სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ყოველ შვიდ წელიწადში ერთხელ ოჯახის რომელიმე წევრი იღუპება" - სახლი გორში, რომლის ჭიშკარზე მაცხოვარი გამოისახა
"ყოველ შვიდ წელიწადში ერთხელ ოჯახის რომელიმე წევრი იღუპება" - სახლი გორში, რომლის ჭიშკარზე მაცხოვარი გამოისახა

რო­დე­საც სა­ცხოვ­რებ­ლად აქ გად­მო­ვე­დით, მე­ზობ­ლე­ბი და­ჟი­ნე­ბით მთხოვ­დნენ, რომ წავ­სუ­ლი­ყა­ვით და სხვა­გან დავ­სახ­ლე-ბუ­ლი­ყა­ვით, მაგ­რამ ყუ­რა­დღე­ბას არ ვაქ­ცევ­დი და ვამ­ბობ­დი, - ცუდი რა უნდა მო­მი­ვი­დეს-მეთ­ქი?

ცოტა ხნის წინ, გო­რის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ტი­რძნის­ში მო­სახ­ლე­ო­ბამ ერთ-ერთი სახ­ლის ჭიშ­კარ­ზე იესო ქრის­ტეს გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა შე­ამ­ჩნია. ეს იმ­დე­ნად შთამ­ბეჭ­და­ვი იყო, რომ სას­წა­უ­ლის სა­ნა­ხა­ვად უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი იყ­რი­და თავს. მათ შორს იყ­ვნენ სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბიც. რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ამ სახ­ლს უბე­დუ­რე­ბა მოჰ­ქონ­და. ფაქ­ტე­ბის შე­სა­ხებ თა­ვად სახ­ლის პატ­რო­ნი, ქალ­ბა­ტო­ნი ლალი გვე­სა­უბ­რე­ბა: "ჩვენს სახ­ლს აქვს ის­ტო­რია, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მძი­მეა. მა­ნამ, სა­ნამ ჩვენ ამ სახ­ლს ვი­ყიდ­დით, აქ ვინც კი იცხოვ­რა, ყვე­ლამ უბე­დუ­რე­ბა გა­ნი­ცა­და. და რა­ტომ ტრი­ა­ლებ­და ასე­თი სა­ში­ნე­ლე­ბა, არა­ვინ ინ­ტე­რეს­დე­ბო­და ამით. რო­დე­საც სა­ცხოვ­რებ­ლად აქ გად­მო­ვე­დით, მე­ზობ­ლე­ბი და­ჟი­ნე­ბით მთხოვ­დნენ, რომ წავ­სუ­ლი­ყა­ვით და სხვა­გან დავ­სახ­ლე­ბუ­ლი­ყა­ვით, მაგ­რამ ყუ­რა­დღე­ბას არ ვაქ­ცევ­დი და ვამ­ბობ­დი, - ცუდი რა უნდა მო­მი­ვი­დეს-მეთ­ქი? მყავ­და მე­უღ­ლე, შვი­ლე­ბი და ბედ­ნი­ე­რად ვცხოვ­რობ­დი.

- სა­ი­დან იწყე­ბა ამ­ბა­ვი თქვე­ნი სახ­ლის შე­სა­ხებ და რას მოგ­ვი­თხრობს?

- ეს სახ­ლი უშ­ვი­ლო ცოლ-ქმარს აუ­შე­ნე­ბია, რომ­ლე­ბიც უფალს შვი­ლის ყო­ლას სთხოვ­დნენ. ამ მიზ­ნით, წმინ­და ბარ­ბა­რე­სა და გე­რის წმინ­და გი­ორ­გის ტაძ­რი­დან კაკ­ლე­ბი ჩა­მო­ი­ტა­ნეს და ეზო­ში დარ­გეს. ხალ­ხის გად­მო­ცე­მით, ეს ად­გი­ლი მოგ­ვი­ა­ნე­ბით სა­ლო­ცა­ვად გა­და­იქ­ცა და ჩუ­მად მო­დი­ო­და ხალ­ხი და სან­თლებს ან­თებ­და. გა­ვი­და წლე­ბი და მო­ხუც ცოლ-ქმარს გოგო შეს­ძე­ნია. შემ­დეგ ეს გოგო ძა­ლი­ან ცუდ გზას დას­დგო­მია და იმის გამო, რომ მას მშობ­ლე­ბი კარ­გი საქ­ცი­ე­ლის­კენ მო­უ­წო­დებ­დნენ, მათი მო­წამ­ვლა გა­და­წყვი­ტა. მას ერთი პა­ტა­რა შვი­ლი ჰყავ­და. სკო­ლი­დან დაბ­რუ­ნე­ბულ­მა ბავ­შვმა მო­ხუ­ცე­ბის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი სა­წამ­ლა­ვი შემ­თხვე­ვით საჭ­მელს შე­ა­ყო­ლა და ის გარ­და­იც­ვა­ლა. ამის გამო, ბავ­შვის დე­და­მაც თავი მო­იკ­ლა და დარ­ჩა მო­ხუ­ცი ცოლ-ქმა­რი მარ­ტო. მათ ყვე­ლა­ფე­რი გა­ყი­დეს, თუკი რამ ება­დათ და სას­მელს მი­ე­ძალ­ნენ. მათი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ სახ­ლი უპატ­რო­ნოდ დარ­ჩა. მერე ნა­თე­სავ­მა ეს სახ­ლი ცხინ­ვა­ლე­ლებს მიჰ­ყი­და. ახალ­და­სახ­ლე­ბუ­ლებს ჰყო­ლი­ათ ორი ბიჭი და ორი­ვე ახალ­გაზ­რდა გარ­დაც­ვლი­ლა. მათ­თან ერ­თად და­ღუ­პუ­ლა მა­მაც და ყვე­ლა მა­მა­კა­ცი, ვინც კი ოჯახ­ში იყო. ამ ტრა­გე­დი­ის შემ­დეგ ისევ გა­ი­ყი­და სახ­ლი და იმ ოჯახ­შიც იგი­ვე გან­მე­ორ­და - ყვე­ლა მა­მა­კა­ცი და­ი­ღუ­პა. დარ­ჩა მხო­ლოდ ორი ქალი, რომ­ლე­ბიც ახ­ლაც მოს­კოვ­ში ცხოვ­რო­ბენ.

გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

"ყოველ შვიდ წელიწადში ერთხელ ოჯახის რომელიმე წევრი იღუპება" - სახლი გორში, რომლის ჭიშკარზე მაცხოვარი გამოისახა

"ყოველ შვიდ წელიწადში ერთხელ ოჯახის რომელიმე წევრი იღუპება" - სახლი გორში, რომლის ჭიშკარზე მაცხოვარი გამოისახა

როდესაც საცხოვრებლად აქ გადმოვედით, მეზობლები დაჟინებით მთხოვდნენ, რომ წავსულიყავით და სხვაგან დავსახლე-ბულიყავით, მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევდი და ვამბობდი, - ცუდი რა უნდა მომივიდეს-მეთქი?

ცოტა ხნის წინ, გორის რაიონის სოფელ ტირძნისში მოსახლეობამ ერთ-ერთი სახლის ჭიშკარზე იესო ქრისტეს გამოსახულება შეამჩნია. ეს იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ სასწაულის სანახავად უამრავი ადამიანი იყრიდა თავს. მათ შორს იყვნენ სასულიერო პირებიც. როგორც აღმოჩნდა, ამ სახლს უბედურება მოჰქონდა. ფაქტების შესახებ თავად სახლის პატრონი, ქალბატონი ლალი გვესაუბრება: "ჩვენს სახლს აქვს ისტორია, რომელიც ძალიან მძიმეა. მანამ, სანამ ჩვენ ამ სახლს ვიყიდდით, აქ ვინც კი იცხოვრა, ყველამ უბედურება განიცადა. და რატომ ტრიალებდა ასეთი საშინელება, არავინ ინტერესდებოდა ამით. როდესაც საცხოვრებლად აქ გადმოვედით, მეზობლები დაჟინებით მთხოვდნენ, რომ წავსულიყავით და სხვაგან დავსახლებულიყავით, მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევდი და ვამბობდი, - ცუდი რა უნდა მომივიდეს-მეთქი? მყავდა მეუღლე, შვილები და ბედნიერად ვცხოვრობდი.

- საიდან იწყება ამბავი თქვენი სახლის შესახებ და რას მოგვითხრობს?

- ეს სახლი უშვილო ცოლ-ქმარს აუშენებია, რომლებიც უფალს შვილის ყოლას სთხოვდნენ. ამ მიზნით, წმინდა ბარბარესა და გერის წმინდა გიორგის ტაძრიდან კაკლები ჩამოიტანეს და ეზოში დარგეს. ხალხის გადმოცემით, ეს ადგილი მოგვიანებით სალოცავად გადაიქცა და ჩუმად მოდიოდა ხალხი და სანთლებს ანთებდა. გავიდა წლები და მოხუც ცოლ-ქმარს გოგო შესძენია. შემდეგ ეს გოგო ძალიან ცუდ გზას დასდგომია და იმის გამო, რომ მას მშობლები კარგი საქციელისკენ მოუწოდებდნენ, მათი მოწამვლა გადაწყვიტა. მას ერთი პატარა შვილი ჰყავდა. სკოლიდან დაბრუნებულმა ბავშვმა მოხუცებისთვის განკუთვნილი საწამლავი შემთხვევით საჭმელს შეაყოლა და ის გარდაიცვალა. ამის გამო, ბავშვის დედამაც თავი მოიკლა და დარჩა მოხუცი ცოლ-ქმარი მარტო. მათ ყველაფერი გაყიდეს, თუკი რამ ებადათ და სასმელს მიეძალნენ. მათი გარდაცვალების შემდეგ სახლი უპატრონოდ დარჩა. მერე ნათესავმა ეს სახლი ცხინვალელებს მიჰყიდა. ახალდასახლებულებს ჰყოლიათ ორი ბიჭი და ორივე ახალგაზრდა გარდაცვლილა. მათთან ერთად დაღუპულა მამაც და ყველა მამაკაცი, ვინც კი ოჯახში იყო. ამ ტრაგედიის შემდეგ ისევ გაიყიდა სახლი და იმ ოჯახშიც იგივე განმეორდა - ყველა მამაკაცი დაიღუპა. დარჩა მხოლოდ ორი ქალი, რომლებიც ახლაც მოსკოვში ცხოვრობენ.

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია