მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
სამართალი
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბოთლის სროლა და შეხლა-შემოხლა ზუგდიდის საკრებულოს სხდომაზე
 ბოთლის სროლა და შეხლა-შემოხლა ზუგდიდის საკრებულოს სხდომაზე

ზუგ­დი­დის საკ­რე­ბუ­ლოს დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე დე­პუ­ტა­ტე­ბი ერ­თმა­ნეთს ფი­ზი­კუ­რად და­უ­პი­რის­პირ­დნენ. დავა საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლე გი­ორ­გი თო­დუ­ა­სა და საკ­რე­ბუ­ლოს "ნა­ცი­ო­ნალ" წევრ ბათ­ლო­მე შე­ლი­ას შო­რის და­ი­წყო, რაც შემ­დეგ ფი­ზი­კურ და­პი­რის­პი­რე­ბა­სა და სი­ტყვი­ერ შე­უ­რა­ცხყო­ფა­ში გა­და­ი­ზარ­და.

საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლემ დე­პუ­ტატს შეხ­ლა-შე­მოხ­ლის დროს წყლის ბოთ­ლი ეს­რო­ლა. ბათ­ლო­მე შე­ლი­ას მი­სა­მარ­თით უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას გა­მოთ­ქვამ­დნენ საკ­რე­ბუ­ლოს სხვა წევ­რე­ბიც, ის­მო­და გი­ნე­ბა და შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი სი­ტყვე­ბი.

რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, და­პი­რის­პი­რე­ბის მი­ზე­ზი ჯერ კი­დევ წუ­ხელ სო­ცი­ა­ლურ ქსელ "ფე­ის­ბუქ­ში" და­ი­წყო, სა­დაც გი­ორ­გი თო­დუ­ას გან­მარ­ტე­ბით, ბათ­ლო­მე შე­ლია შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი სი­ტყვე­ბით მო­იხ­სე­ნი­ებ­და ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თე­ლო­ბის წარ­მო­მად­გე­ნელს და თა­ვად მას.

საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლის თქმით, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "სა­მო­ქა­ლა­ქო მო­ნი­ტო­რინ­გის ცენ­ტრმა" სა­კუ­თა­რი ინი­ცი­ა­ტი­ვით პრო­ექ­ტში, რო­მე­ლიც სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებ­თან შეხ­ვედ­რას ით­ვა­ლის­წი­ნებს, ჩარ­თო ქა­ლა­ქის საკ­რე­ბუ­ლო. სწო­რედ ამ თე­მა­ზე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პრო­ვო­კა­ცი­უ­ლი კო­მენ­ტა­რე­ბი "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა და­დეს. 

დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე ბათ­ლო­მე შე­ლი­ამ ასე­ვე უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა გა­მოთ­ქვა, რომ არა­სამ­თავ­რო­ბო­ებ­თან იმარ­თე­ბა სა­ი­დუმ­ლო შეხ­ვედ­რე­ბი, რა­ზეც მისი ფრაქ­ცია ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი არ იყო. დე­პუ­ტა­ტის თქმით, არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, შეხ­ვედ­რა ვისი ორ­გა­ნი­ზე­ბით მო­ე­წყო, რად­გან დე­პუ­ტა­ტე­ბი მის შე­სა­ხებ არ იყ­ვნენ ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი და არც უკი­თხავთ, სურ­და თუ არა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევრ დე­პუ­ტა­ტებს მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა.

წყა­რო: livepress.ge

livepress.ge

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს

ბოთლის სროლა და შეხლა-შემოხლა ზუგდიდის საკრებულოს სხდომაზე

 ბოთლის სროლა და შეხლა-შემოხლა ზუგდიდის საკრებულოს სხდომაზე

ზუგდიდის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. დავა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი თოდუასა და საკრებულოს "ნაციონალ" წევრ ბათლომე შელიას შორის დაიწყო, რაც შემდეგ ფიზიკურ დაპირისპირებასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაში გადაიზარდა.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ დეპუტატს შეხლა-შემოხლის დროს წყლის ბოთლი ესროლა. ბათლომე შელიას მისამართით უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ საკრებულოს სხვა წევრებიც, ისმოდა გინება და შეურაცხმყოფელი სიტყვები.

როგორც აღმოჩნდა, დაპირისპირების მიზეზი ჯერ კიდევ წუხელ სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" დაიწყო, სადაც გიორგი თოდუას განმარტებით, ბათლომე შელია შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებდა ადგილობრივი თვითმმართელობის წარმომადგენელს და თავად მას.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაცია "სამოქალაქო მონიტორინგის ცენტრმა" საკუთარი ინიციატივით პროექტში, რომელიც სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრას ითვალისწინებს, ჩართო ქალაქის საკრებულო. სწორედ ამ თემაზე სოციალურ ქსელში პროვოკაციული კომენტარები "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა დადეს. 

დღევანდელ სხდომაზე ბათლომე შელიამ ასევე უკმაყოფილება გამოთქვა, რომ არასამთავრობოებთან იმართება საიდუმლო შეხვედრები, რაზეც მისი ფრაქცია ინფორმირებული არ იყო. დეპუტატის თქმით, არ აქვს მნიშვნელობა, შეხვედრა ვისი ორგანიზებით მოეწყო, რადგან დეპუტატები მის შესახებ არ იყვნენ ინფორმირებული და არც უკითხავთ, სურდა თუ არა "ნაციონალური მოძრაობის" წევრ დეპუტატებს მასში მონაწილეობის მიღება.

წყარო: livepress.ge

livepress.ge

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა