''მისტერ ვალენტინი 2015'' ლევან სოლოღაშვილი სკოლის მოსწავლეა. კარგად სწავლას ვერ ახერხებს, რადგან დიდ დროს კარიერას უთმობს. კონკურსში გაიმარჯვა და მისდამი ინტერესი გაიზარდა. ქალებთან ერთად, მასთან ახლო ურთიერთობა მამაკაცებსაც სურთ და ამისთვის გვარიან თანხებსაც სთავაზობენ.…
- ლევან, გვიამბე შენ შესახებ.
- თვრამეტი წლის ვარ, გლდანში, 191-ე სკოლაში ვსწავლობ. მომავალში თეატრალურ უნივერსიტეტში ჩაბარებას ვაპირებ. სამოდელო კარიერაში კი ერთწლიანი გამოცდილება მაქვს. ''იმიჯ-ცენტრის'' მოდელი ვარ.
- დატვირთული გრაფიკი სწავლაში ხელს არ გიშლის?
- ყველაფერს ერთმანეთს ვუთავსებ, თუმცა, რომ არ დაგიმალოთ, სწავლაში ხელი მეშლება. ჩემი აზრით, ცხოვრებაში კარიერა უნდა დააყენო პირველ ადგილას. სკოლაში საშუალო დონეზე ვსწავლობ. გადაღებებისა და ფოტოსესიების გამო გაკვეთილების გაცდენა მიწევს.
- ამ ყველაფრის მიუხედავად, არის საგანი, რომელსაც კარგად სწავლობ?
- უპირატესობას ვანიჭებ ქართულს და როგორი დაღლილიც უნდა ვიყო, ვცდილობ, რაღაც-რაღაცებს გადავხედო.
- კინომსახიობობას გეგმავ თუ თეტრში აპირებ მუშაობას?
- მე უფრო კინომსახიობობა მიტაცებს. სამსახიობო გამოცდილებაც მაქვს, სამ კლიპში გადამიღეს. ერთ-ერთ კლიპში მთავარი როლი მაქვს. არაბის როლი შევასრულე.
- ''მისტერ ვალენტინის'' კონკურსში უამრავი ბიჭი მონაწილეობდა. ელოდი გამარჯვებას?
- კონკურენცია მართლაც ძალიან დიდი იყო. ბევრი სიმპათიური ბიჭი მონაწილეობდა. ბევრი მეუბნება, კონკურენტის თვალით ვერ გიყურებდითო. სიმპათიური ბიჭები იყვნენ, რამდენიმეს გარდა, რომლებიც არ იყვნენ კონკურსში მონაწილეობის ღირსი. ჟიურიმ გადაწყვიტა, გამარჯვებული მე ვყოფილიყავი, რისთვისაც მათ დიდი მადლობა მინდა გადავუხადო. რომც არ გა-მემარჯვა, გული არაფერზე დამწყდებოდა, რადგან მაგრად გავერთეთ და ყველაფერი კარგად დამამახსოვრდა. კარგი მეგობრები შევიძინე.
- სპორტით ხარ დაკავებული?
- ჯერჯერობით არა, მაგრამ სპორ-ტულ დარბაზში ვარჯიშს ვაპირებ. ცხრა წელი ვცეკვავდი. ქართულ ცეკვებზე დავ-დიოდი. მერე ჯანმრთელობის პრობლემები შემექმნა და ცურვაზე შევედი. ცურვას კი დროის უქონლობის გამო დავანებე თავი.
- უახლოეს მომავალში რა გეგმები გაქვს?
- ექვს მარტს მივემგზავრებით ვარ- შავაში, სადაც თინათინ მაღალაშვილის ახალი ჩვენებაა დაგეგმილი. ჩვენებას ქარ- თული ნაციონალური სამოსით დავხურავ.
- როგორ შეიცვალა შენი პირადი ცხოვრება კონკურსში გამარჯვების შემდეგ?
- შეყვარებული არ მყავს და არც ვაპი-რებ, რომ მყავდეს. დრო ნამდვილად არ მა-ქვს იმისთვის, რომ პირად ურთიერთობებს მივხედო. ვფიქრობ, თვრამეტი წლის ასაკში საქმესა და კარიერას უნდა მიხედო. სიყვა-რულისთვის ჯერ ადრეა. სასაცილო ამბავს გეტყვით, თუ ეს სასაცილოა. კონკურსში გამარჯვების შემდეგ სოციალურ ქსელში ვიღაც ბიჭმა მომწერა და თანხა შემომთა-ვაზა იმის სანაცვლოდ, რომ ერთი ღამე მასთან დავრჩე.
- რამდენს გთავაზობს?
- 2500 დოლარი შემომთავაზა.
განაგრძეთ კითხვა