პოლიტიკა

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არ შეასრულოს არცერთი დანაპირები: გადასახადები, ინვესტიციები, უფასო ფული, მერე რა! – მიშა ხომ მოგვაშორა!" - ირინა სარიშვილი 21 მარტის აქციაზე
"არ შეასრულოს არცერთი დანაპირები: გადასახადები, ინვესტიციები, უფასო ფული, მერე რა! – მიშა ხომ მოგვაშორა!" - ირინა სარიშვილი 21 მარტის აქციაზე

ირი­ნა სა­რიშ­ვი­ლი, 21 მარტს, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მიერ გა­სა­მარ­თი აქ­ცი­ის შე­სა­ხებ არ­სე­ბულ სა­კუ­თარ მო­საზ­რე­ბებს ფე­ის­ბუქ­ზე არ­სე­ბულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას უზი­ა­რებს:

"ვკი­თხუ­ლობ 21 მარტს და­გეგ­მილ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ა­ზე სტა­ტუ­სებს და სულ უფრო ვრწმუნ­დე­ბი იმა­ში, რომ ბევ­რს ამ ქვე­ყა­ნა­ში სი­მარ­თლე არა თუ არ სჭირ­დე­ბა, არა­მედ სი­მარ­თლეს ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში სი­კე­თე არ მო­აქვს! პი­რი­ქით!

აქ­ცი­ის მო­თხოვ­ნაა დღე­ვან­დე­ლი მთავ­რო­ბის გა­დად­გო­მა. ამ მო­თხოვ­ნას მო­სახ­ლე­ო­ბის აბ­სო­ლუ­ტუ­რი უმ­რავ­ლე­სო­ბა იზი­ა­რებს, მაგ­რამ რაკი აქ­ცი­ას ნა­ცე­ბი მარ­თა­ვენ, მა­შინ ეს მთავ­რო­ბა უნდა და­ვიც­ვათ – ასე ფიქ­რობს დღე­ვან­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბით უკ­მა­ყო­ფი­ლო ხალ­ხის ის ნა­წი­ლი, ვის­თვი­საც მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა ისაა, რომ ამ აქ­ცი­ას ნა­ცე­ბი მარ­თა­ვენ!!! ოღონდ ეგე­ნი არა და და­ვი­ხო­ცოთ შიმ­ში­ლით, დაგ­ვენგრეს ქვე­ყა­ნა თავ­ზე, გვა­ტყუ­ოს, გვა­ფურ­თხოს ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ, დაგ­ვცი­ნოს, დაგ­ვამ­ცი­როს, მერე რა! მთა­ვა­რია, ნა­ცე­ბი აღარ იყ­ვნენ! თქვას დიდ­მა ბი­ძი­ნამ, ლა­რის და­ცე­მა ლა­რის ჯან­მრთე­ლო­ბა­აო და სულ მცი­რე ხან­ში ეს "ჯან­მრთე­ლო­ბა" ეროვ­ნუ­ლი ბან­კის პრე­ზი­დენტს და­აბ­რა­ლოს! არ შე­ას­რუ­ლოს არ­ცერ­თი და­ნა­პი­რე­ბი (გა­და­სა­ხა­დე­ბი, ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი, უფა­სო ფული), მერე რა! – მიშა ხომ მოგ­ვა­შო­რა! აწი ქვა ქვა­ზე არ დარ­ჩე­ნი­ლა! – აი, ასე ფიქ­რობს ბევ­რი. და რაც ყვე­ლა­ზე უფრო სა­ინ­ტე­რე­სოა, ყვე­ლა­ზე ხმა­მაღ­ლა ამას ისი­ნი ამ­ტკი­ცე­ბენ, ვინც თა­ვის დრო­ზე მიშა სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას თავ­გა­მო­დე­ბით უჭერ­დნენ მხარს! აღა­რა­ფერს ვამ­ბობ თა­ვად ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­ზე, რო­მელ­საც, თუ და­ვუ­ჯე­რებთ, სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ბოლო დღემ­დე აფი­ნან­სებ­და, ერე­ო­და სა­კად­რო პო­ლი­ტი­კა­ში, იცავ­და ვანო მე­რა­ბიშ­ვილს, რო­მელ­საც გა­დად­გო­მა უნ­დო­და და მე­რა­ბიშ­ვილს სა­ა­კაშ­ვი­ლიც ეთან­ხმე­ბო­და, ქმნი­და სა­გა­და­სა­ხა­დო სის­ტე­მას, ყი­დუ­ლობ­და აქ­ცი­ე­ბის დარ­ბე­ვის სა­შუ­ა­ლე­ბებს და ა.შ. მერე რა!!! აი, სწო­რედ ეს "მერე რა" ხალ­ხი შე­მორ­ჩა დღე­ვან­დელ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას დამ­ცვე­ლად, ისიც იმ დროს როცა ნა­ცე­ბი გა­აქ­ტი­ურ­დე­ბი­ან ხოლ­მე და სწო­რედ ასეთ არა­ა­დექ­ვა­ტურ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ეყ­რდნო­ბა "ოც­ნე­ბა".

ისე­ვე, რო­გორც 2014 წლის 15 ნო­ემ­ბერს, დღე­საც მე მხო­ლოდ ერ­თა­დერთ შე­კი­თხვას დავ­სვამ ამ ტი­პის "მერე რა" ქოცმხარ­დამ­ჭე­რე­ბის მი­სა­მარ­თით: რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, ვინ იტყვის სი­მარ­თლეს??? და თუ ამას თქვენ­თვის მა­ინც აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, თქვენ გა­მო­დით, თქვენ მო­ა­წყვეთ აქ­ცია! და­გი­შა­ლათ ვინ­მემ?!!! მი­მარ­თეთ თქვენს ფი­ნან­სუ­რად ძლი­ერ რჩე­უ­ლებს, კი­თხეთ, რა­ტომ არი­ან ჩუ­მად! ან ვისი წყა­ლო­ბით ახერ­ხე­ბენ დღემ­დე ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი ოფი­სე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას!!! ასე რამ და­გაბრმა­ვათ და და­გა­ბე­ჩა­ვათ?!! სი­ძულ­ვილ­მა????

მა­შინ კი­დევ ერთხელ გე­კი­თხე­ბით: რა უფრო მე­ტია თქვენ­ში? ნა­ცე­ბის სი­ძულ­ვი­ლი თუ სი­მარ­თლის, ან უბ­რა­ლოდ, სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნის, შვი­ლე­ბის სიყ­ვა­რუ­ლი?!!!

ვის იცავთ? ამ მთავ­რო­ბას??? არ გრცხვე­ნი­ათ??? არ მოგ­წონთ 21 მარ­ტის აქ­ცია და ნუ მიხ­ვალთ!!! თქვენს მდი­დარ რჩე­უ­ლებს და­ე­ლო­დეთ!!! მაგ­რამ ამის გამო ამ უნა­მუ­სო ღო­რებს რო­გორ იცავთ?!!!

თქვენ კი, ქოცო ხე­ლი­სუ­ფალ­ნო! დიდ ხანს ვერ გაძ­ლებთ ნა­ცე­ბის სი­ძულ­ვი­ლით დაბრმა­ვე­ბუ­ლი მხარ­დამ­ჭე­რე­ბის ხარ­ჯზე – ძა­ლი­ან მალე ისი­ნიც ხე­ლი­დან გა­მო­გეც­ლე­ბი­ან და მტერს არ ვუ­სურ­ვებ, თქვენ რა დღე­შიც აღ­მოჩ­ნდე­ბით!!! რისი იმე­დი გაქვთ?!

გემს მი­ხე­დეთ, ქო­ცე­ბო, გემს!!!

სტა­ტუ­სი ობი­ექ­ტუ­რია" - წერს სა­რიშ­ვი­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"არ შეასრულოს არცერთი დანაპირები: გადასახადები, ინვესტიციები, უფასო ფული, მერე რა! – მიშა ხომ მოგვაშორა!" - ირინა სარიშვილი 21 მარტის აქციაზე

"არ შეასრულოს არცერთი დანაპირები: გადასახადები, ინვესტიციები, უფასო ფული, მერე რა! – მიშა ხომ მოგვაშორა!" - ირინა სარიშვილი 21 მარტის აქციაზე

ირინა სარიშვილი, 21 მარტს, "ნაციონალური მოძრაობის" მიერ გასამართი აქციის შესახებ არსებულ საკუთარ მოსაზრებებს ფეისბუქზე არსებულ საზოგადოებას უზიარებს:

"ვკითხულობ 21 მარტს დაგეგმილ საპროტესტო აქციაზე სტატუსებს და სულ უფრო ვრწმუნდები იმაში, რომ ბევრს ამ ქვეყანაში სიმართლე არა თუ არ სჭირდება, არამედ სიმართლეს ჩვენს საზოგადოებაში სიკეთე არ მოაქვს! პირიქით!

აქციის მოთხოვნაა დღევანდელი მთავრობის გადადგომა. ამ მოთხოვნას მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა იზიარებს, მაგრამ რაკი აქციას ნაცები მართავენ, მაშინ ეს მთავრობა უნდა დავიცვათ – ასე ფიქრობს დღევანდელი ხელისუფლებით უკმაყოფილო ხალხის ის ნაწილი, ვისთვისაც მთავარი პრობლემა ისაა, რომ ამ აქციას ნაცები მართავენ!!! ოღონდ ეგენი არა და დავიხოცოთ შიმშილით, დაგვენგრეს ქვეყანა თავზე, გვატყუოს, გვაფურთხოს ამ ხელისუფლებამ, დაგვცინოს, დაგვამციროს, მერე რა! მთავარია, ნაცები აღარ იყვნენ! თქვას დიდმა ბიძინამ, ლარის დაცემა ლარის ჯანმრთელობააო და სულ მცირე ხანში ეს "ჯანმრთელობა" ეროვნული ბანკის პრეზიდენტს დააბრალოს! არ შეასრულოს არცერთი დანაპირები (გადასახადები, ინვესტიციები, უფასო ფული), მერე რა! – მიშა ხომ მოგვაშორა! აწი ქვა ქვაზე არ დარჩენილა! – აი, ასე ფიქრობს ბევრი. და რაც ყველაზე უფრო საინტერესოა, ყველაზე ხმამაღლა ამას ისინი ამტკიცებენ, ვინც თავის დროზე მიშა სააკაშვილის ხელისუფლებას თავგამოდებით უჭერდნენ მხარს! აღარაფერს ვამბობ თავად ბიძინა ივანიშვილზე, რომელსაც, თუ დავუჯერებთ, სააკაშვილის ხელისუფლებას ბოლო დღემდე აფინანსებდა, ერეოდა საკადრო პოლიტიკაში, იცავდა ვანო მერაბიშვილს, რომელსაც გადადგომა უნდოდა და მერაბიშვილს სააკაშვილიც ეთანხმებოდა, ქმნიდა საგადასახადო სისტემას, ყიდულობდა აქციების დარბევის საშუალებებს და ა.შ. მერე რა!!! აი, სწორედ ეს "მერე რა" ხალხი შემორჩა დღევანდელ ხელისუფლებას დამცველად, ისიც იმ დროს როცა ნაცები გააქტიურდებიან ხოლმე და სწორედ ასეთ არაადექვატურ საზოგადოებას ეყრდნობა "ოცნება".

ისევე, როგორც 2014 წლის 15 ნოემბერს, დღესაც მე მხოლოდ ერთადერთ შეკითხვას დავსვამ ამ ტიპის "მერე რა" ქოცმხარდამჭერების მისამართით: რა მნიშვნელობა აქვს, ვინ იტყვის სიმართლეს??? და თუ ამას თქვენთვის მაინც აქვს მნიშვნელობა, თქვენ გამოდით, თქვენ მოაწყვეთ აქცია! დაგიშალათ ვინმემ?!!! მიმართეთ თქვენს ფინანსურად ძლიერ რჩეულებს, კითხეთ, რატომ არიან ჩუმად! ან ვისი წყალობით ახერხებენ დღემდე ძვირადღირებული ოფისების შენარჩუნებას!!! ასე რამ დაგაბრმავათ და დაგაბეჩავათ?!! სიძულვილმა????

მაშინ კიდევ ერთხელ გეკითხებით: რა უფრო მეტია თქვენში? ნაცების სიძულვილი თუ სიმართლის, ან უბრალოდ, საკუთარი ქვეყნის, შვილების სიყვარული?!!!

ვის იცავთ? ამ მთავრობას??? არ გრცხვენიათ??? არ მოგწონთ 21 მარტის აქცია და ნუ მიხვალთ!!! თქვენს მდიდარ რჩეულებს დაელოდეთ!!! მაგრამ ამის გამო ამ უნამუსო ღორებს როგორ იცავთ?!!!

თქვენ კი, ქოცო ხელისუფალნო! დიდ ხანს ვერ გაძლებთ ნაცების სიძულვილით დაბრმავებული მხარდამჭერების ხარჯზე – ძალიან მალე ისინიც ხელიდან გამოგეცლებიან და მტერს არ ვუსურვებ, თქვენ რა დღეშიც აღმოჩნდებით!!! რისი იმედი გაქვთ?!

გემს მიხედეთ, ქოცებო, გემს!!!

სტატუსი ობიექტურია" - წერს სარიშვილი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს