საპარლამენტო ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების"'ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ჩიქოვანი აჭარის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე პროცესებს "ქართულ ოცნებასა"'და "ნაციონალურ მოძრაობას"'შორის პოლიტიკურ თამაშს უწოდებს.
როგორც ჩიქოვანმა ჟურნალისტებს განუცხადა, "თავისუფალ დემოკრატებს" არ სურთ ამ თამაშში მონაწილეობა, რის გამოც აჭარის მთავრობის გადადგომას და ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ვადამდელი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს.
"თავისუფალმა დემოკრატებმა"'თავიდანვე განვაცხადეთ, რომ ჩვენ არ ვიღებთ პოლიტიკურ თამაშებში მონაწილეობას. არ გავაგრძელებთ არანაირი ფორმით და არანაირი სახით მონაწილეობას იმაში, რაც მიმდინარეობს "ქართულ ოცნებასა" და "ნაციონალურ მოძრაობას" შორის. ჩვენ ვითხოვთ, რომ გადადგეს მთავრობა და იმ პირობებში, როცა არ არსებობს უმრავლესობა, აჭარის ტერიტორიაზე შედგეს ახალი არჩევნები", - აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.