პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

31

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ილია მეორე - არ არის საჭირო, ადამიანმა დაწვრილებით უამბოს მოძღვარს, რა სცოდა და ვისთან
ილია მეორე - არ არის საჭირო, ადამიანმა დაწვრილებით უამბოს მოძღვარს, რა სცოდა და ვისთან

აღ­სა­რე­ბა არის უდი­დე­სი სა­ი­დუმ­ლო, ის რომ არ ყო­ფი­ლი­ყო, ვერც ერთი ადა­მი­ა­ნი ვერ ცხონ­დე­ბო­და, - ამის შე­სა­ხებ სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა, უწ­მინ­დეს­მა და უნე­ტა­რეს­მა ილია მე­ო­რემ დღე­ვან­დე­ლი საკ­ვი­რაო ქა­და­გე­ბი­სას ბრძა­ნა. პატ­რი­არ­ქის თქმით, ღმერ­თი შე­უნ­დობს ადა­მი­ანს ცოდ­ვებს, რო­მელ­საც იგი აღი­ა­რებს. "ღმერ­თი ხე­დავს გულ­სა კა­ცი­სა­სა, გული წრფე­ლი და წმინ­და უნდა ჰქონ­დეს ადა­მი­ანს. ხში­რია შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი ერთს ფიქ­რობს, მე­ო­რეს აკე­თებს და მე­სა­მეს ლა­პა­რა­კობს. ასე­თი ადა­მი­ა­ნი ჭრე­ლია", - ბრძა­ნა უწ­მინ­დეს­მა. პატ­რი­არ­ქის თქმით, უძ­ვე­ლე­სი დრო­ი­დან­ვე ჰქონ­და ადა­მი­ანს აღ­სა­რე­ბის მო­თხოვ­ნი­ლე­ბა. უწ­მინ­დეს­მა აღ­ნიშ­ნა, რომ წარ­მარ­თე­ბი უძ­ვე­ლეს დროს ზღვის ტა­ლებს უყ­ვე­ბოდ­ნენ თა­ვი­ან­თი ცოდ­ვე­ბის შე­სა­ხებ. ხოლო ებ­რა­ე­ლე­ბი ვაცს, რო­მელ­საც შემ­დეგ უდაბ­ნო­ში უშ­ვებ­დნენ.

უწ­მინ­დე­სის თქმით, მარ­თლმა­დი­დე­ბელ ეკ­ლე­სი­ას აქვს აღ­სა­რე­ბის უდი­დე­სი სა­ი­დუმ­ლო, რო­მე­ლიც ადა­მი­ანს სუ­ლი­ე­რი გან­წმენ­დის სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს. "ადა­მი­ა­ნი უნდა მო­ემ­ზა­დოს აღ­სა­რე­ბის­თვის. გა­ნი­ცა­დოს. არ არის სა­ჭი­რო, დაწ­ვრი­ლე­ბით უამ­ბოს მო­ძღვარს, რა სცო­და და ვის­თან. ხში­რია შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი ამ­ბობს, ვის­თან ჩა­ი­დი­ნა ცოდ­ვა და გა­მო­დის, რომ ის თა­ვის კი არა, სხვის აღ­სა­რე­ბას ამ­ბობს. აღ­სა­რე­ბა უნდა იყოს პი­რა­დი. ადა­მი­ან­მა უნდა იგ­რძნოს თა­ვი­სი და­ნა­შა­უ­ლი", - ბრძა­ნა უწ­მინ­დეს­მა.

პატ­რი­არ­ქმა მრევლს კურ­თხე­ვა მის­ცა, და­წე­რონ აღ­სა­რე­ბა, სურ­ვი­ლის შე­სა­ბა­მი­სად, რად­გან ის შე­იძ­ლე­ბა უდი­დე­სი სუ­ლი­ე­რი და ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბი გახ­დეს. პატ­რი­არ­ქმა ასე­ვე ისა­უბ­რა სა­კუ­თარ თავ­თან ბრძო­ლის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე. "ჩვენ ვცდი­ლობთ ვებ­რძო­ლოთ სა­კუ­თარ ვნე­ბებს და ცოდ­ვებს, გა­ნიწ­მინ­დოს ჩვე­ნი სული, გო­ნე­ბა, მაგ­რამ ყვე­ლა­ზე რთუ­ლი ყო­ფი­ლა ბრძო­ლა სა­კუ­თარ თავ­თან. სხვას­თან ბრძო­ლა ად­ვი­ლია, სა­კუ­თარ თავ­თან კი ძნე­ლი. ადა­მი­ა­ნი ხში­რად ვერ ხე­დავს სა­კუ­თარ ცოდ­ვებს, და თუ ხე­დავს, ამარ­თლებს მათ", - აღ­ნიშ­ნა უწ­მინ­დეს­მა.

ქა­და­გე­ბის და­სას­რულს, პატ­რი­არ­ქმა და­ლო­ცა სა­ქარ­თვე­ლო­ში მყო­ფი ასუ­რე­ლე­ბი და მათი მო­ძღვა­რი, მამა სე­რა­ფი­მე. უწ­მინ­დეს­მა ასუ­რე­ლი მა­მე­ბის ღვაწლ­ზე ისა­უბ­რა და გა­ნა­ცხა­და, რომ სწო­რედ მათ გა­და­არ­ჩი­ნეს სა­ქარ­თვე­ლო მო­ნო­ფი­ზი­ტო­ბის­გან. პატ­რი­არ­ქმა ქა­და­გე­ბის და­სას­რულს, იმე­დი გა­მოთ­ქვა, რომ ასუ­რე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის დევ­ნა და წა­მე­ბა შე­წყდე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ილია მეორე - არ არის საჭირო, ადამიანმა დაწვრილებით უამბოს მოძღვარს, რა სცოდა და ვისთან

ილია მეორე - არ არის საჭირო, ადამიანმა დაწვრილებით უამბოს მოძღვარს, რა სცოდა და ვისთან

აღსარება არის უდიდესი საიდუმლო, ის რომ არ ყოფილიყო, ვერც ერთი ადამიანი ვერ ცხონდებოდა, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღევანდელი საკვირაო ქადაგებისას ბრძანა. პატრიარქის თქმით, ღმერთი შეუნდობს ადამიანს ცოდვებს, რომელსაც იგი აღიარებს. "ღმერთი ხედავს გულსა კაცისასა, გული წრფელი და წმინდა უნდა ჰქონდეს ადამიანს. ხშირია შემთხვევა, როდესაც ადამიანი ერთს ფიქრობს, მეორეს აკეთებს და მესამეს ლაპარაკობს. ასეთი ადამიანი ჭრელია", - ბრძანა უწმინდესმა. პატრიარქის თქმით, უძველესი დროიდანვე ჰქონდა ადამიანს აღსარების მოთხოვნილება. უწმინდესმა აღნიშნა, რომ წარმართები უძველეს დროს ზღვის ტალებს უყვებოდნენ თავიანთი ცოდვების შესახებ. ხოლო ებრაელები ვაცს, რომელსაც შემდეგ უდაბნოში უშვებდნენ.

უწმინდესის თქმით, მართლმადიდებელ ეკლესიას აქვს აღსარების უდიდესი საიდუმლო, რომელიც ადამიანს სულიერი განწმენდის საშუალებას აძლევს. "ადამიანი უნდა მოემზადოს აღსარებისთვის. განიცადოს. არ არის საჭირო, დაწვრილებით უამბოს მოძღვარს, რა სცოდა და ვისთან. ხშირია შემთხვევა, როდესაც ადამიანი ამბობს, ვისთან ჩაიდინა ცოდვა და გამოდის, რომ ის თავის კი არა, სხვის აღსარებას ამბობს. აღსარება უნდა იყოს პირადი. ადამიანმა უნდა იგრძნოს თავისი დანაშაული", - ბრძანა უწმინდესმა.

პატრიარქმა მრევლს კურთხევა მისცა, დაწერონ აღსარება, სურვილის შესაბამისად, რადგან ის შეიძლება უდიდესი სულიერი და ლიტერატურული ნაწარმოები გახდეს. პატრიარქმა ასევე ისაუბრა საკუთარ თავთან ბრძოლის მნიშვნელობაზე. "ჩვენ ვცდილობთ ვებრძოლოთ საკუთარ ვნებებს და ცოდვებს, განიწმინდოს ჩვენი სული, გონება, მაგრამ ყველაზე რთული ყოფილა ბრძოლა საკუთარ თავთან. სხვასთან ბრძოლა ადვილია, საკუთარ თავთან კი ძნელი. ადამიანი ხშირად ვერ ხედავს საკუთარ ცოდვებს, და თუ ხედავს, ამართლებს მათ", - აღნიშნა უწმინდესმა.

ქადაგების დასასრულს, პატრიარქმა დალოცა საქართველოში მყოფი ასურელები და მათი მოძღვარი, მამა სერაფიმე. უწმინდესმა ასურელი მამების ღვაწლზე ისაუბრა და განაცხადა, რომ სწორედ მათ გადაარჩინეს საქართველო მონოფიზიტობისგან. პატრიარქმა ქადაგების დასასრულს, იმედი გამოთქვა, რომ ასურელი ადამიანების დევნა და წამება შეწყდება.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია