საზოგადოება

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება გიორგი ბეგიაშვილის გარიცხვის შესახებ" - კახა კუკავა
"პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება გიორგი ბეგიაშვილის გარიცხვის შესახებ" - კახა კუკავა

გი­ორ­გი ბე­გი­აშ­ვი­ლი პარ­ტია "თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ქარ­თვე­ლო­დან" გა­ი­რი­ცხე­ბა, - ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" პარ­ტი­ის ლი­დერ­მა კახა კუ­კა­ვამ გა­ნუ­ცხა­და. მისი თქმით, პარ­ტი­ი­დან ბე­გი­აშ­ვი­ლის გა­რი­ცხვის შე­სა­ხებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ფო­ტო­კო­რეს­პონ­დენტ ირაკ­ლი გე­დე­ნი­ძის ცე­მის ფაქტს უკავ­შირ­დე­ბა, რის­თვი­საც გი­ორ­გი ბე­გი­აშ­ვი­ლის შვი­ლი და­ა­კა­ვეს.

"პარ­ტი­ამ მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გი­ორ­გი ბე­გი­აშ­ვი­ლის გა­რი­ცხვის შე­სა­ხებ. ჩვენ მას ავუხ­სე­ნით, რომ რის წი­ნა­აღ­მდე­გაც პარ­ტია იბ­რძვის 10 წე­ლია და რა­საც ჩვენ თვი­თონ ვგმობთ, იმას ვერ გა­ვა­მარ­თლებთ", - გა­ნა­ცხა­და კახა კუ­კა­ვამ.

კუ­კა­ვას თქმით, ფო­ტოგ­რა­ფის ცე­მის ფაქ­ტზე, ივა­ნე ბე­გი­აშ­ვი­ლი პო­ლი­ცი­ას თვი­თონ ჩა­ბარ­და და სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა შსს-ს მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, თით­ქოს იგი სა­გა­მო­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად იქნა და­კა­ვე­ბუ­ლი. "მა­მამ სა­კუ­თა­რი ხე­ლით ჩა­ა­ბა­რა იგი პო­ლი­ცი­ას. ჩვენ თვი­თონ გა­ვუ­კე­თეთ ამას ორ­გა­ნი­ზე­ბა", - გა­ნა­ცხა­და კახა კუ­კა­ვამ. ამას­თან, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ, ძა­ლა­დო­ბით ჟურ­ნა­ლის­ტი­სათ­ვის პრო­ფე­სი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში უკა­ნო­ნოდ ხე­ლის შეშ­ლის ფაქ­ტზე, ერთი პირი და­ა­კა­ვა. და­კა­ვე­ბუ­ლია 1994 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ივა­ნე ბე­გი­აშ­ვი­ლი.

გა­მო­ძი­ე­ბამ და­ად­გი­ნა, რომ და­კა­ვე­ბულ­მა 4 მარტს, სა­ღა­მოს, თბი­ლის­ში, "ვარ­დე­ბის მო­ე­დან­ზე" მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ის დროს, "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის" ფო­ტო­კო­რეს­პონ­დენტ ირაკ­ლი გე­დე­ნი­ძეს, სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბი­სას სი­ტყვი­ე­რი და ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა, რის შე­დე­გა­დაც ფო­ტო­კო­რეს­პონ­დენ­ტმა სხე­უ­ლის და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ი­ღო და ასე­ვე და­ზი­ან­და მისი ფო­ტო­ა­პა­რა­ტი.

გა­მო­ძი­ე­ბა ძა­ლა­დო­ბით ჟურ­ნა­ლის­ტი­სათ­ვის პრო­ფე­სი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში უკა­ნო­ნოდ ხე­ლის შეშ­ლი­სა და ნივ­თის და­ზი­ა­ნე­ბა ან გა­ნად­გუ­რე­ბის ფაქ­ტზე მიმ­დი­ნა­რე­ობს (სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 154-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლით და 188-ე მუხ­ლის 1-ლი ნა­წი­ლით).

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

სი­ახ­ლე!

თუ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ხართ მხო­ლოდ პო­ლი­ტი­კუ­რი თე­მე­ბით და არ გსურთ, მი­ი­ღოთ სხვა, თქვენ­თვის უინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცია, მო­ი­წო­ნეთ გვერ­დი, რო­მელ­ზეც მხო­ლოდ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი პო­ლი­ტი­კუ­რი სი­ა­ხე­ე­ბი თავ­სდე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?

"პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება გიორგი ბეგიაშვილის გარიცხვის შესახებ" - კახა კუკავა

"პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება გიორგი ბეგიაშვილის გარიცხვის შესახებ" - კახა კუკავა

გიორგი ბეგიაშვილი პარტია "თავისუფალი საქართველოდან" გაირიცხება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" პარტიის ლიდერმა კახა კუკავამ განუცხადა. მისი თქმით, პარტიიდან ბეგიაშვილის გარიცხვის შესახებ გადაწყვეტილება ფოტოკორესპონდენტ ირაკლი გედენიძის ცემის ფაქტს უკავშირდება, რისთვისაც გიორგი ბეგიაშვილის შვილი დააკავეს.

"პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება გიორგი ბეგიაშვილის გარიცხვის შესახებ. ჩვენ მას ავუხსენით, რომ რის წინააღმდეგაც პარტია იბრძვის 10 წელია და რასაც ჩვენ თვითონ ვგმობთ, იმას ვერ გავამართლებთ", - განაცხადა კახა კუკავამ.

კუკავას თქმით, ფოტოგრაფის ცემის ფაქტზე, ივანე ბეგიაშვილი პოლიციას თვითონ ჩაბარდა და სიმართლეს არ შეესაბამება შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს იგი საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად იქნა დაკავებული. "მამამ საკუთარი ხელით ჩააბარა იგი პოლიციას. ჩვენ თვითონ გავუკეთეთ ამას ორგანიზება", - განაცხადა კახა კუკავამ. ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ძალადობით ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, ერთი პირი დააკავა. დაკავებულია 1994 წელს დაბადებული ივანე ბეგიაშვილი.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა 4 მარტს, საღამოს, თბილისში, "ვარდების მოედანზე" მიმდინარე აქციის დროს, "ინტერპრესნიუსის" ფოტოკორესპონდენტ ირაკლი გედენიძეს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის შედეგადაც ფოტოკორესპონდენტმა სხეულის დაზიანებები მიიღო და ასევე დაზიანდა მისი ფოტოაპარატი.

გამოძიება ძალადობით ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლისა და ნივთის დაზიანება ან განადგურების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 188-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).

"ინტერპრესნიუსი"

სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახეები თავსდება.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა