ამერიკელმა ასტრონომებმა და უფოლოგებმა მარსზე დინოზავრის თავის ქალა აღმოაჩინეს. ფოტო გადაიღო რობოტმა Curiosity, რომელიც ნასამ მარსის ზედაპირის გამოსაკვლევად გააგზავნა. ფოტოზე მკვლევარებმა აღმოაჩინეს თავის ქალა, რომელზეც ვარაუდობენ, რომ ის დინოზავრს ეკუთვნის.
ფოტოს გადიდებისას დაინახავთ ქვიშაში ჩაფლულ ყბებს და ღიად გამოკვეთილ ქალას. სხეულის სხვა ნაწილები ნასას ფოტოზე არ შეიმჩნევა. ფოტო იქ სრულდება, სადაც წესით დანარჩენი ჩონჩხი უნდა იყოს განლაგებული. იმის მტკიცებულებად, რომ ფოტოზე გამოსახული ობიექტი არის რეალურად თავის ქალა და არა ამ მოყვანილობის ქვა, აღმოჩნდა კბილები, რომლებიც გარკვევით, გამოკვეთილად ჩანს ფოტოზე.