უძველესი დროიდან ცნობილია, რომ ზოდიაქოს თითოეული ნიშანი, კონკრეტულ ორგანოს შეესაბამება. თუმცა იგივე ნიშნები, ადამიანის პირად ჰოროსკოპში გარკვეულ სფეროებსაც "კურირებენ". ამიტომ ასტროლოგები და ეზოთერიკოსები თვლიან, რომ ესა თუ ის ავადმყოფობა ადამიანს კონკრეტულ სფეროში არასწორი და მცდარი ნაბიჯების შედეგად ეძლევა კოსმოსის მიერ დასაფიქრებლად და არა სასჯელად. თავისუფალი არჩევანის უფლება, ეს ყველაზე დიდი ძალაა, რომელსაც სამყარო ნებისმიერ ჩვენთაგანს ანიჭებს - მთავარია, სწორად გამოვიყენოთ იგი და მაქსიმალურად ვიზრუნოთ სულიერ განვითარებას.
ჩვენი საიტი არაერგზის დაეთმო სტატიებს ასტროლოგიისა და ჯანმრთელობის კავშირის შესახებ. დღეს მინდა კონკრეტულ დაავადებებზე გავამახვილო ყურადღება და აგიხსნათ, თუ რატომ გვაწუხებს ესა თუ ის ჩივილები ჩვენივე ცხოვრების წესიდან გამომდინარე.
თავი და მასთან დაკავშირებული პრობლემები ვერძის ზონაა - (შაკიკი, ანევრიზმა, თავის ტრავმები) მიანიშნებს იმას, რომ ადამიანი არასწორად გამოხატავს საკუთარ "ეგოს", მისი ფიქრები არასწორი მიმართულებისაა. ფიცხი და მოუთმენელია. ხშირად ბრაზდება და ვარდება მრისხანებაში. ახასიათებს დაუფიქრებელი საქციელი და საუბარი. ეჭვიანი და სასტიკია.
ყელი და მასთან დაკავშირებული პრობლემები (ანგინა, ჩიყვი, ლარინგიტი, ფარინგიტი, კისრის რადიკულიტი) - კუროს ზონაა, ამიტომ მსგავსი დაავადებებისკენ მიდრეკილება მიანიშნებს, რომ ადამიანი არასწორად ეკიდება მატერიალურ ფასეულობებს. ახასიათებს სიხარბე, დამგროვებლობა, გადამეტება კვებისა და სექსუალური ურთიერთობების საკითხში. შესაძლოა იგი დაბალი თვითშეფასების მატარებელიც იყოს. გამორიცხული არაა უყვარდეს ჭორაობა და ინტრიგები.
სასუნთქი გზები, კიდურები - ტყუპის სფეროა. დაავადებები, რომელიც ამ კუთხით ვითარდება (ბრონქიტი, ამოვარდნილობა, ტრავმები ხელის ან ფეხის კიდურებზე, თითებზე) მიანიშნებს იმას, რომ ადამიანს ცუდი დამოკიდებულება აქვს და-ძმებთან, უახლოესი წრის ნათესავებთან. მათ მიმართ იჩენს სიცივეს ან სისატიკეს. ცდილობს ყველა გამოიყენოს. ზოგადად, ასეთ ადამიანს უჭირს ურთიერთობა - შესაძლოა ახასიათებდეს წყენის გულში ჩახვევა, ზურგსუკან ქმედებები.
კუჭი, საჭმლის მომნელებელი ორგანოები (წყლული, სპაზმები, მომატებული ან დაქვეითებული მჟავიანობა) - კირჩხიბის სფეროა. ამ სფეროს მთვარე მართავს, რომელიც თავის მხრივ ემოციების მმართველია. მსგავსი ტიპის დაავადებები მიანიშნებს ჩვენს არასწორ დამოკიდებულებაზე დედასთან, მამაკაცის შემთხვევაში კი ზოგადად უნდობლობაზე ან სიძულვილზე ქალთა სქესის მიმართ. ასეთ ადამიანს უჭირს პატიება, შესაბამისად, ხშირად განიცდის ბავშვობის დროინდელი ნეგატიური ემოციების გავლენას, ვერ პატიობს მშობლებს (ბებიას, დედას).
გული, ხერხემალი, ზურგი - ლომის გავლენის სფეროა. დაავადებები - არითმია, ჰიპერტონია, ხერხემლის გამრუდება, დისკოზი ემართებათ ადამიანებს, ვისაც არაჯანსაღი ამბიციურობა გააჩნია. ასეთი ხალხი, ხშირად ყველა შესაძლო მეთოდით ცდილობს თავის დამკვიდრებას, თუმცა მათთვის არასოდესაა საკმარისი მიღწეული.