ევროკავშირის ერთიანი არმიის შექმნამ კონტინენტზე, შესაძლოა, დაძაბულობა გაზარდოს. ამის შესახებ დღეს, რუსულ მედიას რუსეთის დუმის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ფრანც კლინცევიჩმა განუცხადა.
"ჩვენს ბირთვულ ერაში დამატებითი არმია უსაფრთხოების ვერავითარ გარანტიას ვერ იძლევა, ხოლო თავისი მაპროვოცირებელი როლის შესრულება კი შეუძლია", - აღნიშნა რუსმა დეპუტატმა.
მისივე თქმით, ევროპულ არმიაში იგულისხმება ნატო-ს დამატება. ამავდროულად, დეპუტატის აზრით, დასავლელ პოლიტიკოსებს ჰყოფნით სინდისი, რომ რუსეთი რაიმე სახის აგრესიულობაში დაადანაშაულონ.
ევროპული კომისიის ხელმძღვანელი ჟან-კლოდ იუნკერი გამოვიდა ინიციატივით, შეიქმნას ევროკავშირის ერთიანი არმია. "ასეთი არმია დაგვეხმარებოდა საერთო საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების პოლიტიკის ფორმირებაში", – განაცხადა იუნკერმა გამოცემა "Welt am Sonntag"-თან უნტერვიუში.