საზოგადოება
Faceამბები

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვერ ვიტან, როცა 6 წლის ბავშვს აქვს ბოლო მოდელის ტელეფონი" - რას ფიქრობენ ცნობილი დედები ბავშვების განებივრებაზე
 "ვერ ვიტან, როცა 6 წლის ბავშვს აქვს ბოლო მოდელის ტელეფონი" -  რას ფიქრობენ ცნობილი დედები ბავშვების განებივრებაზე

ცოტა ხნის წინ, ჩვენს სა­იტ­ზე გა­მოქ­ვეყ­ნდა სტა­ტია მი­ლი­ო­ნე­რი დე­დის შე­სა­ხებ, რომ­ლის შვი­ლებს არ აქვთ მო­ბი­ლუ­რი, ტე­ლე­ვი­ზო­რი. მი­უ­ხე­და­ვად უზ­რუნ­ვე­ლი ფი­ნან­სუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბი­სა, დედა შვი­ლე­ბის­თვის წე­ლი­წად­ში ოთხ შარ­ვალს ყი­დუ­ლობს და ფეხ­საც­მლის­თვის მხო­ლოდ 50 დო­ლარს აძ­ლევს, ამას კი იმი­ტომ აკე­თებს, რომ ბავ­შვებ­მა თავი გა­მორ­ჩე­უ­ლად არ იგ­რძნონ, თა­ვა­დაც იშ­რო­მონ და ისე მი­აღ­წი­ონ სა­წა­დელს, შე­ი­ძი­ნონ სა­სურ­ვე­ლი ნივ­თე­ბი. ყვე­ლა მშო­ბელს უნდა, მისი შვილს კარ­გად ეც­ვას, ლა­მა­ზად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­დეს, მაგ­რამ სად გა­დის ზღვა­რი გა­ნე­ბივ­რე­ბა­სა და სა­ჭი­რო­ე­ბას შო­რის, რო­გორ უნდა მო­იქ­ცეს მშო­ბე­ლი, რომ ლა­მა­ზი სა­მო­სი თუ სა­თა­მა­შო­ე­ბი იმ რა­ო­დე­ნო­ბით "შე­ი­ტა­ნოს" შვი­ლის ცხოვ­რე­ბა­ში, მან უპი­რა­ტე­სო­ბა არ იგ­რძნოს და ეს არ გახ­დეს გა­თა­მა­მე­ბის ან გარ­ყვნის სა­ბა­ბი. ამ თე­მა­ზე ანა კო­შა­ძეს, სა­ლო­მე გო­გი­აშ­ვილს და ხა­თუ­ნა ჟორ­და­ნი­ას ვე­სა­უბ­რეთ.

სა­ლო­მე გო­გი­აშ­ვი­ლი: "ვერ ვი­ტან, როცა 6 წლის ბავ­შვს აქვს რო­მე­ლი­ღაც ფირ­მის ბოლო მო­დე­ლის ტე­ლე­ფო­ნი"

- ჩემი ქა­ლიშ­ვი­ლი უკვე 12 წლი­საა, თა­ვი­სი სტი­ლი აქვს, ამი­ტომ ვცდი­ლობ, შე­ვუ­თან­ხმო დე­ტა­ლე­ბი და ისე ვუ­ყი­დო, ან თა­ვა­დაც წა­ვიყ­ვა­ნო სა­შო­პინ­გოდ. პა­ტა­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში არ ვით­ვა­ლის­წი­ნებ და კმა­ყო­ფი­ლი ვარ იმით, რა­საც ჩე­მით ვა­ხერ­ხებ. ჩემი მე­ო­რე შვი­ლი 7 წლი­საა და სა­ერ­თოდ ვერ ხვდე­ბა, შარ­ვალს რომ ვყი­დუ­ლობ, ძვი­რი­ა­ნია თუ ია­ფი­ა­ნი, შე­სა­ბა­მი­სად ამ შემ­თხვე­ვა­ში გა­ნე­ბივ­რე­ბა­ზე სა­უ­ბა­რი არაა სწო­რი. მაგ­რამ ჩემი ქა­ლიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც უკვე ხვდე­ბა, რა კარ­გია და რა ცუდი, არას­დროს არ მომ­თხოვს იმა­ზე მეტს, რაც ჩემს შე­საძ­ლებ­ლო­ბებს აღე­მა­ტე­ბა.

- რა სიხ­ში­რით ყი­დუ­ლობ მათ­თვის სა­მოსს? იძენ მხო­ლოდ აუ­ცი­ლე­ბელ ნივ­თებს თუ ე.წ. გა­საპ­რანჭ სა­მოს­საც?

- როცა ვხვდე­ბი, რომ ფეხ­საც­მე­ლი, შარ­ვა­ლი ან სხვა სა­მო­სი სჭირ­დე­ბა, რა თქმა უნდა, ვი­ძენ, მაგ­რამ არ არ­სე­ბობს, წა­ვი­დე ჩემ­თვის სა­ყიდ­ლებ­ზე და ბავ­შვებს არ მო­ვუ­ტა­ნო რა­ღაც. ხში­რად ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა, ჩემ­თვის წავ­სულ­ვარ მა­ღა­ზი­ებ­ში, მაგ­რამ ბავ­შვე­ბის ტან­საც­მლით დატ­ვირ­თუ­ლი დავ­ბრუ­ნე­ბულ­ვარ და ჩემ­თვის არა­ფე­რი შე­მი­ძე­ნია.

- რო­გორ უნდა მო­იქ­ცეს მშო­ბე­ლი, რომ ბავ­შვი არ იყოს გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლი თუნ­დაც სა­მო­სის მხრივ, თუმ­ცა იმავდრო­უ­ლად შე­მო­სოს სა­კუ­თა­რი სურ­ვი­ლი­სა და შე­საძ­ლებ­ლო­ბის მი­ხედ­ვით?

- გა­ნე­ბივ­რე­ბა ისე­თი თე­მაა, რო­მე­ლიც მხო­ლოდ სა­მოსს არ ეხე­ბა, ამ ჭრილ­ში შეგ­ვიძ­ლია გან­ვი­ხი­ლოთ სა­თა­მა­შო­ე­ბი, ტექ­ნი­კა და ა.შ. ვერ ვი­ტან, როცა 6 წლის ბავ­შვს აქვს რო­მე­ლი­ღაც ფირ­მის ბოლო მო­დე­ლის ტე­ლე­ფო­ნი, ჩემს შვილ­საც აქვს ტე­ლე­ფო­ნი, მაგ­რამ სახ­ლში, თა­ვის­თვის თა­მა­შობს და ერ­თო­ბა, გა­რეთ არ და­აქვს. ჩემს ბავ­შვო­ბა­ში, დედა რა­ი­მე ახალს რომ მი­ყიდ­და, ძა­ლი­ან დიდი ხანი ვლა­პა­რა­კობ­დი იმა­ზე, დღე­ვან­დე­ლი ბავ­შვე­ბი კი იმ­დე­ნად გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რი სა­თა­მა­შო­ე­ბით, ტექ­ნი­კით, რაც არ უნდა უყი­დო, ეს მათ­თვის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ამ­ბა­ვია, რაც ძა­ლი­ან არ მომ­წონს.

გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

sponsored by ContentRoom

"ვერ ვიტან, როცა 6 წლის ბავშვს აქვს ბოლო მოდელის ტელეფონი" - რას ფიქრობენ ცნობილი დედები ბავშვების განებივრებაზე

 "ვერ ვიტან, როცა 6 წლის ბავშვს აქვს ბოლო მოდელის ტელეფონი" -  რას ფიქრობენ ცნობილი დედები ბავშვების განებივრებაზე

ცოტა ხნის წინ, ჩვენს საიტზე გამოქვეყნდა სტატია მილიონერი დედის შესახებ, რომლის შვილებს არ აქვთ მობილური, ტელევიზორი. მიუხედავად უზრუნველი ფინანსური მდგომარეობისა, დედა შვილებისთვის წელიწადში ოთხ შარვალს ყიდულობს და ფეხსაცმლისთვის მხოლოდ 50 დოლარს აძლევს, ამას კი იმიტომ აკეთებს, რომ ბავშვებმა თავი გამორჩეულად არ იგრძნონ, თავადაც იშრომონ და ისე მიაღწიონ საწადელს, შეიძინონ სასურველი ნივთები. ყველა მშობელს უნდა, მისი შვილს კარგად ეცვას, ლამაზად გამოიყურებოდეს, მაგრამ სად გადის ზღვარი განებივრებასა და საჭიროებას შორის, როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, რომ ლამაზი სამოსი თუ სათამაშოები იმ რაოდენობით "შეიტანოს" შვილის ცხოვრებაში, მან უპირატესობა არ იგრძნოს და ეს არ გახდეს გათამამების ან გარყვნის საბაბი. ამ თემაზე ანა კოშაძეს, სალომე გოგიაშვილს და ხათუნა ჟორდანიას ვესაუბრეთ.

სალომე გოგიაშვილი: "ვერ ვიტან, როცა 6 წლის ბავშვს აქვს რომელიღაც ფირმის ბოლო მოდელის ტელეფონი"

- ჩემი ქალიშვილი უკვე 12 წლისაა, თავისი სტილი აქვს, ამიტომ ვცდილობ, შევუთანხმო დეტალები და ისე ვუყიდო, ან თავადაც წავიყვანო საშოპინგოდ. პატარების შემთხვევაში არ ვითვალისწინებ და კმაყოფილი ვარ იმით, რასაც ჩემით ვახერხებ. ჩემი მეორე შვილი 7 წლისაა და საერთოდ ვერ ხვდება, შარვალს რომ ვყიდულობ, ძვირიანია თუ იაფიანი, შესაბამისად ამ შემთხვევაში განებივრებაზე საუბარი არაა სწორი. მაგრამ ჩემი ქალიშვილი, რომელიც უკვე ხვდება, რა კარგია და რა ცუდი, არასდროს არ მომთხოვს იმაზე მეტს, რაც ჩემს შესაძლებლობებს აღემატება.

- რა სიხშირით ყიდულობ მათთვის სამოსს? იძენ მხოლოდ აუცილებელ ნივთებს თუ ე.წ. გასაპრანჭ სამოსსაც?

- როცა ვხვდები, რომ ფეხსაცმელი, შარვალი ან სხვა სამოსი სჭირდება, რა თქმა უნდა, ვიძენ, მაგრამ არ არსებობს, წავიდე ჩემთვის საყიდლებზე და ბავშვებს არ მოვუტანო რაღაც. ხშირად ყოფილა შემთხვევა, ჩემთვის წავსულვარ მაღაზიებში, მაგრამ ბავშვების ტანსაცმლით დატვირთული დავბრუნებულვარ და ჩემთვის არაფერი შემიძენია.

- როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, რომ ბავშვი არ იყოს განებივრებული თუნდაც სამოსის მხრივ, თუმცა იმავდროულად შემოსოს საკუთარი სურვილისა და შესაძლებლობის მიხედვით?

- განებივრება ისეთი თემაა, რომელიც მხოლოდ სამოსს არ ეხება, ამ ჭრილში შეგვიძლია განვიხილოთ სათამაშოები, ტექნიკა და ა.შ. ვერ ვიტან, როცა 6 წლის ბავშვს აქვს რომელიღაც ფირმის ბოლო მოდელის ტელეფონი, ჩემს შვილსაც აქვს ტელეფონი, მაგრამ სახლში, თავისთვის თამაშობს და ერთობა, გარეთ არ დააქვს. ჩემს ბავშვობაში, დედა რაიმე ახალს რომ მიყიდდა, ძალიან დიდი ხანი ვლაპარაკობდი იმაზე, დღევანდელი ბავშვები კი იმდენად განებივრებულები არიან სხვადასხვანაირი სათამაშოებით, ტექნიკით, რაც არ უნდა უყიდო, ეს მათთვის ჩვეულებრივი ამბავია, რაც ძალიან არ მომწონს.

განაგრძეთ კითხვა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება