პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სარეცხი მანქანის მოპარვისთვის დაპატიმრებული 6 შვილის მამა - შოთა იათაშვილის ნაღვლიანი ისტორია
სარეცხი მანქანის მოპარვისთვის დაპატიმრებული 6 შვილის მამა - შოთა იათაშვილის ნაღვლიანი ისტორია

პო­ეტ­მა შოთა ია­თაშ­ვილ­მა ფე­ის­ბუქ-აუ­დი­ტო­რი­ას ის­ტო­რია მო­უ­თხრო, რო­მე­ლიც მას ცი­ხე­ში, პა­ტიმ­რე­ბის­თვის ლექ­სე­ბის წა­სა­კი­თხად მი­სულს გა­დახ­და:

"გუ­შინ გლ­და­ნის ცი­ხე­ში ვი­ყა­ვი, დათო ყან­ჩაშ­ვილ­მა წა­მიყ­ვა­ნა, პა­ტიმ­რე­ბის­თვის ლექ­სე­ბი უნდა წა­მე­კი­თხა. კი წა­ვი­კი­თხე რამ­დე­ნი­მე, ცოტა პო­ე­ზი­ა­ზე ლა­პა­რა­კიც მო­ვას­წა­რი, მაგ­რამ მერე გა­აქ­ტი­ურ­დნენ პა­ტიმ­რე­ბი: ჯერ ერ­თმა და­აძ­რო თა­ვი­სი რვე­უ­ლი და თა­ვი­სი ლექ­სე­ბი გვი­კი­თხა, მერე მე­ო­რე­საც მო­უნ­და, და კაი, გა­ი­ქე­ცი სა­კან­ში, მო­ი­ტა­ნე შენი რვე­უ­ლიო, გა­უშ­ვეს და იმა­ნაც მო­ირ­ბი­ნა თა­ვი­სი ნა­წე­რე­ბით და პო­ე­ტუ­რი სა­ღა­მო გა­ნაგ­რძო.

ახლა რა­ტომ ვყვე­ბი ამ ყვე­ლა­ფერს: პირ­ვე­ლი, რო­მელ­მაც ეს საქ­მე წა­მო­ი­წყო, გივი, რა­ღაც ძა­ლი­ან წრფელ ლექ­სებს კი­თხუ­ლობ­და, სულ თა­ვის ოჯახს და უპატ­რო­ნოდ და­ტო­ვე­ბულ შვი­ლებს მის­ტი­რო­და. რომ ვკი­თხე, 6 შვი­ლი მყავ­სო და 3 წელი მაქვს მოს­ჯი­ლი, კი­დევ 2 დამ­რჩაო. თუ რა და­ა­შა­ვა, იქ აღარ მი­კი­თხავს, მო­მე­რი­და რა­ღაც­ნა­ი­რად, მაგ­რამ ყვე­ლა­ფე­რი რომ მორ­ჩა და გა­რეთ გა­მოვ­დი­ო­დით, ად­მი­ნის­ტრა­ცი­ი­დან ერ­თმა გო­გომ, რო­მე­ლიც მოგ­ვყვე­ბო­და, გვი­თხრა, გული მო­გიკ­ვდე­ბათ, რომ გა­ი­გოთ ეს გივი რა­ზეა და­ჭე­რი­ლიო.

სა­დღაც სო­ფელ­ში ცხოვ­რობს, გა­უ­საძ­ლის პი­რო­ბებ­ში და სა­რე­ცხი მან­ქა­ნის მო­პარ­ვის­თვის და­ი­ჭი­რე­სო. აი, 6 შვი­ლი რომ გყავს და იმ­დე­ნად გინ­და ცო­ლის­თვის სა­რე­ცხი მან­ქა­ნა და იმ­დე­ნად არა გაქვს მისი ყიდ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ იპა­რავ და ამის­თვის 3 წლით გსვა­მენ ცი­ხე­ში. რა­ღაც ძა­ლი­ან რო­ბო­ტუ­ლია ეს ჩვე­ნი სა­დამ­სჯე­ლო სის­ტე­მა, წვე­თი ადა­მი­ა­ნო­ბი­სა მას­ში არაა. არ შე­იძ­ლე­ბა ასე, კარ­გით რა, ცო­დოა ეს გივი, ვერ ხე­დავთ, რომ დამ­ნა­შა­ვის, ბო­რო­ტი რე­ცი­დი­ვის­ტის სული მას­ში არ სახ­ლობს და ეს შეც­დო­მაც სიყ­ვა­რულ­მა ჩა­ა­დე­ნი­ნა. მი­ე­ცი პი­რო­ბი­თი, ნუ 6 თვე მა­ინც აკ­მა­რე, ისიც არ ეყო­ფა, რომ ამ გა­ძაღ­ლე­ბულ ქვე­ყა­ნა­ში 6 შვი­ლის მა­მას სა­რე­ცხი მან­ქა­ნა ოც­ნე­ბა­და აქვს გა­დაქ­ცე­უ­ლი?" - წერს ია­თაშ­ვი­ლი.

სარეცხი მანქანის მოპარვისთვის დაპატიმრებული 6 შვილის მამა - შოთა იათაშვილის ნაღვლიანი ისტორია

სარეცხი მანქანის მოპარვისთვის დაპატიმრებული 6 შვილის მამა - შოთა იათაშვილის ნაღვლიანი ისტორია

პოეტმა შოთა იათაშვილმა ფეისბუქ-აუდიტორიას ისტორია მოუთხრო, რომელიც მას ციხეში, პატიმრებისთვის ლექსების წასაკითხად მისულს გადახდა:

"გუშინ გლდანის ციხეში ვიყავი, დათო ყანჩაშვილმა წამიყვანა, პატიმრებისთვის ლექსები უნდა წამეკითხა. კი წავიკითხე რამდენიმე, ცოტა პოეზიაზე ლაპარაკიც მოვასწარი, მაგრამ მერე გააქტიურდნენ პატიმრები: ჯერ ერთმა დააძრო თავისი რვეული და თავისი ლექსები გვიკითხა, მერე მეორესაც მოუნდა, და კაი, გაიქეცი საკანში, მოიტანე შენი რვეულიო, გაუშვეს და იმანაც მოირბინა თავისი ნაწერებით და პოეტური საღამო განაგრძო.

ახლა რატომ ვყვები ამ ყველაფერს: პირველი, რომელმაც ეს საქმე წამოიწყო, გივი, რაღაც ძალიან წრფელ ლექსებს კითხულობდა, სულ თავის ოჯახს და უპატრონოდ დატოვებულ შვილებს მისტიროდა. რომ ვკითხე, 6 შვილი მყავსო და 3 წელი მაქვს მოსჯილი, კიდევ 2 დამრჩაო. თუ რა დააშავა, იქ აღარ მიკითხავს, მომერიდა რაღაცნაირად, მაგრამ ყველაფერი რომ მორჩა და გარეთ გამოვდიოდით, ადმინისტრაციიდან ერთმა გოგომ, რომელიც მოგვყვებოდა, გვითხრა, გული მოგიკვდებათ, რომ გაიგოთ ეს გივი რაზეა დაჭერილიო.

სადღაც სოფელში ცხოვრობს, გაუსაძლის პირობებში და სარეცხი მანქანის მოპარვისთვის დაიჭირესო. აი, 6 შვილი რომ გყავს და იმდენად გინდა ცოლისთვის სარეცხი მანქანა და იმდენად არა გაქვს მისი ყიდვის საშუალება, რომ იპარავ და ამისთვის 3 წლით გსვამენ ციხეში. რაღაც ძალიან რობოტულია ეს ჩვენი სადამსჯელო სისტემა, წვეთი ადამიანობისა მასში არაა. არ შეიძლება ასე, კარგით რა, ცოდოა ეს გივი, ვერ ხედავთ, რომ დამნაშავის, ბოროტი რეციდივისტის სული მასში არ სახლობს და ეს შეცდომაც სიყვარულმა ჩაადენინა. მიეცი პირობითი, ნუ 6 თვე მაინც აკმარე, ისიც არ ეყოფა, რომ ამ გაძაღლებულ ქვეყანაში 6 შვილის მამას სარეცხი მანქანა ოცნებადა აქვს გადაქცეული?" - წერს იათაშვილი.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია