­რე­სი შვი­ლის დე­დას, 3 მარტს ვეს­ტუმ­რე. აღ­მოჩ­ნდა, რომ დედა-შვილს, არც მსგავ­სი და არც უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დღე­სას­წა­უ­ლე­ბი არ ხიბ­ლავს და ერ­თმა­ნეთს სა­ჩუქ­რე­ბი­თაც არ ანე­ბივ­რე­ბენ.

- კახა ხა­სი­ა­თით მე მგავს. მეც არ მიყ­ვარს და მნიშ­ვნე­ლო­ბას არ ვა­ნი­ჭებს რა­ღაც თა­რი­ღე­ბის აღ­ნიშ­ვნას. ის არც სა­ჩუქ­რებს ანი­ჭებს დიდ მნიშ­ვნე­ლო­ბას.

- რამ­დე­ნად ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი შვი­ლია?

- ამ მხრივ "ნუ­ლო­სა­ნია". სი­მარ­თლე გი­თხრათ, ვერც გავ­კი­ცხავ. რაც პო­ლი­ტი­კა­შია, ძა­ლი­ან და­კა­ვე­ბუ­ლია. ცოტა ხნით შე­მო­ირ­ბენს და ამა­საც არ აც­ლი­ან. გა­მუდ­მე­ბით ურე­კა­ვენ. ისიც მალე გარ­ბის. არ ვიცი, ამ­დენს რო­გორ უძ­ლებს. ყვე­ლა სა­კი­თხი, მისი მო­საგ­ვა­რე­ბე­ლი ხდე­ბა. ის არ ჩანს, რად­გან სა­ერ­თოდ არ უყ­ვარს თა­ვის გა­მო­ჩე­ნა. თუმ­ცა, ყვე­ლა­ფე­რი, რაც სა­ქარ­თვე­ლო­ში ხდე­ბა, მისი გან­სას­ჯე­ლი და გა­და­სა­წყვე­ტია. თა­ვის გა­მო­ჩე­ნა ბავ­შვო­ბი­დან­ვე არ უყ­ვარ­და. არც ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში ყოფ­ნა უყ­ვარს. ძა­ლი­ან ჭკვი­ა­ნი და გა­ნათ­ლე­ბუ­ლია, მაგ­რამ დი­სერ­ტა­ცი­ის დაც­ვა არც მო­ი­სურ­ვა. ძა­ლი­ან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნია. ვფიქ­რობ, ფსი­ქო­ლო­გე­ბის­თვის სა­ინ­ტე­რე­სო შე­სას­წავ­ლი იქ­ნე­ბო­და.

- თა­ვის გა­მო­ჩე­ნა არ უყ­ვარს, იმი­ტომ, რომ თავ­მდა­ბა­ლია თუ თა­ვის საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე სა­უ­ბა­რი არ სურს?

- თა­ვი­სი საქ­მი­ა­ნო­ბის აფი­ში­რე­ბა არ უყ­ვარს. მის ამ­ბებს მძღო­ლე­ბის­გან უფრო ვი­გებ ხოლ­მე - რას საქ­მი­ა­ნობს და რო­გორ.

- დე­დას­თან გუ­ლახ­დი­ლი სა­უ­ბა­რი არ უყ­ვარს?

- არა.

- რჩე­ვებს თუ გე­კი­თხე­ბათ? მის ოჯახ­ზე რას იტყვით?

- მისი მე­უღ­ლე კარ­გი ქა­ლია. ქვრი­ვი გახ­ლდათ და ორი შვი­ლი ჰყავს. კარ­გი გა­რეგ­ნო­ბის, გა­ნათ­ლე­ბუ­ლი ქა­ლია. მე სა­ერ­თოდ არ მა­ხა­სი­ა­თებს სხვის საქ­მე­ში ჩა­რე­ვა, მათ შო­რის - შვი­ლის. რა თქმა უნდა, მინ­დო­და, ქარ­თვე­ლი გოგო შე­ერ­თო ცო­ლად, მაგ­რამ ეს სურ­ვი­ლი ჩემ­თვის, გულ­ში მქონ­და. კა­ხას ასეთ თე­მებ­ზე ვერ და­ე­ლა­პა­რა­კე­ბი, ისე­თი ხა­სი­ა­თი. აქვს ან რა­ტომ უნდა ვუ­თხრა, რო­დე­საც შე­იძ­ლე­ბა უსი­ა­მოვ­ნე­ბა მოხ­დეს. მოვა თუ არ მოვა, მო­მი­კი­თხავს თუ არ მო­მი­კი­თხავს - ამა­ზე სა­უ­ბა­რი - უხერ­ხუ­ლი და ცუდი ტო­ნია. მე ასე ვარ აღ­ზრდი­ლი, დე­და­ჩე­მის მსგავ­სად, არ მიყ­ვარს ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის შე­ნიშ­ვნის მი­ცე­მა.

- ბა­ტონ კა­ხას მა­მის­გან თუ მი­უ­ღია რამე შე­ნიშ­ვნა?

- არა. არ იმ­სა­ხუ­რებ­და და იმი­ტომ. კარ­გად სწავ­ლობ­და, შრო­მობ­და და შე­ნიშ­ვნა რის გამო უნდა მი­ე­ღო?!

- რო­გო­რი ბავ­შვი იყო?

- ძა­ლი­ან ჭკვი­ა­ნი. უზო­მოდ უყ­ვარ­და წიგ­ნე­ბის კი­თხვა. იმ­დენს კი­თხუ­ლობ­და, ხან­და­ხან ვუშ­ლი­დი კი­დეც. ექ­სპე­დი­ცი­ა­ში ხში­რად დავ­დი­ო­დი. ერთხელ ზემო სვა­ნეთ­ში ვი­ყა­ვი და კა­ხაც წა­ვიყ­ვა­ნე. რა­ღაც მო­მენ­ტში, და­მე­კარ­გა. ყვე­ლა­ნი ვე­ძებ­დით. სად არ ვი­ა­რე, მაგ­რამ ვერ­სად ვი­პო­ვე; ბო­ლოს, ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში მი­აგ­ნეს. რამ­დენ­ჯერ­მე ვი­ყა­ვი იმ მხა­რეს ნამ­ყო­ფი და ბიბ­ლი­ო­თე­კა სა­ერ­თოდ თუ იყო, არ ვი­ცო­დი. კა­ხას სვა­ნე­თი ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნა. მე­უბ­ნე­ბო­და - დედი, რა კარ­გია სვა­ნე­თი "გვერ­დი­თი მოვ­ლე­ნე­ბი" რომ არ ჰქონ­დე­სო. მო­გე­ხე­ნე­ბათ, სვა­ნეთ­ში, არც ახლა და არც მით უმე­ტეს მა­შინ, არ იყო აბა­ზა­ნა და კომ­ფორ­ტის სხვა ატ­რი­ბუ­ტე­ბი. ეზო­ში, ვა­ბა­ნა­ვებ­დი და "გვერ­დით მოვ­ლე­ნას" ამას ეძახ­და...

გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

რუბრიკის სხვა სიახლეები

ინტერვიუ კახა ბენდუქიძის დედასთან - პოლიტიკოსის უცნობი ისტორიები

ინტერვიუ კახა ბენდუქიძის დედასთან - პოლიტიკოსის უცნობი ისტორიები

(არქივი)

ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ქართველი - კახა ბენდუქიძე მსოფლიოს ვერც ერთ რესტორანში ვერ შეუკვეთს იმას, რაც ძალიან უყვარს. ამ გემრიელი ულუფის მირთმევა, მას დედის სახლში შეუძლია. თბილისში არსებულმა ვერც ერთმა ელიტურმა მაღაზიამ ვერ შეძლო ბენდუქიძისთვის შესაფერისი წინდების შეთავაზება და ამიტომ, ის ზამთარში ფეხშიშველი დადის. კახა ბენდუქიძე თავისი არაორდინარულობით საკუთარ დედასაც აკვირვებს. ქალბატონი ჯულიეტა რუხაძე მიიჩნევს, რომ მისი შვილი ფსიქოლოგებისთვის საინტერესო "ობიექტი" იქნებოდა. უმდიდრესი შვილის დედას, 3 მარტს ვესტუმრე. აღმოჩნდა, რომ დედა-შვილს, არც მსგავსი და არც უფრო მნიშვნელოვანი დღესასწაულები არ ხიბლავს და ერთმანეთს საჩუქრებითაც არ ანებივრებენ.

- კახა ხასიათით მე მგავს. მეც არ მიყვარს და მნიშვნელობას არ ვანიჭებს რაღაც თარიღების აღნიშვნას. ის არც საჩუქრებს ანიჭებს დიდ მნიშვნელობას.

- რამდენად ყურადღებიანი შვილია?

- ამ მხრივ "ნულოსანია". სიმართლე გითხრათ, ვერც გავკიცხავ. რაც პოლიტიკაშია, ძალიან დაკავებულია. ცოტა ხნით შემოირბენს და ამასაც არ აცლიან. გამუდმებით ურეკავენ. ისიც მალე გარბის. არ ვიცი, ამდენს როგორ უძლებს. ყველა საკითხი, მისი მოსაგვარებელი ხდება. ის არ ჩანს, რადგან საერთოდ არ უყვარს თავის გამოჩენა. თუმცა, ყველაფერი, რაც საქართველოში ხდება, მისი განსასჯელი და გადასაწყვეტია. თავის გამოჩენა ბავშვობიდანვე არ უყვარდა. არც ყურადღების ცენტრში ყოფნა უყვარს. ძალიან ჭკვიანი და განათლებულია, მაგრამ დისერტაციის დაცვა არც მოისურვა. ძალიან განსხვავებული ადამიანია. ვფიქრობ, ფსიქოლოგებისთვის საინტერესო შესასწავლი იქნებოდა.

- თავის გამოჩენა არ უყვარს, იმიტომ, რომ თავმდაბალია თუ თავის საქმიანობაზე საუბარი არ სურს?

- თავისი საქმიანობის აფიშირება არ უყვარს. მის ამბებს მძღოლებისგან უფრო ვიგებ ხოლმე - რას საქმიანობს და როგორ.

- დედასთან გულახდილი საუბარი არ უყვარს?

- არა.

- რჩევებს თუ გეკითხებათ? მის ოჯახზე რას იტყვით?

- მისი მეუღლე კარგი ქალია. ქვრივი გახლდათ და ორი შვილი ჰყავს. კარგი გარეგნობის, განათლებული ქალია. მე საერთოდ არ მახასიათებს სხვის საქმეში ჩარევა, მათ შორის - შვილის. რა თქმა უნდა, მინდოდა, ქართველი გოგო შეერთო ცოლად, მაგრამ ეს სურვილი ჩემთვის, გულში მქონდა. კახას ასეთ თემებზე ვერ დაელაპარაკები, ისეთი ხასიათი. აქვს ან რატომ უნდა ვუთხრა, როდესაც შეიძლება უსიამოვნება მოხდეს. მოვა თუ არ მოვა, მომიკითხავს თუ არ მომიკითხავს - ამაზე საუბარი - უხერხული და ცუდი ტონია. მე ასე ვარ აღზრდილი, დედაჩემის მსგავსად, არ მიყვარს ადამიანებისთვის შენიშვნის მიცემა.

- ბატონ კახას მამისგან თუ მიუღია რამე შენიშვნა?

- არა. არ იმსახურებდა და იმიტომ. კარგად სწავლობდა, შრომობდა და შენიშვნა რის გამო უნდა მიეღო?!

- როგორი ბავშვი იყო?

- ძალიან ჭკვიანი. უზომოდ უყვარდა წიგნების კითხვა. იმდენს კითხულობდა, ხანდახან ვუშლიდი კიდეც. ექსპედიციაში ხშირად დავდიოდი. ერთხელ ზემო სვანეთში ვიყავი და კახაც წავიყვანე. რაღაც მომენტში, დამეკარგა. ყველანი ვეძებდით. სად არ ვიარე, მაგრამ ვერსად ვიპოვე; ბოლოს, ბიბლიოთეკაში მიაგნეს. რამდენჯერმე ვიყავი იმ მხარეს ნამყოფი და ბიბლიოთეკა საერთოდ თუ იყო, არ ვიცოდი. კახას სვანეთი ძალიან მოეწონა. მეუბნებოდა - დედი, რა კარგია სვანეთი "გვერდითი მოვლენები" რომ არ ჰქონდესო. მოგეხენებათ, სვანეთში, არც ახლა და არც მით უმეტეს მაშინ, არ იყო აბაზანა და კომფორტის სხვა ატრიბუტები. ეზოში, ვაბანავებდი და "გვერდით მოვლენას" ამას ეძახდა...

განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია