მსოფლიო
სამხედრო

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზიარი-არაშენდას ჩანგრეული გზა - კატასტროფის რეალური საფრთხე
ზიარი-არაშენდას ჩანგრეული გზა - კატასტროფის რეალური საფრთხე

ზი­ა­რი-არა­შენ­დას და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი გზის ერთი მო­ნაკ­ვე­თი ინ­გრე­ვა და ას­ფალ­ტის სა­ფა­რი ნა­წილ-ნა­წილ ხე­ვის­კენ მი­ი­წევს. არ­სე­ბუ­ლი მო­ნაკ­ვე­თი და­მე­წყრი­ლია, სი­ტუ­ა­ცი­ას ბოლო დროს გახ­ში­რე­ბუ­ლი ნა­ლე­ქი კი­დევ უფრო ამ­წვა­ვებს. ჯერ კი­დევ გა­სუ­ლი წლის ნო­ემ­ბერ­ში ას­ფალ­ტის მხო­ლოდ კიდე იყო ჩან­გრე­უ­ლი, ახლა კი გზა ისე და­ვიწ­როვ­და, რომ ავ­ტო­მო­ბი­ლის ხევ­ში გა­და­ჩეხ­ვის საფრ­თხე იზ­რდე­ბა.

"ეგ გზა თუ არ გა­კეთ­დე­ბა, შე­იძ­ლე­ბა ვი­ღაც "ხამი" კაცი ღამე მი­დი­ო­დეს, რო­მე­ლიც ამ გზა­ზე არ არის ნამ­ყო­ფი და ხრამ­ში გა­და­ვარ­დეს. შე­სა­ბა­მის­მა სამ­სა­ხუ­რებ­მა აღ­ნიშ­ნულ ფაქ­ტზე და­უ­ყოვ­ნებ­ლივ უნდა მო­ახ­დი­ნონ რე­ა­გი­რე­ბა, სა­ნამ სი­ტუ­ა­ცი­ას მსხვერ­პლი არ მოჰ­ყო­ლია", - ამ­ბობს ჩუმ­ლა­ყე­ლი ტაქ­სის მძღო­ლი.

გურ­ჯა­ა­ნე­ლი გია ქი­ტი­აშ­ვი­ლის თქმით კი, ეს მო­ნაკ­ვე­თი სა­ხი­ფა­თოა, რო­გორც მძღო­ლე­ბის­თვის, ისე მგზავ­რე­ბის­თვი­საც. "ფული არის თუ არა, რა­ი­ო­ნის ბი­უ­ჯე­ტი­დან სას­წრა­ფოდ უნდა გა­მო­ი­ყოს თან­ხა ამ პრობ­ლე­მის მო­საგ­ვა­რებ­ლად. ვი­ნა­ი­დან, უა­რეს შემ­თხვე­ვა­ში შე­საძ­ლოა, ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პოს, უკე­თეს შემ­თხვე­ვა­ში კი მან­ქა­ნე­ბი და­იმ­ტვრას" , - ამ­ბობს ქი­ტი­აშ­ვი­ლი.

იხი­ლეთ ვრცლად

"სპექტრი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ზიარი-არაშენდას ჩანგრეული გზა - კატასტროფის რეალური საფრთხე

ზიარი-არაშენდას ჩანგრეული გზა - კატასტროფის რეალური საფრთხე

ზიარი-არაშენდას დამაკავშირებელი გზის ერთი მონაკვეთი ინგრევა და ასფალტის საფარი ნაწილ-ნაწილ ხევისკენ მიიწევს. არსებული მონაკვეთი დამეწყრილია, სიტუაციას ბოლო დროს გახშირებული ნალექი კიდევ უფრო ამწვავებს. ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში ასფალტის მხოლოდ კიდე იყო ჩანგრეული, ახლა კი გზა ისე დავიწროვდა, რომ ავტომობილის ხევში გადაჩეხვის საფრთხე იზრდება.

"ეგ გზა თუ არ გაკეთდება, შეიძლება ვიღაც ”ხამი” კაცი ღამე მიდიოდეს, რომელიც ამ გზაზე არ არის ნამყოფი და ხრამში გადავარდეს. შესაბამისმა სამსახურებმა აღნიშნულ ფაქტზე დაუყოვნებლივ უნდა მოახდინონ რეაგირება, სანამ სიტუაციას მსხვერპლი არ მოჰყოლია", - ამბობს ჩუმლაყელი ტაქსის მძღოლი.

გურჯაანელი გია ქიტიაშვილის თქმით კი, ეს მონაკვეთი სახიფათოა, როგორც მძღოლებისთვის, ისე მგზავრებისთვისაც. "ფული არის თუ არა, რაიონის ბიუჯეტიდან სასწრაფოდ უნდა გამოიყოს თანხა ამ პრობლემის მოსაგვარებლად. ვინაიდან, უარეს შემთხვევაში შესაძლოა, ადამიანი დაიღუპოს, უკეთეს შემთხვევაში კი მანქანები დაიმტვრას" , - ამბობს ქიტიაშვილი.

იხილეთ ვრცლად

”სპექტრი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა