სპორტი
Faceამბები

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:45-ზე, მთვარე მორიელშია – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. თავი უნდა შეიკავოთ უხეში საკვებისგან, კვერცხისგან, თევზისა და ხორცისგან. მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლი და ნიკოტინი. ზედა სასუნთქი გზების, გულის, ფილტვების და ღვიძლის გაწმენდის დღეა. მოუსმინეთ გულს.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დავით სერგეენკო - სასწრაფო დახმარების სისტემის ყველა მიმართულებით ხარვეზები იკვეთება
დავით სერგეენკო - სასწრაფო დახმარების სისტემის ყველა მიმართულებით ხარვეზები იკვეთება

ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრ, და­ვით სერ­გე­ენ­კოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის მან­ქა­ნის დაგ­ვი­ა­ნე­ბა ზოგ­ჯერ 45 წუ­თი­დან 1 სა­ა­თამ­დე პე­რი­ოდს შე­ად­გენს. რო­გორც ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრმა ჟურ­ნა­ლის­ტებს მთავ­რო­ბის სხდო­მის და­წყე­ბამ­დე გა­ნუ­ცხა­და, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით არის სის­ტე­მუ­რი პრობ­ლე­მა, რომ­ლის გა­და­წყვე­ტის მიზ­ნით ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ შე­ი­მუ­შა­ვა გეგ­მა. აღ­ნიშ­ნულ გეგ­მას სა­მი­ნის­ტრო "112"-ის წარ­მო­მად­გენ­ლებს დღეს გა­აც­ნობს.

"ჩვენ და­ვას­რუ­ლეთ სის­ტე­მუ­რი შეს­წავ­ლა სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის სის­ტე­მის მუ­შა­ო­ბის. ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით იკ­ვე­თე­ბა გარ­კვე­უ­ლი ხარ­ვე­ზე­ბი. რაც შე­ე­ხე­ბა თბი­ლი­სის სას­წრა­ფოს მუ­შა­ო­ბას, ბოლო ხა­ნებ­ში დაგ­ვი­ა­ნე­ბის უარ­ყო­ფი­თი დი­ნა­მი­კა სა­ხე­ზეა. ჩვენ გვაქვს სა­მოქ­მე­დო გეგ­მა, რო­მელ­საც შევ­თა­ვა­ზებთ შე­სა­ბა­მის უწყე­ბას და მე ვფიქ­რობ, თუკი ეს გეგ­მა გან­ხორ­ცი­ელ­და, უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში ვიგ­რძნობთ მკვეთ­რად და­დე­ბით შე­დე­გებს", - გა­ნა­ცხა­და სერ­გე­ენ­კომ.

რაც შე­ე­ხე­ბა იმას, თუ რა მი­მარ­თუ­ლე­ბით იკ­ვე­თე­ბა ხარ­ვე­ზე­ბი, ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის თქმით, გა­მო­ძა­ხე­ბის ად­გი­ლას მის­ვლის პე­რი­ო­დი წარ­მო­უდ­გენ­ლად ხან­გრძლი­ვია და ძა­ლი­ან ბევ­რი დრო იხარ­ჯე­ბა. კერ­ძოდ, 45 წუ­თი­დან 1 სა­ა­თამ­დე, მა­შინ, რო­დე­საც, პრი­ო­რი­ტე­ტულ გა­მო­ძა­ხე­ბებ­ზე, მა­გა­ლი­თად ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვე­ბის დროს პა­ცი­ენ­ტი 10 წუთ­ში მან­ქა­ნა­ში უნდა იყოს და სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­დაჰ­ყავ­დეთ.

"ამ დროს იხარ­ჯე­ბა ძა­ლი­ან ბევ­რი დრო. სას­წრა­ფოს ბრი­გა­დე­ბი არ არი­ან მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი იმა­ზე, რომ ბევ­რი გა­მო­ძა­ხე­ბა შე­ას­რუ­ლონ და ხში­რად გა­მო­ძა­ხე­ბის მე­რეც და­ყოვ­ნე­ბაა, რო­დე­საც დის­პე­ჩერს უნდა მი­უ­ვი­დეს გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბის სიგ­ნა­ლი და ეს იწე­ლე­ბა სა­შუ­ა­ლოდ 15 წუთი. ჯამ­ში, შემ­დეგ ქმნის სუ­რათს, რომ არა­საკ­მა­რი­სია ბრი­გა­დე­ბი. აქ რაც არ უნდა და­ვა­მა­ტოთ ბრი­გა­დე­ბი, სუ­რათს და­დე­ბი­თის­კენ ვერ შევ­ცვლით, ვი­ნა­ი­დან არის სის­ტე­მუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი მი­სა­ღე­ბი. ჩვენ მზად გვაქვს შე­სა­ბა­მი­სი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი", - გა­ნა­ცხა­და ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრმა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

დავით სერგეენკო - სასწრაფო დახმარების სისტემის ყველა მიმართულებით ხარვეზები იკვეთება

დავით სერგეენკო - სასწრაფო დახმარების სისტემის ყველა მიმართულებით ხარვეზები იკვეთება

ჯანდაცვის მინისტრ, დავით სერგეენკოს ინფორმაციით, სასწრაფო დახმარების მანქანის დაგვიანება ზოგჯერ 45 წუთიდან 1 საათამდე პერიოდს შეადგენს. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დაწყებამდე განუცხადა, ამ მიმართულებით არის სისტემური პრობლემა, რომლის გადაწყვეტის მიზნით ჯანდაცვის სამინისტრომ შეიმუშავა გეგმა. აღნიშნულ გეგმას სამინისტრო "112"-ის წარმომადგენლებს დღეს გააცნობს.

"ჩვენ დავასრულეთ სისტემური შესწავლა სასწრაფო დახმარების სისტემის მუშაობის. ყველა მიმართულებით იკვეთება გარკვეული ხარვეზები. რაც შეეხება თბილისის სასწრაფოს მუშაობას, ბოლო ხანებში დაგვიანების უარყოფითი დინამიკა სახეზეა. ჩვენ გვაქვს სამოქმედო გეგმა, რომელსაც შევთავაზებთ შესაბამის უწყებას და მე ვფიქრობ, თუკი ეს გეგმა განხორციელდა, უახლოეს პერიოდში ვიგრძნობთ მკვეთრად დადებით შედეგებს", - განაცხადა სერგეენკომ.

რაც შეეხება იმას, თუ რა მიმართულებით იკვეთება ხარვეზები, ჯანდაცვის მინისტრის თქმით, გამოძახების ადგილას მისვლის პერიოდი წარმოუდგენლად ხანგრძლივია და ძალიან ბევრი დრო იხარჯება. კერძოდ, 45 წუთიდან 1 საათამდე, მაშინ, როდესაც, პრიორიტეტულ გამოძახებებზე, მაგალითად ავტოსაგზაო შემთხვევების დროს პაციენტი 10 წუთში მანქანაში უნდა იყოს და საავადმყოფოში გადაჰყავდეთ.

"ამ დროს იხარჯება ძალიან ბევრი დრო. სასწრაფოს ბრიგადები არ არიან მოტივირებული იმაზე, რომ ბევრი გამოძახება შეასრულონ და ხშირად გამოძახების მერეც დაყოვნებაა, როდესაც დისპეჩერს უნდა მიუვიდეს განთავისუფლების სიგნალი და ეს იწელება საშუალოდ 15 წუთი. ჯამში, შემდეგ ქმნის სურათს, რომ არასაკმარისია ბრიგადები. აქ რაც არ უნდა დავამატოთ ბრიგადები, სურათს დადებითისკენ ვერ შევცვლით, ვინაიდან არის სისტემური გადაწყვეტილებები მისაღები. ჩვენ მზად გვაქვს შესაბამისი რეკომენდაციები", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა