სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

11

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სპორტი
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქამრების შემოჭერა" კრიზისის დასაძლევად საკმარისი არ იქნება"
"ქამრების შემოჭერა" კრიზისის დასაძლევად საკმარისი არ იქნება"

"დაგ­ვი­ა­ნე­ბის ყო­ვე­ლი დღე არა­სა­სურ­ვე­ლია და ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ სწრა­ფად უნდა იმოქ­მე­დოს"

მას შემ­დეგ, რაც სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ვა­ლუ­ტო ფონ­დის (სსფ) მი­სი­ამ მუ­შა­ო­ბა და­ას­რუ­ლა და მთავ­რო­ბას კრი­ზი­სის და­საძ­ლე­ვად რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი მის­ცა, ლარ­მა კვლავ ვარ­დნა და­ი­წყო და კვი­რის ბო­ლოს ოფი­ცი­ა­ლუ­რი გაც­ვლი­თი კურ­სი 2,17 ლა­რის ნიშ­ნულ­ზე გა­ჩერ­და. სა­ვა­ლუ­ტო ჯი­ხუ­რებ­სა და კო­მერ­ცი­ულ ბან­კებ­ში დო­ლა­რი კი­დევ უფრო ძვი­რი ღირს, რად­გან მო­თხოვ­ნა დო­ლარ­ზე კვლავ მა­ღა­ლია. სა­დამ­დე "გა­ცუ­რავს" ლარი, ჯერ უც­ნო­ბია, ისე­ვე რო­გორც უც­ნო­ბია მთავ­რო­ბის გეგ­მა, რო­მელ­მაც ქვე­ყა­ნა სა­ვა­ლუ­ტო კრი­ზი­სი­დან უნდა გა­მო­იყ­ვა­ნოს.

ან­ტიკ­რი­ზი­სუ­ლი გეგ­მის წარ­დგე­ნის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა მთავ­რო­ბის ეკო­ნო­მი­კურ გუნდს ეკო­ნო­მი­კურ სა­კი­თხებ­ში პრე­ზი­დენ­ტის მრჩე­ველ­მაც შე­ახ­სე­ნა. გა­სულ კვი­რას, პრე­ზი­დენ­ტთან შეხ­ვედ­რი­სას მთავ­რო­ბის ეკო­ნო­მი­კუ­რი გუნ­დი შე­თან­ხმდა, რომ მთავ­რო­ბის სა­ვა­ლუ­ტო სტა­ბი­ლუ­რო­ბის გეგ­მას 5 მარ­ტამ­დე წარ­მო­ად­გენ­დნენ. გი­ორ­გი აბა­შიშ­ვი­ლის შეხ­სე­ნე­ბას ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრი გა­მო­ეხ­მა­უ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ ასე­თი ვა­დის დათ­ქმით და ვი­თომ დარ­ღვე­ვით აჟი­ო­ტა­ჟი არ უნდა შე­იქ­მნას.

ფაქ­ტია, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სხვა­დას­ხვა შტოს შო­რის "ძიძ­გი­ლა­ო­ბა" ლა­რის კურსსა თუ ფა­სე­ბის ზრდას სა­სი­კე­თოდ ვერ წა­ად­გე­ბა. მარ­თა­ლია, კრი­ზი­სის და­საძ­ლე­ვად მთავ­რო­ბას გა­წე­რი­ლი გეგ­მა არა აქვს, მაგ­რამ ფრაგ­მენ­ტუ­ლად ცნო­ბი­ლია, რა ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმა იგეგ­მე­ბა. მთავ­რო­ბის წევ­რე­ბი ამ­ბობ­დნენ, რომ სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა და­მა­ტე­ბი­თი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით და ამის­თვის და­მა­ტე­ბი­თი ვა­ლის აღე­ბას აპი­რებ­დნენ. მთავ­რო­ბის ამ ნა­ბიჯს სსფ არ ეთან­ხმე­ბა. მისი გან­ცხა­დე­ბით, ამ ეტაპ­ზე დო­ნო­რე­ბის­გან ფუ­ლის სეს­ხე­ბა­ზე სა­უ­ბა­რი ნა­ად­რე­ვია, რად­გან და­საძ­ლე­ვია ფუნ­და­მენ­ტუ­რი პრობ­ლე­მე­ბი.

მა­შინ, როცა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ოპო­ნენ­ტებ­მა გა­და­სა­ხა­დე­ბის შემ­ცი­რე­ბა ურ­ჩი­ეს, სა­ვა­ლუ­ტო ფონ­დი, პი­რი­ქით, გა­და­სა­ხა­დე­ბის გაზ­რდას ემ­ხრო­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა ბი­უ­ჯე­ტის ხარ­ჯვი­თი ნა­წი­ლის შემ­ცი­რე­ბას, ფაქ­ტობ­რი­ვად, ეს ერ­თა­დერ­თი სა­კი­თხია, რის შე­სა­ხე­ბაც სსფ-ისა და მთავ­რო­ბის მო­საზ­რე­ბა ერ­თმა­ნეთს ემ­თხვე­ვა, თუმ­ცა, მხო­ლოდ "ქამ­რე­ბის შე­მო­ჭე­რა" კრი­ზი­სის და­საძ­ლე­ვად საკ­მა­რი­სი არ იქ­ნე­ბა.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?

"ქამრების შემოჭერა" კრიზისის დასაძლევად საკმარისი არ იქნება"

"ქამრების შემოჭერა" კრიზისის დასაძლევად საკმარისი არ იქნება"

"დაგვიანების ყოველი დღე არასასურველია და ხელისუფლებამ სწრაფად უნდა იმოქმედოს"

მას შემდეგ, რაც საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მისიამ მუშაობა დაასრულა და მთავრობას კრიზისის დასაძლევად რეკომენდაციები მისცა, ლარმა კვლავ ვარდნა დაიწყო და კვირის ბოლოს ოფიციალური გაცვლითი კურსი 2,17 ლარის ნიშნულზე გაჩერდა. სავალუტო ჯიხურებსა და კომერციულ ბანკებში დოლარი კიდევ უფრო ძვირი ღირს, რადგან მოთხოვნა დოლარზე კვლავ მაღალია. სადამდე "გაცურავს" ლარი, ჯერ უცნობია, ისევე როგორც უცნობია მთავრობის გეგმა, რომელმაც ქვეყანა სავალუტო კრიზისიდან უნდა გამოიყვანოს.

ანტიკრიზისული გეგმის წარდგენის აუცილებლობა მთავრობის ეკონომიკურ გუნდს ეკონომიკურ საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმაც შეახსენა. გასულ კვირას, პრეზიდენტთან შეხვედრისას მთავრობის ეკონომიკური გუნდი შეთანხმდა, რომ მთავრობის სავალუტო სტაბილურობის გეგმას 5 მარტამდე წარმოადგენდნენ. გიორგი აბაშიშვილის შეხსენებას ეკონომიკის მინისტრი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ასეთი ვადის დათქმით და ვითომ დარღვევით აჟიოტაჟი არ უნდა შეიქმნას.

ფაქტია, რომ ხელისუფლების სხვადასხვა შტოს შორის "ძიძგილაობა" ლარის კურსსა თუ ფასების ზრდას სასიკეთოდ ვერ წაადგება. მართალია, კრიზისის დასაძლევად მთავრობას გაწერილი გეგმა არა აქვს, მაგრამ ფრაგმენტულად ცნობილია, რა ნაბიჯების გადადგმა იგეგმება. მთავრობის წევრები ამბობდნენ, რომ საჭირო იქნება დამატებითი ინვესტიციები ინფრასტრუქტურის მიმართულებით და ამისთვის დამატებითი ვალის აღებას აპირებდნენ. მთავრობის ამ ნაბიჯს სსფ არ ეთანხმება. მისი განცხადებით, ამ ეტაპზე დონორებისგან ფულის სესხებაზე საუბარი ნაადრევია, რადგან დასაძლევია ფუნდამენტური პრობლემები.

მაშინ, როცა ხელისუფლებას ოპონენტებმა გადასახადების შემცირება ურჩიეს, სავალუტო ფონდი, პირიქით, გადასახადების გაზრდას ემხრობა. რაც შეეხება ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შემცირებას, ფაქტობრივად, ეს ერთადერთი საკითხია, რის შესახებაც სსფ-ისა და მთავრობის მოსაზრება ერთმანეთს ემთხვევა, თუმცა, მხოლოდ "ქამრების შემოჭერა" კრიზისის დასაძლევად საკმარისი არ იქნება.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია