პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნინო ბურჯანაძის თქმით, ნატო-ს კარზე კაკუნის გაგრძელება ქვეყანას სიკეთეს არ მოუტანს
ნინო ბურჯანაძის თქმით,  ნატო-ს კარზე კაკუნის გაგრძელება ქვეყანას სიკეთეს არ მოუტანს

"გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მოძ­რა­ო­ბის" ლი­დე­რის ნინო ბურ­ჯა­ნა­ძის შე­ფა­სე­ბით, ფრან­სუა ოლან­დის მიერ გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბა იმის დე­მონ­სტრი­რე­ბა იყო, რომ სა­ქარ­თვე­ლო უახ­ლო­ე­სი ათწლე­უ­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ალი­ან­სის წევ­რი ვერ გახ­დე­ბა. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" "გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მოძ­რა­ო­ბი­დან" აც­ნო­ბეს, ნინო ბურ­ჯა­ნა­ძემ ეს გან­ცხა­დე­ბა, გა­ზეთ "რე­ზო­ნან­სის­თვის" მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ა­კე­თა.

"ოლან­დამ­დე გა­ცი­ლე­ბით ადრე ეს თქვა მერ­კელ­მა, თა­ვის დრო­ზე ეს გა­ნა­ცხა­და რას­მუ­სენ­მა, შარ­შან ეს ობა­მაც თქვა...

ოლან­დმა სა­ბო­ლოო წერ­ტი­ლი და­უს­ვა სა­ქარ­თვე­ლოს ნატო-ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის შანსს უახ­ლო­ე­სი ათწლე­უ­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში. ნატო-ს წევრ ქვეყ­ნებს ალი­ან­სის გა­ფარ­თო­ე­ბის სა­კი­თხზე ვე­ტოს უფ­ლე­ბა აქვთ. და­ახ­ლო­ე­ბით ასე­თი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა დამ­რჩა, რომ ვერ გა­ი­გეს ამ ქარ­თვე­ლებ­მა დიპ­ლო­მა­ტი­უ­რად ნათ­ქვა­მი და ახლა პირ­და­პირ სა­ხე­ში უნდა მო­გა­ხა­ლოთ, რომ ვერ გახ­დე­ბით ალი­ან­სის წევ­რიო. და­ახ­ლო­ე­ბით ასე ჟღერ­და მისი გან­ცხა­დე­ბა. ასე­თი მკვეთ­რი გან­ცხა­დე­ბა დიპ­ლო­მა­ტი­ის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ენა არაა, მაგ­რამ რო­გორც ჩანს, მათ პირ­და­პირ თქმა გა­და­წყვი­ტეს. თუ ახლა კი­დევ გა­ვაგ­რძე­ლებთ ნატო-ს კარ­ზე კა­კუნს, ეს ქვე­ყა­ნას არა­ვი­თარ სი­კე­თეს არ მო­უ­ტანს", - გა­ნა­ცხა­და ბურ­ჯა­ნა­ძემ.

"გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მოძ­რა­ო­ბის" თავ­მჯდო­მა­რის თქმით, და­სავ­ლელ­მა ლი­დე­რებ­მა სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას აქამ­დეც არა­ერ­თხელ უთხრეს, რომ ნატო-ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის პერ­სპექ­ტი­ვა არ აქვს. "კი­დევ ერთხელ ვი­მე­ო­რებ, და­სავ­ლელ­მა პარტნი­ო­რებ­მა ინ­გლი­სუ­რად გვი­თხრეს, გერ­მა­ნუ­ლად, ფრან­გუ­ლად, რუ­სუ­ლად და ქარ­თუ­ლა­დაც, რომ სა­ქარ­თვე­ლოს არ აქვს ნატო-ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის პერ­სპექ­ტი­ვა. თუ ეს გან­ცხა­დე­ბა მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის, კი­დევ უა­რე­სი, ეს ნიშ­ნავს, რომ ჩვე­ნი ბედი და ჩვენ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კი­თხე­ბი ჩვენს გა­რე­შე წყდე­ბა ისე, რომ ამა­ზე არა­ვინ საქ­მის კურ­სში არ გვა­ყე­ნებს",- აღ­ნიშ­ნა ბურ­ჯა­ნა­ძემ. რო­გორც ნინო ბურ­ჯა­ნა­ძე აცხა­დებს, და­სავ­ლე­თი რუ­სეთს ან­გა­რიშს უწევს, რაც სა­ქარ­თვე­ლოს ალი­ან­სში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის შანს უკარ­გავს.

"მე ძა­ლი­ან კარ­გად მეს­მის, რომ და­სავ­ლეთ­მა რუ­სეთს ან­გა­რი­ში გა­უ­წია. ნათ­ლად და­ი­წყო სა­უ­ბა­რი, რომ სა­ქარ­თვე­ლო ნატო-ში ვერ შევა. რუ­სე­თის გან­ცხა­დე­ბე­ბი არ არის ის, რომ­ლის იგ­ნო­რი­რე­ბაც და­სავ­ლეთს შე­უძ­ლია",- გა­ნა­ცხა­და ნინო ბურ­ჯა­ნა­ძემ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

სი­ახ­ლე!

თუ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ხართ მხო­ლოდ პო­ლი­ტი­კუ­რი თე­მე­ბით და არ გსურთ, მი­ი­ღოთ სხვა, თქვენ­თვის უინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცია, მო­ი­წო­ნეთ გვერ­დი, რო­მელ­ზეც მხო­ლოდ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი პო­ლი­ტი­კუ­რი სი­ა­ხე­ე­ბი თავ­სდე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ნინო ბურჯანაძის თქმით, ნატო-ს კარზე კაკუნის გაგრძელება ქვეყანას სიკეთეს არ მოუტანს

ნინო ბურჯანაძის თქმით,  ნატო-ს კარზე კაკუნის გაგრძელება ქვეყანას სიკეთეს არ მოუტანს

"გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერის ნინო ბურჯანაძის შეფასებით, ფრანსუა ოლანდის მიერ გაკეთებული განცხადება იმის დემონსტრირება იყო, რომ საქართველო უახლოესი ათწლეულების განმავლობაში ალიანსის წევრი ვერ გახდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობიდან" აცნობეს, ნინო ბურჯანაძემ ეს განცხადება, გაზეთ "რეზონანსისთვის" მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.

"ოლანდამდე გაცილებით ადრე ეს თქვა მერკელმა, თავის დროზე ეს განაცხადა რასმუსენმა, შარშან ეს ობამაც თქვა...

ოლანდმა საბოლოო წერტილი დაუსვა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების შანსს უახლოესი ათწლეულების განმავლობაში. ნატო-ს წევრ ქვეყნებს ალიანსის გაფართოების საკითხზე ვეტოს უფლება აქვთ. დაახლოებით ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ვერ გაიგეს ამ ქართველებმა დიპლომატიურად ნათქვამი და ახლა პირდაპირ სახეში უნდა მოგახალოთ, რომ ვერ გახდებით ალიანსის წევრიო. დაახლოებით ასე ჟღერდა მისი განცხადება. ასეთი მკვეთრი განცხადება დიპლომატიისთვის დამახასიათებელი ენა არაა, მაგრამ როგორც ჩანს, მათ პირდაპირ თქმა გადაწყვიტეს. თუ ახლა კიდევ გავაგრძელებთ ნატო-ს კარზე კაკუნს, ეს ქვეყანას არავითარ სიკეთეს არ მოუტანს", - განაცხადა ბურჯანაძემ.

"გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარის თქმით, დასავლელმა ლიდერებმა საქართველოს ხელისუფლებას აქამდეც არაერთხელ უთხრეს, რომ ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივა არ აქვს. "კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დასავლელმა პარტნიორებმა ინგლისურად გვითხრეს, გერმანულად, ფრანგულად, რუსულად და ქართულადაც, რომ საქართველოს არ აქვს ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივა. თუ ეს განცხადება მოულოდნელი იყო ჩვენი ხელისუფლებისთვის, კიდევ უარესი, ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ბედი და ჩვენთან დაკავშირებული საკითხები ჩვენს გარეშე წყდება ისე, რომ ამაზე არავინ საქმის კურსში არ გვაყენებს",- აღნიშნა ბურჯანაძემ. როგორც ნინო ბურჯანაძე აცხადებს, დასავლეთი რუსეთს ანგარიშს უწევს, რაც საქართველოს ალიანსში გაწევრიანების შანს უკარგავს.

"მე ძალიან კარგად მესმის, რომ დასავლეთმა რუსეთს ანგარიში გაუწია. ნათლად დაიწყო საუბარი, რომ საქართველო ნატო-ში ვერ შევა. რუსეთის განცხადებები არ არის ის, რომლის იგნორირებაც დასავლეთს შეუძლია",- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

"ინტერპრესნიუსი"

სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახეები თავსდება.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა