მსოფლიო
სპორტი
პოლიტიკა

19

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:03-ზე, მთვარე მორიელშია დღეს დაწყებული ნებისმიერი საქმე წარმატებას მოგიტანთ. კარგი დღეა მიზანდასახული და მიზანსწრაფული ადამიანებისთვის, ორატორთა და ლიდერთათვის. გარშემო მყოფებთან საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. უმჯობესია, შინ დარჩეთ, სულიერ განათლებს მიხედოთ, წმინდა ტექსტები იკითხოთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მოერიდეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის მიღებას. არ გადატვირთოთ კუჭი. ნუ მიირთმევთ ხორციან კერძებს. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პოლიტიკოსების "მეორე სიცოცხლე": სად არიან და რას საქმიანობენ პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ
პოლიტიკოსების "მეორე სიცოცხლე": სად არიან და რას საქმიანობენ პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ

ხალ­ხი სულ ჩი­ვის, რომ პო­ლი­ტი­კა­ში ერთი და იგი­ვე სა­ხე­ე­ბი არი­ან. თუმ­ცა არის მო­მენ­ტი, როცა ცნო­ბილ პო­ლი­ტი­კოსს ცხოვ­რე­ბის გაგ­რძე­ლე­ბა პო­ლი­ტი­კის მიღ­მა უწევს. Ambebi.ge და­ინ­ტე­რეს­და, რას საქ­მი­ა­ნო­ბენ პო­ლი­ტი­კი­დან წას­ვლის შემ­დეგ ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი.

მაია ნა­დი­რა­ძე

ჯურ­ხა ნა­დი­რა­ძის ქა­ლიშ­ვი­ლი, ქე­რათ­მი­ა­ნი პარ­ლა­მენ­ტა­რი მაია ნა­დი­რა­ძე პო­ლი­ტი­კი­დან 2006 წელს წა­ვი­და. მან გა­რეგ­ნო­ბის გარ­და, ხალ­ხს თავი სკან­და­ლუ­რი გა­მო­ნათ­ქვა­მე­ბით და­ა­მახ­სოვ­რა. ჯერ ტრა­დი­ცი­ო­ნა­ლის­ტებ­ში იყო, მე­გობ­რობ­და ნინო ბურ­ჯა­ნა­ძეს­თან, მაგ­რამ ბო­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სა­თა­ვე­ში "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას­თან" ერ­თად მო­ვი­და. ხალ­ხი მაია ნა­დი­რა­ძის მი­მართ ნე­გა­ტი­უ­რად იყო გან­წყო­ბი­ლი. პო­ლი­ტი­კი­დან გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი ნა­დი­რა­ძე "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ლი­დე­რებ­თან ერ­თად, პირ­ვე­ლად 2012 წელს გა­მოჩ­ნდა. ის სპორ­ტის სა­სახ­ლე­ში შეკ­რე­ბილ ყო­ფილ თა­ნა­პარ­ტი­ე­ლებს და მხარ­დამ­ჭე­რებს შე­უ­ერ­თდა. თუმ­ცა რა სტა­ტუ­სით იყო პარ­ტი­ის ყრი­ლო­ბა­ზე, ამის შე­სა­ხებ კო­მენ­ტა­რი არ გა­უ­კე­თე­ბია.

პო­ლი­ტი­კი­დან წას­ვლის შემ­დეგ მაია ნა­დი­რა­ძე სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გე­ტი­კის და წყალ­მო­მა­რა­გე­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბელ კო­მი­სი­ა­ში მუ­შა­ობ­და და სო­ლი­დუ­რი ანა­ზღა­უ­რე­ბაც ჰქონ­და. რო­გორც 2014 წელს შევ­სე­ბულ დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში აქვს მი­თი­თე­ბუ­ლი, მაია ნა­დი­რა­ძემ 2013 წელს ხელ­ფა­სის სა­ხით 287 110 ლარი მი­ი­ღო.

ლე­ვან გა­ჩე­ჩი­ლა­ძე

ლე­ვან გა­ჩე­ჩი­ლა­ძე პო­ლი­ტი­კა­ში ბიზ­ნე­სი­დან მო­ვი­და. ის კომ­პა­ნია "Georgian Wines and Spirits" -ის და­მა­არ­სე­ბე­ლია. 1999 წელს წლის ბიზ­ნეს­მე­ნის წო­დე­ბაც მი­ი­ღო. პო­ლი­ტი­კა­შიც ამა­ვე წელს მო­ვი­და, რო­გორც ვა­კის მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტი, თუმ­ცა მალე გა­მო­ე­ყო პარ­ტი­ას და და­ვით გამ­ყრე­ლი­ძეს­თან ერ­თად "ახა­ლი მე­მარ­ჯვე­ნე­ე­ბი" ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა. 2003 წელს მისი და და­ვით გამ­ყრე­ლი­ძის გზე­ბიც გა­ი­ყო.

2008 წელს ლე­ვან გა­ჩე­ჩი­ლა­ძე გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ ოპო­ზი­ცი­ას ჩა­უდ­გა სა­თა­ვე­ში, ფარ­თო­მას­შტა­ბი­ან აქ­ცი­ებ­საც ედგა სა­თა­ვე­ში, თუმ­ცა სწო­რედ გა­დამ­წყვეტ მო­მენ­ტში წა­ვი­და პო­ლი­ტი­კი­დან, რა­საც ხალ­ხი არ პა­ტი­ობს. და­ახ­ლო­ე­ბით ორი წლის წინ, გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ის ისევ აპ­რი­ებს პო­ლი­ტი­კა­ში დაბ­რუ­ნე­ბას. ამ­ბობ­დნენ, რომ მას ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­თან შეხ­ვედ­რაც სურ­და, მაგ­რამ ყო­ფილ­მა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა მას­თან სა­უ­ბა­რი არ ისურ­ვა. რო­გორც ამ­ბო­ბენ, პო­ლი­ტი­კა­ში დაბ­რუ­ნე­ბის სურ­ვი­ლი ლე­ვან გა­ჩე­ჩი­ლა­ძეს ახ­ლაც არ და­უ­კარ­გავს და ამას არა­სა­პარ­ლა­მენ­ტო ოპო­ზი­ცი­ას­თან ერ­თად აპი­რებს.

გი­ორ­გი თარ­გა­მა­ძე

"ქრის­ტი­ან დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მოძ­რა­ო­ბის" ლი­დერ­მა, გი­ორ­გი თარ­გა­მა­ძემ პო­ლი­ტი­კი­დან წას­ვლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა 2014 წლის მა­ის­ში მი­ი­ღო. თარ­გა­მა­ძე პო­ლი­ტი­კა­ში ჟურ­ნა­ლის­ტი­კი­დან მო­ვი­და. ის "დრო­ე­ბის" წამ­ყვა­ნი იყო და სა­ზო­გა­დო­ე­ბის მა­ღა­ლი ნდო­ბით სარ­გებ­ლობ­და, მაგ­რამ პო­ლი­ტი­კა­ში მოს­ვლამ მის მი­მართ ხალ­ხს ნდო­ბა და­ა­კარ­გვი­ნა.

პო­ლი­ტი­კი­დან წა­სუ­ლი თარ­გა­მა­ძე სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო საქ­მი­ა­ნო­ბას ეწე­ვა, მას ხში­რად იწ­ვე­ვენ სხვა­დას­ხვა სას­წავ­ლებ­ლებ­ში, ჟურ­ნა­ლის­ტი­კით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი მსმე­ნე­ლე­ბის­თვის ტრე­ნინ­გე­ბის ჩა­სა­ტა­რებ­ლად. სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო საქ­მი­ა­ნო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა გი­ორ­გი თარ­გა­მა­ძემ დიდი ხნის წინ და­ი­წყო. ის თე­ატ­რა­ლურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ას­წავ­ლი­და ტელე-რა­დიო ჟურ­ნა­ლის­ტი­კის ფა­კულ­ტეტ­ზე.

და­ვით გამ­ყრე­ლი­ძე

"ახა­ლი მე­მარ­ჯვე­ნე­ე­ბის" ლი­დე­რი და­ვით გამ­ყრე­ლი­ძე პო­ლი­ტი­კი­დან 2012 წლის არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ წა­ვი­და. გა­მო­სამ­შვი­დო­ბე­ბელ ბრი­ფინგზე მან გა­ნა­ცხა­და, რომ ის ჟურ­ნა­ლის­ტებს კო­მენ­ტარს აღა­რა­სო­დეს მის­ცემ­და და აღარც სა­ჯა­რო გა­მოს­ვლე­ბი ექ­ნე­ბო­და.

რამ­დე­ნი­მე დღის წინ, გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ექი­მი, მე­წარ­მე და ლი­დე­რი პო­ლი­ტი­კა­ში ბრუნ­დე­ბა. ამ ფაქტს სხვა­დას­ხვა ტი­პის შე­ფა­სე­ბე­ბი მოჰ­ყვა, თუმ­ცა გამ­ყრე­ლი­ძის თა­ნა­მებ­რძოლ­მა მა­ნა­ნა ნა­ჭყე­ბი­ამ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია უარ­ყო.

კახა თარ­გა­მა­ძე

პან­კი­სის ხე­ო­ბა, ნარ­კო­ტი­კე­ბი, ადა­მი­ა­ნე­ბის გა­ტა­ცე­ბა და ა.შ. ეს ყვე­ლა­ფე­რი კახა თარ­გა­მა­ძის სა­ხელს უკავ­შირ­დე­ბა. ში­ნა­გან საქ­მე­თა ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის შემ­დეგ სა­ცხოვ­რებ­ლად მოს­კოვ­ში წა­ვი­და. მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს მას სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლის უფ­ლე­ბა არ ჰქონ­და. ქვე­ყა­ნა­ში მხო­ლოდ მა­შინ დაბ­რუნ­და, როცა არ­ჩევ­ნებ­ში "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" გა­ი­მარ­ჯვა და შემ­დეგ ისევ რუ­სეთ­ში დაბ­რუნ­და. კახა თარ­გა­მა­ძე რუ­სეთ­ში მე­უღ­ლეს­თან და ქა­ლიშ­ვილ­თან ერ­თად ცხოვ­რობს.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოს საკითხი კვლავ საერთაშორისო ყურადღების ცენტრშია - რას აცხადებენ დეპუტატები

პოლიტიკოსების "მეორე სიცოცხლე": სად არიან და რას საქმიანობენ პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ

პოლიტიკოსების "მეორე სიცოცხლე": სად არიან და რას საქმიანობენ პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ

ხალხი სულ ჩივის, რომ პოლიტიკაში ერთი და იგივე სახეები არიან. თუმცა არის მომენტი, როცა ცნობილ პოლიტიკოსს ცხოვრების გაგრძელება პოლიტიკის მიღმა უწევს. Ambebi.ge დაინტერესდა, რას საქმიანობენ პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ ცნობილი ქართველი პოლიტიკოსები.

მაია ნადირაძე

ჯურხა ნადირაძის ქალიშვილი, ქერათმიანი პარლამენტარი მაია ნადირაძე პოლიტიკიდან 2006 წელს წავიდა. მან გარეგნობის გარდა, ხალხს თავი სკანდალური გამონათქვამებით დაამახსოვრა. ჯერ ტრადიციონალისტებში იყო, მეგობრობდა ნინო ბურჯანაძესთან, მაგრამ ბოლოს ხელისუფლების სათავეში "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად მოვიდა. ხალხი მაია ნადირაძის მიმართ ნეგატიურად იყო განწყობილი. პოლიტიკიდან გაუჩინარებული ნადირაძე "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებთან ერთად, პირველად 2012 წელს გამოჩნდა. ის სპორტის სასახლეში შეკრებილ ყოფილ თანაპარტიელებს და მხარდამჭერებს შეუერთდა. თუმცა რა სტატუსით იყო პარტიის ყრილობაზე, ამის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია.

პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ მაია ნადირაძე საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელ კომისიაში მუშაობდა და სოლიდური ანაზღაურებაც ჰქონდა. როგორც 2014 წელს შევსებულ დეკლარაციაში აქვს მითითებული, მაია ნადირაძემ 2013 წელს ხელფასის სახით 287 110 ლარი მიიღო.

ლევან გაჩეჩილაძე

ლევან გაჩეჩილაძე პოლიტიკაში ბიზნესიდან მოვიდა. ის კომპანია "Georgian Wines and Spirits" -ის დამაარსებელია. 1999 წელს წლის ბიზნესმენის წოდებაც მიიღო. პოლიტიკაშიც ამავე წელს მოვიდა, როგორც ვაკის მაჟორიტარი დეპუტატი, თუმცა მალე გამოეყო პარტიას და დავით გამყრელიძესთან ერთად "ახალი მემარჯვენეები" ჩამოაყალიბა. 2003 წელს მისი და დავით გამყრელიძის გზებიც გაიყო.

2008 წელს ლევან გაჩეჩილაძე გაერთიანებულ ოპოზიციას ჩაუდგა სათავეში, ფართომასშტაბიან აქციებსაც ედგა სათავეში, თუმცა სწორედ გადამწყვეტ მომენტში წავიდა პოლიტიკიდან, რასაც ხალხი არ პატიობს. დაახლოებით ორი წლის წინ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის ისევ აპრიებს პოლიტიკაში დაბრუნებას. ამბობდნენ, რომ მას ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრაც სურდა, მაგრამ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა მასთან საუბარი არ ისურვა. როგორც ამბობენ, პოლიტიკაში დაბრუნების სურვილი ლევან გაჩეჩილაძეს ახლაც არ დაუკარგავს და ამას არასაპარლამენტო ოპოზიციასთან ერთად აპირებს.

გიორგი თარგამაძე

"ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა, გიორგი თარგამაძემ პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება 2014 წლის მაისში მიიღო. თარგამაძე პოლიტიკაში ჟურნალისტიკიდან მოვიდა. ის "დროების" წამყვანი იყო და საზოგადოების მაღალი ნდობით სარგებლობდა, მაგრამ პოლიტიკაში მოსვლამ მის მიმართ ხალხს ნდობა დააკარგვინა.

პოლიტიკიდან წასული თარგამაძე საგანმანათლებლო საქმიანობას ეწევა, მას ხშირად იწვევენ სხვადასხვა სასწავლებლებში, ჟურნალისტიკით დაინტერესებული მსმენელებისთვის ტრენინგების ჩასატარებლად. საგანმანათლებლო საქმიანობის გამოცდილება გიორგი თარგამაძემ დიდი ხნის წინ დაიწყო. ის თეატრალურ უნივერსიტეტში ასწავლიდა ტელე-რადიო ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე.

დავით გამყრელიძე

"ახალი მემარჯვენეების" ლიდერი დავით გამყრელიძე პოლიტიკიდან 2012 წლის არჩევნების შემდეგ წავიდა. გამოსამშვიდობებელ ბრიფინგზე მან განაცხადა, რომ ის ჟურნალისტებს კომენტარს აღარასოდეს მისცემდა და აღარც საჯარო გამოსვლები ექნებოდა.

რამდენიმე დღის წინ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ექიმი, მეწარმე და ლიდერი პოლიტიკაში ბრუნდება. ამ ფაქტს სხვადასხვა ტიპის შეფასებები მოჰყვა, თუმცა გამყრელიძის თანამებრძოლმა მანანა ნაჭყებიამ გავრცელებული ინფორმაცია უარყო.

კახა თარგამაძე

პანკისის ხეობა, ნარკოტიკები, ადამიანების გატაცება და ა.შ. ეს ყველაფერი კახა თარგამაძის სახელს უკავშირდება. შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვარდების რევოლუციის შემდეგ საცხოვრებლად მოსკოვში წავიდა. მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დროს მას საქართველოში ჩამოსვლის უფლება არ ჰქონდა. ქვეყანაში მხოლოდ მაშინ დაბრუნდა, როცა არჩევნებში "ქართულმა ოცნებამ" გაიმარჯვა და შემდეგ ისევ რუსეთში დაბრუნდა. კახა თარგამაძე რუსეთში მეუღლესთან და ქალიშვილთან ერთად ცხოვრობს.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"