საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სექსის ჰიგიენა - ის, რაც აუცილებლად უნდა ვიცოდეთ
სექსის ჰიგიენა - ის, რაც აუცილებლად უნდა ვიცოდეთ

სექ­სის ჰი­გი­ე­ნა - ეს შე­სი­ტყვე­ბა ზო­გი­ერთს შე­საძ­ლოა შე­უ­სა­ბა­მოდ მო­ეჩ­ვე­ნოს, ეხა­მუ­შოს კი­დეც - გა­მუდ­მე­ბით, მე­ტად­რე - სქე­სობ­რი­ვი კონ­ტაქ­ტის დროს, ჰი­გი­ე­ნის დაც­ვა­ზე ავად­მყო­ფუ­რად ფიქ­რი ვის გა­უ­გო­ნი­აო?! ეს იმი­ტომ, რომ ჰი­გი­ე­ნა­ზე სა­უბ­რი­სას უმე­ტე­სად ინ­ფექ­ცი­ის გა­მომ­წვევ­თა­გან თა­ვის დაც­ვას მო­ი­აზ­რე­ბენ. არა­და ჰი­გი­ე­ნა ვრცე­ლი მეც­ნი­ე­რე­ბაა, რო­მე­ლიც შე­ის­წავ­ლის ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მზე გა­რე­მოს ზე­მოქ­მე­დე­ბას და შე­ი­მუ­შა­ვებს ჯან­მრთე­ლო­ბის დაც­ვის ღო­ნის­ძი­ე­ბებს. შე­გახ­სე­ნებთ, რომ ადა­მი­ა­ნის სქე­სობ­რივ ქცე­ვა­ზე, ისე­ვე რო­გორც სხვა ქცე­ვებ­ზე, უამ­რა­ვი და­დე­ბი­თი თუ უარ­ყო­ფი­თი ფაქ­ტო­რი ახ­დენს გავ­ლე­ნას. რო­მე­ლია ეს ფაქ­ტო­რე­ბი?

რა გავ­ლე­ნას ახ­დე­ნენ ისი­ნი სექსზე? რა უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს სქე­სობ­რი­ვი კავ­ში­რის დროს წყვილ­მა? ამ და სხვა კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მა დკც (ყო­ფი­ლი სამ­კურ­ნა­ლო კომ­ბი­ნა­ტის) სექ­სო­ლო­გი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის უფ­როსს, სა­ქარ­თვე­ლოს სექ­სო­ლოგ­თა სა­ზო­გა­დო­ე­ბის მდი­ვანს, ბა­ტონ გი­ორ­გი ბე­როშ­ვილს ვთხო­ვეთ.

- რა არის სექ­სი თა­ვი­სი არ­სით და რას გუ­ლის­ხმობს მისი ჰი­გი­ე­ნა?

- სი­ტყვა "სექ­სის" თავ­და­პირ­ვე­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბაა სქე­სი - მამ­რო­ბი­თი ან მდედ­რო­ბი­თი, თუმ­ცა მას მე­ო­რე მნიშ­ვნე­ლო­ბაც აქვს, რო­მე­ლიც ასო­ცირ­დე­ბა ადა­მი­ა­ნის ფი­ზი­ო­ლო­გი­ურ, სქე­სობ­რივ ფუნ­ქცი­ას­თან, ანუ უნარ­თან, ჰქონ­დეს სქე­სობ­რი­ვი კონ­ტაქ­ტი. დღეს ხში­რად იყე­ნე­ბენ ისეთ ტერ­მი­ნებს, რო­გო­რიც არის "სქე­სობ­რი­ვი აქტი", "სექ­სით და­კა­ვე­ბა", "სქე­სობ­რი­ვი კავ­ში­რი"... მაგ­რამ ადა­მი­ან­თა უმე­ტე­სო­ბის­თვის სექ­სი არის, - უფრო სწო­რად, უნდა იყოს, - არა უბ­რა­ლოდ ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რი მო­თხოვ­ნი­ლე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა, არა­მედ უფრო ფა­ქი­ზი, უფრო ინ­ტი­მუ­რი რამ, რად­გან ამ დროს ორი ადა­მი­ა­ნის ურ­თი­ერ­თო­ბა ისა­ხავს მი­ზანს - მი­ა­ნი­ჭო პარტნი­ორს მეტი სი­ა­მოვ­ნე­ბა, მი­ე­ცე მას რო­გორც სუ­ლი­ე­რად, ასე­ვე ხორ­ცი­ე­ლად, გა­თა­ვი­სუფ­ლდე ჩარ­ჩო­ე­ბის­გან, უპა­სუ­ხო მის სურ­ვი­ლებს, და ეს ყო­ვე­ლი­ვე მხო­ლოდ "სექ­სის ტექ­ნი­კის" ფლო­ბა­ზე არ არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი. 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში, ალ­ბათ, უხერ­ხუ­ლიც არის იმის ახ­სნა, რომ სქე­სობ­რი­ვი კონ­ტაქ­ტის შემ­თხვე­ვა­ში პარტნი­ო­რებ­მა უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა უნდა და­იც­ვან ელე­მენ­ტა­რუ­ლი ჰი­გი­ე­ნის, ამ შემ­თხვე­ვა­ში - უბ­რა­ლო სხე­უ­ლებ­რი­ვი სი­სუფ­თა­ვის პრინ­ცი­პე­ბი. მარ­ტი­ვად რომ ვთქვათ, მი­ი­ღონ შხა­პი, მო­ი­წეს­რი­გონ გა­რე­თა სა­ს­ქე­სო ორ­გა­ნო­ე­ბი, გა­ი­სუფ­თა­ონ პი­რის ღრუ. ეს, ალ­ბათ, არა­ვი­თარ სირ­თუ­ლეს არ წარ­მო­ად­გენს, პი­რი­ქით, ხაზს უს­ვამს იმას, რომ სქე­სობ­რივ პარტნი­ორს პა­ტივს სცემ და გსურს, მას სი­ა­მოვ­ნე­ბა მი­ა­ნი­ჭო.

- რა არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი ჯან­სა­ღი სექ­სის­თვის?

- ჯან­სა­ღი სექ­სი, თუ მის სუ­ლი­ერ მხა­რეს ვი­გუ­ლის­ხმებთ, უწი­ნა­რეს ყოვ­ლი­სა, უნდა ემ­ყა­რე­ბო­დეს სიყ­ვა­რულს, რო­მე­ლიც სქე­სობ­რივ კავ­შირს სრულ­ყო­ფილს გახ­დის. სამ­წუ­ხა­როდ, ყო­ველ­თვის ასე არ ხდე­ბა, რად­გან შემ­თხვე­ვი­თი "თავ­გა­და­სავ­ლე­ბის­გან" არა­ვინ არის და­ზღვე­უ­ლი.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

სექსის ჰიგიენა - ის, რაც აუცილებლად უნდა ვიცოდეთ

სექსის ჰიგიენა - ის, რაც აუცილებლად უნდა ვიცოდეთ

სექსის ჰიგიენა - ეს შესიტყვება ზოგიერთს შესაძლოა შეუსაბამოდ მოეჩვენოს, ეხამუშოს კიდეც - გამუდმებით, მეტადრე - სქესობრივი კონტაქტის დროს, ჰიგიენის დაცვაზე ავადმყოფურად ფიქრი ვის გაუგონიაო?! ეს იმიტომ, რომ ჰიგიენაზე საუბრისას უმეტესად ინფექციის გამომწვევთაგან თავის დაცვას მოიაზრებენ. არადა ჰიგიენა ვრცელი მეცნიერებაა, რომელიც შეისწავლის ადამიანის ორგანიზმზე გარემოს ზემოქმედებას და შეიმუშავებს ჯანმრთელობის დაცვის ღონისძიებებს. შეგახსენებთ, რომ ადამიანის სქესობრივ ქცევაზე, ისევე როგორც სხვა ქცევებზე, უამრავი დადებითი თუ უარყოფითი ფაქტორი ახდენს გავლენას. რომელია ეს ფაქტორები?

რა გავლენას ახდენენ ისინი სექსზე? რა უნდა გაითვალისწინოს სქესობრივი კავშირის დროს წყვილმა? ამ და სხვა კითხვებზე პასუხის გაცემა დკც (ყოფილი სამკურნალო კომბინატის) სექსოლოგიური სამსახურის უფროსს, საქართველოს სექსოლოგთა საზოგადოების მდივანს, ბატონ გიორგი ბეროშვილს ვთხოვეთ.

- რა არის სექსი თავისი არსით და რას გულისხმობს მისი ჰიგიენა?

- სიტყვა "სექსის" თავდაპირველი მნიშვნელობაა სქესი - მამრობითი ან მდედრობითი, თუმცა მას მეორე მნიშვნელობაც აქვს, რომელიც ასოცირდება ადამიანის ფიზიოლოგიურ, სქესობრივ ფუნქციასთან, ანუ უნართან, ჰქონდეს სქესობრივი კონტაქტი. დღეს ხშირად იყენებენ ისეთ ტერმინებს, როგორიც არის "სქესობრივი აქტი", "სექსით დაკავება", "სქესობრივი კავშირი"... მაგრამ ადამიანთა უმეტესობისთვის სექსი არის, - უფრო სწორად, უნდა იყოს, - არა უბრალოდ ფიზიოლოგიური მოთხოვნილების დაკმაყოფილების საშუალება, არამედ უფრო ფაქიზი, უფრო ინტიმური რამ, რადგან ამ დროს ორი ადამიანის ურთიერთობა ისახავს მიზანს - მიანიჭო პარტნიორს მეტი სიამოვნება, მიეცე მას როგორც სულიერად, ასევე ხორციელად, გათავისუფლდე ჩარჩოებისგან, უპასუხო მის სურვილებს, და ეს ყოველივე მხოლოდ "სექსის ტექნიკის" ფლობაზე არ არის დამოკიდებული. 21-ე საუკუნეში, ალბათ, უხერხულიც არის იმის ახსნა, რომ სქესობრივი კონტაქტის შემთხვევაში პარტნიორებმა უპირველეს ყოვლისა უნდა დაიცვან ელემენტარული ჰიგიენის, ამ შემთხვევაში - უბრალო სხეულებრივი სისუფთავის პრინციპები. მარტივად რომ ვთქვათ, მიიღონ შხაპი, მოიწესრიგონ გარეთა სასქესო ორგანოები, გაისუფთაონ პირის ღრუ. ეს, ალბათ, არავითარ სირთულეს არ წარმოადგენს, პირიქით, ხაზს უსვამს იმას, რომ სქესობრივ პარტნიორს პატივს სცემ და გსურს, მას სიამოვნება მიანიჭო.

- რა არის აუცილებელი ჯანსაღი სექსისთვის?

- ჯანსაღი სექსი, თუ მის სულიერ მხარეს ვიგულისხმებთ, უწინარეს ყოვლისა, უნდა ემყარებოდეს სიყვარულს, რომელიც სქესობრივ კავშირს სრულყოფილს გახდის. სამწუხაროდ, ყოველთვის ასე არ ხდება, რადგან შემთხვევითი "თავგადასავლებისგან" არავინ არის დაზღვეული.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს