"ისტორიულ ძეგლებზე, წინაპართა ძვლების ყივილის ფონზე ზასაობა რამე ახალი ტრენდია" - გოგა ხაჩიძის გასეირნება მცხეთაში

"ისტორიულ ძეგლებზე, წინაპართა ძვლების ყივილის ფონზე ზასაობა რამე ახალი ტრენდია" - გოგა ხაჩიძის გასეირნება მცხეთაში

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი გოგა ხაძიძე, 7 წლის შვილთან ერთად, მცხეთაში გასეირნების ამბავს აღწერს:

"ბებერი უძახე შენ...

დღეს კარგი ამინდი იყო და გადავწყვიტე, 7 წლის ლუკა მცხეთაში გამესეირნებინა.

ჰოდა ჩავედით მცხეთაში და დავიწყე:

ეს სვეტიცხოველია ლუკა, ის - ჯვარი, აქ პომპეუსის ხიდია, იქ არაგვი უერთდება მტკვარს, ეს სამთავროს ველია, ის მონასტერი და ა.შ.

ის რა არის? - მეკითხება ლუკა.

- ის ბებრისციხეა.

- შეიძლება ავიდეთ?

- კარგი, ავიდეთ - ვპასუხობ მე და ცოტა ხანში ბებრისციხეში შემავალ აღმართს მივუყვებით...

მივდივართ და ვუყვები ისტორიებს ციხესიმაგრეებზე, მათ ფუნქციაზე, რისთვის იყენებდნენ, როდის, როგორ...

აღმართი ავათავეთ, კარიბჭე გავიარეთ, შევედით ციხის მთავარ სივრცეში და რას ვხედავთ, აქეთ-იქით ქვებზე მიმჯდარა 4 წყვილი და ცხრა პირ ტყავს იძრობენ ზასაობაში.

დავიბენი...

ერთიანად უკან გამობრუნება ცოტა უხერხულად მომეჩვენა, ამიტომ ლუკას სასწრაფოდ ჩავკიდე ხელი და მარჯვნივ გავიწიე, იქ სადაც ციხის სხვა სივრცე მეგულებოდა.

ფართხა-ფურთხით გადავირბინეთ ციხის ჩამოშლილი ქვები (წინ მე მივდიოდი) და თავი გავყავი ციხის კედლის მიღმა.

ვხედავ სხვა წყვილი პირდაპირ ბალახზე გაწოლილა და სექსითაა დაკავებული.

ელდანაკრავი შემოვბრუნდი, ბავშვი ხელში ავიტაცე და მოგონილი - "უი, უი, ახლა გამახსენდა, ძალიან გვეჩქარება-თი" გამოვბუნძულდი ბებრისციხიდან.

რა ხდება, რაშია საქმე?...

ისტორიულ ძეგლებზე, წინაპართა ძვლების ყივილის ფონზე ზასაობა (და არა მხოლოდ) რამე ახალი ტრენდია, თუ მე გამოვტოვე რამე?...

...

პ.ს.

- მამა, რატომ ჰქვია ამ ციხეს ბებრისციხე?

- არ ვიცი ლუკა, წარმოდგენა აღარ მაქვს, რატომ ჰქვია ამას ბებრისციხე" – წერს ხაჩიძე.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს