Faceამბები
სამართალი
მსოფლიო

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
საზოგადოება
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოს საგარეო უწყება ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის სამხედრო წვრთნების გამო შეშფოთებას გამოხატავს
საქართველოს საგარეო უწყება ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის სამხედრო წვრთნების გამო შეშფოთებას გამოხატავს

სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის მიერ წარ­მო­ე­ბუ­ლი სამ­ხედ­რო წვრთნე­ბის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს. რო­გორც უწყე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის სამ­ხრეთ სამ­ხედ­რო ოლ­ქში და სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე - ცხინ­ვა­ლის რე­გი­ონ­სა და აფხა­ზეთ­ში, სულ თორ­მეტ პო­ლი­გონ­ზე და­ი­წყო მას­შტა­ბუ­რი სამ­ხედ­რო სა­ვე­ლე წვრთნე­ბი, რო­მელ­შიც მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ სხვა­დას­ხვა სამ­ხედ­რო ნა­წი­ლე­ბი და შე­ნა­ერ­თე­ბი, მათ შო­რის სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვის და­ნა­ყო­ფე­ბი.

"სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ე­ბი გა­დი­ან მას­შტა­ბურ სა­არ­ტი­ლე­რიო სწავ­ლე­ბას სხვა­დას­ხვა სა­ცე­ცხლე სის­ტე­მე­ბი­დან სრო­ლებ­ში. სწავ­ლე­ბა­ში გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ისე­თი თა­ნა­მედ­რო­ვე შე­ტე­ვი­თი ხა­სი­ა­თის სა­ხე­ო­ბე­ბი, რო­გო­რი­ცაა სა­ზე­ნი­ტო სა­რა­კე­ტო კომ­პლექ­სე­ბი - (ПЗРК) "Игла", სა­ზე­ნი­ტო საქ­ვე­მე­ხო-სა­რა­კე­ტო კომ­პლექ­სე­ბი - "Тунгуска", სა­ზე­ნი­ტო სა­არ­ტი­ლე­რიო კომ­პლექ­სე­ბი "Шилка", სა­ზე­ნი­ტო სა­რა­კე­ტო სის­ტე­მე­ბი С-300В, Стрела-10, "Тор" და "Оса". სულ სა­ვე­ლე წვრთნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას იღებს 2 000-ზე მეტი სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე და ხუ­თას­ზე მეტი ერ­თე­უ­ლი სამ­ხედ­რო ტექ­ნი­კა.

რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ეს ქმე­დე­ბე­ბი წარ­მო­ად­გენს სა­ქარ­თვე­ლოს სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი­სა და ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის ხელ­ყო­ფას, სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის, სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის ნორ­მე­ბი­სა და პრინ­ცი­პე­ბის, აგ­რეთ­ვე რუ­სე­თის მიერ აღე­ბუ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის, მათ შო­რის, 2008 წლის 12 აგ­ვის­ტოს ცე­ცხლის შე­წყვე­ტის შე­სა­ხებ შე­თან­ხმე­ბის უხეშ დარ­ღვე­ვას და საფრ­თხეს უქ­მნის რე­გი­ონ­ში მშვი­დო­ბა­სა და უსაფრ­თხო­ე­ბას.

სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო გა­მო­ხა­ტავს უკი­დუ­რეს შეშ­ფო­თე­ბას და მო­ი­თხოვს რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ი­სა­გან ნა­კის­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბას, სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ი­დან შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის გაყ­ვა­ნას და სა­ქარ­თვე­ლოს რე­გი­ო­ნე­ბის დე­ო­კუ­პა­ცი­ას", - აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო მო­უ­წო­დებს სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბას ადეკ­ვა­ტუ­რი რე­ა­გი­რე­ბა მო­ახ­დი­ნოს რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის მო­რიგ დესტრუქ­ცი­ულ ნა­ბიჯ­ზე და არ და­უშ­ვას სა­ქარ­თვე­ლოს სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი­სა და ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის შე­ლახ­ვის­კენ მი­მარ­თუ­ლი მო­რი­გი ქმე­დე­ბა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

სი­ახ­ლე!

თუ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ხართ მხო­ლოდ პო­ლი­ტი­კუ­რი თე­მე­ბით და არ გსურთ, მი­ი­ღოთ სხვა, თქვენ­თვის უინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცია, მო­ი­წო­ნეთ გვერ­დი, რო­მელ­ზეც მხო­ლოდ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი პო­ლი­ტი­კუ­რი სი­ა­ხე­ე­ბი თავ­სდე­ბა.

საქართველოს საგარეო უწყება ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის სამხედრო წვრთნების გამო შეშფოთებას გამოხატავს

საქართველოს საგარეო უწყება ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის სამხედრო წვრთნების გამო შეშფოთებას გამოხატავს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ფედერაციის მიერ წარმოებული სამხედრო წვრთნების შესახებ განცხადებას ავრცელებს. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რუსეთის ფედერაციის სამხრეთ სამხედრო ოლქში და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე - ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში, სულ თორმეტ პოლიგონზე დაიწყო მასშტაბური სამხედრო საველე წვრთნები, რომელშიც მონაწილეობენ სხვადასხვა სამხედრო ნაწილები და შენაერთები, მათ შორის საჰაერო თავდაცვის დანაყოფები.

"სამხედრო მოსამსახურეები გადიან მასშტაბურ საარტილერიო სწავლებას სხვადასხვა საცეცხლე სისტემებიდან სროლებში. სწავლებაში გამოიყენება ისეთი თანამედროვე შეტევითი ხასიათის სახეობები, როგორიცაა საზენიტო სარაკეტო კომპლექსები - (ПЗРК) "Игла", საზენიტო საქვემეხო-სარაკეტო კომპლექსები - "Тунгуска", საზენიტო საარტილერიო კომპლექსები "Шилка", საზენიტო სარაკეტო სისტემები С-300В, Стрела-10, "Тор" და "Оса". სულ საველე წვრთნებში მონაწილეობას იღებს 2 000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე და ხუთასზე მეტი ერთეული სამხედრო ტექნიკა.

რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული ეს ქმედებები წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას, საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების, აგრეთვე რუსეთის მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებების, მათ შორის, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების უხეშ დარღვევას და საფრთხეს უქმნის რეგიონში მშვიდობასა და უსაფრთხოებას.

საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს უკიდურეს შეშფოთებას და მოითხოვს რუსეთის ფედერაციისაგან ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, საქართველოს ტერიტორიიდან შეიარაღებული ძალების გაყვანას და საქართველოს რეგიონების დეოკუპაციას", - აღნიშნულია განცხადებაში.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას ადეკვატური რეაგირება მოახდინოს რუსეთის ფედერაციის მორიგ დესტრუქციულ ნაბიჯზე და არ დაუშვას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შელახვისკენ მიმართული მორიგი ქმედება.

"ინტერპრესნიუსი"

სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახეები თავსდება.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა