საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენ ვიქნებით პირველები პოსტსაბჭოთა სივრცეში, ვისაც ექნება Microsoft-ის ლეგალური, ლიცენზირებული პროგრამები
ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენ ვიქნებით პირველები პოსტსაბჭოთა სივრცეში, ვისაც ექნება Microsoft-ის ლეგალური, ლიცენზირებული პროგრამები

ჩვენ ვიქ­ნე­ბით პირ­ვე­ლე­ბი პოსტსაბ­ჭო­თა სივ­რცე­ში, ვი­საც ექ­ნე­ბა Microsoft-ის სრულ­ყო­ფი­ლი, ლე­გა­ლუ­რი, ლი­ცენ­ზი­რე­ბუ­ლი პროგ­რა­მე­ბი, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა სას­ტუმ­რო "ჰო­ლი­დეი ინში" სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა­სა და Microsoft-ს შო­რის სა­ლი­ცენ­ზიო შე­თან­ხმე­ბა გა­ფორმ­დე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და. მისი თქმით, დღეს გა­ფორმ­და ურ­თი­ერ­თგა­გე­ბის მე­მო­რან­დუ­მი მსოფ­ლი­ოს ლი­დერ კომ­პა­ნი­ას­თან - Microsoft-თან და ამით კი­დევ ერთ ნა­ბი­ჯი გა­და­იდ­გა ქვე­ყა­ნა­ში თა­ნა­მედ­რო­ვე და ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბის წე­სის დამ­კვიდ­რე­ბის­კენ.

"არა­ვის­თვის და­სა­მა­ლი არ არის, რომ სა­ქარ­თვე­ლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის გა­რე­შე მო­იხ­მარ­და პროგ­რა­მულ უზ­რუნ­ველ­ყო­ფას. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ პროგ­რა­მუ­ლი უზ­რუნ­ველ­ყო­ფის კო­პი­რე­ბის კუ­თხით ჩვენ, სამ­წუ­ხა­როდ, მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი გვაქვს. 2010 წელს ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი შე­ად­გენ­და 95 პრო­ცენტს. ჩვენ გა­დავ­წყვი­ტეთ ამ მარ­თლაც სა­გან­გა­შო სი­ტუ­ა­ცი­ის გა­მოს­წო­რე­ბა. ამი­ტო­მაც, დღეს ვა­ფორ­მებთ მე­მო­რან­დუმს Microsoft-თან უახ­ლე­სი პრო­დუქ­ტე­ბის სა­თა­ნა­დო ლი­ცენ­ზი­რე­ბის შე­სა­ხებ. გან­სა­კუთ­რე­ბით მინ­და გა­ვუს­ვა ხაზი იმას, რომ ჩვენ ვიქ­ნე­ბით პირ­ვე­ლე­ბი პოსტსაბ­ჭო­თა სივ­რცე­ში, ვი­საც ექ­ნე­ბა Microsoft-ის სრულ­ყო­ფი­ლი ლე­გა­ლუ­რი ლი­ცენ­ზი­რე­ბუ­ლი პროგ­რა­მე­ბი. ამ ლი­ცენ­ზი­რე­ბუ­ლი პროგ­რა­მე­ბით ისარ­გებ­ლე­ბენ სა­ხელ­მწი­ფო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი, რაც იმის გა­რან­ტი­ას მოგ­ვცემს, რომ უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი იქ­ნე­ბა სა­ხელ­მწი­ფო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის სა­ინ­ფორ­მა­ციო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სის­ტე­მე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბა, მათი გა­ფარ­თო­ე­ბა და ეფექ­ტი­ა­ნო­ბა. ამას­თან ერ­თად, ყვე­ლა სა­ჯა­რო მო­ხე­ლეს ექ­ნე­ბა Microsoft-ის უახ­ლე­სი პროგ­რა­მუ­ლი უზ­რუნ­ველ­ყო­ფა", - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა. მი­სი­ვე თქმით, ამ ნა­ბი­ჯით სა­ქარ­თვე­ლო­ში მკვიდ­რდე­ბა ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი სა­კუთ­რე­ბის დაც­ვის და­სავ­ლუ­რი სტან­დარ­ტე­ბი.

"ჩვენ ვე­ლო­დე­ბით, რომ პროგ­რა­მუ­ლი უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სა­თა­ნა­დო ლი­ცენ­ზი­რე­ბა და ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი სა­კუთ­რე­ბის დაც­ვა დიდ სარ­გე­ბელს მო­უ­ტანს ქვე­ყა­ნას, ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბას, ბიზ­ნესს. რო­დე­საც რე­ა­ლუ­რად იქ­ნე­ბა და­ცუ­ლი ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი სა­კუთ­რე­ბა, ამას მოჰ­ყვე­ბა სა­ინ­ფორ­მა­ციო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის დი­ნა­მი­კუ­რი ეკო­სის­ტე­მის გან­ვი­თა­რე­ბა, რაც ხელს შე­უ­წყობს სა­ინ­ფორ­მა­ციო ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ზე მო­მუ­შა­ვე კომ­პა­ნი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას", - აღ­ნიშ­ნა მთავ­რო­ბის მე­თა­ურ­მა.

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის გან­მარ­ტე­ბით, ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი სა­კუთ­რე­ბის რე­ა­ლუ­რად დაც­ვა მეტ შე­საძ­ლებ­ლო­ბას მის­ცემს ად­გი­ლობ­რივ ბიზ­ნესს, გა­ვი­დეს სა­ერ­თა­შო­რი­სო ბაზ­რებ­ზე, რად­გა­ნაც მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ დღეს ბევ­რი ქვეყ­ნის­თვის ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის გა­რე­შე პროგ­რა­მუ­ლი უზ­რუნ­ველ­ყო­ფის კო­პი­რე­ბა არა­სა­მარ­თლი­ან კონ­კუ­რენ­ცი­ას­თან არის გა­ი­გი­ვე­ბუ­ლი.

"სა­ინ­ფორ­მა­ციო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ეკო­ნო­მი­კუ­რი სეგ­მენ­ტის გან­ვი­თა­რე­ბას­თან ერ­თად, ჩვენ ვე­ლო­დე­ბით, რომ გა­იზ­რდე­ბა ზო­გა­დად ეკო­ნო­მი­კუ­რი ინო­ვა­ცი­ე­ბის დამ­კვიდ­რე­ბის ტემ­პიც. ამას­თან ერ­თად გა­იზ­რდე­ბა პირ­და­პი­რი უცხო­უ­რი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი და შე­იქ­მნე­ბა ახა­ლი მა­ღა­ლა­ნა­ზღა­უ­რე­ბა­დი სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბი. შე­სა­ბა­მი­სად, ეს წა­ა­ხა­ლი­სებს ჩვენს მო­ქა­ლა­ქე­ებს, მეტ ახალ­გაზ­რდას გა­უჩ­ნდე­ბა სურ­ვი­ლი, და­ე­უფ­ლოს სა­ინ­ფორ­მა­ციო ტექ­ნო­ლო­გი­ებს და გახ­დეს ამ დარ­გის სპე­ცი­ა­ლის­ტი. გარ­და ამი­სა, რაც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ჩვენ თა­ვი­დან ავი­ცი­ლებთ იმ სამ­წუ­ხა­რო რე­ა­ლო­ბას, რომ ჩვე­ნი მა­ღალკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი უცხო­ეთ­ში მი­დი­ან და იქ ახ­დე­ნენ სა­კუ­თა­რი თა­ვის რე­ა­ლი­ზე­ბას. ნაც­ვლად ამი­სა, მათ ეძ­ლე­ვათ შე­საძ­ლებ­ლო­ბა სარ­გე­ბე­ლი მო­უ­ტა­ნონ სა­კუ­თარ ქვე­ყა­ნას და მას მო­ახ­მა­რონ თა­ვი­ან­თი ცოდ­ნა და გა­მოც­დი­ლე­ბა. ყო­ვე­ლი­ვე ამას­თან ერ­თად, ამ მე­მო­რან­დუ­მის გა­ფორ­მე­ბა წინ­გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯია სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის გზა­ზე", - გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა. მი­სი­ვე თქმით, დღე­ი­დან იწყე­ბა თა­ნამ­შრომ­ლო­ბა, რო­მე­ლიც აუ­ცი­ლებ­ლად იქ­ნე­ბა ნა­ყო­ფი­ე­რი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი.

"რო­გორც მთავ­რო­ბის მე­თა­ურ­მა შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ ჩვენ გა­დავ­დგამთ შემ­ხვედრ ნა­ბი­ჯებს, მათ შო­რის შე­მო­ვი­ღებთ სა­ჭი­რო რე­გუ­ლა­ცი­ებ­სა და კა­ნო­ნებს, რათა თა­ვი­დან ავი­ცი­ლოთ ქვე­ყა­ნა­ში ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის გა­რე­შე კო­პი­რე­ბა. და­ბო­ლოს, ხაზ­გას­მით მინ­და ვთქვა, რომ დღე­ვან­დე­ლი მე­მო­რან­დუ­მის ხელ­მო­წე­რით იწყე­ბა ახა­ლი ეტა­პი, და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ეს იქ­ნე­ბა კი­დევ ერთი ნა­ბი­ჯი, გა­დად­გმუ­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე, და­სავ­ლუ­რი სტან­დარ­ტე­ბის დამ­კვიდ­რე­ბის­კენ ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში", - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

სი­ახ­ლე!

თუ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ხართ მხო­ლოდ პო­ლი­ტი­კუ­რი თე­მე­ბით და არ გსურთ, მი­ი­ღოთ სხვა, თქვენ­თვის უინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცია, მო­ი­წო­ნეთ გვერ­დი, რო­მელ­ზეც მხო­ლოდ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი პო­ლი­ტი­კუ­რი სი­ა­ხე­ე­ბი თავ­სდე­ბა.

ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენ ვიქნებით პირველები პოსტსაბჭოთა სივრცეში, ვისაც ექნება Microsoft-ის ლეგალური, ლიცენზირებული პროგრამები

ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენ ვიქნებით პირველები პოსტსაბჭოთა სივრცეში, ვისაც ექნება Microsoft-ის ლეგალური, ლიცენზირებული პროგრამები

ჩვენ ვიქნებით პირველები პოსტსაბჭოთა სივრცეში, ვისაც ექნება Microsoft-ის სრულყოფილი, ლეგალური, ლიცენზირებული პროგრამები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სასტუმრო "ჰოლიდეი ინში" საქართველოს მთავრობასა და Microsoft-ს შორის სალიცენზიო შეთანხმება გაფორმდებისას განაცხადა. მისი თქმით, დღეს გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი მსოფლიოს ლიდერ კომპანიასთან - Microsoft-თან და ამით კიდევ ერთ ნაბიჯი გადაიდგა ქვეყანაში თანამედროვე და ცივილიზებული ცხოვრების წესის დამკვიდრებისკენ.

"არავისთვის დასამალი არ არის, რომ საქართველო წლების განმავლობაში ავტორიზაციის გარეშე მოიხმარდა პროგრამულ უზრუნველყოფას. შეიძლება ითქვას, რომ პროგრამული უზრუნველყოფის კოპირების კუთხით ჩვენ, სამწუხაროდ, მსოფლიოში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გვაქვს. 2010 წელს ეს მაჩვენებელი შეადგენდა 95 პროცენტს. ჩვენ გადავწყვიტეთ ამ მართლაც საგანგაშო სიტუაციის გამოსწორება. ამიტომაც, დღეს ვაფორმებთ მემორანდუმს Microsoft-თან უახლესი პროდუქტების სათანადო ლიცენზირების შესახებ. განსაკუთრებით მინდა გავუსვა ხაზი იმას, რომ ჩვენ ვიქნებით პირველები პოსტსაბჭოთა სივრცეში, ვისაც ექნება Microsoft-ის სრულყოფილი ლეგალური ლიცენზირებული პროგრამები. ამ ლიცენზირებული პროგრამებით ისარგებლებენ სახელმწიფო დაწესებულებები, რაც იმის გარანტიას მოგვცემს, რომ უზრუნველყოფილი იქნება სახელმწიფო დაწესებულებების საინფორმაციო ტექნოლოგიების სისტემების უსაფრთხოება, მათი გაფართოება და ეფექტიანობა. ამასთან ერთად, ყველა საჯარო მოხელეს ექნება Microsoft-ის უახლესი პროგრამული უზრუნველყოფა", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისივე თქმით, ამ ნაბიჯით საქართველოში მკვიდრდება ინტელექტუალური საკუთრების დაცვის დასავლური სტანდარტები.

"ჩვენ ველოდებით, რომ პროგრამული უზრუნველყოფის სათანადო ლიცენზირება და ინტელექტუალური საკუთრების დაცვა დიდ სარგებელს მოუტანს ქვეყანას, ჩვენს საზოგადოებას, ბიზნესს. როდესაც რეალურად იქნება დაცული ინტელექტუალური საკუთრება, ამას მოჰყვება საინფორმაციო ტექნოლოგიების დინამიკური ეკოსისტემის განვითარება, რაც ხელს შეუწყობს საინფორმაციო ტექნოლოგიებზე მომუშავე კომპანიების განვითარებას", - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

პრემიერ-მინისტრის განმარტებით, ინტელექტუალური საკუთრების რეალურად დაცვა მეტ შესაძლებლობას მისცემს ადგილობრივ ბიზნესს, გავიდეს საერთაშორისო ბაზრებზე, რადგანაც მოგეხსენებათ, რომ დღეს ბევრი ქვეყნისთვის ავტორიზაციის გარეშე პროგრამული უზრუნველყოფის კოპირება არასამართლიან კონკურენციასთან არის გაიგივებული.

"საინფორმაციო ტექნოლოგიების ეკონომიკური სეგმენტის განვითარებასთან ერთად, ჩვენ ველოდებით, რომ გაიზრდება ზოგადად ეკონომიკური ინოვაციების დამკვიდრების ტემპიც. ამასთან ერთად გაიზრდება პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და შეიქმნება ახალი მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები. შესაბამისად, ეს წაახალისებს ჩვენს მოქალაქეებს, მეტ ახალგაზრდას გაუჩნდება სურვილი, დაეუფლოს საინფორმაციო ტექნოლოგიებს და გახდეს ამ დარგის სპეციალისტი. გარდა ამისა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ თავიდან ავიცილებთ იმ სამწუხარო რეალობას, რომ ჩვენი მაღალკვალიფიციური სპეციალისტები უცხოეთში მიდიან და იქ ახდენენ საკუთარი თავის რეალიზებას. ნაცვლად ამისა, მათ ეძლევათ შესაძლებლობა სარგებელი მოუტანონ საკუთარ ქვეყანას და მას მოახმარონ თავიანთი ცოდნა და გამოცდილება. ყოველივე ამასთან ერთად, ამ მემორანდუმის გაფორმება წინგადადგმული ნაბიჯია საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. მისივე თქმით, დღეიდან იწყება თანამშრომლობა, რომელიც აუცილებლად იქნება ნაყოფიერი და წარმატებული.

"როგორც მთავრობის მეთაურმა შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ გადავდგამთ შემხვედრ ნაბიჯებს, მათ შორის შემოვიღებთ საჭირო რეგულაციებსა და კანონებს, რათა თავიდან ავიცილოთ ქვეყანაში ავტორიზაციის გარეშე კოპირება. დაბოლოს, ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ დღევანდელი მემორანდუმის ხელმოწერით იწყება ახალი ეტაპი, და დარწმუნებული ვარ, ეს იქნება კიდევ ერთი ნაბიჯი, გადადგმული თანამედროვე, დასავლური სტანდარტების დამკვიდრებისკენ ჩვენს ქვეყანაში", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახეები თავსდება.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა