რუსი ოპოზიციონერის, ბორის ნემცოვის მკვლელობის საქმეში ბრალდებულმა ზაურ დადაევმა სასამართლოს აღიარებითი ჩვენება მისცა. ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება. სასამართლო სხდომა მოსკოვის ბასმანის სასამართლოში მიმდინარეობს.
"დადაევის დანაშაული მტკიცდება მისივე აღიარებითი ჩვენების საფუძველზე", - განაცხადა მოსამართლემ. მისი დაკავების ვადა 28 აპრილამდე განისაზღვრა, რაც გამოწვეულია იმით, რომ ბრალდებული, შესაძლოა, მიიმალოს, დაემუქროს მოწმეებს ან გაანადგუროს მტკიცებულებები.
დანარჩენი ეჭვმიტრანილები, რომლებიც ნემცოვის მკვლელობის საქმეზე არიან დაკავებულები, ბრალს არ აღიარებენ. ერთ-ერთი მათგანის, ზაურ გუბაშევის განცხადებით, ის ამ საქმეში არ მონაწილეობდა და პოლიტიკოსის მკვლელობის შესახებ ინფორმაციაც კი არ ჰქონდა.