საზოგადოება
Faceამბები

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ია სუხიტაშვილი "ოსკარზე" მიწვეულ სტუმართა სიაში არ ყოფილა - "ეტყობა, სხვა გზით აპირებდა დასწრების უფლების მოპოვებას"
ია სუხიტაშვილი "ოსკარზე" მიწვეულ სტუმართა სიაში არ ყოფილა - "ეტყობა, სხვა გზით აპირებდა დასწრების უფლების მოპოვებას"

22 თე­ბერ­ვალს ლოს-ან­ჯე­ლეს­ში, ამე­რი­კის კი­ნო­ა­კა­დე­მი­ის და­ჯილ­დო­ვე­ბის ცე­რე­მო­ნია გა­ი­მარ­თა. "ოს­კა­რის­კენ" მი­მა­ვალ გზა­ზე "მან­და­რი­ნე­ბის" გუნდს უამ­რა­ვი სირ­თუ­ლე გა­დახ­და თავს. რაც შე­ე­ხე­ბა ია სუ­ხი­ტაშ­ვილს, მან ცე­რე­მო­ნი­ა­ზე დას­წრე­ბა სა­ერ­თოდ ვერ მო­ა­ხერ­ხა, თუმ­ცა, რო­გორც ფილ­მის რე­ჟი­სო­რის, ზაზა ურუ­შა­ძის ჟურ­ნალ "სარ­კეს­თვის" მი­ცე­მუ­ლი ინ­ტერ­ვი­უ­დან ირ­კვე­ვა, სუ­ხი­ტაშ­ვი­ლი მიწ­ვე­ულ სტუ­მარ­თა შო­რის არც კი ყო­ფი­ლა.

"სარ­კე": ამე­რი­კა­ში თქვე­ნი გამ­გზავ­რე­ბის წინ მსა­ხი­ობ­მა გი­ორ­გი ნა­კა­ში­ძემ ღიად გა­მოთ­ქვა პრე­ტენ­ზია კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს მი­მართ, რომ მათ ეს აღი­ა­რე­ბა ჯე­როვ­ნად ვერ და­ა­ფა­სეს და სა­თა­ნა­დოდ ვერ უზ­რუნ­ველ­ყვეს ჯგუ­ფის ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რა. იზი­ა­რებთ მის პო­ზი­ცი­ას?

ზაზა ურუ­შა­ძე: მე არა­ვი­თა­რი პრე­ტენ­ზია არ მაქვს. ფილ­მი "ოს­კარ­ზე" ეს­ტო­ნეთ­მა წა­რად­გი­ნა და შე­სა­ბა­მი­სად, პი­არ­კამ­პა­ნი­ის თან­ხე­ბიც ამ ქვე­ყა­ნამ გა­ი­ღო. ცე­რე­მო­ნი­ალ­ზე ქარ­თვე­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბის წაყ­ვა­ნა რომ გა­დავ­წყვი­ტე, თვი­თონ ვთხო­ვე ქარ­თულ მხა­რეს, რომ გზი­სა და დღი­უ­რი ფული გა­მო­ე­ყოთ, და­ნარ­ჩენს ეს­ტო­ნუ­რი მხა­რე აა­ნა­ზღა­უ­რებ­და. გი­ორ­გი სულ სხვა რა­მეს გუ­ლის­ხმობ­და. მას სურ­და, რომ სა­ხელ­მწი­ფოს იმა­ზე მეტი ყუ­რა­დღე­ბა გა­მო­ე­ჩი­ნა, ვიდ­რე გა­მო­ი­ჩი­ნა.

"სარ­კე": ია სუ­ხი­ტაშ­ვი­ლი რა­ტომ აღ­მოჩ­ნდა წი­თე­ლი ხა­ლი­ჩის მიღ­მა? ყვე­ლა ელო­და, რომ ცე­რე­მო­ნი­ალს და­ეს­წრე­ბო­და, სა­ქარ­თვე­ლო­ში კაბა სპე­ცი­ა­ლუ­რად შე­უ­კე­რეს...

ზაზა ურუ­შა­ძე: არ ვიცი, იას ამ­ბა­ვი ჩემ­თვი­საც სი­ურპრი­ზი იყო, რად­გან სა­უ­ბა­რი იყო ჩვენ სამ­ზე - ჩემ­სა და მსა­ხი­ო­ბებ­ზე. მე არ დავ­პი­რე­ბი­ვარ იას, რომ ცე­რე­მო­ნი­ალს და­ეს­წრე­ბო­და. ეტყო­ბა, სხვა გზით აპი­რებ­დნენ დას­წრე­ბის უფ­ლე­ბის მო­პო­ვე­ბას.

ია სუხიტაშვილი "ოსკარზე" მიწვეულ სტუმართა სიაში არ ყოფილა - "ეტყობა, სხვა გზით აპირებდა დასწრების უფლების მოპოვებას"

ია სუხიტაშვილი "ოსკარზე" მიწვეულ სტუმართა სიაში არ ყოფილა - "ეტყობა, სხვა გზით აპირებდა დასწრების უფლების მოპოვებას"

22 თებერვალს ლოს-ანჯელესში, ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოვების ცერემონია გაიმართა. "ოსკარისკენ" მიმავალ გზაზე "მანდარინების" გუნდს უამრავი სირთულე გადახდა თავს. რაც შეეხება ია სუხიტაშვილს, მან ცერემონიაზე დასწრება საერთოდ ვერ მოახერხა, თუმცა, როგორც ფილმის რეჟისორის, ზაზა ურუშაძის ჟურნალ "სარკესთვის" მიცემული ინტერვიუდან ირკვევა, სუხიტაშვილი მიწვეულ სტუმართა შორის არც კი ყოფილა.

"სარკე": ამერიკაში თქვენი გამგზავრების წინ მსახიობმა გიორგი ნაკაშიძემ ღიად გამოთქვა პრეტენზია კულტურის სამინისტროს მიმართ, რომ მათ ეს აღიარება ჯეროვნად ვერ დააფასეს და სათანადოდ ვერ უზრუნველყვეს ჯგუფის ფინანსური მხარდაჭერა. იზიარებთ მის პოზიციას?

ზაზა ურუშაძე: მე არავითარი პრეტენზია არ მაქვს. ფილმი "ოსკარზე" ესტონეთმა წარადგინა და შესაბამისად, პიარკამპანიის თანხებიც ამ ქვეყანამ გაიღო. ცერემონიალზე ქართველი მსახიობების წაყვანა რომ გადავწყვიტე, თვითონ ვთხოვე ქართულ მხარეს, რომ გზისა და დღიური ფული გამოეყოთ, დანარჩენს ესტონური მხარე აანაზღაურებდა. გიორგი სულ სხვა რამეს გულისხმობდა. მას სურდა, რომ სახელმწიფოს იმაზე მეტი ყურადღება გამოეჩინა, ვიდრე გამოიჩინა.

"სარკე": ია სუხიტაშვილი რატომ აღმოჩნდა წითელი ხალიჩის მიღმა? ყველა ელოდა, რომ ცერემონიალს დაესწრებოდა, საქართველოში კაბა სპეციალურად შეუკერეს...

ზაზა ურუშაძე: არ ვიცი, იას ამბავი ჩემთვისაც სიურპრიზი იყო, რადგან საუბარი იყო ჩვენ სამზე - ჩემსა და მსახიობებზე. მე არ დავპირებივარ იას, რომ ცერემონიალს დაესწრებოდა. ეტყობა, სხვა გზით აპირებდნენ დასწრების უფლების მოპოვებას.

48 წლის გვინეტ პელტროუ გაშიშვლდა - "ჯერ კიდევ შემიძლია, რომ გავიხადო"

ოთხი ჯილდო ერთ ფილმს  - "ასეთი რადიკალური გადაწყვეტილება ფესტივალის ჟიურის არასოდეს მიუღია"

ვინ არიან ილიკო სუხიშვილის შვილები - პოპულარული ოჯახის შთამომავლების ცხოვრება და წლების შემდეგ ნაპოვნი ქალიშვილი (ფოტოები)