''ოსკარების'' თემა წინა კვირის ყველაზე აქტუალური საკითხი გახლდათ, რასაკვირველია, დოლარის კურსის ცვლილებასთან ერთად. კინოჟურნალისტ ია ვეკუას ვთხოვეთ, შეეფასებინა ქართველთა ''ოსკაროსანი'' ლაშქრობა და ის აჟიოტაჟი, რაც მათმა თითოეულმა ნაბიჯმა გამოიწვია.
- ვფიქრობ, კულტურის სამინისტროს ზედმეტი მოსთხოვეს. ეჭვი მეპარება, რომ სხვა ქვეყნებში ასე ხდებოდეს. ვიცით, რომ კულტურის სამინისტრომ მსახიობების გამგზავრებაში მიიღო მონაწილეობა. თურქეთში თოვლის მოსვლა ნამდვილად არ არის კულტურის სამინისტროს ბრალი. ჩაცმულობის საკითხი კი თავად უნდა მოეგვარებინათ და პერანგი სამინისტროსთვის არ ეთხოვათ. მთელ მსოფლიოში ასეა, დიზაინერები თავად არიან დაინტერესებულნი, რომ მსახიობებს წითელ ხალიჩაზე მათი სამოსი ეცვათ.
- თუმცა ეს საქართველოა და აქ არც ისე ადვილია კერძო დაფინანსების შოვნა.
- არ არის ცნობილი ის, ესტონეთმა რა მონაწილეობა მიიღო ჩვენი მსახიობებისა და რეჟისორის გამგზავრებაში. ფილმი არა საქართველოს, არამედ ესტონეთის სახელით იყო წარდგენილი ''ოსკარზე'', შესაბამისად, პირველ რიგში, მათი ინტერესი უნდა ყოფილიყო, რომ მაქსიმალურად კარგად წარმოჩენილიყვნენ. მაგრამ, მეორე მხრივ, ესტონურმა მხარემ საკმაოდ ბევრი შრომა ჩადო იმაში, რომ ფილმი გადაეღოთ და შემდეგ, ალბათ, წინასაპრომოუშენოდაც დახარჯა გარკვეული თანხა. საბოლოოდ კი ფილმმა ასეთ წარმატებას მიაღწია. ჩვენს მონაწილეობას ეჭვქვეშ არ ვაყენებ, უბრალოდ, მთავარი მოთამაშე ჩვენ არ უნდა ვყოფილიყავით. სულ სხვა საქმე იქნებოდა, საქართველოს სახელით რომ ყოფილიყო ნომინირებული. ვიღაცამ თუ მოინდომა ჰოლივუდში წასვლა და წითელ ხალიჩაზე გასეირნება, ეს სახელმწიფოს პრობლემა არ არის. ზაზა ურუშაძეს შეიძლებოდა მო-ენდომებინა, რომ თავისი კარის მეზობელი წაეყვანა ლოს-ანჯელესში, მაგრამ ამისი დაფინანსება არ უნდა უზრუნველეყო სახ-ელმწიფოს.
- ძალიან გადამეტებული ხომ არ იყო სოციალურ ქსელში მიშა მესხის დაძინებაზე რეაგირება?
- ჩვენ არ ვიცით, რეალურად რა მოხდა. იქნებ, მიშა მესხი ცუდად იყო, ან თავი სტკიოდა. თუმცა ვფიქრობ, როცა ასეთ ცერ-ემონიაზე ხვდები და გაქვს პრეტენზია, რომ შენს ქვეყანას წარმოადგენ, ბოლომდე უნდა იყო მობილიზებული და პრეზენტაბელური, კავშირები გააბა და ა.შ. წამოწვე და დაიძინო, ეს ძალიან უხერხულია. მიშა მესხის ადგი-ლას მაქსიმალურად მობილიზებული ვიქნებოდი, რომ სიამოვნება მიმეღო. ადამიანები სამ და ოთხ ღამეს ათენებენ და თანაც, ქა-რთველთა ჯგუფი იქ სამი დღით ადრე ჩავიდა. უამრავი საშუალება არსებობს, რომ რამდენიმე საათი ფხიზლად გაძლო.
- ზაზა ურუშაძემ რომ პანჩური ამოარტყა მიშა მესხს, ესეც გახდა ქილიკის მიზეზი.
- ტელევიზიას რამდენად უნდა გაეშვა ეს კადრი, არ ვიცი. მე, მაგალითად, არ გა-ვუშვებდი. ზაზა ურუშაძე და მიშა მესხი, დარწმუნებული ვარ, ამ კადრის გამო დიდ უხერხულობას გრძნობენ. ძალიან შინაუ-რული კადრი იყო.