Faceამბები
პოლიტიკა

7

ოქტომბერი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 18:33-ზე, მთვარე ვერძშია – რეკომენდებულია: კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. მოაწყვეთ კორპორაციული წვეულებები. არ არის რეკომენდებული: მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა. სერიოზული და ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებების წარმოება. არ უნდა ჭამოთ ზედმეტი. მნიშვნელოვანია მოამზადოთ რაიმე გემრიელი და უჩვეულო, ჩაატაროთ ექსპერიმენტები სამზარეულოში. კარგია ყურძნისა და ეგზოტიკური ხილის ჭამა. დღე შეეფერება მივლინებებს, მოგზაურობას, ლაშქრობას, როგორც ინდივიდუალურს, ასევე ერთობლივს.
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხატია შამუგიას თავისუფლება, სიყვარული და ბედისწერა...
ხატია შამუგიას თავისუფლება, სიყვარული და ბედისწერა...

"გი­ორ­გი ერ­თა­დერ­თი ბიჭი იყო, რო­მელ­მაც მი­თხრა, - არ მიყ­ვარ­ხა­რო"

ხა­ტია შა­მუ­გია ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას ყო­ველ­თვის გა­მო­ირ­ჩე­ო­და გულ­წრფე­ლო­ბით და მისი ეს თვი­სე­ბა ამ ინ­ტერ­ვი­უ­შიც იგ­რძნო­ბა.

რო­დის ჯი­უტ­დე­ბა, ვინ იყო მისი პირ­ვე­ლი სიყ­ვა­რუ­ლი, რო­გო­რი უნდა იყოს მა­მა­კა­ცი და რის გამო იტი­რა ბო­ლოს? - ამ ყვე­ლა­ფერს მის მიერ დას­რუ­ლე­ბუ­ლი წი­ნა­და­დე­ბე­ბი­დან შე­ი­ტყობთ.

- და­ვი­ბა­დე...

- ...1977 წლის 10 აგ­ვის­ტოს, ქა­ლაქ თბი­ლი­სის #1 სამ­შო­ბი­ა­რო­ში.

- ბავ­შვო­ბა­ში ვოც­ნე­ბობ­დი...

- ...მსა­ხი­ო­ბი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. სულ სარ­კის წინ ვი­დე­ქი, ვიპ­რან­ჭე­ბო­დი, ხან დე­დო­ფა­ლი ვი­ყა­ვი, ხან - პრინ­ცე­სა. ასე­თი რო­ლე­ბი მი­ზი­დავ­და. დრა­მა­ტულ წრე­ზე დავ­დი­ო­დი. და­ახ­ლო­ე­ბით 10 სპექ­ტაკლში მაქვს ნა­თა­მა­შე­ბი. მსა­ხი­ო­ბო­ბა პრო­ფე­სი­ად რა­ტომ არ ავირ­ჩიე? - ის პე­რი­ო­დი და­ემ­თხვა, კლა­სე­ბი ჰუ­მა­ნი­ტა­რულ და ტექ­ნი­კურ ჯგუ­ფე­ბად რომ დაყ­ვეს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მა­ტე­მა­ტი­კას კარ­გად ვსწავ­ლობ­დი და დე­დას მას­წავ­ლე­ბელ­მაც უთხრა, ეს ბავ­შვი არ და­ღუ­პოთ, ჰუ­მა­ნი­ტა­რულ ჯფუფ­ში არ გა­და­იყ­ვა­ნო­თო, არ­ჩე­ვა­ნი მა­ინც ფი­ლო­ლო­გი­ის ფა­კულ­ტეტ­ზე გა­ვა­კე­თე. თე­ატ­რი დღე­საც ძა­ლი­ან მიყ­ვარს. სპე­ტაკ­ლებ­ზე ხში­რად დავ­დი­ვარ. მუ­სი­კა და კი­ნოც მი­ზი­დავს. 10 წელი რა­დი­ო­წამ­ყვა­ნი ვი­ყა­ვი... ჩემს ოჯახს უნ­დო­და, ექი­მი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. ჩემი მა­მი­ნაც­ვა­ლი მეან-გი­ნე­კო­ლო­გი, პრო­ფე­სო­რი გახ­ლდათ. ხში­რად ამ­ბობ­და, რო­მელ სფე­რო­შიც უნდა მუ­შა­ობ­დე, აუ­ცი­ლებ­ლად იმ საქ­მის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი უნდა იყოო. მას 2 არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი შვი­ლი ჰყავს, ასა­კით ჩემ­ზე დი­დე­ბი არი­ან. მა­მის პრო­ფე­სია არც ერ­თმა არ აირ­ჩია. მე მე­უბ­ნე­ბო­და, ჩემი გა­მოც­დი­ლე­ბა იქ­ნებ, შენ მა­ინც გა­მო­ი­ყე­ნოო. მერ­ვე კლას­ში ვი­ყა­ვი, როცა გარ­და­იც­ვა­ლა. ასე რომ არ მომ­ხდა­რი­ყო, ალ­ბათ, სა­მე­დი­ცი­ნო ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­მა­ბა­რე­ბი­ნებ­დნენ. იმ­დე­ნად ემო­ცი­უ­რი ვარ, ექი­მო­ბას ვერ შევ­ძლებ­დი. იყო კარ­გი ექი­მი - ეს გმი­რო­ბაა.

- ჩემს პი­როვ­ნე­ბად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში...

GზაPრესს- ...დიდი როლი ითა­მა­შეს დე­დამ და ჩემ­მა გამ­ზრდელ­მა, დე­და­ჩე­მის დე­ი­დამ. არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ქალ­ბა­ტო­ნი იყო, დახ­ვე­წი­ლი, გა­ნათ­ლე­ბუ­ლი. ოჯა­ხის წევ­რე­ბი მუ­შა­ობ­დნენ, თა­ვი­ანთ პრო­ფე­სი­ა­ში რე­ა­ლი­ზე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი იყ­ვნენ. ერ­თა­დერ­თი, რა­საც ჩემ­გან ითხოვ­დნენ, კარ­გად სწავ­ლა იყო. დღეს რომ ვფიქ­რობ, ალ­ბათ ამის ბრა­ლია ჩემი სი­ბე­ცე სამ­ზა­რე­უ­ლო­ში, რაც არ მომ­წონს... დღე­საც შე­იძ­ლე­ბა ვის­წავ­ლო, მაგ­რამ ახლა სა­ა­მი­სოდ დროც ნაკ­ლე­ბად მაქვს და - სურ­ვი­ლიც. სა­მა­გი­ე­როდ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის გრძნო­ბა მაქვს გა­ას­მა­გე­ბუ­ლი. მე­უბ­ნე­ბი­ან, შენ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა გვი­ად­ვილ­დე­ბაო, საქ­მის და­გეგ­მვა მიყ­ვარს. პე­დან­ტი ვარ.

- ჩემ­ზე ამ­ბო­ბენ...

- ...მე­გობ­რე­ბი მე­უბ­ნე­ბი­ან, რომ პო­ზი­ტი­უ­რი ადა­მი­ა­ნი ვარ. ჩემს პრობ­ლე­მას, მო­წყე­ნი­ლო­ბას მათ არ ვაგ­რძნო­ბი­ნებ.

- ჩემს გა­რეგ­ნო­ბა­ში შევ­ცვლი­დი...

- ...ალ­ბათ, ბევრ რა­მეს შევ­ცვლი­დი. მირ­ჩევ­ნია, უკე­თე­სი ვიყო, მაგ­რამ იმა­საც ვერ ვი­ტყვი, ჩემი გა­რეგ­ნო­ბით ძა­ლი­ან უკ­მა­ყო­ფი­ლო ვარ-მეთ­ქი. ვის მინ­და, ვგავ­დე? მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე მე­ტად 2 ადა­მი­ა­ნის გა­რეგ­ნო­ბა მომ­წონს: კეტ­რინ დე­ნე­ვის და ნი­კოლ კიდ­მა­ნის.

- მრცხვე­ნია, როცა...

- ...სა­ჯა­როდ მა­ქე­ბენ, კომ­პლი­მენტს მე­უბ­ნე­ბი­ან. ზო­გა­დად მორ­ცხვი - არა, კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რი ვარ.

- ჩემი ყვე­ლა­ზე დიდი სი­სუს­ტე...

- ...ჩემი შვი­ლია. ყო­ველ წამს მას­ზე ვფიქ­რობ, მისი ყო­ვე­ლი სი­ტყვა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, დღის გან­მავ­ლო­ბა­ში უამ­რავ­ჯერ ვუ­რე­კავ.

- როცა შვი­ლი პირ­ვე­ლად და­ვი­ნა­ხე...

- ...ეს სა­სა­ცი­ლო მო­მენ­ტი იყო. მშო­ბი­ა­რო­ბის პრო­ცე­სი გა­მირ­თულ­და, 18 სა­ა­თი გრძელ­დე­ბო­და. ექი­მე­ბი ჩვე­ნი ოჯა­ხის ახ­ლობ­ლე­ბი იყ­ვნენ. ბავ­შვი რომ და­ი­ბა­და, ხელ­ში აიყ­ვა­ნეს და მი­ე­ფერ­ნენ, - ნა­ხეთ, რო­გო­რი ცხვირ-პირი აქვს, ბე­ბი­ა­სა­ვით "კურ­ნო­სა" არი­სო. თვა­ლი ვერ გა­ვა­ხი­ლე, მხო­ლოდ ის ვი­კი­თხე, - ჯან­მრთე­ლია-მეთ­ქი? - კიო. წა­იყ­ვა­ნეთ, მო­მა­შო­რეთ-მეთ­ქი (იცი­ნის).

- პა­ტი­ე­ბა შე­მიძ­ლია, თუ...

- ...ადა­მი­ა­ნი და­ნა­შა­ულს გრძნობს. ღირ­სე­უ­ლია ის, ვინც სა­კუ­თარ შეც­დო­მას აღი­ა­რებს და პა­ტი­ე­ბას გთხოვს. ბო­დი­შის მოხ­დის არც თა­ვად მრცხვე­ნია.

- დაშ­ვე­ბულ შეც­დო­მებს...

- ...უკვე იუ­მო­რით ვიხ­სე­ნებ. რაც აღარ შე­იც­ვლე­ბა, იმა­ზე ნერ­ვი­უ­ლო­ბა არ ღირს. ძა­ლი­ან მტკივ­ნე­უ­ლი შეც­დო­მე­ბი არც და­მიშ­ვია.

- წო­ნას­წო­რო­ბას ვკარ­გავ, როცა...

- ...მა­ტყუ­ე­ბენ. სა­ერ­თოდ, ჩხუ­ბი და კონ­ფლიქ­ტი არ მჩვე­ვია. თუ ვინ­მე მა­წყე­ნი­ნებს, ერთ დღეს ტე­ლე­ფონ­ზე არ ვუ­პა­სუ­ხებ და ყვე­ლა­ფე­რი ამით მთავ­რდე­ბა.

- ამ წუთ­ში ძა­ლი­ან მინ­და ვიყო...

- ...სად­მე ზღვის სა­ნა­პი­რო­ზე, ზა­ფხუ­ლი იყოს და ჩემს შვილ­თან ერ­თად ვის­ვე­ნებ­დე. ჩემ­თვის მთა­ვა­რია ენერ­გია, რო­მელ­საც ზღვის­გან ვი­ღებ. ზამ­თრის კუ­რორ­ტე­ბი და თოვ­ლი არ მიყ­ვარს, არც თხი­ლა­მუ­რე­ბით ვსრი­ა­ლებ. ზამ­თარ­შიც ზა­ფხუ­ლის კუ­რორ­ტებს ვირ­ჩევ.

- სიყ­ვა­რუ­ლი ეს...

გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

ხატია შამუგიას თავისუფლება, სიყვარული და ბედისწერა...

ხატია შამუგიას თავისუფლება, სიყვარული და ბედისწერა...

"გიორგი ერთადერთი ბიჭი იყო, რომელმაც მითხრა, - არ მიყვარხარო"

ხატია შამუგია ჟურნალისტებთან ურთიერთობისას ყოველთვის გამოირჩეოდა გულწრფელობით და მისი ეს თვისება ამ ინტერვიუშიც იგრძნობა.

როდის ჯიუტდება, ვინ იყო მისი პირველი სიყვარული, როგორი უნდა იყოს მამაკაცი და რის გამო იტირა ბოლოს? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- დავიბადე...

- ...1977 წლის 10 აგვისტოს, ქალაქ თბილისის #1 სამშობიაროში.

- ბავშვობაში ვოცნებობდი...

- ...მსახიობი ვყოფილიყავი. სულ სარკის წინ ვიდექი, ვიპრანჭებოდი, ხან დედოფალი ვიყავი, ხან - პრინცესა. ასეთი როლები მიზიდავდა. დრამატულ წრეზე დავდიოდი. დაახლოებით 10 სპექტაკლში მაქვს ნათამაშები. მსახიობობა პროფესიად რატომ არ ავირჩიე? - ის პერიოდი დაემთხვა, კლასები ჰუმანიტარულ და ტექნიკურ ჯგუფებად რომ დაყვეს. მიუხედავად იმისა, რომ მატემატიკას კარგად ვსწავლობდი და დედას მასწავლებელმაც უთხრა, ეს ბავშვი არ დაღუპოთ, ჰუმანიტარულ ჯფუფში არ გადაიყვანოთო, არჩევანი მაინც ფილოლოგიის ფაკულტეტზე გავაკეთე. თეატრი დღესაც ძალიან მიყვარს. სპეტაკლებზე ხშირად დავდივარ. მუსიკა და კინოც მიზიდავს. 10 წელი რადიოწამყვანი ვიყავი... ჩემს ოჯახს უნდოდა, ექიმი ვყოფილიყავი. ჩემი მამინაცვალი მეან-გინეკოლოგი, პროფესორი გახლდათ. ხშირად ამბობდა, რომელ სფეროშიც უნდა მუშაობდე, აუცილებლად იმ საქმის პროფესიონალი უნდა იყოო. მას 2 არაჩვეულებრივი შვილი ჰყავს, ასაკით ჩემზე დიდები არიან. მამის პროფესია არც ერთმა არ აირჩია. მე მეუბნებოდა, ჩემი გამოცდილება იქნებ, შენ მაინც გამოიყენოო. მერვე კლასში ვიყავი, როცა გარდაიცვალა. ასე რომ არ მომხდარიყო, ალბათ, სამედიცინო ფაკულტეტზე ჩამაბარებინებდნენ. იმდენად ემოციური ვარ, ექიმობას ვერ შევძლებდი. იყო კარგი ექიმი - ეს გმირობაა.

- ჩემს პიროვნებად ჩამოყალიბებაში...

GზაPრესს- ...დიდი როლი ითამაშეს დედამ და ჩემმა გამზრდელმა, დედაჩემის დეიდამ. არაჩვეულებრივი ქალბატონი იყო, დახვეწილი, განათლებული. ოჯახის წევრები მუშაობდნენ, თავიანთ პროფესიაში რეალიზებული ადამიანები იყვნენ. ერთადერთი, რასაც ჩემგან ითხოვდნენ, კარგად სწავლა იყო. დღეს რომ ვფიქრობ, ალბათ ამის ბრალია ჩემი სიბეცე სამზარეულოში, რაც არ მომწონს... დღესაც შეიძლება ვისწავლო, მაგრამ ახლა საამისოდ დროც ნაკლებად მაქვს და - სურვილიც. სამაგიეროდ პასუხისმგებლობის გრძნობა მაქვს გაასმაგებული. მეუბნებიან, შენთან თანამშრომლობა გვიადვილდებაო, საქმის დაგეგმვა მიყვარს. პედანტი ვარ.

- ჩემზე ამბობენ...

- ...მეგობრები მეუბნებიან, რომ პოზიტიური ადამიანი ვარ. ჩემს პრობლემას, მოწყენილობას მათ არ ვაგრძნობინებ.

- ჩემს გარეგნობაში შევცვლიდი...

- ...ალბათ, ბევრ რამეს შევცვლიდი. მირჩევნია, უკეთესი ვიყო, მაგრამ იმასაც ვერ ვიტყვი, ჩემი გარეგნობით ძალიან უკმაყოფილო ვარ-მეთქი. ვის მინდა, ვგავდე? მსოფლიოში ყველაზე მეტად 2 ადამიანის გარეგნობა მომწონს: კეტრინ დენევის და ნიკოლ კიდმანის.

- მრცხვენია, როცა...

- ...საჯაროდ მაქებენ, კომპლიმენტს მეუბნებიან. ზოგადად მორცხვი - არა, კომუნიკაბელური ვარ.

- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე...

- ...ჩემი შვილია. ყოველ წამს მასზე ვფიქრობ, მისი ყოველი სიტყვა მნიშვნელოვანია, დღის განმავლობაში უამრავჯერ ვურეკავ.

- როცა შვილი პირველად დავინახე...

- ...ეს სასაცილო მომენტი იყო. მშობიარობის პროცესი გამირთულდა, 18 საათი გრძელდებოდა. ექიმები ჩვენი ოჯახის ახლობლები იყვნენ. ბავშვი რომ დაიბადა, ხელში აიყვანეს და მიეფერნენ, - ნახეთ, როგორი ცხვირ-პირი აქვს, ბებიასავით "კურნოსა" არისო. თვალი ვერ გავახილე, მხოლოდ ის ვიკითხე, - ჯანმრთელია-მეთქი? - კიო. წაიყვანეთ, მომაშორეთ-მეთქი (იცინის).

- პატიება შემიძლია, თუ...

- ...ადამიანი დანაშაულს გრძნობს. ღირსეულია ის, ვინც საკუთარ შეცდომას აღიარებს და პატიებას გთხოვს. ბოდიშის მოხდის არც თავად მრცხვენია.

- დაშვებულ შეცდომებს...

- ...უკვე იუმორით ვიხსენებ. რაც აღარ შეიცვლება, იმაზე ნერვიულობა არ ღირს. ძალიან მტკივნეული შეცდომები არც დამიშვია.

- წონასწორობას ვკარგავ, როცა...

- ...მატყუებენ. საერთოდ, ჩხუბი და კონფლიქტი არ მჩვევია. თუ ვინმე მაწყენინებს, ერთ დღეს ტელეფონზე არ ვუპასუხებ და ყველაფერი ამით მთავრდება.

- ამ წუთში ძალიან მინდა ვიყო...

- ...სადმე ზღვის სანაპიროზე, ზაფხული იყოს და ჩემს შვილთან ერთად ვისვენებდე. ჩემთვის მთავარია ენერგია, რომელსაც ზღვისგან ვიღებ. ზამთრის კურორტები და თოვლი არ მიყვარს, არც თხილამურებით ვსრიალებ. ზამთარშიც ზაფხულის კურორტებს ვირჩევ.

- სიყვარული ეს...

განაგრძეთ კითხვა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება