35 წლის ქალმა 8 თვის შვილი საყვარელს დაუტოვა და თურქეთში წავიდა - რა ელის მიტოვებულ ჩვილს

35 წლის ქალმა 8 თვის შვილი საყვარელს დაუტოვა და თურქეთში წავიდა - რა ელის მიტოვებულ ჩვილს

საქართველოში ათასობით წყვილი შვილის აყვანას ცდილობს და წლებია, გასაშვილებელ პატარას ელოდება.

მართლაც, უამრავი ქალი ოცნებობს დედობაზე, მაგრამ სამწუხაროდ, მათ გვერდით ცხოვრობენ ისეთი ქალები, რომლებიც უფლის საჩუქარზე უარს ამბობენ და საკუთარ პატარას უპატრონოდ ტოვებენ. არაერთი მიტოვებული ბავშვის ამბავი გაგვიშუქებია, მაგრამ საუბედუროდ, მსგავსი ფაქტები ისევ ხდება. გასულ კვირას, ბათუმში, მესხეთის ქუჩაზე, ნაქირავებ ბინაში, 8 თვის ჩვილი დედამ უპატრონოდ მიაგდო და თურქეთში წავიდა. პატარა გოგონა დღეს მინდობით აღზრდაშია, მასზე ბევრი ადამიანი ზრუნავს და ალბათ უდედოდ გაიზრდება, მაგრამ მომავალში შესაძლოა, დედამისს საკუთარ საქციელზე პასუხის გაცემა მოუხდეს.

როგორც აჭარის ბავშვთა ზრუნვის სააგენტოს სოციალურმა მუშაკმა, ინგა დავითაძემ გაგვიმარტა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ არასწორი ინფორმაცია გაავრცელა. მიტოვებული ჩვილი პატრულის თანამშრომლებს არ უპოვიათ, სოციალურმა მუშაკმა თავად აცნობა სამართალდამცავებს მომხდარის შესახებ და ამის შემდეგ ჩაერთო საქმეში პოლიცია. როგორც ირკვევა, ჩვილი ქალმა თავის საყვარელს დაუტოვა და სახლიდან გაიპარა.

ინგა დავითაძე, სოციალური მუშაკი:

მამაკაცი მოვიდა აჭარის ბავშვთა ზრუნვის სააგენტოში, ძალიან შეშინებული და შეწუხებული იყო. განაცხადა, რომ 35 წლის ქალმა 8 თვის ჩვილი დაუტოვა და გაუჩინარდა. მამაკაცის ვინაობას ვერ დაგისახელებთ, რადგან მას ჰყავს მეუღლე და შვილები, თუმცა, როგორც ჩანს, პერიოდულად ამ ქალთან დადიოდა მესხეთის ქუჩაზე. ერთ-ერთი ასეთი ვიზიტის დროს, ქალს უთქვამს, - ცოტა ხნით ქვევით ჩავალ, ბავშვისთვის აფთიაქიდან საკვებს ამოვიტან და მალე დავბრუნდებიო. ქალს მხოლოდ საფულე აუღია, ჩაუცვამს და გარეთ გასულა. მამაკაცი ამაოდ ელოდა სახლში მის დაბრუნებას. ქალი აღარ დაბრუნებულა. ფაქტობრივად, ბავშვი შეატოვა მამაკაცს. მამაკაცი გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდა, რამდენიმე საათი უშედეგოდ ელოდა ქალის დაბრუნებას. როცა მიხვდა, დამბრუნებელი არ იყო, თავის ბიძაშვილ ქალბატონს დაურეკა და დახმარება სთხოვა. იმავე საღამოს მივიდა მასთან ნათესავი ქალბატონი, დარჩა პატარასთან და დედის გამოჩენას ელოდა, მაგრამ მეორე დღესაც რომ არ დაბრუნდა, გამოსავლის ძებნა დაიწყეს. ჩვილის ბავშვთა სახლში გადაყვანა განიზრახეს. მამაკაცი ეძებდა ბათუმში ბავშვთა სახლს, მაგრამ ასეთი სახლები უკვე აღარ არსებობს. როცა ყოფილ ბავშვთა სახლში მივიდა, იქ აუხსნეს, რომ ჩვენი სამსახურისთვის უნდა მოემართა. ყველაფერი აგვიხსნა დეტალურად და გვთხოვა, დავხმარებოდით. განცხადება დავაწერინეთ და მივედით იმ ბინაში, სადაც პატარა ჰყავდათ.

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია