Faceამბები
სამართალი
საზოგადოება

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ფოტორეპორტიორ ირაკლი გედენიძის ცემაზე დაკავებულის მამა, გიორგი ბეგიაშვილი პოლიციის ყოფილი მაიორი აღმოჩნდა
ფოტორეპორტიორ ირაკლი გედენიძის ცემაზე დაკავებულის მამა, გიორგი ბეგიაშვილი პოლიციის ყოფილი მაიორი აღმოჩნდა

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის" ფო­ტო­კო­რეს­პონ­დენ­ტის ირაკ­ლი გე­დე­ნი­ძის ცე­მის ვი­დე­ო­კად­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბას ინ­ტერ­ნეტ-სივ­რცე­ში დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოყ­ვა. მამა-შვი­ლის ბე­გი­აშ­ვი­ლე­ბის საქ­ცი­ელ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბის აღ­შფო­თე­ბა გა­მო­იწ­ვია. კად­რებ­ში ჩანს, რომ გი­ორ­გი ბე­გი­აშ­ვილ­მა ირაკ­ლი გე­დე­ნი­ძე და­ი­ჭი­რა, ხოლო მის­მა ვაჟ­მა ივა­ნე ბე­გი­აშ­ვილ­მა კი ფო­ტო­კო­რეს­პო­დენტს სცე­მა. "ამ­ბე­ბი.გე"-თვის ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ გი­ორ­გი ბე­გი­აშ­ვი­ლი პო­ლი­ცი­ე­ლია და სის­ტე­მა­ში "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" დროს მუ­შა­ობ­და. ჩვე­ნი წყა­როს ცნო­ბით, ბე­გი­აშ­ვი­ლი პო­ლი­ცი­ი­დან რამ­დე­ნი­მე წლის წინ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს.

ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­მოწ­მე­ბას თა­ვად გი­ორ­გი ბე­გი­აშ­ვილ­თან შე­ვე­ცა­დეთ. ბე­გი­აშ­ვილ­მა გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია და­ა­დას­ტუ­რა, თუმ­ცა პო­ლი­ცი­ი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის მი­ზე­ზებ­ზე სა­უ­ბა­რი არ ისურ­ვა.

- ბა­ტო­ნო გი­ორ­გი, ჩვენ­თვის ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ პო­ლი­ცი­ა­ში მუ­შა­ობ­დით და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლის შემ­დეგ გა­გა­თა­ვი­სუფ­ლეს სამ­სა­ხუ­რი­დან, მარ­თა­ლია?

- "ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ" და­მი­თხო­ვა სამ­სა­ხუ­რი­დან.

- რა თა­ნამ­დე­ბო­ბა გე­ჭი­რათ?

- დიდი ბი­ოგ­რა­ფია მაქვს და სა­ი­დან და­ვი­წყო?

- რა თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე მუ­შა­ობ­დით ბო­ლოს?

- პო­ლი­ცი­ის მა­ი­ო­რი ვარ. ბევ­რგან ვმუ­შა­ობ­დი, ბო­ლოს ქა­ლა­ქის მთა­ვარ სამ­მარ­თვე­ლო­ში ვმუ­შა­ობ­დი.

- რა მი­ზე­ზით და­გა­ტო­ვე­ბი­ნეს სამ­სა­ხუ­რი?

- კონ­კრე­ტი­კა რა სა­ჭი­როა?

- რო­დის გა­გა­თა­ვი­სუფ­ლეს სამ­სა­ხუ­რი­დან?

- 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომამ­დე გა­მა­თა­ვი­სუფ­ლეს სამ­სა­ხუ­რი­დან.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

ambebi.ge

იხი­ლეთ ასე­ვე: ვინ არი­ან ერ­თმა­ნე­თის­თვის "კე­პ­კი­ა­ნი" პო­ლი­ტი­კო­სი და მო­ძა­ლა­დე, რო­მელ­მაც ფო­ტო­რე­პორ­ტი­ო­რი სას­ტი­კად ცემა

იხი­ლეთ ვი­დე­ო­ფაქ­ტი| "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის" ფო­ტო­კო­რეს­პონ­დენტს სა­ხე­ში ურტყეს და კა­მე­რა და­უმტვრი­ეს

ფოტორეპორტიორ ირაკლი გედენიძის ცემაზე დაკავებულის მამა, გიორგი ბეგიაშვილი პოლიციის ყოფილი მაიორი აღმოჩნდა

ფოტორეპორტიორ ირაკლი გედენიძის ცემაზე დაკავებულის მამა, გიორგი ბეგიაშვილი პოლიციის ყოფილი მაიორი აღმოჩნდა

"ინტერპრესნიუსის" ფოტოკორესპონდენტის ირაკლი გედენიძის ცემის ვიდეოკადრების გავრცელებას ინტერნეტ-სივრცეში დიდი გამოხმაურება მოყვა. მამა-შვილის ბეგიაშვილების საქციელმა საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია. კადრებში ჩანს, რომ გიორგი ბეგიაშვილმა ირაკლი გედენიძე დაიჭირა, ხოლო მისმა ვაჟმა ივანე ბეგიაშვილმა კი ფოტოკორესპოდენტს სცემა. "ამბები.გე"-თვის ცნობილი გახდა, რომ გიორგი ბეგიაშვილი პოლიციელია და სისტემაში "ნაციონალური მოძრაობის" დროს მუშაობდა. ჩვენი წყაროს ცნობით, ბეგიაშვილი პოლიციიდან რამდენიმე წლის წინ გაათავისუფლეს.

ინფორმაციის გადამოწმებას თავად გიორგი ბეგიაშვილთან შევეცადეთ. ბეგიაშვილმა გავრცელებული ინფორმაცია დაადასტურა, თუმცა პოლიციიდან გათავისუფლების მიზეზებზე საუბარი არ ისურვა.

- ბატონო გიორგი, ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ პოლიციაში მუშაობდით და "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გაგათავისუფლეს სამსახურიდან, მართალია?

- "ნაციონალურმა მოძრაობამ" დამითხოვა სამსახურიდან.

- რა თანამდებობა გეჭირათ?

- დიდი ბიოგრაფია მაქვს და საიდან დავიწყო?

- რა თანამდებობაზე მუშაობდით ბოლოს?

- პოლიციის მაიორი ვარ. ბევრგან ვმუშაობდი, ბოლოს ქალაქის მთავარ სამმართველოში ვმუშაობდი.

- რა მიზეზით დაგატოვებინეს სამსახური?

- კონკრეტიკა რა საჭიროა?

- როდის გაგათავისუფლეს სამსახურიდან?

- 2008 წლის აგვისტოს ომამდე გამათავისუფლეს სამსახურიდან.

თამარ ბოჭორიშვილი

ambebi.ge

იხილეთ ასევე: ვინ არიან ერთმანეთისთვის "კეპკიანი" პოლიტიკოსი და მოძალადე, რომელმაც ფოტორეპორტიორი სასტიკად ცემა

იხილეთ ვიდეოფაქტი| "ინტერპრესნიუსის" ფოტოკორესპონდენტს სახეში ურტყეს და კამერა დაუმტვრიეს

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ