ამერიკის კინოაკადემიის ყოველწლიური დაჯილდოება მხოლოდ ჰოლოვუდელი მილიონერების ან კინობოჰემის წარმომადგენლების ზეიმი არ არის. ის, ამავდროულად, უდიდესი ბიზნესია, რომელშიც არაერთი ადამიანია ჩართული და საქმიანობას საკმაოდ კოლოსალური შემოსავალიც მოაქვს...
მოდით, ვნახოთ, რა ღირს კინოსამყაროს უდიდესი დღესასწაული, რომელსაც "ოსკარის" დაჯილდოება ქვია.
წითელი ხალიჩა
უკვე 20 წელია, რაც "ოსკარის" დაჯილდოების უმნიშვნელოვანეს დეტალზე - წითელ ხალიჩაზე პასუხისმგებლობას კომპანია Turf & Carpet იღებს. ცხადია, ეს კომპანიისთვის ერთ-ერთი უმსხვილესი დაკვეთაა, ვინაიდან 500 მეტრიანი ხალიჩა დაახლოებით 25 000 დოლარი ღირს.
ხალიჩას კომპანია ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ცვლის, ვინაიდან ამ პერიოდში ის უკვე ახერხებს "დაბერებას".
კონვერტები
კონვერტები, რომლებიც ასევე განუყოფელი ნაწილია "ოსკარისთვის". კონვერტები, რომელშიც ნომინანტი ფილმებისა და მსახიობების, და რაც მთავარია, გამარჯვებულების სახელებებია მოთავსებული. ცერემონიისთვის 96 კონცერტი იქმნება, და თითოეულზე მუშაობას 110 საათი სჭირდება. თითოეული კონვერტის ღირებულება კი 200 დოლარს შეადგენს.
ოსკარის ქანდაკება
დაჯილდოების მთავარი სიმბოლო ცხადია, საკმაოდ ძვირადღირებულია. იმის მიუხედავად, რომ 24 ნომინაციაა, ყოველწლიურად 50 ქანდაკებას ქმნიან. თითოეული ქანდაკების ღირებულება 500-დან 900 დოლარამდე შეადგენს. ზუსტ ღირებულებას კი საერთაშორისო ბაზარზე ოქროს ფასი განსაზღვრავს.