ე.წ. უფასო ფულის ინიციატივა პარლამენტმა არ გაიზიარა

ე.წ. უფასო ფულის ინიციატივა პარლამენტმა არ გაიზიარა

ე.წ. უფასო ფულის ინიციატივა პარლამენტმა არ გაიზიარა. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, გოგა ხაჩიძის პროექტს 39 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ 36 წავიდა და კენჭისყრის ამ შედეგით პროექტი "ჩავარდა".

საკითხი პირველი მოსმენით პარლამენტში 20 თებერვლის სესიაზე განიხილეს. ხაჩიძის მიერ მომზადებული პროექტის მიხედვით, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ბანკებიდან მიღებული ფინანსური რესურსის ხარჯები მთლიანად საპარტნიორო და საინვესტიციო ფონდებიდან იფარებოდა. პროექტის თანახმად, უფასო ფულით სარგებლობის ფარგლებში, ბანკის მიერ გაცემული თანხა 2 000 ლარზე ნაკლები არ უნდა იყოს და არ უნდა აღემატებოდეს 50 000 ლარს. პროექტის მიხედვით, "უფასო ფულის შესახებ" კანონპროექტი 2015 წლის 1-ელი აპრილიდან 2030 წლის 31 დეკემბრამდე იმოქმედებდა.

"ინტერპრესნიუსი"

სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახეები თავსდება.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა