Faceამბები
სამართალი
საზოგადოება

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
პოლიტიკა
მსოფლიო
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რეალურად, დარჩნენ მსახიობები ივანიშვილის დახმარების გარეშე? - ფონდი "ქართუს" პასუხი მსახიობებს და საზოგადოებას
რეალურად, დარჩნენ მსახიობები ივანიშვილის დახმარების გარეშე? - ფონდი "ქართუს" პასუხი მსახიობებს და საზოგადოებას

ქარ­თულ ინ­ტერ­ნეტ­გა­მო­ცე­მებ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას მსა­ხი­ო­ბე­ბის­თვის ფონ­დი "ქარ­თუს" დახ­მა­რე­ბის შე­წყვე­ტის თა­ო­ბა­ზე, ინ­ტერ­ნეტ­ში ვნე­ბა­თა­ღელ­ვა მოჰ­ყვა. ამის მი­ზე­ზი ის გახ­და, რომ მსა­ხი­ო­ბებს, გარ­კვე­უ­ლი პრო­ცე­დუ­რუ­ლი აუ­ცი­ლებ­ლო­ბე­ბის გამო, გა­სუ­ლი ორი თვის (იან­ვა­რი, თე­ბერ­ვა­ლი) დახ­მა­რე­ბა არ მი­უ­ღი­ათ. შე­წყვი­ტა თუ არა "ქარ­თუმ" მსა­ხი­ო­ბე­ბის­თვის რამ­დე­ნი­მე ათას­ლა­რი­ა­ნი დახ­მა­რე­ბა, ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­სა­მოწ­მებ­ლად Ambebi.ge ფონდ "ქარ­თუს" და­უ­კავ­შირ­და.

ნინო კიკ­ნა­ძე, ქარ­თუ ფონ­დის იუ­რის­ტი:

- თით­ქმის ყვე­ლა ბე­ნე­ფი­ცი­ა­რი, რომ­ლე­ბიც გა­სულ წელს იღებ­და ფონდ "ქარ­თუს" საქ­ველ­მოქ­მე­დო დახ­მა­რე­ბას, ჩვე­უ­ლებ­რი­ვად, წელ­საც მი­ი­ღე­ბენ ამ დახ­მა­რე­ბის პროგ­რა­მი­დან სტი­პენ­დი­ას.

გა­სულ წელ­საც ასე იყო და წელ­საც ასე იქ­ნე­ბა, კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს გავ­ლით ვა­კე­თებთ ამ პრო­ექტს, და ვი­ნა­ი­დან, უბ­რა­ლოდ, არ­სე­ბობს ფორ­მა­ლუ­რი წი­ნა­პი­რო­ბე­ბი ფონდსა და სა­მი­ნის­ტროს შო­რის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­ფორ­მე­ბის სა­ხით, რის მი­ხედ­ვი­თაც მიზ­ნობ­რივ გრანტს იღებს სა­მი­ნის­ტრო, შე­სა­ბა­მი­სი პრო­ცე­დუ­რე­ბი აქვს მა­საც გა­სავ­ლე­ლი ამ გრან­ტის მი­სა­ღე­ბად და შემ­დეგ ხდე­ბა კონ­კრე­ტუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბის გა­ფორ­მე­ბა ყვე­ლა ბე­ნე­ფი­ცი­არ­თან.

წელ­საც, აუ­ცი­ლებ­ლად გაგ­რძელ­დე­ბა დახ­მა­რე­ბა, კვლავ გა­ფორმ­დე­ბა ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბი და სა­ვა­რა­უ­დოდ, ეს პრო­ცე­დუ­რე­ბი მარ­ტის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში დას­რულ­დე­ბა. გან­მარ­ტე­ბის სა­ხით იმა­საც ვურ­თავთ, რომ გა­სუ­ლი თვე­ე­ბის - იან­ვარ­სა და თე­ბერ­ვლის დახ­მა­რე­ბა­საც აუ­ცი­ლებ­ლად მი­ი­ღე­ბენ ბე­ნე­ფი­ცი­ა­რე­ბი მარ­ტის თვე­ში, შე­სა­ბა­მი­სად, რა­ი­მე შფოთვის სა­ფუძ­ვე­ლი არ არ­სე­ბობს.

- რაც შე­ე­ხე­ბა პირ­თა რი­ცხვს, რომ­ლე­ბიც რე­გუ­ლა­რუ­ლად იღე­ბენ დახ­მა­რე­ბას "ქარ­თუ" ფონ­დის­გან, გა­სულ წლებ­ში მათი რი­ცხვი და­ახ­ლო­ე­ბით, 3 500-მდე იყო. ხომ არ ხდე­ბა თან­ხე­ბის ოპ­ტი­მი­ზა­ცი­ის მიზ­ნით მათი რა­ო­დე­ნო­ბის შემ­ცი­რე­ბა?

- ნამ­დვი­ლად არა. მცი­რე­დი სა­ხის კო­რექ­ტი­ვე­ბი შე­საძ­ლოა, იყოს შე­ტა­ნი­ლი კონ­კრე­ტუ­ლი სი­პე­ბის ჯა­მურ სი­ებ­ში, რაც იმ­დე­ნად მცი­რეა, რომ აღ­ნიშ­ვნა­დაც არ ღირს. ანუ სა­ერ­თო ფონი არ შეც­ვლი­ლა და ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც იღებ­დნენ აღ­ნიშ­ნულ დახ­მა­რე­ბას, კვლავ მი­ი­ღე­ბენ მას...

- რაც შე­ე­ხე­ბა პერ­სო­ნებს, რომ­ლე­ბიც იღე­ბენ დახ­მა­რე­ბას... რა კრი­ტე­რი­უ­მე­ბით ხდე­ბა მათი შერ­ჩე­ვა? კრი­ტე­რი­უ­მებს სა­მი­ნის­ტრო აწე­სებს, თუ "ქარ­თუ" ფონ­დის კე­თი­ლი ნე­ბაა, თუ ვინ გახ­დე­ბა სტი­პენ­დი­ის მიმ­ღე­ბი?

- კი, ეს "ქარ­თუს" პრო­ექ­ტია და შე­სა­ბა­მი­სად, "ქარ­თუ" ფონ­დი წყვეტს თან­ხე­ბის ოდე­ნო­ბას და მიმ­ღებ­თა სი­ებს.

AMBEBI.GE

რეალურად, დარჩნენ მსახიობები ივანიშვილის დახმარების გარეშე? - ფონდი "ქართუს" პასუხი მსახიობებს და საზოგადოებას

რეალურად, დარჩნენ მსახიობები ივანიშვილის დახმარების გარეშე? - ფონდი "ქართუს" პასუხი მსახიობებს და საზოგადოებას

ქართულ ინტერნეტგამოცემებში გამოქვეყნებულ ინფორმაციას მსახიობებისთვის ფონდი "ქართუს" დახმარების შეწყვეტის თაობაზე, ინტერნეტში ვნებათაღელვა მოჰყვა. ამის მიზეზი ის გახდა, რომ მსახიობებს, გარკვეული პროცედურული აუცილებლობების გამო, გასული ორი თვის (იანვარი, თებერვალი) დახმარება არ მიუღიათ. შეწყვიტა თუ არა "ქართუმ" მსახიობებისთვის რამდენიმე ათასლარიანი დახმარება, ინფორმაციის გადასამოწმებლად Ambebi.ge ფონდ "ქართუს" დაუკავშირდა.

ნინო კიკნაძე, ქართუ ფონდის იურისტი:

- თითქმის ყველა ბენეფიციარი, რომლებიც გასულ წელს იღებდა ფონდ "ქართუს" საქველმოქმედო დახმარებას, ჩვეულებრივად, წელსაც მიიღებენ ამ დახმარების პროგრამიდან სტიპენდიას.

გასულ წელსაც ასე იყო და წელსაც ასე იქნება, კულტურის სამინისტროს გავლით ვაკეთებთ ამ პროექტს, და ვინაიდან, უბრალოდ, არსებობს ფორმალური წინაპირობები ფონდსა და სამინისტროს შორის ხელშეკრულების გაფორმების სახით, რის მიხედვითაც მიზნობრივ გრანტს იღებს სამინისტრო, შესაბამისი პროცედურები აქვს მასაც გასავლელი ამ გრანტის მისაღებად და შემდეგ ხდება კონკრეტული ხელშეკრულებების გაფორმება ყველა ბენეფიციართან.

წელსაც, აუცილებლად გაგრძელდება დახმარება, კვლავ გაფორმდება ხელშეკრულებები და სავარაუდოდ, ეს პროცედურები მარტის მეორე ნახევარში დასრულდება. განმარტების სახით იმასაც ვურთავთ, რომ გასული თვეების - იანვარსა და თებერვლის დახმარებასაც აუცილებლად მიიღებენ ბენეფიციარები მარტის თვეში, შესაბამისად, რაიმე შფოთვის საფუძველი არ არსებობს.

- რაც შეეხება პირთა რიცხვს, რომლებიც რეგულარულად იღებენ დახმარებას "ქართუ" ფონდისგან, გასულ წლებში მათი რიცხვი დაახლოებით, 3 500-მდე იყო. ხომ არ ხდება თანხების ოპტიმიზაციის მიზნით მათი რაოდენობის შემცირება?

- ნამდვილად არა. მცირედი სახის კორექტივები შესაძლოა, იყოს შეტანილი კონკრეტული სიპების ჯამურ სიებში, რაც იმდენად მცირეა, რომ აღნიშვნადაც არ ღირს. ანუ საერთო ფონი არ შეცვლილა და ადამიანები, რომლებიც იღებდნენ აღნიშნულ დახმარებას, კვლავ მიიღებენ მას...

- რაც შეეხება პერსონებს, რომლებიც იღებენ დახმარებას... რა კრიტერიუმებით ხდება მათი შერჩევა? კრიტერიუმებს სამინისტრო აწესებს, თუ "ქართუ" ფონდის კეთილი ნებაა, თუ ვინ გახდება სტიპენდიის მიმღები?

- კი, ეს "ქართუს" პროექტია და შესაბამისად, "ქართუ" ფონდი წყვეტს თანხების ოდენობას და მიმღებთა სიებს.

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია