"მითხრეს წადიო და წამოვედი" - გეგა ფალავანდიშვილი "რუსთავი2"-დან წამოსვლის მიზეზებზე

"მითხრეს წადიო და წამოვედი" - გეგა ფალავანდიშვილი "რუსთავი2"-დან წამოსვლის მიზეზებზე

სულ ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ გეგა ფალავანდიშვილმა "რუსთავი 2" დატოვა. ამის შესახებ "რუსთავი 2"-ის პროგრამებისა და მარკეტინგის მენეჯერმა სოციალურ ქსელში თავად დაწერა.. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ გეგა ფალავანდიშვილი ამ სეზონზე ვერც "ნიჭიერის" ჟიურიში მოხვდა და არც "იქს ფაქტორის" წამყვანი იქნება. სამსახურიდან წამოსულმა ფალავანდიშვილმა პირველი კომენტარი "ამბები.გე"-თან გააკეთა.

- რა გახდა "რუსთავი 2"-თან თანამშრომლობის შეწყვეტის მიზეზი?

- მითხრეს წადიო და ამიტომ წამოვედი. მიზეზი რა გახდა, ნამდვილად არ ვიცი.

- დაპირისპირება გქონდათ არხის ხელმძღვანელობასთან? რას უკავშირებთ ამ გადაწყვეტილებას?

- არაფერს არ ვუკავშირებ, თვითონ წყვეტენ თავიანთ პოლიტიკას. ვიღაცა უნდათ და ვიღაცა არა.

- გულნატკენი ხართ?

- 7 წლის მანძილზე რაც მინდოდა, გავაკეთე. შედეგიც კარგი იყო. სხვაგან გავაკეთებ იგივეს, რა პრობლემაა.

- სად გააგრძელებთ მუშაობას?

- ამ საღამოს დავწერე ეს განცხადება და ჯერჯერობით არაფერი შემოუთავაზებიათ. ასე რომ, ვისვენებ.

- სტეფანეს პოსტზე ვნახე თქვენი ირონიული კომენტარი, ის აცხადებდა, რომ ინფორმაცია "იქს ფაქტორთან" თანამშრომლობის შეწყვეტის შესახებ, sms-ით მიიღო და ეს ხომ არ გახდა გადაწყვეტილების მიღების მიზეზი?

- არა, არა.

AMBEBI. ge

თამარ ბოჭორიშვილი

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები