პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველების მოძულე რუსი პოლიტიკოსი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტს თბილისის დაბომბვით დაემუქრა
ქართველების მოძულე რუსი პოლიტიკოსი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტს თბილისის დაბომბვით დაემუქრა

რუ­სე­თის ექს-ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს და­ბომბვის ინი­ცი­ა­ტი­ვით გა­მო­დი­ო­და, ამ­ჯე­რად უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სუ­ლი ჯა­რის შეყ­ვა­ნას ამარ­თლებს

"მინ­სკის სამ­შვი­დო­ბო შე­თან­ხმე­ბის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, რუ­სეთს უკ­რა­ი­ნა­ში სა­კუ­თა­რი არ­მი­ის შეყ­ვა­ნის სრუ­ლი უფ­ლე­ბა აქვს", - ასე­თი გან­ცხა­დე­ბა რუ­სე­თის ერთ-ერთ სა­ტე­ლე­ვი­ზიო გა­და­ცე­მა­ში მიწ­ვე­ულ­მა სტუ­მარ­მა, სსრკ-ს გმირ­მა ალექ­სან­დრე რუც­კო­იმ გა­ა­კე­თა.

მკაც­რი ტო­ნით და მა­ღალ­ფარ­დო­ვა­ნი ტერ­მი­ნე­ბით გა­ჯე­რე­ბულ გა­მოს­ვლა­ში, რუც­კო­იმ ხაზი გა­უს­ვა, რომ უკ­რა­ი­ნის მიერ სამ­შვი­დო­ბო რე­ჟი­მის დარ­ღვე­ვის შემ­თხვე­ვა­ში, აუ­ცი­ლე­ბე­ლია სა­ერ­თა­შო­რი­სო კა­ნო­ნე­ბის სრუ­ლი დაც­ვით, დო­ნეც­კის და ლუ­განსკის რეს­პუბ­ლი­კე­ბის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღი­ა­რე­ბა და მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის და­სა­ცა­ვად, რეს­პუბ­ლი­კე­ბის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე რუ­სუ­ლი არ­მი­ის შეყ­ვა­ნა.

რუ­სე­თის ყო­ფი­ლი ვიცე-პრე­ზი­დენ­ტის გან­მარ­ტე­ბით, ფე­დე­რა­ცი­ის საბ­ჭოს მიერ უკ­რა­ი­ნა­ში ჯა­რე­ბის შეყ­ვა­ნის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, პუ­ტი­ნი მძლავრ და ეფექ­ტურ სამ­ხედ­რო ბერ­კეტს მი­ი­ღებს, რომ­ლი­თაც რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის დაც­ვის უზ­რუნ­ველ­ყო­ფას შეძ­ლებს.

სა­გუ­ლის­ხმოა, რომ უკ­რა­ი­ნა­ში სამ­ხედ­რო კონ­ფლიქ­ტის მას­შტა­ბურ საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბებ­ში გა­დას­ვლის მო­მენ­ტი­დან, ალექ­სან­დრე რუც­კოი უკ­რა­ი­ნუ­ლი პრობ­ლე­მის ძა­ლის­მი­ე­რი მე­თო­დით გა­დაჭ­რის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე აქ­ტი­უ­რი მომ­ხრეა.

მე­ზო­ბე­ლი სა­ხელ­მწი­ფოს მიერ ღია აგ­რე­სი­ას რუც­კოი ად­რეც გა­მო­ხა­ტავ­და. 1990-იანი წლე­ბის და­სა­წყის­ში ცხინ­ვა­ლის გარ­შე­მო მოვ­ლე­ნე­ბის გამ­წვა­ვე­ბას რუ­სე­თის მხრი­დან მკაც­რი რე­აქ­ცია მოჰ­ყვა. სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უ­ბარ­ში ალექ­სან­დრე რუც­კოი, რო­მელ­საც ბო­რის ელ­ცი­ნის მმარ­თვე­ლო­ბი­სას ვიცე-პრე­ზი­დენ­ტის პოს­ტი ეკა­ვა, ქარ­თუ­ლი მხრი­დან ცხინ­ვა­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბით ცე­ცხლის არ­შე­წყვე­ტის შემ­თხვე­ვა­ში, შე­ვარ­დნა­ძეს თბი­ლი­სის და­ბომბვით და­ე­მუქ­რა.

მსგავ­სი ში­ნა­არ­სის მუ­ქა­რე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს მი­მართ მის­გან შემ­დგომ პე­რი­ოდ­შიც ის­მო­და. სა­ქარ­თვე­ლოს და მის მა­შინ­დელ მთავ­რო­ბას რუც­კოი ბრალს პან­კი­სის ხე­ო­ბა­ში ჩე­ჩე­ნი ტე­რო­რის­ტე­ბის შე­ფა­რე­ბა­ში და მათ სამ­ხედ­რო მომ­ზა­დე­ბა­ში სდებ­და. არა­ერ­თხელ ის­მო­და პან­კი­სის ხე­ო­ბის და­ბომბვის მო­წო­დე­ბე­ბი.

დიდ პო­ლი­ტი­კა­ში წას­ვლამ­დე რუც­კოი სამ­ხედ­რო პი­ლო­ტი იყო. ავ­ღა­ნე­თის ომში იღებ­და მო­ნა­წი­ლე­ო­ბას და 40-ე არ­მი­ის სამ­ხედ­რო ავი­ა­ცი­ის სარ­დლის მო­ად­გი­ლის პოს­ტი ეკა­ვა. პირ­ვე­ლად მისი მო­ი­ე­რი­შე Cy-25 მო­ჯა­ჰე­დებ­მა 1986 წლის აპ­რილ­ში ჩა­მო­აგ­დეს. რუც­კო­იმ კა­ტა­პულ­ტით ისარ­გებ­ლა, მაგ­რამ დაშ­ვე­ბი­სას ხერ­ხემ­ლის მძი­მე ტრავ­მა მი­ი­ღო. რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის შემ­დეგ მო­მა­ვა­ლი გე­ნე­რალ-მა­ი­ო­რი კვლავ მწყობ­რში დაბ­რუნ­და. 1988 წლის აგ­ვის­ტო­ში მისი Cy-25 ხელ­მე­ო­რედ ჩა­მო­აგ­დეს. ამ­ჯე­რად რუც­კო­ის თვითმფრი­ნა­ვი პა­კის­ტა­ნურ­მა გა­მა­ნად­გუ­რე­ბელ­მა იმ­სხვერ­პლა.

სა­გუ­ლის­ხმოა, რომ რუც­კო­ის, რო­მელ­საც რბი­ლად რომ ვთქვათ, ქარ­თვე­ლე­ბი არას­დროს უყ­ვარ­და, ავ­ღა­ნეთ­ში სი­ცო­ცხლე ორი­ვე­ჯერ სწო­რედ თბი­ლი­სის სა­ა­ვი­ა­ციო ქარ­ხა­ნა­ში აგე­ბულ­მა Cy-25-მა გა­და­ურ­ჩი­ნა.

მო­ამ­ზა­და ნუკ­რი მგე­ლა­ძემ

სპე­ცი­ა­ლუ­რად AMBEBI.GE-სთვის

რუბრიკის სხვა სიახლეები

ქართველების მოძულე რუსი პოლიტიკოსი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტს თბილისის დაბომბვით დაემუქრა

ქართველების მოძულე რუსი პოლიტიკოსი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტს თბილისის დაბომბვით დაემუქრა

რუსეთის ექს-ვიცე-პრეზიდენტი, რომელიც საქართველოს დაბომბვის ინიციატივით გამოდიოდა, ამჯერად უკრაინაში რუსული ჯარის შეყვანას ამართლებს

"მინსკის სამშვიდობო შეთანხმების შეუსრულებლობის შემთხვევაში, რუსეთს უკრაინაში საკუთარი არმიის შეყვანის სრული უფლება აქვს", - ასეთი განცხადება რუსეთის ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში მიწვეულმა სტუმარმა, სსრკ-ს გმირმა ალექსანდრე რუცკოიმ გააკეთა.

მკაცრი ტონით და მაღალფარდოვანი ტერმინებით გაჯერებულ გამოსვლაში, რუცკოიმ ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის მიერ სამშვიდობო რეჟიმის დარღვევის შემთხვევაში, აუცილებელია საერთაშორისო კანონების სრული დაცვით, დონეცკის და ლუგანსკის რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარება და მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად, რესპუბლიკების ტერიტორიაზე რუსული არმიის შეყვანა.

რუსეთის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის განმარტებით, ფედერაციის საბჭოს მიერ უკრაინაში ჯარების შეყვანის გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, პუტინი მძლავრ და ეფექტურ სამხედრო ბერკეტს მიიღებს, რომლითაც რუსეთის მოქალაქეების დაცვის უზრუნველყოფას შეძლებს.

საგულისხმოა, რომ უკრაინაში სამხედრო კონფლიქტის მასშტაბურ საბრძოლო მოქმედებებში გადასვლის მომენტიდან, ალექსანდრე რუცკოი უკრაინული პრობლემის ძალისმიერი მეთოდით გადაჭრის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მომხრეა.

მეზობელი სახელმწიფოს მიერ ღია აგრესიას რუცკოი ადრეც გამოხატავდა. 1990-იანი წლების დასაწყისში ცხინვალის გარშემო მოვლენების გამწვავებას რუსეთის მხრიდან მკაცრი რეაქცია მოჰყვა. სატელეფონო საუბარში ალექსანდრე რუცკოი, რომელსაც ბორის ელცინის მმართველობისას ვიცე-პრეზიდენტის პოსტი ეკავა, ქართული მხრიდან ცხინვალის მიმართულებით ცეცხლის არშეწყვეტის შემთხვევაში, შევარდნაძეს თბილისის დაბომბვით დაემუქრა.

მსგავსი შინაარსის მუქარები საქართველოს მიმართ მისგან შემდგომ პერიოდშიც ისმოდა. საქართველოს და მის მაშინდელ მთავრობას რუცკოი ბრალს პანკისის ხეობაში ჩეჩენი ტერორისტების შეფარებაში და მათ სამხედრო მომზადებაში სდებდა. არაერთხელ ისმოდა პანკისის ხეობის დაბომბვის მოწოდებები.

დიდ პოლიტიკაში წასვლამდე რუცკოი სამხედრო პილოტი იყო. ავღანეთის ომში იღებდა მონაწილეობას და 40-ე არმიის სამხედრო ავიაციის სარდლის მოადგილის პოსტი ეკავა. პირველად მისი მოიერიშე Cy-25 მოჯაჰედებმა 1986 წლის აპრილში ჩამოაგდეს. რუცკოიმ კატაპულტით ისარგებლა, მაგრამ დაშვებისას ხერხემლის მძიმე ტრავმა მიიღო. რეაბილიტაციის შემდეგ მომავალი გენერალ-მაიორი კვლავ მწყობრში დაბრუნდა. 1988 წლის აგვისტოში მისი Cy-25 ხელმეორედ ჩამოაგდეს. ამჯერად რუცკოის თვითმფრინავი პაკისტანურმა გამანადგურებელმა იმსხვერპლა.

საგულისხმოა, რომ რუცკოის, რომელსაც რბილად რომ ვთქვათ, ქართველები არასდროს უყვარდა, ავღანეთში სიცოცხლე ორივეჯერ სწორედ თბილისის საავიაციო ქარხანაში აგებულმა Cy-25-მა გადაურჩინა.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ

სპეციალურად AMBEBI.GE-სთვის

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა