პოლიტიკა

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას საქმიანობენ ყოფილი "ზონდერები", ვისი მკვლელობა ჰქონდათ დაკვეთილი და საიდან ფინანსდებიან ისინი - "მათ შორის შიდა დაპირისპირებაა"
რას საქმიანობენ ყოფილი "ზონდერები", ვისი მკვლელობა ჰქონდათ დაკვეთილი და საიდან ფინანსდებიან ისინი - "მათ შორის შიდა დაპირისპირებაა"

პიარ-ტექ­ნო­ლო­გის, ლალი მო­როშ­კი­ნას გან­ცხა­დე­ბით ე.წ. ზონ­დერ-ჯგუ­ფებ­ში შიდა და­პი­რის­პი­რე­ბაა. ვისი მკვლე­ლო­ბა ჰქონ­დათ და­გეგ­მი­ლი ზონ­დერებს, ვინ აფი­ნან­სებთ მათ და რა­ტომ და­უ­პი­რის­პირ­დნენ ერ­თმა­ნეთს, ლალი მო­როშ­კი­ნა ამის შე­სა­ხებ Ambebi.ge-ს უამ­ბობს.

- ქალ­ბა­ტო­ნო ლალი, რა ინ­ფორ­მა­ცია გაქვთ, რას საქ­მი­ა­ნო­ბენ ახლა ყო­ფი­ლი ზონ­დერე­ბი?

- 2008 წელს მე და მა­მუ­კა არე­ში­ძემ პრეს­კონ­ფე­რენ­ცია გავ­მარ­თეთ, სა­დაც გა­ვა­სა­ჯა­რო­ვეთ, ვინ ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და ე.წ. "ქარ­თლის" დაჯ­გუ­ფე­ბას. 2009 წელს მო­ვა­წყვეთ მე­ო­რე პრეს­კონ­ფე­რენ­ცია. სამ­წუ­ხა­როდ, ლტოლ­ვილ­თა ნა­კა­დის გად­მო­ბი­რე­ბა შეძ­ლეს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის და­ვა­ლე­ბით, ნუს­ხაც მი­ვა­წო­დეთ პრე­სას, რა ოდე­ნო­ბით იღებ­დნენ გა­სამ­რჯე­ლოს ეს ადა­მი­ა­ნე­ბი. იყო წვრთნე­ბიც და გვახ­სოვს, როცა "ოც­ნე­ბა" მო­დი­ო­და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სა­თა­ვე­ში, რო­გორ არ­ბევ­დნენ მათ მხარ­დამ­ჭე­რებს, უფუ­ჭებ­დნენ მან­ქა­ნებს და ა.შ.

უკვე მე­რამ­დე­ნე წე­ლია, ვსა­უბ­რობთ ამ თე­მა­ზე და პე­რი­ო­დუ­ლად ეს თემა აქ­ტუ­ა­ლო­ბას იძენს. ეს ადა­მი­ა­ნე­ბი არ­სად წა­სუ­ლან, ზარს ელო­დე­ბი­ან და ამის მი­ხედ­ვით და­ი­წყე­ბენ "მუ­შა­ო­ბას". სა­ა­კაშ­ვილს კარ­გად აქვს და­სა­ხუ­ლი გეგ­მა, ისი­ნი არი­ან მის მიერ ამ­ნის­ტი­რე­ბუ­ლი პა­ტიმ­რე­ბი, ვინც სხვა­დას­ხვა მძი­მე და­ნა­შა­ულ­ზე, პე­დო­ფი­ლი­ა­ზე იყო და­კა­ვე­ბუ­ლი. პი­რა­დად მე გა­მო­ვი­ტა­ნე სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტი­დან ეს სია, რა კა­ტე­გო­რი­ის ადა­მი­ა­ნებ­მა მი­ი­ღეს პრე­ზი­დენ­ტის შე­წყა­ლე­ბა. მე­ო­რე კა­ტე­გო­რი­ა­ში შე­დი­ან ისი­ნი, რომ­ლე­ბიც 2008 წლის ომის შემ­დეგ აღ­მოჩ­ნდნენ მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში და სამ­წუ­ხა­როდ, მათ­გან და­კომ­პლექტდა სა­დამ­სჯე­ლო ჯარი.

მე­სა­მე კა­ტე­გო­რი­აა ახალ­გაზ­რდა ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც ერთ-ერთი ბიზ­ნეს­მე­ნი აფი­ნან­სებს, ის სა­ქარ­თვე­ლო­ში არ ცხოვ­რობს. მთელ­მა სა­ქარ­თვე­ლომ იცის, სა­ი­დან მო­დის და­ფი­ნან­სე­ბა ამ რამ­დე­ნი­მე ჯგუ­ფის სი­ცო­ცხლის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად. მათ აძ­ლე­ვენ და­ვა­ლე­ბას, ისე­ვე რო­გორც ახლა მოხ­და გი­ორ­გი გუ­და­ძის (წყალ­ბურ­თე­ლის, რო­მე­ლიც ვა­კის სა­ცუ­რაო აუზ­თან დაჭ­რეს) შემ­თხვე­ვა­ში. დიდი მად­ლო­ბა შსს-ს სწრა­ფი რე­ა­გი­რე­ბის­თვის. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, დღე-დღე­ზე გა­იხ­სნე­ბა და­ნა­შა­უ­ლი. სამ­წუ­ხა­როდ, მი­ნის­ტრის ყუ­რამ­დე არ მი­ვი­და ის ინ­ფორ­მა­ცია, რომ მა­ყუ­ჩი­ა­ნი ია­რა­ღით მოხ­და გას­რო­ლა და ჩა­ცხრილ­ვა, რაც ტე­რო­რიზ­მით ან გან­ზრახ მკვლე­ლო­ბით კვა­ლი­ფი­ცირ­დე­ბა. საქ­მე კი კვა­ლი­ფი­ცირ­და მარ­ტი­ვი, 118-ე მუხ­ლით. ზუს­ტად ვიცი, გო­მე­ლა­ურს ამა­ზე მწვა­ვე რე­აქ­ცია ჰქონ­და.

ქვე­ყა­ნა­ში მი­დის პრო­ცე­სე­ბი, რო­მე­ლიც სამ­წუ­ხა­როდ, მი­ნის­ტრე­ბის ყუ­რა­დღე­ბის მიღ­მა რჩე­ბა, რად­გან სა­შუ­ა­ლო რგოლ­ში შე­მორ­ჩე­ნი­ლე­ბი არი­ან ზონ­დერე­ბის სა­ხუ­რა­ვე­ბი. სა­ბო­ლოო ჯამ­ში მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში არი­ან ჩვენ­ნა­ი­რე­ბი. ამ შემ­თხვე­ვა­ში ვგუ­ლის­ხმობ ირაკ­ლი გე­დე­ნი­ძეს, რო­მელ­მაც და­ა­სა­მა­რა სა­ა­კაშ­ვი­ლის რე­ჟი­მი. რომ არა მის მიერ გა­და­ღე­ბუ­ლი კად­რე­ბი, ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის სას­ჯე­ლიც არ იქ­ნე­ბო­და გან­სა­ზღვრუ­ლი ამ სა­ხით. ის ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც რე­ჟი­მის წი­ნა­აღ­მდეგ იბ­რძოდ­ნენ, ქვეყ­ნის მტრე­ბად იყ­ვნენ გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი და დღე­საც მათ­ზე მი­დის ნა­დი­რო­ბა.

- ვის მი­ა­წო­დეთ ინ­ფორ­მა­ცია ე.წ. ზონ­დერე­ბის შე­სა­ხებ და რა­ტომ არ ხდე­ბა რე­ა­გი­რე­ბა?

- ჩემი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ხდე­ბა რე­ა­გი­რე­ბა და მალე იქ­ნე­ბა შე­დე­გი. ვახ­ტანგ გო­მე­ლა­უ­რის ბოლო ინ­ტერ­ვი­უც ამის გა­მო­ძა­ხი­ლი იყო, სა­დაც თქვა, ყვე­ლა და­ის­ჯე­ბა, ვინც ხელს შე­უ­წყობს ქვე­ყა­ნა­ში ნორ­მა­ლუ­რი პრო­ცე­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­სო. ამ ადა­მი­ან­მა იცის, რა­ზეც ლა­პა­რა­კობს. ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სა­დამ­სჯე­ლო აქტი იყო გე­დე­ნი­ძის შემ­თხვე­ვა. ზუს­ტად ვი­ცო­დი, მო­ძა­ლა­დის მამა რომ ძა­ლო­ვა­ნი სტრუქ­ტუ­რის ყო­ფი­ლი წარ­მო­მა­გე­ნე­ლი იყო. არა­ვის არა­ფე­რი უკ­ვირს, ყვე­ლამ ყვე­ლა­ფე­რი იცის, მთა­ვა­რია დღეს შსს-ში მი­ვიდ­ნენ ის ადა­მი­ა­ნე­ბი, ვი­საც ქვეყ­ნის გა­დარ­ჩე­ნა უნდა და არა და­ღუპ­ვა. შსს-ში ზუს­ტად ის ადა­მი­ა­ნე­ბი მოვ­ლენ, ვი­საც არ აქვს ბინ­ძუ­რი წარ­სუ­ლი და მხო­ლოდ ქვეყ­ნის სამ­სა­ხურ­ში არი­ან.

- რა თან­ხას უხ­დი­ან მათ და ვინ აფი­ნან­სებს ზონ­დერებს?

- მათ ყო­ველ­თვი­უ­რად უხ­დი­ან თან­ხას. ესე­ნი არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, ვი­საც პა­ტარ-პა­ტა­რა წი­ლე­ბი ჰქონ­დათ მი­ბა­რე­ბუ­ლი. ბო­ლოს მკვლე­ლო­ბა ჰქონ­დათ და­გეგ­მი­ლი, მარ­თა­ლია გი­ორ­გი გუ­და­ძეს 7-დან 4 ტყვია მო­არ­ტყეს, მაგ­რამ ის გა­დარ­ჩა და უკვე არის და­გეგ­მი­ლი ბრძა­ნე­ბა იმ ადა­მი­ა­ნის ლიკ­ვი­და­ცი­ი­სა, ვინც ვერ ის­რო­ლა კარ­გად. მსრო­ლე­ლი ახლა თა­ვად გახ­და სა­მიზ­ნე, რად­გან ბევ­რი თა­ვი­სი­ა­ნი ჩა­ა­ყე­ნა მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, რად­გან გა­მო­ძი­ე­ბა სწორ გზა­ზეა. მე ის თა­ო­ბა ვარ, ვი­საც ახ­სოვს "კუ­ლი­ნა­რი­ე­ლე­ბი". და­ახ­ლო­ე­ბით ასე­თი ჯგუ­ფე­ბი არის შექ­მნი­ლი. მა­შინ იყო რამ­დე­ნი­მე ბიჭი, მე­ტეხ­ში ის­ხდნენ და იცოდ­ნენ, არ და­ი­ჭერ­დნენ. მათ ას­რუ­ლე­ბი­ნებ­დნენ რა­ღაც და­ვა­ლე­ბებს და მერე კლავ­დნენ. რამ­დე­ნი­მე გა­დარ­ჩა, ვი­საც ჭკუა ეყო და დრო­ზე ჩა­მო­შორ­და. კაც­მა არ იცის, ვინ რო­გორ და­ი­ღუ­პა. 20-22 წლის ადა­მი­ა­ნე­ბი უკვე გან­წი­რუ­ლე­ბი არი­ან. ვიცი, რომ ეს ჯგუ­ფე­ბი გა­ყო­ფი­ლია უკვე და მათ შო­რის შიდა და­პი­რის­პი­რე­ბაა. ისი­ნი სა­მიზ­ნე­ე­ბი არი­ან, რად­გან აღარ სჭირ­დე­ბათ. და­ვა­ლე­ბას რომ შე­გას­რუ­ლე­ბი­ნე­ბენ, დამ­კვეთს აღარ სჭირ­დე­ბი. ერ­თმა­ნეთ­თან და­პი­რის­პი­რე­ბით უკვე ლიკ­ვდი­რე­ბულ­თა სი­ა­ში არი­ან. რთუ­ლი პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე­ობს. არ­ცერ­თი ქარ­თვე­ლი არ გვყავს და­სა­კარ­გი. ის სი­სუ­ლე­ლე კი არ უნდა გა­და­ი­ცე­მო­დეს ეთე­რით, რა­საც ვუ­ყუ­რებთ, არა­მედ ამა­ზე უნდა მი­დი­ო­დეს მუ­შა­ო­ბა.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

რას საქმიანობენ ყოფილი "ზონდერები", ვისი მკვლელობა ჰქონდათ დაკვეთილი და საიდან ფინანსდებიან ისინი - "მათ შორის შიდა დაპირისპირებაა"

რას საქმიანობენ ყოფილი "ზონდერები", ვისი მკვლელობა ჰქონდათ დაკვეთილი და საიდან ფინანსდებიან ისინი - "მათ შორის შიდა დაპირისპირებაა"

პიარ-ტექნოლოგის, ლალი მოროშკინას განცხადებით ე.წ. ზონდერ-ჯგუფებში შიდა დაპირისპირებაა. ვისი მკვლელობა ჰქონდათ დაგეგმილი ზონდერებს, ვინ აფინანსებთ მათ და რატომ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, ლალი მოროშკინა ამის შესახებ Ambebi.ge-ს უამბობს.

- ქალბატონო ლალი, რა ინფორმაცია გაქვთ, რას საქმიანობენ ახლა ყოფილი ზონდერები?

- 2008 წელს მე და მამუკა არეშიძემ პრესკონფერენცია გავმართეთ, სადაც გავასაჯაროვეთ, ვინ ხელმძღვანელობდა ე.წ. "ქართლის" დაჯგუფებას. 2009 წელს მოვაწყვეთ მეორე პრესკონფერენცია.  სამწუხაროდ, ლტოლვილთა ნაკადის გადმობირება შეძლეს მიხეილ სააკაშვილის დავალებით, ნუსხაც მივაწოდეთ პრესას, რა ოდენობით იღებდნენ გასამრჯელოს ეს ადამიანები. იყო წვრთნებიც და გვახსოვს, როცა "ოცნება" მოდიოდა ხელისუფლების სათავეში, როგორ არბევდნენ მათ მხარდამჭერებს, უფუჭებდნენ მანქანებს და ა.შ.

უკვე მერამდენე წელია, ვსაუბრობთ ამ თემაზე და პერიოდულად ეს თემა აქტუალობას იძენს. ეს ადამიანები არსად წასულან, ზარს ელოდებიან და ამის მიხედვით დაიწყებენ "მუშაობას". სააკაშვილს კარგად აქვს დასახული გეგმა, ისინი არიან მის მიერ ამნისტირებული პატიმრები, ვინც სხვადასხვა მძიმე დანაშაულზე, პედოფილიაზე იყო დაკავებული. პირადად მე გამოვიტანე სასჯელაღსრულების დეპარტამენტიდან ეს სია, რა კატეგორიის ადამიანებმა მიიღეს პრეზიდენტის შეწყალება. მეორე კატეგორიაში შედიან ისინი, რომლებიც 2008 წლის ომის შემდეგ აღმოჩნდნენ მძიმე მდგომარეობაში და სამწუხაროდ, მათგან დაკომპლექტდა სადამსჯელო ჯარი.

მესამე კატეგორიაა ახალგაზრდა ადამიანები, რომლებსაც ერთ-ერთი ბიზნესმენი აფინანსებს, ის საქართველოში არ ცხოვრობს. მთელმა საქართველომ იცის, საიდან მოდის დაფინანსება ამ რამდენიმე ჯგუფის სიცოცხლის შესანარჩუნებლად. მათ აძლევენ დავალებას, ისევე როგორც ახლა მოხდა გიორგი გუდაძის (წყალბურთელის, რომელიც ვაკის საცურაო აუზთან დაჭრეს) შემთხვევაში. დიდი მადლობა შსს-ს სწრაფი რეაგირებისთვის. დარწმუნებული ვარ, დღე-დღეზე გაიხსნება დანაშაული. სამწუხაროდ, მინისტრის ყურამდე არ მივიდა ის ინფორმაცია, რომ მაყუჩიანი იარაღით მოხდა გასროლა და ჩაცხრილვა, რაც ტერორიზმით ან განზრახ მკვლელობით კვალიფიცირდება. საქმე კი კვალიფიცირდა მარტივი, 118-ე მუხლით. ზუსტად ვიცი, გომელაურს ამაზე მწვავე რეაქცია ჰქონდა.

ქვეყანაში მიდის პროცესები, რომელიც სამწუხაროდ, მინისტრების ყურადღების მიღმა რჩება, რადგან საშუალო რგოლში შემორჩენილები არიან ზონდერების სახურავები. საბოლოო ჯამში მძიმე მდგომარეობაში არიან ჩვენნაირები. ამ შემთხვევაში ვგულისხმობ ირაკლი გედენიძეს, რომელმაც დაასამარა სააკაშვილის რეჟიმი. რომ არა მის მიერ გადაღებული კადრები, ვანო მერაბიშვილის სასჯელიც არ იქნებოდა განსაზღვრული ამ სახით. ის ადამიანები, ვინც რეჟიმის წინააღმდეგ იბრძოდნენ, ქვეყნის მტრებად იყვნენ გამოცხადებული და დღესაც მათზე მიდის ნადირობა.

- ვის მიაწოდეთ ინფორმაცია ე.წ. ზონდერების შესახებ და რატომ არ ხდება რეაგირება?

- ჩემი ინფორმაციით, ხდება რეაგირება და მალე იქნება შედეგი. ვახტანგ გომელაურის ბოლო ინტერვიუც ამის გამოძახილი იყო, სადაც თქვა, ყველა დაისჯება, ვინც ხელს შეუწყობს ქვეყანაში ნორმალური პროცესების განვითარებასო. ამ ადამიანმა იცის, რაზეც ლაპარაკობს. ჩვეულებრივი სადამსჯელო აქტი იყო გედენიძის შემთხვევა. ზუსტად ვიცოდი, მოძალადის მამა რომ ძალოვანი სტრუქტურის ყოფილი წარმომაგენელი იყო. არავის არაფერი უკვირს, ყველამ ყველაფერი იცის, მთავარია დღეს შსს-ში მივიდნენ ის ადამიანები, ვისაც ქვეყნის გადარჩენა უნდა და არა დაღუპვა. შსს-ში ზუსტად ის ადამიანები მოვლენ, ვისაც არ აქვს ბინძური წარსული და მხოლოდ ქვეყნის სამსახურში არიან.

- რა თანხას უხდიან მათ და ვინ აფინანსებს ზონდერებს?

- მათ ყოველთვიურად უხდიან თანხას. ესენი არიან ადამიანები, ვისაც პატარ-პატარა წილები ჰქონდათ მიბარებული. ბოლოს მკვლელობა ჰქონდათ დაგეგმილი, მართალია გიორგი გუდაძეს 7-დან 4 ტყვია მოარტყეს, მაგრამ ის გადარჩა და უკვე არის დაგეგმილი ბრძანება იმ ადამიანის ლიკვიდაციისა, ვინც ვერ ისროლა კარგად. მსროლელი ახლა თავად გახდა სამიზნე, რადგან ბევრი თავისიანი ჩააყენა მძიმე მდგომარეობაში, რადგან გამოძიება სწორ გზაზეა. მე ის თაობა ვარ, ვისაც ახსოვს "კულინარიელები". დაახლოებით ასეთი ჯგუფები არის შექმნილი. მაშინ იყო რამდენიმე ბიჭი, მეტეხში ისხდნენ და იცოდნენ, არ დაიჭერდნენ. მათ ასრულებინებდნენ რაღაც დავალებებს და მერე კლავდნენ. რამდენიმე გადარჩა, ვისაც ჭკუა ეყო და დროზე ჩამოშორდა. კაცმა არ იცის, ვინ როგორ დაიღუპა. 20-22 წლის ადამიანები უკვე განწირულები არიან. ვიცი, რომ ეს ჯგუფები გაყოფილია უკვე და მათ შორის შიდა დაპირისპირებაა. ისინი სამიზნეები არიან, რადგან აღარ სჭირდებათ. დავალებას რომ შეგასრულებინებენ, დამკვეთს აღარ სჭირდები. ერთმანეთთან დაპირისპირებით უკვე ლიკვდირებულთა სიაში არიან. რთული პროცესი მიმდინარეობს. არცერთი ქართველი არ გვყავს დასაკარგი. ის სისულელე კი არ უნდა გადაიცემოდეს ეთერით, რასაც ვუყურებთ, არამედ ამაზე უნდა მიდიოდეს მუშაობა.

თამარ ბოჭორიშვილი

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა