მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არ შეგრჩება ამ ბავშვის გაუბედურება" - ირაკლი გედენიძეს დაკავებულის დედა მუქარის წერილს წერს
"არ შეგრჩება ამ ბავშვის გაუბედურება" - ირაკლი გედენიძეს დაკავებულის დედა მუქარის წერილს წერს

ფო­ტო­კო­რეს­პონ­დენ­ტი ირაკ­ლი გე­დე­ნი­ძე "ფე­ის­ბუქ­ზე" სტა­ტუსს აქ­ვეყ­ნებს, რო­მელ­შიც ჩანს თუ რო­გორ ემუქ­რე­ბა მას და­კა­ვე­ბუ­ლი ივა­ნე ბე­გი­აშ­ვი­ლის დედა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ 1994 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ივა­ნე ბე­გი­აშ­ვი­ლი ძა­ლა­დო­ბით ჟურ­ნა­ლის­ტი­სათ­ვის პრო­ფე­სი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში უკა­ნო­ნოდ ხე­ლის შეშ­ლი­სა და ნივ­თის და­ზი­ა­ნე­ბის ან გა­ნად­გუ­რე­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს.

"მე­გობ­რე­ბო, არ ვიცი რა ვთქვა, ჯერ კი­დევ დღეს დი­ლით 6 სა­ათ­ზე სახ­ლში პო­ლი­ცი­ი­დან მი­მა­ვალს სხვა აზრი მქონ­და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გა­მო­სა­ტა­ნად, ეხლა კი ჩემს გვერ­დზე ეს შე­ტყო­ბი­ნე­ბა დამ­ხვდა აბა რაღა უნდა გა­დავ­წყვი­ტო ამ ტექ­სტის შემ­დეგ? ერთს კი გა­მომ­გზავ­ნის­თვის და­ვა­მა­ტებ, მეს­მის დედა ხართ, გამ­წა­რე­ბუ­ლი, აღელ­ვე­ბუ­ლი მაგ­რამ იქით სხვის გან­სჯას და სა­კი­თხის ასე­თი ფორ­მით გა­და­წყვე­ტას ნამ­დვი­ლად არ გირ­ჩევ­დით...", - წერს ფო­ტო­რე­პორ­ტი­ო­რი და აქ­ვეყ­ნებს წე­რილს, რო­მე­ლიც მან ივა­ნე ბე­გი­აშ­ვი­ლის დე­დის­გან Facebook-ზე მი­ი­ღო.

"ირაკ­ლი გე­დე­ნი­ძე, შენ ხარ არა­ა­და­მი­ნი, სუფ­თა პრო­ვო­კა­ტო­რი წა­მო­ი­კი­დე 20 წლის ბიჭი პრო­ვო­კა­ცი­ა­ზე და ხარ ახლა კმა­ყო­ფი­ლი, არ შეგ­რჩე­ბა ამ ბავ­შვის გა­უ­ბე­დუ­რე­ბა, რომ გა­მო­ჭი­მეთ ტე­ლე­ვი­ზი­ით კარ­გი კრი­მი­ნა­ლი­ვით, ის არც პარ­ტი­ის წევ­რია და სა­ერ­თოდ პო­ლი­ტი­კა არც აინ­ტე­რე­სებ­და და არც აინ­ტე­რე­სებს, შემ­თხვე­ვით მოხ­ვდა იმ ად­გილ­ზე შენ კი მისი უფ­ლე­ბა და­არ­ღვიე იმით, რომ გი­თხრა ნუ მი­ღე­ბო და მა­ინც არ მო­ეშ­ვი გა­მო­იყ­ვა­ნე მდგო­მა­რე­ო­ბი­დან ხომ ხე­დავ­დი მთლად ახალ­გაზ­რდა იყო და გა­მო­უც­დე­ლი, 20 წლი­საა და მისი ჩხუ­ბი დიდი ხა­ნია არ გა­მი­გია და არ შევ­სწრე­ბი­ვარ სა­დაც გინ­დათ იქ გა­ი­კი­თხეთ, მაგ­რამ თვენ ხომ პრო­ვო­კა­ტო­რე­ბი ხართ შენი თა­მა­დო­ბით აგ­ყვნენ ეს ვაი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი და და­უ­დეთ პო­ლი­ტი­კუ­რი სარ­ჩუ­ლი, ამ დროს არა­ნა­ი­რი პო­ლი­ტი­კა აქ არა­ფერ შუ­ა­ში არ არის ეს შენც კარ­გად იცი. 20 წლის ასაკ­ში შენ არ გი­ჩხუ­ბია? ან ეხლა შე­გებ­რუ­ნე­ბი­ნა ხელი თუ გა­წყობ­და რაც მეტს და­გა­ზი­ა­ნებ­დნენ მით უფრო კარ­გად გა­მო­ი­ყე­ნებ­დი.... ამ­ხე­ლა კაცს შეგრცხვეს ფუ­უ­უი" - ნათ­ქვა­მია წე­რილ­ში.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის" ფო­ტო­კო­რეს­პონ­დენ­ტი ირაკ­ლი გე­დე­ნი­ძე აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლემ გუ­შინ სცე­მა. გე­დე­ნი­ძე "ვარ­დე­ბის მო­ე­დან­ზე" აქ­ცი­ას, სა­ხელ­წო­დე­ბით, "შე­მო­უ­ლა­წუ­ნე" აშუ­ქებ­და, რო­დე­საც ერთ-ერთი ავ­ტო­მან­ქა­ნი­დან გად­მო­სულ­მა აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლემ ის "პრო­ვო­კა­ცი­ა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა", ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა და ფო­ტო­კა­მე­რა და­უმტვრია.

იხი­ლეთ ვი­დეო: იძუ­ლე­ბუ­ლი გავ­ხდი გა­მე­სა­ჯა­რო­ვე­ბი­ნა იმ ბი­ჭის მშობ­ლე­ბის მიერ ჩემს მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი მუ­ქა­რე­ბი - ირაკ­ლი გე­დე­ნი­ძე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

"არ შეგრჩება ამ ბავშვის გაუბედურება" - ირაკლი გედენიძეს დაკავებულის დედა მუქარის წერილს წერს

"არ შეგრჩება ამ ბავშვის გაუბედურება" - ირაკლი გედენიძეს დაკავებულის დედა მუქარის წერილს წერს

ფოტოკორესპონდენტი ირაკლი გედენიძე "ფეისბუქზე" სტატუსს აქვეყნებს, რომელშიც ჩანს თუ როგორ ემუქრება მას დაკავებული ივანე ბეგიაშვილის დედა. აღსანიშნავია, რომ 1994 წელს დაბადებული ივანე ბეგიაშვილი ძალადობით ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლისა და ნივთის დაზიანების ან განადგურების ბრალდებით დააკავეს.

"მეგობრებო, არ ვიცი რა ვთქვა, ჯერ კიდევ დღეს დილით 6 საათზე სახლში პოლიციიდან მიმავალს სხვა აზრი მქონდა გადაწყვეტილების გამოსატანად, ეხლა კი ჩემს გვერდზე ეს შეტყობინება დამხვდა აბა რაღა უნდა გადავწყვიტო ამ ტექსტის შემდეგ? ერთს კი გამომგზავნისთვის დავამატებ, მესმის დედა ხართ, გამწარებული, აღელვებული მაგრამ იქით სხვის განსჯას და საკითხის ასეთი ფორმით გადაწყვეტას ნამდვილად არ გირჩევდით...", - წერს ფოტორეპორტიორი და აქვეყნებს წერილს, რომელიც მან ივანე ბეგიაშვილის დედისგან Facebook-ზე მიიღო.

"ირაკლი გედენიძე,  შენ ხარ არაადამინი, სუფთა პროვოკატორი წამოიკიდე 20 წლის ბიჭი პროვოკაციაზე და ხარ ახლა კმაყოფილი, არ შეგრჩება ამ ბავშვის გაუბედურება, რომ გამოჭიმეთ ტელევიზიით კარგი კრიმინალივით, ის არც პარტიის წევრია და საერთოდ პოლიტიკა არც აინტერესებდა და არც აინტერესებს, შემთხვევით მოხვდა იმ ადგილზე შენ კი მისი უფლება დაარღვიე იმით, რომ გითხრა ნუ მიღებო და მაინც არ მოეშვი გამოიყვანე მდგომარეობიდან ხომ ხედავდი მთლად ახალგაზრდა იყო და გამოუცდელი, 20 წლისაა და მისი ჩხუბი დიდი ხანია არ გამიგია და არ შევსწრებივარ სადაც გინდათ იქ გაიკითხეთ, მაგრამ თვენ ხომ პროვოკატორები ხართ შენი თამადობით აგყვნენ ეს ვაი ჟურნალისტები და დაუდეთ პოლიტიკური სარჩული, ამ დროს არანაირი პოლიტიკა აქ არაფერ შუაში არ არის ეს შენც კარგად იცი. 20 წლის ასაკში შენ არ გიჩხუბია? ან ეხლა შეგებრუნებინა ხელი თუ გაწყობდა რაც მეტს დაგაზიანებდნენ მით უფრო კარგად გამოიყენებდი.... ამხელა კაცს შეგრცხვეს ფუუუი" - ნათქვამია წერილში.

შეგახსენებთ, რომ "ინტერპრესნიუსის" ფოტოკორესპონდენტი ირაკლი გედენიძე აქციის მონაწილემ გუშინ სცემა. გედენიძე "ვარდების მოედანზე" აქციას, სახელწოდებით, "შემოულაწუნე" აშუქებდა, როდესაც ერთ-ერთი ავტომანქანიდან გადმოსულმა აქციის მონაწილემ ის "პროვოკაციაში დაადანაშაულა", ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და ფოტოკამერა დაუმტვრია.

იხილეთ ვიდეო: იძულებული გავხდი გამესაჯაროვებინა იმ ბიჭის მშობლების მიერ ჩემს მიმართ განხორციელებული მუქარები - ირაკლი გედენიძე

თბილისის ზღვის ჰოსპიტალში ერთ პაციენტს კორონავირუსი დაუდასტურდა

"ცხედარს მოვუარე ქართული წესით, არ დაუწვავთ" - რას ჰყვება იტალიაში მყოფი ქართველი ემიგრანტი, რომელმაც 3 დღე მიცვალებულთან გაატარა

გურმანების ახალი ჰიტი - ნუცა სურგულაძის საოცარი პასკები შოკოლადის განაშით