საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე გორის კეთილმოწყობის სამსახურის მენეჯერი დააკავეს
თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე გორის კეთილმოწყობის სამსახურის მენეჯერი დააკავეს

გო­რის კე­თილ­მო­წყო­ბის სამ­სა­ხუ­რის მე­ნე­ჯერს სო­ლო­მონ გი­გა­ურს თან­ხე­ბის თაღ­ლი­თუ­რად და­უფ­ლე­ბის ფაქ­ტზე დღეს გო­რის რა­ი­ო­ნულ­მა სა­სა­მარ­თლომ აღ­მკვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და. ამის შე­სა­ხებ სა­სა­მარ­თლოს შუ­ამ­დგომ­ლო­ბით შიდა ქარ­თლის სა­ოლ­ქო პრო­კუ­რა­ტუ­რამ მი­მარ­თა.

შიდა ქარ­თლის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრის ინ­ფორ­მა­ცი­ით, საქ­მე მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო მი­სა­კუთ­რე­ბის მიზ­ნით სხვი­სი (მუ­შე­ბის) კუთ­ვნი­ლი თან­ხე­ბის და­უფ­ლე­ბას ან მო­ტყუ­ე­ბით ქო­ნებ­რი­ვი უფ­ლე­ბის მი­ღე­ბას ეხე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 180 მუხ­ლით კვა­ლი­ფი­ცირ­დე­ბა. გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე პრო­კუ­რა­ტუ­რა დე­ტა­ლებს არ ახ­მა­უ­რებს.

შპს "კე­თილ­მო­წყო­ბის" სამ­სა­ხუ­რი 2014 წლის შე­მოდ­გო­მამ­დე გო­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გამ­გე­ო­ბის დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში იყო. 2014 წლის დე­კემ­ბრი­დან ის გა­უქ­მდა და მის ნაც­ვლად აიპი (არა­სა­მე­წარ­მეო არა­კო­მერ­ცი­უ­ლი იუ­რი­დი­უ­ლი პირი) ჩა­მო­ყა­ლიბ­და, რო­მე­ლიც გო­რის მე­რი­ას და­ექ­ვემ­დე­ბა­რა. ახ­ლად­ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბულ აი­პი­ში, "კე­თილ­მო­წყო­ბის" სამ­სა­ხურ­თან ერ­თად, გამ­წვა­ნე­ბის სამ­სა­ხუ­რიც შე­ვი­და. გა­მო­ძი­ე­ბა სწო­რედ "აი­პამ­დე" არ­სე­ბულ პე­რი­ოდს სწავ­ლობს.

შიდა ქარ­თლის სა­ოლ­ქო პრო­კუ­რა­ტუ­რამ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გამ­გე­ო­ბის ფი­ნან­სუ­რი დო­კუ­მენ­ტა­ცია 2015 წლის იან­ვარს, სა­ხელ­მწი­ფო აუ­დი­ტის სკან­და­ლუ­რი დას­კვნის და­დე­ბის შემ­დეგ გა­ი­თხო­ვა. სა­ხელ­მწი­ფო აუ­დიტ­მა კი, გამ­გე­ო­ბის ფი­ნან­სუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბა 2012-2013 წლე­ბის ფარ­გლებ­ში შე­ის­წავ­ლა. აუ­დი­ტის დას­კვნა­ში "კე­თილ­მო­წყო­ბის" სამ­სა­ხუ­რის საქ­მი­ა­ნო­ბის ხარ­ვე­ზე­ბიც ფი­გუ­რი­რებს.

იხი­ლეთ ვრცლად

შიდა ქარ­თლის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე გორის კეთილმოწყობის სამსახურის მენეჯერი დააკავეს

თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე გორის კეთილმოწყობის სამსახურის მენეჯერი დააკავეს

გორის კეთილმოწყობის სამსახურის მენეჯერს სოლომონ გიგაურს თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე დღეს გორის რაიონულმა სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ამის შესახებ სასამართლოს შუამდგომლობით შიდა ქართლის საოლქო პროკურატურამ მიმართა.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, საქმე მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი (მუშების) კუთვნილი თანხების დაუფლებას ან მოტყუებით ქონებრივი უფლების მიღებას ეხება. აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180 მუხლით კვალიფიცირდება. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე პროკურატურა დეტალებს არ ახმაურებს.

შპს "კეთილმოწყობის" სამსახური 2014 წლის შემოდგომამდე გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის დაქვემდებარებაში იყო. 2014 წლის დეკემბრიდან ის გაუქმდა და მის ნაცვლად აიპი (არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირი) ჩამოყალიბდა, რომელიც გორის მერიას დაექვემდებარა. ახლადჩამოყალიბებულ აიპიში, "კეთილმოწყობის" სამსახურთან ერთად, გამწვანების სამსახურიც შევიდა. გამოძიება სწორედ "აიპამდე" არსებულ პერიოდს სწავლობს.

შიდა ქართლის საოლქო პროკურატურამ მუნიციპალიტეტის გამგეობის ფინანსური დოკუმენტაცია 2015 წლის იანვარს, სახელმწიფო აუდიტის სკანდალური დასკვნის დადების შემდეგ გაითხოვა. სახელმწიფო აუდიტმა კი, გამგეობის ფინანსური საქმიანობა 2012-2013 წლების ფარგლებში შეისწავლა. აუდიტის დასკვნაში "კეთილმოწყობის" სამსახურის საქმიანობის ხარვეზებიც ფიგურირებს.

იხილეთ ვრცლად

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა