"რუსთავი 2"-ის პროგრამებისა და მარკეტინგის მენეჯერნმა გეგა ფალავანდიშვილმა ტელეკომპანია დატოვა. ამის შესახებ გეგას "ფეისბუქის" პირადი გვერდიდან გახდა ცნობილი.
"აი, ჩემი ბოლო ხელფასიც ჩაირიცხა "რუსთავი 2"-ში და მინდა მადლობა გადადიხადოთ:
1. ყველას, ვინც ხართ ან იყავით "რუსთავი 2"-ში ჩემი აქ ყოფნის 7 წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში,
2. ყველა კომპანიის წარმომადგენელს და ცალკეულ ადამიანს, ვინც გვერდში გვედგა.
მადლობა მხარდაჭერისთვისა და მოტივაციისთვის. თქვენი ყველას დამსახურებაა "რუსთავი 2"-ის უპირობო ლიდერობა. გისურვებთ წარმატებას და პირველობის შენარჩუნებას…
და განსაკუთრებული მადლობა იმ რამდენიმე ადამიანს, ვინც პირადად შეიტანა თავისი განუმეორებელი წვლილი ჩემს წამოსვლაში.
Gega Palavandishvili
Ex - Head of Marketing, Programming & Programme Acquisitions Departments", – წერს ფალავანდიშვილი.