საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ 90 წლის ასაკში გარდაიცვალა მსახიობი, რეჟისორი და სცენარისტი ოთარ კობერიძე.
ნახეთ| მსახიობის ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ეპიზოდები
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს.
პანაშვიდები 10-11 მარტი, გამოსვენება დიდუბის ეკლესიიდან, ხუთშაბათს 12 მარტს,15.00 საათზე, მისამართი: ირაკლი აბაშიძის ქუჩა N10, II სადარბაზო, ბინა 26, სართული V.