პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი ბეგიაშვილი: "ჩემი ბიჭი ჩემპიონია კარატეში" - რა "ღირს" ჟურნალისტის ცემა
გიორგი ბეგიაშვილი: "ჩემი ბიჭი ჩემპიონია კარატეში" - რა "ღირს" ჟურნალისტის ცემა

სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბის დროს "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის" ფო­ტო­კო­რეს­პონ­დენტ ირაკ­ლი გე­დე­ნი­ძეს ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნეს და ფო­ტო­ა­პა­რა­ტიც და­უმტვრი­ეს. ძა­ლა­დო­ბა პარ­ტი­ე­ბის - "თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს", "რე­ფორ­მა­ტო­რე­ბი­სა" და "ქრის­ტი­ან-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მოძ­რა­ო­ბის" აქ­ცია-მსვლე­ლო­ბა "შე­მო­უ­ლა­წუ­ნეს" დროს მოხ­და. პარ­ტია "თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" უკვე ყო­ფი­ლი წევ­რის, გი­ორ­გი ბე­გი­აშ­ვი­ლის შვილ­მა, ივა­ნე ბე­გი­აშ­ვილ­მა, იუ­კად­რი­სა, რომ ფო­ტო­რე­პორ­ტი­ო­რის ობი­ექ­ტივ­ში მოხ­ვდა და აგ­რე­სი­უ­ლად ჯერ სი­ტყვი­ე­რი, შემ­დეგ კი ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა გე­დე­ნი­ძეს. სა­ზო­გა­დო­ე­ბა ერ­თნა­ი­რად აღაშ­ფო­თა რო­გორც გე­დე­ნი­ძის ცე­მის ფაქ­ტმა, ისე გი­ორ­გი ბე­გი­აშ­ვი­ლის საქ­ცი­ელ­მა.

ვი­დე­ო­კად­რებ­ში ჩანს, რომ რო­დე­საც მისი შვი­ლი გე­დე­ნი­ძეს ურტყამს, ის ფო­ტო­რე­პორ­ტი­ორს იმგვა­რად იჭერს, რომ მან თავ­დამ­სხმელს რაც შე­იძ­ლე­ბა ნაკ­ლე­ბი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა გა­უ­წი­ოს და თა­ვად კი ბევ­რი მოხ­ვდეს(!). მე­ო­რეც, გი­ორ­გი ბე­გი­აშ­ვილ­მა, იმის მა­გივ­რად, რომ გე­დე­ნი­ძის­თვის ბო­დი­ში მო­ე­ხა­და, მას ინ­ცი­დენ­ტის ად­გი­ლას საქ­მის ძველ­ბი­ჭუ­რი გარ­ჩე­ვა მო­უ­წყო. თუმ­ცა, რო­გორც შემ­დეგ გა­ირ­კვა, მამა-გი­ორ­გი ბე­გი­აშ­ვი­ლი ძვე­ლი ბიჭი არ ყო­ფი­ლა, ის პო­ლი­ცი­ის ყო­ფი­ლი მა­ი­ო­რი გახ­ლავთ, რო­მე­ლიც არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, შსს-დან ძვე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს და­ი­თხო­ვეს. ჩვენ და­ვინ­ტე­რეს­დით, თუ რა მი­ზე­ზით და­ი­თხო­ვეს ბე­გი­აშ­ვი­ლი სამ­სა­ხუ­რი­დან, თუმ­ცა შსს-ში გვი­თხრეს, რომ ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას არ ფლო­ბენ(?!)

გვინ­და სა­ზო­გა­დო­ე­ბას შე­ვახ­სე­ნოთ, რომ ირაკ­ლი გე­დე­ნი­ძე ის ფო­ტო­რე­პორ­ტი­ო­რია, რო­მელ­საც 26 მა­ი­სის აქ­ცი­ის დარ­ბე­ვის ამ­სახ­ვე­ლი ფო­ტო­ე­ბის გამო, სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ რუ­სე­თის აგენ­ტო­ბა და­აბ­რა­ლა და რამ­დე­ნი­მე კო­ლე­გას­თან ერ­თად ცი­ხე­ში გა­მო­ამ­წყვდია. რამ­დე­ნი­მე დღის წინ კი მამა-შვი­ლი ბე­გი­აშ­ვი­ლე­ბი ძვე­ლი ზონ­დერე­ბის მე­თო­დე­ბით გა­უს­წორ­დნენ ფო­ტო­რე­პორ­ტი­ორს... ეს ფაქ­ტი აქ­ტი­უ­რად გა­შუქ­და მე­დი­ა­ში, თუმ­ცა, გან­სა­კუთ­რე­ბით აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ტე­ლე­კომ­პა­ნია "მა­ესტრო", რო­მელ­მაც ფო­ტო­რე­პორ­ტი­ო­რი­სად­მი სო­ლი­და­რო­ბის ნიშ­ნად იმ პარ­ტი­ებს, რო­მელ­თა აქ­ცი­ებ­შიც ბე­გი­აშ­ვი­ლე­ბი მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ, ბო­ი­კო­ტი გა­მო­უ­ცხა­და...

ირაკ­ლი გე­დე­ნი­ძე, "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის" ფო­ტო­კო­რეს­პონ­დენ­ტი: - ჟურ­ნა­ლის­ტის ცემა 3.000 ლარი ღირს?! რა­ტომ არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნეს ის, რომ ბრალ­დე­ბუ­ლის ოჯა­ხის წევ­რე­ბის მხრი­დან ჩემ მი­მართ მუ­ქა­რა ის­მო­და...

- კი­დევ გე­მუქ­რე­ბი­ან?

- მახ­სენდ­ება ვა­ზა­გაშ­ვი­ლის მკვლელ­ობა­ში ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლის მა­მის ინტე­რვიუ - თუ დამ­ნა­შა­ვეა ჩემი შვი­ლი, უნდა და­ი­სა­ჯო­სო. ბე­გი­აშ­ვი­ლე­ბის ოჯა­ხი ახლა კი იხ­დის ბო­დიშს, მაგ­რამ ეს უფრო ბო­დი­შის მოხ­დის მიზ­ნით ბო­დი­შის მოხ­დას ჰგავს.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

გიორგი ბეგიაშვილი: "ჩემი ბიჭი ჩემპიონია კარატეში" - რა "ღირს" ჟურნალისტის ცემა

გიორგი ბეგიაშვილი: "ჩემი ბიჭი ჩემპიონია კარატეში" - რა "ღირს" ჟურნალისტის ცემა

სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს "ინტერპრესნიუსის" ფოტოკორესპონდენტ ირაკლი გედენიძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ფოტოაპარატიც დაუმტვრიეს. ძალადობა პარტიების - "თავისუფალი საქართველოს", "რეფორმატორებისა" და "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" აქცია-მსვლელობა "შემოულაწუნეს" დროს მოხდა. პარტია "თავისუფალი საქართველოს" უკვე ყოფილი წევრის, გიორგი ბეგიაშვილის შვილმა, ივანე ბეგიაშვილმა, იუკადრისა, რომ ფოტორეპორტიორის ობიექტივში მოხვდა და აგრესიულად ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა გედენიძეს. საზოგადოება ერთნაირად აღაშფოთა როგორც გედენიძის ცემის ფაქტმა, ისე გიორგი ბეგიაშვილის საქციელმა.

ვიდეოკადრებში ჩანს, რომ როდესაც მისი შვილი გედენიძეს ურტყამს, ის ფოტორეპორტიორს იმგვარად იჭერს, რომ მან თავდამსხმელს რაც შეიძლება ნაკლები წინააღმდეგობა გაუწიოს და თავად კი ბევრი მოხვდეს(!). მეორეც, გიორგი ბეგიაშვილმა, იმის მაგივრად, რომ გედენიძისთვის ბოდიში მოეხადა, მას ინციდენტის ადგილას საქმის ძველბიჭური გარჩევა მოუწყო. თუმცა, როგორც შემდეგ გაირკვა, მამა-გიორგი ბეგიაშვილი ძველი ბიჭი არ ყოფილა, ის პოლიციის ყოფილი მაიორი გახლავთ, რომელიც არსებული ინფორმაციით, შსს-დან ძველი ხელისუფლების დროს დაითხოვეს. ჩვენ დავინტერესდით, თუ რა მიზეზით დაითხოვეს ბეგიაშვილი სამსახურიდან, თუმცა შსს-ში გვითხრეს, რომ ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ(?!)

გვინდა საზოგადოებას შევახსენოთ, რომ ირაკლი გედენიძე ის ფოტორეპორტიორია, რომელსაც 26 მაისის აქციის დარბევის ამსახველი ფოტოების გამო, სააკაშვილის ხელისუფლებამ რუსეთის აგენტობა დააბრალა და რამდენიმე კოლეგასთან ერთად ციხეში გამოამწყვდია. რამდენიმე დღის წინ კი მამა-შვილი ბეგიაშვილები ძველი ზონდერების მეთოდებით გაუსწორდნენ ფოტორეპორტიორს... ეს ფაქტი აქტიურად გაშუქდა მედიაში, თუმცა, განსაკუთრებით აღსანიშნავია ტელეკომპანია "მაესტრო", რომელმაც ფოტორეპორტიორისადმი სოლიდარობის ნიშნად იმ პარტიებს, რომელთა აქციებშიც ბეგიაშვილები მონაწილეობდნენ, ბოიკოტი გამოუცხადა...

ირაკლი გედენიძე, "ინტერპრესნიუსის" ფოტოკორესპონდენტი: - ჟურნალისტის ცემა 3.000 ლარი ღირს?! რატომ არ გაითვალისწინეს ის, რომ ბრალდებულის ოჯახის წევრების მხრიდან ჩემ მიმართ მუქარა ისმოდა...

- კიდევ გემუქრებიან?

- მახსენდ­ება ვაზაგაშვილის მკვლელ­ობაში ეჭვმიტანი­ლის მამის ინტე­რვიუ - თუ დამნაშავეა ჩემი შვილი, უნდა დაისაჯოსო. ბეგიაშვი­ლების ოჯახი ახლა კი იხდის ბოდიშს, მაგრამ ეს უფრო ბოდიშის მოხდის მიზნით ბოდიშის მოხდას ჰგავს.

იხილეთ გაგრძელება

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ