პოლიტიკა
სამართალი
საზოგადოება
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ შეხვდნენ კოლეგები რატი დურგლიშვილის სოლოკარიერას - ''იყო ცინიკური კომენტარები...''
როგორ შეხვდნენ კოლეგები რატი დურგლიშვილის სოლოკარიერას - ''იყო ცინიკური კომენტარები...''

წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში რატი დურ­გლიშ­ვილ­მა მაკა ზამ­ბა­ხი­ძეს­თან ერ­თად დუეტ "ჯორ­ჯი­ას" შე­მად­გენ­ლო­ბა­ში არა­ერთ წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წია და სა­ქარ­თვე­ლოს ფარ­გლებს გა­რე­თაც მო­ი­პო­ვა პო­პუ­ლა­რო­ბა, რო­დე­საც "ახალ ტალ­ღა­ზე" გა­ი­მარ­ჯვა. მსმე­ნე­ლის­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო დუ­ე­ტის დაშ­ლა, ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია ხში­რად ვრცელ­დე­ბო­და, მაგ­რამ მერე აღ­მოჩ­ნდე­ბო­და, რომ ხმე­ბი დაშ­ლის შე­სა­ხებ სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბო­და. მცი­რე ხნის წინ კი რა­ტი­მაც და მა­კა­მაც ცალ-ცალ­კე გზა აირ­ჩი­ეს.

- დუ­ე­ტი "ჯორ­ჯია" არის ჩემი ცხოვ­რე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი, რო­მელ­მაც ჩემს კა­რი­ე­რა­ში უდი­დე­სი როლი ითა­მა­შა. მინ­და მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო მა­კას, მაია ყი­ფი­ანს, ლელა წურ­წუ­მი­ა­სა და ბი­ძი­ნა ბა­რა­თაშ­ვილს. მე რომ მხო­ლოდ მომ­ღე­რა­ლი ვიყო და არა სიმ­ღე­რე­ბის ავ­ტო­რი, დავ­კმა­ყო­ფილ­დე­ბო­დი ჯგუ­ფით, დუ­ე­ტით, მაგ­რამ შე­მოქ­მე­დი ადა­მი­ა­ნის­თვის რთუ­ლია, წლე­ბი ერთი და იგი­ვე აკე­თო. დუ­ე­ტი სპე­ცი­ფი­კუ­რია, აუ­ცი­ლე­ბე­ლია ტო­ნა­ლო­ბის, სიმ­ღე­რის შერ­ჩე­ვა. ჩემი და მა­კას ხმე­ბი ცოტა არ ეთავ­სე­ბო­და ერ­თმა­ნეთს და ჩვე­ნი ძლი­ე­რი შრო­მის შე­დე­გი იყო, რომ მეტ-ნაკ­ლე­ბად ყვე­ლა სიმ­ღე­რა კარ­გად ჟღერ­და, ხან მე მივ­დი­ო­დი დათ­მო­ბა­ზე, ხან - მაკა. დუ­ეტს აქვს ერთი ხაზი, პარტნი­ორ­თან მუ­შა­ო­ბა. ძა­ლი­ან მიყ­ვარს "ჯორ­ჯი­ას" რე­პერ­ტუ­ა­რი, მაგ­რამ ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­კუ­თა­რი 65 სიმ­ღე­რა და­მიგ­როვ­და, გარ­და ამი­სა, კლი­პის­თვის უამ­რა­ვი იდეა და ზო­გა­დად, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი იდე­ე­ბი. ძა­ლი­ან ბევ­რი კარი გა­მეხ­სნა ჩემი შე­მოქ­მე­დე­ბის ჩვე­ნე­ბით. ავ­ტორ-შემ­სრუ­ლე­ბე­ლი ცოტა სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბაა.

- ვიცი, რომ უცხო­ელ პრო­დი­უ­სე­რებ­თან თა­ნამ­შრომ­ლობ.

- ამე­რი­კე­ლებ­თან ვმუ­შა­ობ. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ისი­ნი ჩემი შე­მოქ­მე­დე­ბის უდი­დე­სი თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბი გახ­დნენ. კი­ნო­მუ­სი­კა რომ მო­ვას­მე­ნი­ნე, რი­თაც ცალ­კე ალ­ბო­მის გა­მო­ცე­მას ვა­პი­რებთ, მიხ­ვდნენ, რომ ეს უბ­რა­ლო ამ­ბა­ვი არ იყო (იღი­მის). თა­ნაც, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ მე არა მხო­ლოდ ვწერ სიმ­ღე­რას, არა­მედ არან­ჟი­რე­ბა­საც თა­ვად ვქმნი, შემ­დეგ კი მა­სა­ლას, ე.წ. "ბალ­ვან­კას" ვაგ­ზავ­ნი და უცხო­ურ ხმის ჩამ­წერ სტუ­დი­ა­ში მზად­დე­ბა კომ­პო­ზი­ცია.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

როგორ შეხვდნენ კოლეგები რატი დურგლიშვილის სოლოკარიერას - ''იყო ცინიკური კომენტარები...''

როგორ შეხვდნენ კოლეგები რატი დურგლიშვილის სოლოკარიერას - ''იყო ცინიკური კომენტარები...''

წლების განმავლობაში რატი დურგლიშვილმა მაკა ზამბახიძესთან ერთად დუეტ ''ჯორჯიას'' შემადგენლობაში არაერთ წარმატებას მიაღწია და საქართველოს ფარგლებს გარეთაც მოიპოვა პოპულარობა, როდესაც ''ახალ ტალღაზე'' გაიმარჯვა. მსმენელისთვის მოულოდნელი იყო დუეტის დაშლა, ამის შესახებ ინფორმაცია ხშირად ვრცელდებოდა, მაგრამ მერე აღმოჩნდებოდა, რომ ხმები დაშლის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამებოდა. მცირე ხნის წინ კი რატიმაც და მაკამაც ცალ-ცალკე გზა აირჩიეს.

- დუეტი ''ჯორჯია'' არის ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელმაც ჩემს კარიერაში უდიდესი როლი ითამაშა. მინდა მადლობა გადავუხადო მაკას, მაია ყიფიანს, ლელა წურწუმიასა და ბიძინა ბარათაშვილს. მე რომ მხოლოდ მომღერალი ვიყო და არა სიმღერების ავტორი, დავკმაყოფილდებოდი ჯგუფით, დუეტით, მაგრამ შემოქმედი ადამიანისთვის რთულია, წლები ერთი და იგივე აკეთო. დუეტი სპეციფიკურია, აუცილებელია ტონალობის, სიმღერის შერჩევა. ჩემი და მაკას ხმები ცოტა არ ეთავსებოდა ერთმანეთს და ჩვენი ძლიერი შრომის შედეგი იყო, რომ მეტ-ნაკლებად ყველა სიმღერა კარგად ჟღერდა, ხან მე მივდიოდი დათმობაზე, ხან - მაკა. დუეტს აქვს ერთი ხაზი, პარტნიორთან მუშაობა. ძალიან მიყვარს ''ჯორჯიას'' რეპერტუარი, მაგრამ ამ წლების განმავლობაში საკუთარი 65 სიმღერა დამიგროვდა, გარდა ამისა, კლიპისთვის უამრავი იდეა და ზოგადად, შემოქმედებითი იდეები. ძალიან ბევრი კარი გამეხსნა ჩემი შემოქმედების ჩვენებით. ავტორ-შემსრულებელი ცოტა სხვა მიმართულებაა.

- ვიცი, რომ უცხოელ პროდიუსერებთან თანამშრომლობ.

- ამერიკელებთან ვმუშაობ. საბედნიეროდ, ისინი ჩემი შემოქმედების უდიდესი თაყვანისმცემლები გახდნენ. კინომუსიკა რომ მოვასმენინე, რითაც ცალკე ალბომის გამოცემას ვაპირებთ, მიხვდნენ, რომ ეს უბრალო ამბავი არ იყო (იღიმის). თანაც, მნიშვნელოვანია, რომ მე არა მხოლოდ ვწერ სიმღერას, არამედ არანჟირებასაც თავად ვქმნი, შემდეგ კი მასალას, ე.წ. ''ბალვანკას'' ვაგზავნი და უცხოურ ხმის ჩამწერ სტუდიაში მზადდება კომპოზიცია.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება