პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

27

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 06:24-ზე, მთვარე ლომში გადავა 10:09-ზე – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. აქტიური ორგანოებია გული, სისხლის მიმოქცევის სისტემა, არტერიები, ზურგი, დიაფრაგმა. ცილები და ხილი კარგად შეიწოვება. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩამოვედი, რათა საზოგადოებაში დასმულ ყველა შეკითხვას გავცე პასუხი" - კირკიტაძე აშშ-დან დაბრუნდა
"ჩამოვედი, რათა საზოგადოებაში დასმულ ყველა შეკითხვას გავცე პასუხი" - კირკიტაძე აშშ-დან დაბრუნდა

ქვე­მო ქარ­თლის ყო­ფი­ლი გუ­ბერ­ნა­ტო­რი და­ვით კირ­კი­ტა­ძე ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუნ­და. და­ვით კირ­კი­ტა­ძემ ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში სწავ­ლა შე­წყვი­ტა და სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუნ­და, რათა გა­მო­ძი­ე­ბის შე­კი­თხვებს გას­ცეს პა­სუ­ხი.

რო­გორც კირ­კი­ტა­ძემ "რუს­თა­ვი 2"-ს აე­რო­პორ­ტში გა­ნუ­ცხა­და, ყვე­ლა დარ­წმუნ­დე­ბა, რომ საქ­მე გვაქვს "უუ­ნა­რო, არა­კომ­პე­ტენ­ტურ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან".

"ჩა­მო­ვე­დი, რათა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში დას­მულ ყვე­ლა შე­კი­თხვას გავ­ცე პა­სუ­ხი. მინ­და და­გარ­წმუ­ნოთ, რომ ამ კონ­კრე­ტუ­ლი საქ­მის შემ­თხვე­ვა­ში ყვე­ლა დარ­წმუნ­დე­ბა, რომ საქ­მე გვაქვს უუ­ნა­რო, არა­კომ­პე­ტენ­ტურ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან, რო­მელ­საც ქვე­ყა­ნა უფსკრუ­ლის­კენ მიჰ­ყავს", - გა­ნა­ცხა­და კირ­კი­ტა­ძემ.

და­ვით კირ­კი­ტა­ძეს სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით 10 000-ლა­რი­ა­ნი გი­რაო აქვს შე­ფარ­დე­ბუ­ლი. კირ­კი­ტა­ძის ბრა­ლად სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 332-ე მუხ­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ და­ნა­შა­ულს ედა­ვე­ბი­ან, რაც სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბას გუ­ლის­ხმობს.

"ჩამოვედი, რათა საზოგადოებაში დასმულ ყველა შეკითხვას გავცე პასუხი" - კირკიტაძე აშშ-დან დაბრუნდა

"ჩამოვედი, რათა საზოგადოებაში დასმულ ყველა შეკითხვას გავცე პასუხი" - კირკიტაძე აშშ-დან დაბრუნდა

ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორი დავით კირკიტაძე ამერიკის შეერთებული შტატებიდან საქართველოში დაბრუნდა. დავით კირკიტაძემ ამერიკის შეერთებულ შტატებში სწავლა შეწყვიტა და საქართველოში დაბრუნდა, რათა გამოძიების შეკითხვებს გასცეს პასუხი.

როგორც კირკიტაძემ "რუსთავი 2"-ს აეროპორტში განუცხადა, ყველა დარწმუნდება, რომ საქმე გვაქვს "უუნარო, არაკომპეტენტურ ხელისუფლებასთან".

"ჩამოვედი, რათა საზოგადოებაში დასმულ ყველა შეკითხვას გავცე პასუხი. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ამ კონკრეტული საქმის შემთხვევაში ყველა დარწმუნდება, რომ საქმე გვაქვს უუნარო, არაკომპეტენტურ ხელისუფლებასთან, ხელისუფლებასთან, რომელსაც ქვეყანა უფსკრულისკენ მიჰყავს", - განაცხადა კირკიტაძემ.

დავით კირკიტაძეს სასამართლოს გადაწყვეტილებით 10 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული. კირკიტაძის ბრალად სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავებიან, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა